„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"

„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 34, 16/03/2006
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.265
177
10/03/2006
სსმ, 34, 16/03/2006
190.040.000.22.033.008.265
„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.265

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №177

2006 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე და 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში (სსმ III, 08.04.2005, №41, მუხ. 443) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. ბრძანებას დაემატოს 45  პუნქტი:

,,45 . საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას  სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს დანართი 3-ის შესაბამისად.“

2. ბრძანებას დაემატოს დანართი №3 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია 2005 წლის 9 აპრილიდან.

ა. ალექსიშვილი

დანართი №3

საქართველოს პარლამენტის წევრებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატი

მოსამსახურეთა თანამდებობრივი დასახელება

სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტობით

1

პარლამენტის თავმჯდომარე

100

2

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

80

3

პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეები

 

50

4

საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე

50

5

პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო ფრაქციის მდივანი, უმრავლესობისა და უმცირესობის მდივნები, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების თავმჯდომარეთა მოადგილეები, პარლამენტის წევრი, პარლამენტის აპარატის უფროსი

 

 

 

45

შენიშვნები:

1. საპარლამენტო დელეგაციებს მიეკუთვნება ის დელეგაცია, რომელსაც მიენიჭა საქართველოს პარლამენტის სახელით გამოსვლის უფლება.

2. აღნიშნული დანართით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ მიიღონ ამ დანართით განსაზღვრული მხოლოდ ერთი დანამატი.

3. თუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მივლინების ხანგრძლივობა 3 დღეზე მეტია, მათი სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს აღნიშნული დანართის პირველი, მე-2 და მე-3 გრაფების შესაბამისად, ხოლო თუ მათი მივლინების ხანგრძლივობა 3 დღეზე ნაკლებია ან 3 დღეა:

ა) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 280 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 130 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით.

4. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებს, საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარეს სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით.