„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 393
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.017883
393
05/12/2024
ვებგვერდი, 06/12/2024
200250000.22.033.017883
„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №393

2024 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში (ვებგვერდი, 111228027, 29/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200250000.22.033.016287) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებული „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის“:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს არარეზიდენტის მიერ ივსება: ფორმა №2 „არარეზიდენტის დეკლარაცია საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ და მოთხოვნა თანხის დაბრუნების თაობაზე“ და ფორმა №3 „არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ ცნობის მოთხოვნა“, ამასთან, ფორმა №3-ის შევსება დასაშვებია საგადასახადო აგენტის მიერ, მის მიერ გაცემული ანაზღაურების ნაწილში; 

გ) საგადასახადო ორგანოს მიერ ივსება ფორმა №3-ის ნაწილი – „საქართველოს საგადასახადო ორგანოს ცნობა“.“;

ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ ცნობის მოთხოვნა (ფორმა №3) და გაცემა

1. „არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ ცნობის მოთხოვნა“ (ფორმა №3) საგადასახადო ორგანოს წარედგინება ელექტრონულად განცხადების საშუალებით. წარდგენაზე უფლებამოსილია როგორც არარეზიდენტი პირი, ისე საგადასახადო აგენტი მხოლოდ მის მიერ გაცემული ანაზღაურების ნაწილში.

2. ფორმა №3-ის ნაწილები: „არარეზიდენტის მონაცემები“, „შემოსავლის გადახდა“ და „საქართველოში არსებული ქონება“  ივსება განმცხადებლის მიერ, რომელიც ითხოვს ცნობას საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების და მასზე გადახდილი გადასახადების, ასევე საქართველოში არსებულ ქონებაზე გადახდილი გადასახადების თაობაზე. განმცხადებელი ვალდებულია იმავე განცხადებით დაადასტუროს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უტყუარია და სრული და იღებს პასუხისმგებლობას, რომ მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, აცნობოს საგადასახადო ორგანოს. ფორმა №3-ის  ნაწილი „საქართველოს საგადასახადო ორგანოს ცნობა“  ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, რომელიც ადასტურებს არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი გადასახადების ოდენობას.

3. საგადასახადო ორგანო, განცხადების საფუძველზე, ელექტრონულად გასცემს არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ ცნობას დამტკიცებული ფორმის (ფორმა №3-ის „საქართველოს საგადასახადო ორგანოს ცნობის“ ნაწილის)  შესაბამისად.

4. ფორმა №3-ის შევსების წესი:

ა) ფორმა №3-ის ნაწილის „არარეზიდენტის მონაცემების“:

ა.ა) გრაფაში „არარეზიდენტის სახელი გვარი/სახელწოდება“ მიეთითება შემოსავლის მიმღების სახელწოდება – იურიდიული პირის შემთხვევაში, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – მისი სახელი და გვარი;  

ა.ბ) გრაფაში „საქართველოს გადასახადის გადამხდელის ს/ნ (ასეთის არსებობისას)“ მიეთითება საქართველოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საქართველოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითება სავალდებულოა, თუ განმცხადებელს საქართველოში აქვს მუდმივი დაწესებულება;

ა.გ) გრაფაში „მისამართი (ქუჩა, ნომერი, ქალაქი, მუნიციპალიტეტი, საფოსტო ინდექსი, ქვეყანა) (ასეთის არსებობისას)“ მიეთითება არარეზიდენტის სრული მისამართი (საცხოვრებელი ადგილის მისამართი/იურიდიული მისამართი);

ა.დ) გრაფაში „რეზიდენტობის ქვეყანა“ მიეთითება ქვეყანა, რომლის რეზიდენტიც არის პირი, ვის სახელზეც გაიცემა ცნობა;

ბ) ფორმა №3-ის ნაწილში „შემოსავლის გადახდა“  მიეთითება ის შემოსავლები, რომლებიც არარეზიდენტმა მიიღო საქართველოში. მოცემულ ცხრილში მიეთითება შემოსავლის სახე (მაგალითად, პროცენტი, როიალტი, დივიდენდი და ა.შ.); ასევე მიეთითება თარიღი, როდესაც მოხდა ამ შემოსავლის გადახდა და საგადასახადო აგენტის სახელი და გვარი ან სახელწოდება და საქართველოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; შემოსავლის ოდენობა დაბეგვრამდე, დაკავებული გადასახადის განაკვეთი და გადახდილი გადასახადის ოდენობა;

გ) ფორმა №3-ის ნაწილში „საქართველოში არსებული ქონება“ მიეთითება არარეზიდენტის საკუთრებაში არსებული და საქართველოში განთავსებული ქონება. ასევე, ჩაიწერება ცალკეული ქონების სახე, განთავსების ადგილის მისამართი, მისი ღირებულება და გადახდილი გადასახადის ოდენობა;

დ) ფორმა №3–ის ნაწილი „საქართველოს საგადასახადო ორგანოს ცნობა“ ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი „არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ ცნობის მოთხოვნის“ საფუძველზე (ფორმა №3-ის „არარეზიდენტის მონაცემების“, „შემოსავლის გადახდის“ და „საქართველოში არსებული ქონების“ ნაწილებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე). ფორმა №3-ის ნაწილში „საქართველოს საგადასახადო ორგანოს ცნობა“  იწერება ცნობის გამცემი საგადასახადო ორგანოს სახელწოდება, არარეზიდენტის სახელი და გვარი ან სახელწოდება. საგადასახადო ორგანო ადასტურებს აღნიშნული არარეზიდენტის მიერ საქართველოში მიღებულ შემოსავალზე ან/და საქართველოში არსებულ ქონებაზე გადახდილი გადასახადის ოდენობას. ამისათვის გამოყოფილ უჯრებში ჩაიწერება შემოსავალზე ან/და ქონებაზე გადახდილი გადასახადის ოდენობა ლარებში;

ე) ფორმა №3-ის ბოლოს აღინიშნება ცნობის გაცემის თარიღი და ცნობას ადასტურებს გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ხელმოწერით.“.

2. ფორმა №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი