„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 392
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.017882
392
04/12/2024
ვებგვერდი, 04/12/2024
010240030.22.033.017882
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №392

2024 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/04/2017, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016955) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-9 მუხლის:

ა) მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამმართველო.“;

ბ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

 ა) სპეციფიკური ფისკალური რისკების ანალიზისა და მართვის სამმართველო;

ბ) სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის  სამმართველო.“.

2. 36-ე მუხლის „კ“, „ლ“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. 361 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 362 მუხლი:

„მუხლი 362. სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამმართველო

სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სამუშაოთა ორგანიზება და მონაცემთა გავრცელება ქვეყანაში მიღებული სტატისტიკური მეთოდოლოგიითა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციათა გათვალისწინებით;

ბ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის წინადადებათა მომზადება;

გ) სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება, სტრუქტურირება და ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა.“.

4. 47-ე და 48-ე მუხლები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 47. ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება

ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ დეპარტამენტში შემავალი სამმართველოები.

მუხლი 48. სპეციფიკური ფისკალური რისკების ანალიზისა და მართვის სამმართველო

სპეციფიკური ფისკალური რისკების ანალიზისა და მართვის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) წარმოდგენილი პროექტების/რეგულაციების ფისკალური რისკის ანალიზი, შეფასება და დასკვნის მომზადება;

ბ) ფისკალური რისკების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება წარმოდგენილ პროექტებსა და არსებულ რეგულაციებზე;

გ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა ფინანსური მონაცემების შეგროვება მათგან მომდინარე ფისკალური რისკების/პირობითი ვალდებულებების იდენტიფიცირებისა და შეფასების მიზნით;

დ) პირობით ვალდებულებებთან დაკავშირებული ფისკალური რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მათ მართვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება;

ე) საინვესტიციო პროექტების შეფასება და შერჩევაში მონაწილეობა დამტკიცებული მეთოდოლოგიის თანახმად, ფისკალური რისკების გამოვლენის და შეფასების მიზნით, ასევე პროექტებთან მიმართებით წარმოდგენილ ანალიზებში გამოყენებული დაშვებების მართლზომიერების ანალიზი;

ვ) ფისკალური რისკების რეგულარული ანალიზი და მათი საჯაროობის უზრუნველყოფა;

ზ) სახელმწიფო საწარმოების ფინანსური და არაფინანსური შედეგების შეფასება, შემდგომში სახელმწიფო საწარმოთა ფისკალური რისკებისა და აგრეგირებული ანგარიშის მომზადებისა და გამოქვეყნების მიზნით;

თ) საჯარო და კერძო თანამშრომლობის არსებული ჩარჩოს რეგულარული ანალიზი, პოტენციური ხარვეზების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების შემუშავება.“.

5. 48-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი:

„მუხლი 481. სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის  სამმართველო

სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის  სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამთავრობო სექტორს მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოთა სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელოს მიხედვით კომპილაციის პროცესის ხელშეწყობა, რაც მოიცავს სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კვარტალურ და წლიურ მონიტორინგს, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების შესრულების ანგარიშების მომზადებას;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელოს მიხედვით სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციის განხორციელება;

გ) საქართველოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საწარმოების ფინანსური ზედამხედველობა;

დ) სახელმწიფო საწარმოთა კორპორაციული განზრახვის განაცხადების, ბიზნესგეგმების, ბიუჯეტების და სხვა დაკავშირებული დოკუმენტების განხილვა და დასკვნების მომზადება;

ე) სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, სახელმძღვანელო პრინციპების და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება;

ვ) იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოს წილის/აქციების მმართველს სრულად ან ნაწილობრივ, სამინისტროს მიერ სახელმწიფო საწარმოს აქციონერის/პარტნიორის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;

ზ) სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოთა მიერ მიღებული წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების თაობაზე წარდგენილი წინადადებებისა და დოკუმენტების განხილვა;

თ) ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მომზადების მიზნებისთვის, კომპეტენციის ფარგლებში, სპეციფიკური ფისკალური რისკების ანალიზისა და მართვის სამმართველოსთან კოორდინაცია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი