საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 396
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/11/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2024
სარეგისტრაციო კოდი 280060000.10.003.024791
396
29/11/2024
ვებგვერდი, 29/11/2024
280060000.10.003.024791
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №396

2024 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№4312-XIVმს-Xმპ) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის წესი“.
მუხლი 2
1.  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის დანართი 2 ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2024 წლის 15 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი კობახიძე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდი მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს მმართველობითი საბჭოს წევრების რაოდენობას, შესაბამის თანამდებობებზე ასარჩევ პირთა შერჩევის წესებსა და პროცედურებს, მათი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დამატებით კრიტერიუმებს, აგრეთვე მათი შესაფერისობის სხვა მოთხოვნებსა და ანაზღაურების ზღვრულ ოდენობებსა და პოლიტიკას, ასევე  განსაზღვრავს  მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივ წევრს.  

2. მმართველობითი საბჭო არის საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელობითი ორგანო. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების რაოდენობა განისაზღვრება 9 (ცხრა) წევრის ოდენობით. მმართველობითი საბჭო უნდა დაკომპლექტდეს წევრებით, რომლებსაც აქვთ საინვესტიციო, რისკისა და აუდიტის კომიტეტებში მონაწილეობისათვის შესაფერისი კომპეტენცია, ასევე წევრებით, რომელთაც აქვთ საპენსიო ფონდის მართვისათვის საჭირო  ნებისმიერი სხვა სფეროს შესაბამისი კომპეტენცია.

3. მმართველობითი საბჭოს  3  პროფესიონალ წევრად არჩეულ უნდა იქნეს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც, სულ მცირე, აქვს ამ თანამდებობისთვის საჭირო განათლება და სამუშაო გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება. 

4. მმართველობითი საბჭოს  5 პროფესიონალ წევრად არჩეულ უნდა იქნენ პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს და რომელთაც აქვთ ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუარული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება ან ფინანსურ სექტორში რომელიმე ამ მიმართულებით დირექტორად მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება.  აღნიშნულ წევრთაგან ერთი წევრი არ უნდა იყოს რისკებისა და საინვესტიციო კომიტეტების წევრი.

5. მმართველობით საბჭოში 1 წევრი არის თანამდებობრივი წევრი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების, სადაზღვევო პოლიტიკისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს.

6. საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრები ინიშნებიან 5 (ხუთი) წლის ვადით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საპენსიო ფონდი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი;

ბ) მმართველობითი საბჭო – საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო;

გ) შესარჩევი კომისია – კომისია, რომელიც შეარჩევს მმართველობითი საბჭოს წევრობის კანდიდატებს;

დ) სამდივნო – საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ პირთა წრე;

ე) შერჩევის პროცესი – მმართველობითი საბჭოს შერჩევის სრული პროცესი, რომელიც მოიცავს შესარჩევი კომისიის შეკრებას, ვაკანსიის განცხადების განთავსებას, აპლიკაციების მიღებასა და გადარჩევას, კანდიდატების შეფასებას, კანდიდატების რანჟირებასა და მათთვის შესაბამისი რანგის მინიჭებას, კანდიდატების შესაფერისობის შემოწმებასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანდიდატების დანიშვნას;

ვ) კანდიდატი –  პირი, რომელიც გამოხატავს მმართველობითი საბჭოს წევრობის სურვილს შესაბამისი აპლიკაციის გამოგზავნის საფუძველზე;

ზ) აპლიკაცია – კანდიდატის მიერ ამ წესის შესაბამისად განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე  გამოგზავნილი იმ დოკუმენტების ერთობლიობა, რომლებიც მოთხოვნილია ვაკანსიის განცხადების ფარგლებში;

თ) ვაკანსიის განცხადება – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ვაკანტურ პოზიციასთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნასა და პირობას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი, ასევე ვაკანსიის განცხადება უნდა მოიცავდეს შერჩევის პროცესის მოკლე აღწერას;

ი) ვაკანტური პოზიცია – „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძველებით საპენსიო ფონდის მმართველობით საბჭოში ვაკანტური პოზიცია ან მმართველობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 (სამი) თვე; 

კ) აპლიკაციების გადარჩევა – ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად კანდიდატების პირველადი შეფასება, რა დროსაც დგინდება, აკმაყოფილებს თუ არა  კანდიდატის აპლიკაცია ვაკანსიის განცხადებაში მითითებულ ფორმალურ და ვაკანტური პოზიციის მინიმალურ მოთხოვნებს;

ლ) კანდიდატის შესაფერისობის შემოწმება – საუკეთესო შერჩეული კანდიდატის სამდივნოს მიერ მმართველობითი საბჭოს წევრობის შესაფერისობის დადგენა ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად;  

მ) შეფასების ფურცელი – ამ წესის დანართ 1-ით განსაზღვრული დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია ყველა ის კრიტერიუმი და კრიტერიუმის შესაბამისი ქულათა დიაპაზონი, რის მიხედვითაც  ფასდება თითოეული კანდიდატი თითოეული შესარჩევი კომისიის წევრის მიერ. შეფასების ფურცელი ასევე მოიცავს თითოეული კრიტერიუმისათვის დადგენილ ინსტრუქციას. თითო კანდიდატზე უნდა შეივსოს თითო შეფასების ფურცელი;

ნ) საკვალიფიკაციო ქულა – შეფასების ფურცელში მითითებული თითოეული კრიტერიუმის ფარგლებში კანდიდატისათვის შესარჩევი კომისიის წევრის მიერ მინიჭებული ქულა;

ო) ჯამური საკვალიფიკაციო ქულა – შესარჩევი კომისიის წევრის მიერ კანდიდატისთვის მინიჭებული საკვალიფიკაციო ქულების ჯამი;

პ) საუკეთესო შერჩეული კანდიდატი – ვაკანტური პოზიციისთვის შერჩეული უმაღლესი რანგის ქულის მქონე კანდიდატი. ერთი ვაკანტური პოზიციისათვის შესაძლებელია, განისაზღვროს რამდენიმე უმაღლესი რანგის ქულის მქონე კანდიდატი მხოლოდ მაშინ, როდესაც  რამდენიმე კანდიდატს აქვს ერთი და იგივე უმაღლესი რანგის ქულა;

ჟ) კანდიდატების გათანაბრება (რანჟირება) – სამდივნოს მიერ თითოეული შესარჩევი კომისიის წევრის ხელმოწერილი შეფასების ფურცლების ფარგლებში განსაზღვრული ჯამური საკვალიფიკაციო ქულების შედეგად კანდიდატისათვის შესაბამისი რანგის ქულის მინიჭება;

რ) რანგის ქულა – შესარჩევი კომისიის თითოეული წევრის მიერ შეფასებული კანდიდატების ჯამური საკვალიფიკაციო ქულების მიხედვით განსაზღვრული რანგის ქულა, რომელიც განისაზღვრება შემდეგი პრინციპით: უმაღლესი ჯამური საკვალიფიკაციო ქულის მქონე კანდიდატს მიენიჭება უმაღლესი რანგის ქულა (სრული ქულა), რომელიც ტოლია შეფასებული კანდიდატების საერთო რაოდენობის, ხოლო ყოველი მომდევნო კანდიდატისთვის, რანგის  ქულა იქნება  აღნიშნულ რაოდენობაზე ერთი სრული ქულით ნაკლები;

ს) ჯამური რანგის ქულა – თითოეული კანდიდატისათვის რანჟირების შედეგად მინიჭებული რანგის ქულების ჯამი;

ტ) რანჟირების სია – სია, რომელშიც შეყვანილია ყველა შეფასებული კანდიდატი მათი შესაბამისი ჯამური რანგის ქულებით. სიაში კანდიდატები უნდა განაწილდნენ კლებადობით  უმაღლესი ჯამური რანგის ქულის მქონე კანდიდატიდან ყველაზე დაბალი ჯამური რანგის ქულის კანდიდატების თანმიმდევრობით.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.

მუხლი 3. შესარჩევი კომისია

1. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრების შერჩევა ხორციელდება შესარჩევი კომისიის მიერ, რომელიც წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს და რომელიც შედგება შემდეგი წევრებისაგან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის 3 წევრი და ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი 2 დამოუკიდებელი წევრი. ამ პუნქტით განსაზღვრულ 2 დამოუკიდებელ წევრს საქართველოს ეროვნული ბანკი წარუდგენს სამდივნოს.

2. შესარჩევი კომისიის მოწვევის საფუძველია ვაკანტური პოზიციის არსებობა. ვაკანტური პოზიციის არსებობის შემთხვევაში შესარჩევი კომისიის მოწვევის უფლებამოსილება აქვს  შესარჩევი კომისიის თავმჯდომარეს საკუთარი ინიციატივით,  შესარჩევი კომისიის წევრის ან სამდივნოს მიმართვის საფუძველზე შესარჩევი კომისიის მოწვევის შესახებ შეტყობინების გაგზავნით.  შესარჩევი კომისიის მოწვევის შეტყობინებაში უნდა მიეთითოს ვაკანტური პოზიციის არსებობის შესაბამისი საფუძველი/საფუძვლები, მოწვევის თარიღი, განსახილველი საკითხი და ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია.

3. შესარჩევი კომისიის ფუნქციაა მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრების  შერჩევა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული მიზნით, შესარჩევი კომისია ამ წესის შესაბამისად ვაკანტური პოზიციისათვის იღებს გადაწყვეტილებას ვაკანსიის განცხადების გამოქვეყნების თაობაზე, ატარებს გასაუბრებებს, შეფასების ფურცლების ფარგლებში აფასებს კანდიდატებს ქულებით და საუკეთესო შერჩეულ კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.  

4. შესარჩევი კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით თავის წევრთაგან ირჩევს შესარჩევი კომისიის თავმჯდომარეს.

5. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება შესარჩევი კომისიის არანაკლებ 5 წევრი. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით, გარდა ამ წესით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა. დაუშვებელია შესარჩევი კომისიის წევრის მიერ  ხმის მიცემის უფლების სხვა პირზე გადაცემა.

6. შესარჩევ კომისიას უნდა ჰქონდეს დებულება, რომელიც განსაზღვრავს მათი საქმიანობის დეტალურ პროცედურებს ამ წესისა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. შესარჩევი კომისიის დებულებას ამტკიცებს შესარჩევი კომისია სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით.

7.  შესარჩევი კომისიის სამდივნოს წარმოადგენს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მიერ განსაზღვრულ პირთა წრე. 

8. შესარჩევი კომისიის წევრებს, გარდა დამოუკიდებელი წევრებისა, შესარჩევ კომისიაში საქმიანობისთვის შრომის ანაზღაურება არ ეძლევათ.

9. ამ წესით განსაზღვრული შერჩევის პროცესი შესაძლებელია წარიმართოს ელექტრონულად.

10. შესარჩევი კომისიის თითოეული წევრი ვალდებულია ნებისმიერ ეტაპზე დაიცვას კანდიდატებთან, მათ აპლიკაციებსა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის სრული კონფიდენციალურობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 4. სამდივნო

1. საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ვალდებულია საპენსიო ფონდის თანამშრომელთაგან განსაზღვროს შესაფერისი თანამშრომლები, რომლებიც შეასრულებენ შესარჩევი კომისიის სამდივნოს ფუნქციებს. იმ შემთხვევაში, თუ აღმასრულებელი დირექტორი წარმოადგენს მმართველობითი საბჭოს წევრს, ის არ შეიძლება, მონაწილეობდეს სამდივნოს საქმიანობაში.

2. სამდივნოს ფუნქციებია: შესარჩევი კომისიისათვის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა, ვაკანსიის განცხადების გამოქვეყნება, შესარჩევი კომისიისა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის შენახვა 10 წლის ვადით, აპლიკაციების შესწავლა და გადარჩევა, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის ხელშეწყობა, შესარჩევი კომისიის დავალებების შესრულება და ამ წესითა და შესარჩევი კომისიის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

3. სამდივნო უზრუნველყოფს ვაკანტური პოზიციის საფუძვლების არსებობის მონიტორინგს.

4. შერჩევის პროცესში სამდივნო შესარჩევი კომისიის თითოეულ წევრს უზრუნველყოფს კანდიდატთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. შესარჩევი კომისიის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში სამდივნო ამ წესის მიზნებისთვის ასევე უზრუნველყოფს დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მოძიებას ან/და კანდიდატებისაგან გამოთხოვას და შესარჩევი კომისიისათვის მიწოდებას. 

