„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 390
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 200230040.22.033.017880
390
03/12/2024
ვებგვერდი, 04/12/2024
200230040.22.033.017880
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №390

2024 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში (სსმ, №172, 31.12.2010, 200230040.22.033.016103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანებით დამტკიცებულისპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებინსტრუქციის (დანართი №1):

) მე-12 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თუ იგი ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ საქმიანობას, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის განცხადებით (ამ ინსტრუქციის დანართი №1) მიმართავს საგადასახადო ორგანოს;“;

) მე-13 მუხლის მეორე პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) 3 პროცენტით, თუ მისმა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს გადააჭარბა. ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი 3%-იანი განაკვეთით იბეგრება შესაბამისი თვის (ერთობლივი შემოსავლის 500 000-ლარიანი ზღვრის, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარიანი ზღვრის გადაჭარბების დაფიქსირების თვე) დასაწყისიდან კალენდარული წლის დასრულებამდე.“;

) მე-15 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანებით დამტკიცებულიმცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებინსტრუქციის (დანართი №5):

) პირველი მუხლის მე-6 პუნქტი და მაგალითები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დეკლარაციის III ნაწილის შესაბამის სტრიქონებში მიეთითება შემდეგი მონაცემები:

ა) მე-15 სტრიქონში – მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დასაბეგრი და მცირე ბიზნესის საქმიანობის ფარგლებში მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის დასაწყისიდან ნაზარდი ჯამით, საანგარიშო თვის ჩათვლით. აღნიშნული გრაფის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალიც. ამ სტრიქონში არ შეიტანება დაბეგვრის საერთო წესებით მიღებული შემოსავლები: დივიდენდი, პროცენტი, როიალტი, ვალის პატიება, უძრავი ქონების, ავტოსატრანსპორტო საშუალების, ფასიანი ქაღალდების, პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი, ქონების იჯარით/უძრავი ქონების ქირით გაცემა, სესხის გაცემიდან მიღებული შემოსავალი, სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მოგებები, ჩუქება, მემკვიდრეობით მიღებული ქონების სახით მიღებული შემოსავალი;

ბ) მე-16 სტრიქონში – საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი საანგარიშო თვეში -1% ან 3%, კერძოდ:

1% − თუ მე-15 სტრიქონში ასახული თანხა ნაკლებია ან უდრის 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს,

3% − თუ მე-15 სტრიქონში ასახული თანხა გადააჭარბებს 500 000 ლარს, ხოლო ღვინის ტურიზმის საქმიანობის სუბიექტისა და აგროტურისტული საქმიანობის სუბიექტის შემთხვევაში − 700 000 ლარს;

გ) მე-17 სტრიქონში – მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის მიხედვით. ამ სტრიქონში ასახული თანხა ტოლია 18-21 სტრიქონებში ასახული თანხების ჯამის, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი შემოსავლებს და ხარჯებს აღრიცხავს საკასო მეთოდით და 18 − 22 სტრიქონებში ასახული თანხების ჯამს გამოკლებული 23 – 24 სტრიქონებში ასახული თანხების ჯამი, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი შემოსავლებს და ხარჯებს აღრიცხავს დარიცხვის მეთოდით;

დ) მე-18 სტრიქონში – ნაღდი ფულით ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავალი (საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვა);

ე) მე-19 სტრიქონში − პოს-ტერმინალით მიღებული შემოსავალი;

ვ) მე-20 სტრიქონში − უნაღდო ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავალი (პოს-ტერმინალებით მიღებული შემოსავლის გარდა);

ზ) 21-ე სტრიქონში − სხვა ფორმით მიღებული შემოსავალი (მათ შორის, გაწეული მომსახურების ღირებულება, რომელიც არ იბეგრება გადახდის წყაროსთან), რომელიც არ არის ასახული 18-20 სტრიქონებში (ბარტერული ოპერაციით მიღებული შემოსავალი, ჩგდ-ით მიღებული შემოსავალი და სხვა);

თ) 22-ე სტრიქონში − საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რომლის საკომპენსაციო თანხა არ არის ანაზღაურებული მიმდინარე საანგარიშო პერიოდში (ივსება იმ გადასახადის გადამხდელის მიერ, ვინც შემოსავლებს და ხარჯებს აღრიცხავს დარიცხვის მეთოდით);

ი) 23-ე სტრიქონში − საანგარიშო პერიოდში შესამცირებელი დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც წინა საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაბეგრილია საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებამდე (ივსება იმ გადასახადის გადამხდელის მიერ, ვინც შემოსავლებს და ხარჯებს აღრიცხავს დარიცხვის მეთოდით);

კ) 24-ე სტრიქონში − მიმდინარე საანგარიშო პერიოდში მიღებული ავანსი (ივსება იმ გადასახადის გადამხდელის მიერ, ვინც შემოსავლებს და ხარჯებს აღრიცხავს დარიცხვის მეთოდით);

ლ) 25-ე სტრიქონში − მე-17 სტრიქონში ასახული დასაბეგრი შემოსავლის ის ნაწილი, რომელზეც უნდა გავრცელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი;

მ) 26-ე სტრიქონში – საშემოსავლო გადასახადი დასაბეგრ შემოსავალზე, რომელიც მიიღება მე-17 და 25-ე სტრიქონებს შორის სხვაობის თანხის გამრავლებით მე-16 სტრიქონში მითითებულ განაკვეთზე;

ნ) 27-ე სტრიქონში − საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მოიცავს ფიზიკური პირის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადს;

ო) 28-ე სტრიქონში − საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მოიცავს ფიზიკური პირის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადს;

პ) 29-ე სტრიქონში − კალენდარული წლის დასაწყისიდან გაცემული ხელფასი ნაზარდი ჯამით.

მაგალითი 1

პირობა:

გიორგის, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეს, მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და ახორციელებს სურსათის საცალო ვაჭრობას. ამ საქმიანობის ნაწილში 2023 წლის 10 თვეში მიღებულმა დასაბეგრმა შემოსავალმა შეადგინა 300 000 ლარი, მათ შორის, ოქტომბრის თვეში – 30 000 ლარი.

გიორგი ასევე ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, საიდანაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2023 წლის დასაწყისიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით შეადგინა 150 000 ლარი, მათ შორის, ოქტომბრის თვეში ჩაერიცხა 50 000 ლარი.

ამასთან, დამატებით, მან 2023 წლის განმავლობაში ნოემბრის თვემდე:

− საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტიდან მიიღო პროცენტები 3500 ლარის ოდენობით;

− ფართის იჯარით გაცემიდან საიჯარო ქირის სახით მიიღო შემოსავალი 80 000 ლარის ოდენობით;

− რეზიდენტი საწარმოსგან ხელფასის სახით მიიღო 15 000 ლარის შემოსავალი.

ანალიზი:

გიორგი, არაუგვიანეს 2023 წლის 15 ნოემბრისა, საგადასახადო ორგანოს წარუდგენს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას.

დეკლარაციის შესაბამის სტრიქონებში აისახება:

მე-15 სტრიქონში – 450 000 ლარი, რომელიც შედგება:

− ვაჭრობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავლისაგან წლის დასაწყისიდან ნაზარდი ჯამით 300 000 ლარი.

− სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავლისაგან წლის დასაწყისიდან ნაზარდი ჯამით – 150 000 ლარი;

 ამასთან, მცირე ბიზნესის მიერ მიღებულ ერთობლივ შემოსავალში არ აისახება და 500000-ლარიანი ზღვრის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღებაფართის იჯარით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტიდან მიღებული პროცენტები.

 მე-16 სტრიქონში – განაკვეთი 1%, ვინაიდან ამ საქმიანობის ფარგლებში მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 500 000 ლარს;

 მე-17 სტრიქონში – 80 000 ლარი (30 000 + 50 000) – მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი ოქტომბრის თვის მიხედვით;

 მე-18 სტრიქონში − 30 000 ლარი, სურსათის საცალო ვაჭრობით მიღებული თანხა;

 მე-20 სტრიქონი − 50 000 ლარი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული თანხა;

 25- სტრიქონში − 53 000 ლარი (3000 + 50 000) (მ.შ 3000 ლარი − იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეს, მის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში 3000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება. მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება, რომ გიორგის აღნიშნული შეღავათით წინა საანგარიშო პერიოდებში არ უსარგებლია. 50 000 ლარი − საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ვინაიდან 2023 წელს ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება);

 26- სტრიქონში − 270 ლარი ((80 000− 53 000)*1%).

მაგალითი 2

პირობა:

გიორგი, რომელიც წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს და მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი, ახორციელებს სამშენებლო მასალებით ვაჭრობას. 2024 წლის მაისის თვეში მყიდველისაგან ავანსად ჩაერიცხა 10 000 ლარი. ივნისის თვეში მყიდველს მიაწოდა 15 000 ლარის საქონელი. დარჩენილი თანხიდან მყიდველმა 2000 ლარი ჩაურიცხა იმავე (ივნისის) თვეში, ხოლო 3000 ლარი − ივლისის თვეში. ანგარიშსწორება განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

იმ დაშვებით, რომ გიორგის სხვა საქმიანობა არ განუხორციელებია და საქონლის ღირებულება მოცემულია დღგ-ის გარეშე, დეკლარაციაში მონაცემები აისახება შემდეგ სახით:

ანალიზი:

გიორგი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს 2024 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვეების მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებს.

მაისის თვის დეკლარაციაში:

ავანსად ჩარიცხული თანხა 10 000 ლარი აისახება მე-20 სტრიქონში. იმის გათვალისწინებით, რომ ჩარიცხული ავანსის თანხა, შემოსავლების დარიცხვის მეთოდით აღრიცხვის შემთხვევაში, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება, აღნიშნული თანხა იმავდროულად ექვემდებარება 24- სტრიქონში ასახვას. შესაბამისად, დასაბეგრი შემოსავლის (სტრ. 17), ერთობლივი შემოსავლის ნაზარდი ჯამის (სტრ.15) და საშემოსავლო გადასახადის თანხის (სტრ.26) გრაფებში აისახება 0 ლარი.

ივნისის თვის დეკლარაციაში:

მიწოდებული საქონლის ღირებულება სრულად ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, შესაბამისად ნაზარდი ჯამის მე-15 სტრიქონში და დასაბეგრი შემოსავლის მე-17 სტრიქონში აისახება 15 000 ლარი.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან, საანგარიშო თვეში ანაზღაურებულია 2 000 ლარი, აღნიშნული თანხა აისახება მე-20 სტრიქონში, ხოლო სხვაობა 13 000 ლარი ( 15 000 ლარი − 2 000 ლარი) აისახება 22- სტრიქონში

26- სტრიქონში აისახება 150 ლარი (15 000 *1%).

ივლისის თვის დეკლარაციაში:

იმის გათვალისწინებით, რომ 3 000 ლარი ანაზღაურებულია ივნისის თვეში მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან, აღნიშნული თანხა არ იღებს მონაწილეობას მე-15 სტრიქონის გაანგარიშებაში, შესაბამისად აღნიშნულ სტრიქონში გადმოიტანება წინა თვის მე-15 სტრიქონში ასახული ნაზარდი ჯამი 15 000 ლარი.

მე-20 და 23 სტრიქონებში აისახება 3 000 ლარი, შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა 0-ის ტოლი იქნება და მე-17 და 26- სტრიქონებში აისახება 0 ლარი.“;

) დანართი № 1 -ის III ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და  მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის დეკემბრის და მის შემდგომ საანგარიშო პერიოდებზე წარსადგენ დეკლარაციებზე.

3. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი