„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 410
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017888
410
20/12/2024
ვებგვერდი, 24/12/2024
200090000.22.033.017888
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №410

2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა  მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011,  200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ინსტრუქციის:

1. 391 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;

 ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქე;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მარტოხელა მშობელი;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) პირი, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციაში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო;“.

2.  563 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 563. დღგ-ის გადახდისაგან თავის არიდების, მათ შორის, ყალბი დოკუმენტის გამოყენების, აგრეთვე უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების წინააღმდეგ მიმართული ადმინისტრირების ღონისძიებები

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების გამოყენების (ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების ან/და ჩათვლის მიღების) უფლება ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე:

ა) დღგ-ის გადახდისაგან თავის არიდების, მათ შორის, ყალბი დოკუმენტის გამოყენების, აგრეთვე, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების ნიშნების გამოვლენისას. ამ შემთხვევაში საქმის მასალები გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში;

ბ) შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნისას (მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში);

გ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა უქმდება  საგამოძიებო ორგანო(ები)ს მოთხოვნით (მის/მათ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში) ან თუ გამოძიებით არ დადასტურდა ყალბი დოკუმენტის გამოყენების, აგრეთვე, უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების ფაქტი;

ბ) „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა უქმდება  შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, სწორი და ეფექტიანი რისკის კრიტერიუმების შესამუშავებლად და სამართავად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გამოითხოვოს და გამოიყენოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირებად „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაცული პერსონალური მონაცემები (გარდა განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული მონაცემებისა), დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ის) გადამხდელად რეგისტრირებული პირების შესახებ.

5. ოპერაცია უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ოპერაცია ან გარიგება არ განხორციელებულა იმ პირებს შორის, რომლებიც აღნიშნულია ოპერაციის ან გარიგების დამადასტურებელ დოკუმენტებში (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, საგადასახადო დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები ან სხვა).

6. მხოლოდ ის ფაქტი, რომ საქონლის/მომსახურების მიმწოდებელს არ გააჩნია მიწოდებული საქონლის/მომსახურების შესყიდვის ან მასზე გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საკმარის საფუძვლად, რათა ოპერაცია ჩაითვალოს უსაქონლოდ ან/და გარიგება ფიქტიურად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი