დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 328/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 31/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016897 |
|
„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/08/2018, 220020000.18.011.016334) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია საკრედიტო ინფორმაცია ყოველდღიურად (მიმდინარე დღის მონაცემები) მიაწოდოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ ყველა ბიუროს ამ წესის შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს ინფორმაციის მიწოდების განსხვავებული წესი.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სესხის გამცემმა ორგანიზაციამ ბიუროს უნდა მიაწოდოს მის ხელთ არსებული, ზუსტი და უტყუარი დეტალური ინფორმაცია, ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის ყველა (გარდა ამ წესით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) შესახებ.“; გ) მე-8–მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს; დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. თუ საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ან სხვა ტიპის ფინანსური ვალდებულების დაფარვის შემდეგ გასულია 5 (ხუთი) წელი, აღნიშნული ვალდებულების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს სესხის გამცემი ორგანიზაციებისა და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირებისათვის მონაცემთა სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. დაფარული სესხების/კრედიტების, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა), ან სხვა ტიპის ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია ბიურომ უნდა შეინახოს მინიმუმ 35 (ოცდათხუთმეტი) წლის მანძილზე საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო ან სხვა ტიპის ფინანსური ურთიერთობის დამთავრებიდან. ვადები აითვლება ინდივიდუალურ სესხებზე/კრედიტებზე, გარესაბალანსო (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) ან სხვა ტიპის ფინანსურ ვალდებულებებზე სათითაოდ. ინფორმაცია ფულადი გზავნილების შესახებ ბიურომ უნდა შეინახოს ფულადი გზავნილის განაღდებიდან 5 (ხუთი) წლის მანძილზე.“. 2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) დაიცვას პირის (მონაცემთა სუბიექტის) იდენტიფიკაციისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები.“. 3. მე-6 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ მსესხებელს/თანამსესხებელს აქვს საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო ვალდებულებები (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) სესხის გამცემი ორგანიზაციის მიმართ, სესხის გამცემი ორგანიზაცია უფლებამოსილია ვალდებულებების მოქმედების პერიოდში განახორციელოს ამ პირის (მსესხებელი/თანამსესხებლის) საკრედიტო, არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის გადამოწმება ბიუროში მონაცემთა სუბიექტის დამატებითი თანხმობის გარეშე, მონაცემთა სუბიექტის არსებული ვალდებულების მონიტორინგის ან/და ახალი საკრედიტო/სასესხო, გარესაბალანსო ვალდებულების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) გადახდისუნარიანობის შეფასების მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მსესხებელს/თანამსესხებელს სესხის გამცემი ორგანიზაციის მიმართ აქვს მხოლოდ არასანქცირებული ვალდებულება.“; ბ) 81 და 82 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „81. თანხმობის დისტანციურად აღების შემთხვევაში აუცილებელია პირის იდენტიფიკაცია განხორციელდეს „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 30 მარტის №48/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის ან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცესის შესაბამისად. სესხის გამცემი ორგანიზაცია, მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია ბიუროს ან/და საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს მონაცემთა სუბიექტის/მომხმარებლის თანხმობა ამ წესის დანართი №5-ის, დანართი №5.1-ის, დანართი №7-ის ან უარი დანართი №9-ის შესაბამისად, ასევე იდენტიფიკაციის მეთოდი, ელექტრონული ლოგფაილები და ინტერნეტპროტოკოლის (იპ) მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საიდანაც მოხდა თანხმობის მიღება. გამონაკლის შემთხვევებში, დასაშვებია თანხმობის/უარის მოდიფიცირებული ტექსტით აღება/მოპოვება, თუ თანხმობის/უარის შინაარსი სრულად არის გადმოცემული და მოდიფიცირებული ტექსტი შეთანხმებულია საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ელექტრონული ლოგფაილი უნდა მოიცავდეს ამ წესის დანართი №10-ით გათვალისწინებულ ინფორმაციას. 82. თანხმობის/უარის დისტანციურად აღებისას, პირის ავთენტიფიკაციის განხორციელებისთვის, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის №156/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის II თავის მოთხოვნები ან თანხმობის/უარის დისტანციურად აღებისას პირის ავთენტიფიკაციის პროცესი აწარმოოს საქართველოს ეროვნულ ბანკთან წინასწარ შეთანხმებული წესით.“. 4. 71 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ბიუროს მიაწოდოს ყოველდღიურად (მიმდინარე დღის მონაცემები), თუ საქართველოს ეროვნულ ბანკთან სხვა რამ არ არის შეთანხმებული.“. 5. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მომხმარებელს (მონაცემთა სუბიექტს) უფლება აქვს ჰქონდეს წვდომა მის შესახებ ბიუროში დაცულ ინფორმაციაზე. კერძოდ, მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიიღოს მასზე ბიუროში დაცული ინფორმაცია, უფასოდ, მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით. ბიუროს უფლება აქვს დააწესოს მომსახურების საფასური სპეციალური ელექტრონული პორტალის ან/და ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით მყისიერად გენერირებულ ინფორმაციაზე. ამასთან, ბიურომ უნდა უზრუნველყოს, რომ სპეციალური ელექტრონული პორტალის ან/და ელექტრონული აპლიკაციის გამოყენებით შესაძლებელი იყოს მომხმარებლის მიერ ინფორმაციის მიღება უფასოდ, სულ მცირე წელიწადში სამჯერ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნის მიღებიდან ერთი სამუშაო დღისა, ისე, რომ ამავდროულად დაცული იყოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობები. პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით მიწოდებისას, სავალდებულოა განხორციელდეს პირის იდენტიფიკაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. მონაცემები უნდა მოიცავდეს მომხმარებლის (მონაცემთა სუბიექტის) შესახებ ბიუროში დაცულ ნებისმიერ ინფორმაციას, მათ შორის, კრედიტორებისა და პირის შესახებ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტური ინფორმაციის მომთხოვნი/მაძიებელი პირების და მათ მიერ განხორციელებული ძიებების რაოდენობის დეტალური მითითებით.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მომხმარებელს უფლება აქვს დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს (ბიურო, სესხის გამცემი ორგანიზაცია და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი) მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.“. 6. მე-9 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ბიურო ვალდებულია, აწარმოოს მომხმარებლის პრეტენზიების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ანგარიშგება ამ წესის დანართ №4-ში მოცემული ფორმის მიხედვით და აღნიშნული მონაცემები ყოველთვიურად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, მიაწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ელექტრონულ ფოსტაზე cp@nbg.gov.ge, აგრეთვე, ატვირთოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამული უზრუნველყოფის (CPMCS პროგრამული უზრუნველყოფა) შესაბამის მოდულში. მიწოდებულ და ატვირთულ მონაცემებში უნდა შედიოდეს გასული თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით მიღებული პრეტენზიების სტატისტიკა, ასევე, წინა საანგარიშო თვეს მიწოდებულ და ატვირთულ მონაცემებში დაუსრულებელი სტატუსით აღრიცხული პრეტენზიების შესახებ სტატისტიკა.“; ბ) მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) მონაცემთა სუბიექტის უფლებები და ამ უფლებების რეალიზების მექანიზმი.“. 7. დაემატოს დანართი №10 თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია 2025 წლის 1 მარტამდე ბიუროს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ზუსტი და უტყუარი დეტალური ინფორმაცია 2025 წლის 1 მარტამდე გაცემული, მონაცემთა სუბიექტის ყველა სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) შესახებ, რომლის მიმდინარე ვალდებულებების საწყისი თანხების ჯამი გაცემისას მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად აღემატება 10,000,000 (ათი მილიონი) ლარს (ტრანშების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინება პირველი ტრანშის გაცემისას არსებული კურსი. რევოლვირებადი პროდუქტების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინება სესხის/კრედიტის, გარესაბალანსო ვალდებულებების (აკრედიტივი, გარანტია და სხვა) დამტკიცების მომენტში არსებული კურსი). |
მუხლი 3 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 მარტიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები