დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 119-Iმს-XIმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 13/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 470100000.05.001.102458 |
|
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22.11.2023, სარეგისტრაციო კოდი: 470100000.05.001.021094) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 46-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მინისტრმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცეს: ა) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება დონორთა ეროვნული რეესტრის შექმნისა და წარმოების (მათ შორის, პირის დონორთა ეროვნულ რეესტრში რეგისტრაციის ან დონორთა ეროვნული რეესტრიდან გამოსვლის/ამოღების) წესის, აგრეთვე ორგანოს, ქსოვილის ან/და უჯრედის დონაციაზე თანხმობის განცხადებისა და ორგანოს, ქსოვილის ან/და უჯრედის დონაციაზე განცხადებულ თანხმობაზე უარის თქმის ფორმებისა და შინაარსის განსაზღვრის შესახებ; ბ) ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება (ბრძანებები) მომლოდინეთა ეროვნული სიის წარმოების (მათ შორის, პირის მომლოდინეთა ეროვნულ სიაში რეგისტრაციის) წესის განსაზღვრის შესახებ, გარდაცვლილი დონორისგან მოპოვებული ორგანოების განაწილების წესების განსაზღვრის თაობაზე და რეციპიენტისგან ინფორმირებული თანხმობის მიღების წესისა და აღნიშნული ინფორმირებული თანხმობის ფორმისა და შინაარსის განსაზღვრის შესახებ; გ) ამ კანონის მე-12 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება ორგანოების საერთაშორისო გაცვლისთვის საჭირო საინფორმაციო პროცედურების დამტკიცების შესახებ; დ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება ორგანოს ჯვარედინი დონაციის წესისა და პირობების დადგენის შესახებ; ე) ამ კანონის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტითა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება ცოცხალი დონორის შერჩევისა და შესაბამისობის შეფასების წესის (მათ შორის, სამედიცინო და ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და შესაბამისი რისკების შეფასების პროცედურებისა და კრიტერიუმების), აგრეთვე ცოცხალი დონორების რეესტრის წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ; ვ) ამ კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება გარდაცვალების ფაქტის (მათ შორის, გულის შეუქცევი გაჩერებისა და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტის ან ადამიანის თავის ტვინის სიკვდილის) დადგენის პროტოკოლის დამტკიცების შესახებ; ზ) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება გარდაცვლილი პირის ორგანოს დონაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის განსაზღვრის თაობაზე; თ) ამ კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება (ბრძანებები) ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და ტექნიკური მოთხოვნების (მათ შორის, ორგანოების შენახვასთან, კარანტინში მოთავსებასა და განადგურებასთან დაკავშირებული მოთხოვნების) განსაზღვრის შესახებ; ი) ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ბრძანება (ბრძანებები) დონორის დახასიათებისა და ორგანოს დახასიათების განხორციელების წესის დადგენის შესახებ და დონორის ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრის თაობაზე; კ) ამ კანონის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება ორგანოს მოპოვების პროცედურების (მათ შორის, ორგანოს მოპოვების შესახებ შეტყობინების (ოქმის) ფორმატის) განსაზღვრის თაობაზე; ლ) ამ კანონის 32-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება ორგანოების გადანერგვის სტანდარტების (მათ შორის, ორგანოების გადანერგვის შედეგების რეგისტრაციის, აგრეთვე გადანერგილი ორგანოებისა და რეციპიენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და ყოველწლიური ანგარიშგების სახელმძღვანელო პრინციპების) განსაზღვრის შესახებ; მ) ამ კანონის 33-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება (ბრძანებები) სერიოზული გვერდითი მოვლენის ან/და სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ დროულად შეტყობინების, ანგარიშგებისა და მართვის ეროვნული ოპერაციული პროტოკოლის განსაზღვრის თაობაზე და მიკვლევადობის წესის განსაზღვრის შესახებ; ნ) ამ კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული სამედიცინო პროცედურების ანაზღაურების მოდელისა და ტარიფების/ხარჯების შესახებ ინსტრუქციის განსაზღვრის თაობაზე; ო) ამ კანონის 43-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანება ინსპექტორის კვალიფიკაციასა და პროფესიულ მომზადებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ინსპექტირების ჩატარებასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მითითებების განსაზღვრის შესახებ; პ) ამ კანონის ამოქმედებისთვის საჭირო სხვა შესაბამისი ბრძანებები.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს მოსამართლეთა პროფესიული მომზადება ორგანოების გადანერგვის სფეროში და დაადგინოს უფლებამოსილი მოსამართლეების სპეციალიზაციის სტანდარტი.“; გ) მე-6−მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამინისტრომ/მინისტრმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე განახორციელოს: ა) ამ კანონით გათვალისწინებული ტრანსპლანტაციის საბჭოს/ცოცხალი დონაციის კომისიის შექმნასა და ფუნქციონირებასთან და მათი დებულებების დამტკიცებასთან/მათ დებულებებში სათანადო ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული ღონისძიებები; ბ) ამ კანონის ამოქმედებისთვის საჭირო სხვა შესაბამისი ღონისძიებები. 7. სამინისტრომ და სხვა შესაბამისმა უწყებებმა 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული ოპერაციული პროტოკოლების შემუშავება და დამტკიცება. 8. საქართველოს მთავრობამ და სამინისტრომ 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული კომპეტენტური უწყების (უწყებების) განსაზღვრა, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში − მისი (მათი) ფუნქციების განსაზღვრა (განაწილება).“; დ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. შესაბამისმა სამედიცინო დაწესებულებებმა 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ ამ კანონით, აგრეთვე ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილ სალიცენზიო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობა სათანადო ლიცენზიის მოპოვებით/სანებართვო პირობების შესრულებით. ამისთვის აღნიშნულ თარიღამდე შესაბამისმა სამედიცინო დაწესებულებებმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით განსაზღვრულ ლიცენზიის/ნებართვის გამცემ კომპეტენტურ უწყებას წარუდგინონ სათანადო განცხადება და დოკუმენტაცია. აღნიშნულ თარიღამდე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებები ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას განახორციელებენ 2026 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე. ლიცენზიის/ნებართვის გამცემი კომპეტენტური უწყება გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 2. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის პირველი−45-ე და 47-ე მუხლები ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
თბილისი, 13 დეკემბერი 2024 წ. N119-Iმს-XIმპ |
დოკუმენტის კომენტარები