“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ"

  • Word
“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
მიღების თარიღი 31/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 46, 05/04/2006
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.029.008.404
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
30
31/03/2006
სსმ, 46, 05/04/2006
040.030.000.22.029.008.404
“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ"
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/04/2006 - 07/10/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.22.029.008.404

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება 30

2006 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ

,,აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებების აღრიცხვასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის № 124 ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის თანდართული წესი.

2. დამტკიცდეს სააღრიცხვო მოწმობის თანდართული ფორმა (ფორმა №3).

3. დამტკიცდეს დეკლარაციის თანდართული ფორმა (ფორმა №1).

4. დამტკიცდეს აღრიცხვის ჟურნალის თანდართული ფორმა (ფორმა №2).

5. დევნილთა საკითხების დეპარატამენტმა უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვა დამტკიცებული წესის შესაბამისად.

6. იურიდიულმა დეპარატამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია და გამოქვეყნება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ი. გორგაძეს.

8. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხევიაშვილი

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვის წესი

1. საქართველოში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონება აღირიცხება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, კონფლიქტამდე უძრავი ქონებით მოსარგებლე/მობინადრე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ (შემდეგში – პირი), უძრავი ქონების ,,დეკლარაციის“ სათანადო წესით შევსების საშუალებით (ფორმა №1).

2. უძრავი ქონების აღრიცხვის პროცედურას ახორციელებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ხოლო რეგიონებში სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები.

3. საზღვარგარეთ მცხოვრები პირები დეკლარაციის ფორმას მიიღებენ და შეავსებენ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებში.

4. საქართველოს საელჩოები და საკონსულოები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უძრავი ქონების 1990/93 წ.-მდე მობინადრეებს/მოსარგებლეებს აცნობენ: საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 თებერვლის №124 ბრძანებულებას, მისი განხორციელების წესს, საჭირო დოკუმენტებსა და პროცედურებს, ხოლო შევსებულ დეკლარაციებსა და თანდართულ სხვა დოკუმენტებს ახარისხებენ პაკეტებად და პერიოდულად გზავნიან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში.

5. პირი ვალდებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისად შეავსოს დეკლარაციაში ჩამოთვლილი პუნქტები:

ა) სახელი, გვარი, მამის სახელი და წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი ან სხვა დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი მისამართი;

ბ) ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი;

გ) დაბადების თარიღი და ადგილი;

დ) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი დევნილობამდე (ქალაქი, რაიონი, დაბა, სოფელი, ქუჩის სახელწოდება, სახლის ან ბინის ზუსტი ნომერი), სატელეფონო ნომერი მითითებულ მისამართზე;

ე) პროფესია და სამუშაო ადგილი დევნილობამდე;

ვ) რა დანიშნულების უძრავ ქონებას ფლობდა და სარგებლობის/ბინადრობის წარმოშობის წყაროს დასახელება (ქსეროასლი თან ერთვის): ბინის ორდერი, ანდერძი, თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობა, სასოფლო საკომლო წიგნიდან ამონაწერი, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მიწის ნაკვეთის საინვეტარიზაციო გეგმა, არქიტექტურული პროექტი, სასამართლო გადაწყვეტილება, სსრკ პასპორტში აღნიშნული ჩაწერის დამოწმებული ბეჭდით ან სხვა დოკუმენტი (დოკუმენტის ქსეროასლის წარმოდგენით), მიწის ფართობის ოდენობა (ციფრებით და სიტყვიერად) და მასზე განთავსებული უძრავი ქონების საერთო ფართობი (ციფრებით და სიტყვიერად), რომელი წლიდან ფლობდა დეკლარირებულ უძრავ ქონებას (გამოიყენება მხოლოდ არაბული ციფრები) და ზუსტი მისამართი;

ზ) უძრავი ქონების ამჟამინდელი მდგომარეობა და მისი ფაქტობრივი მფლობელის ვინაობა (თუ არის ცნობილი);

თ) ოჯახის წევრთა და მათთან ერთად მუდმივად მცხოვრებ პირთა ჩამონათვალი დევნილობამდე – სახელი, გვარი, მამის სახელი, დაბადების ადგილის და თარიღის მითითებით.

6. სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების აღრიცხვა წარმოებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, რომელიც მოიძიებს (შესაძლებლობის ფარგლებში) სახელმწიფო სამსახურების ბალანსზე მყოფ შენობა-ნაგებობებს, ახარისხებს პროფილის მიხედვით, თან ურთავს ტექნიკურ მახასიათებლებს (შენობა/ნაგებობის ფუნქციონალური დატვირთვა, მიწის და მასზედ განთავსებული შენობა/ნაგებობების საერთო და სასარგებლო ფართობი, ასევე სხვა ტექნიკური მონაცემები) და კონფლიქტამდე დასახელებულ ობიექტში დასაქმებულთა სიას (სახელი, გვარი და მისამართის მითითებით).

7. პირი, რომელიც ვერ წარმოადგენს მის მიერ დეკლარირებულ უძრავ ქონებაზე მე-5 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ დოკუმენტებს, შეუძლია მიმართოს სასამართლოს განცხადებით იურიდიული ფაქტის დადგენის მოთხოვნით.

8. პირის მიერ შემოტანილი დეკლარაცია რეგისტრირდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სათანადო სამსახურში დევნილთა უძრავი ქონების აღრიცხვის ჟურნალში (ფორმა №2). ჟურნალში გამოყოფილია ხუთი გრაფა: 1. ნუმერაცია; 2. დეკლარაციის შემომტანის ვინაობა; 3. მისი საცხოვრებელი მისამართი დევნილობამდე; 4. ამჟამინდელი მისამართი და სხვა კოორდინატები;

 5. დეკლარაციის შემოტანის თარიღი.

9. შევსებული დეკლარაციისა და სხვა საჭირო დოკუმენტების სამინისტროში წარმოდგენიდან პირს, 10 დღის ვადაში, უბრუნდება სპეციალური ბეჭდით დამოწმებული იგივე დეკლარაციის ქსეროასლი, რომელზეც აღბეჭდილია ,,აღრიცხულია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში“.

10. პირი, რომელიც სრულყოფილად შეასრულებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან (განცხადებით მიმართვის შემდეგ) მიიღებს მის მიერ დეკლარირებული მიწის და მასზე განთავსებულ ,,უძრავი ქონების“, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბეჭდით დამოწმებულ, ,,სააღრიცხვო მოწმობას“ (ფორმა №3), რომელიც შედგენილი იქნება ქართულ და აფხაზურ ენებზე, აფხაზეთში მცხოვრებთათვის.

11. საზღვარგარეთ მცხოვრებმა პირმა ,,სააღრიცხვო მოწმობის“ მისაღებად უნდა მიმართოს სქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სათანადო განცხადებით.

12. ,,სააღრიცხვო მოწმობაში“ ჩამოთვლილი იქნება შემდეგი მონაცემები:

ა) ქალაქის, რაიონის, დაბის, სოფლის სახელწოდება, სამინისტროს მიერ მინიჭებული კოდის და სექტორის მითითებით, სადაც მდებარეობს უძრავი ქონება და მისი ზუსტი მისამართი;

ბ) ბინადრობის/სარგებლობის ფორმის გრაფა;

გ) მიწის საერთო ფართობი;

დ) შენობის საერთო ფართობი;

ე) უძრავი ქონებით მოსარგებლე/მობინადრე ფიზიკური პირის სახელი, გვარი, მამის სახელი ან იურიდიული პირის (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დასახელება და იურიდიული მისამართი);

ვ) დაბადების თარიღი და ადგილი;

ზ) ბინადრობის/სარგებლობის უფლების წარმოშობის დოკუმენტი (წყარო).

13. ,,სააღრიცხვო მოწმობას“ თან ერთვის მიწის ნაკვეთის გეგმა 1:500 მასშტაბით, რომელიც მისი განუყოფელი ნაწილია.

14. სააღრიცხვოდ მიღებული დოკუმენტები, დამუშავების შემდეგ, იგზავნება სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში ელექტრონული ვერსიის შესადგენად, შემდეგ იწყობა პაკეტებად და ინახება სამინისტროს არქივში, უძრავი ქონების ადგილმდებარეობის სახელწოდების და მისამართების თანმიმდევრობის მიხედვით.

15. დეკლარაცია, რომელიც შევსებული იქნება ხარვეზით, ან/და თან არ ერთვის მე-5 პუნქტში მითითებული დოკუმენტები, ათი დღის ვადაში უბრუნდება პირს, შემდგომში ხარვეზის გამოსასწორებლად. ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ პირს უფლება აქვს ხელახლა მიმართოს სამინისტროს.

 

 

 

ფორმა №1

 

მოქ. _________________________

ამჟ. მცხ. _________________________

მიწერის მისამართი _________________________

პირადობის მოწმობის N _________________________

 

დეკლარაცია №

 

1. ______________________________________________________

 სახელი, გვარი, მამის სახელი

2. ______________________________________________________

 დაბადების თარიღი, ადგილი და მისამართი

3. ______________________________________________________

 დევნილობამდე, ზუსტი საცხოვრებლის მისამართი, ტელეფონის ნომერი

4. _______________________________________________________

 განათლება - პროფესია და სამუშაო ადგილი დევნილობამდე

5. _______________________________________________________

დეკლარირებული უძრავი ქონების ზუსტი მისამართი და დანიშნულება

 

6. / / ______________________ 7. / / ___________________________

 მიწის საერთო ფართობი შენობის საერთო ფართობი

8. ________________________________________________________

 ინფორმაცია უძრავი ქონების ამჟამინდელი მდგომარეობა, ფაქტობრივი მფლობელის ვინაობა

________________________________ _____________________________

 ოჯახის წევრები, მეუღლე, შვილები და მათთან ერთად მუდმივად მცხოვრები პირები

 

N

სახელი, გვარი, მამის სახელი

დაბადების თარიღი

დაბადების ადგილი

დევნილის წიგნა. ნომერი

1

 

 

 

 

2

 

 

 

 

3

 

 

 

 

4

 

 

 

 

5

 

 

 

 

6

 

 

 

 

7

 

 

 

 

 

9. უძრავ ქონებაზე ბინადრობის/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში, ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი მაინც):

ა. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება;

 ბ. ბინის ორდერი;

გ. საბინაო წიგნიდან ამონაწერი;

დ. სასამართლოს გადაწყვეტილება;

ე. მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანდერძი);

ვ. სათანადო სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა;

ზ. ამონაწერი სოფლის საკომლო წიგნიდან;

თ. სხვა დოკუმენტის დასახელება, რომელიც ადასტურებს კავშირს თქვენ მიერ დეკლარირებულ უძრავ ქონებაზე;

ი. სსრკ პასპორტში ჩაწერის აღმნიშვნელი ჩანაწერი;

კ. არქიტექტურული პროექტი.

_____________________________________________________________

 

დეკლარანტის ხელმოწერა ________________________________

თარიღი და შევსების ადგილი _______________________________

 

 

                    ____________________________________________

 

 

 

 

ფორმა №2

 

ნუმერაცია

დეკლარანტის სახელი და გვარი

მისამართი დევნილობამდე

ამჟამინდელი მისამართი და სხვა კოორდინატები

დეკლარაციის შემოტანის თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფორმა №3

 

სააღრიცხვო მოწმობა

(უძრავი ქონების)

 

ქ. თბილისი

 

 

____ _________ 2006 წ.

 

ადასტურებს, რომ ________________________________________________

 სახელი, გვარი, მამის სახელი

_______________________________________________________________

 ფუნქციონალური დატვირთვა

________________________________________________________________

 უძრავი ქონების ზუსტი მისამართი

 

დასახელებულ უძრავ ქონებაზე აქვს სარგებლობით/ბინადრობით ფლობის უფლება.

_______________________________________________________________

სარგებლობით/ბინადრობით წარმოშობის წყაროს დასახელება

_______________________________________________________________

 

მიწის ფართობი მ2

შენობის ფართობის მ2

სექტორის

 

რაიონის კოდი

 

მიწის ნაკვეთის რუკა

 

 

 

 

 

 

მონაცემები:

/ზუსტია/ /დაუზუსტებელია/

საკუთრების ფორმა:

/შეზღუდული/ /თანასაკუთრება/

/სახელმწიფო საკუთრება/

/ცვლილება/

საქართველოს ლტოლვილთა და

განსახლების მინისტრი გ. ხევიაშვილი