5. სამდივნო ვალდებულია, აღრიცხოს და შეინახოს  შესარჩევი კომისიის სხდომის ყველა ოქმი, ასევე შესარჩევი კომისია უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარებით, რაც აუცილებელი იქნება შერჩევის პროცესის ეფექტიანი წარმართვისათვის.  

6. სამდივნოს უნდა ჰქონდეს აქტიური ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომლის მეშვეობითაც აწარმოებს კანდიდატთა აპლიკაციების მიღებასა და შეგროვებას. მხოლოდ სამდივნოსა და შესარჩევი კომისიის წევრებს ექნებათ წვდომა აღნიშნულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. სამდივნო ვალდებულია, მიიღოს საჭირო ზომები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს აღნიშნული ელექტრონული ფოსტის მთლიანობის დაცვას. 

7. სამდივნომ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული ფოსტის მისამართზე უნდა მიიღოს და შეაგროვოს კანდიდატების აპლიკაციები და, შესარჩევი კომისიის მითითებების შესაბამისად,  დაახარისხოს და გადასცეს ისინი შესარჩევი კომისიის წევრებს.

8. სამდივნო ვალდებულია ნებისმიერ ეტაპზე დაიცვას კანდიდატებთან, მათ აპლიკაციებსა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის სრული კონფიდენციალურობა.

9. საპენსიო ფონდი ვალდებულია, გასწიოს შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარჯი.

10. სამდივნოს თითოეულ წევრს ეკრძალება შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მესამე პირებთან (მათ შორის, საპენსიო ფონდის თანამშრომლებთან) გამჟღავნება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 5. აპლიკაციების მიღება და გადარჩევა

1. კანდიდატების შერჩევის პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანად და არადისკრიმინაციულად. ეს წესი თითოეული კანდიდატის შერჩევის პროცესზე ვრცელდება თანაბრად, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

2.  შესარჩევმა კომისიამ ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიწვეული შესარჩევი კომისიის პირველ სხდომაზე უნდა  განსაზღვროს შესაბამისი ვაკანტური პოზიციისათვის ჩასატარებელ შესარჩევ პროცესთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ვაკანტური პოზიციების რაოდენობა და სახეები, შესარჩევი პროცესის ხანგრძლივობა და განრიგი, ვაკანტური პოზიციის/პოზიციების ვაკანსიის განცხადების ფორმა/ფორმები, შინაარსი და მისი/მათი გამოქვეყნების წესები/პირობები, ვაკანტურ პოზიციასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი საკითხი.

3. შერჩევის პროცესის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 3 თვე, შესარჩევი კომისიის პირველი სხდომის ჩატარებიდან საუკეთესო შერჩეული კანდიდატების საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის დასანიშნად წარდგენამდე. შესარჩევი კომისია შესარჩევი კომისიის სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრული ვადა გაახანგრძლივოს არაუმეტეს 2 კვირით.

4. შესარჩევი კომისიის მიერ დამტკიცებული ვაკანსიის განცხადება უნდა გამოქვეყნდეს შესარჩევი კომისიის მიერ განსაზღვრულ  მინიმუმ 2 საერთაშორისო  ეკონომიკურ/ფინანსურ და 2 ადგილობრივ გამოცემაში ან/და პლატფორმაზე. შესარჩევი კომისია ამ პუნქტით განსაზღვრულ გამოცემებს ან/და პლატფორმებს განსაზღვრავს მის პირველივე სხდომაზე.

5. კანდიდატების მიერ ვაკანსიის განცხადების შესაბამისად შედგენილი აპლიკაციები დროულად ვაკანსიის განცხადებაში მითითებულ ვადაში უნდა გაიგზავნოს ამ წესით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. სამდივნო ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიღებული ყველა აპლიკაციის შეგროვება და უცვლელად შენახვა.

6.  აპლიკაციების მიღებისთანავე სამდივნომ უნდა უზრუნველყოს აპლიკაციების გადარჩევა. ვაკანსიის განცხადებაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიღებული აპლიკაციები არ განიხილება აპლიკაციების გადარჩევის ეტაპზე და ასეთი კანდიდატები ავტომატურად ეთიშებიან შერჩევის პროცესს.

7. აპლიკაციების გადარჩევა გულისხმობს თითოეული კანდიდატის პირველად შეფასებას მიღებული აპლიკაციის საფუძველზე, რა დროსაც დგინდება აკმაყოფილებს თუ არა კანდიდატი/აპლიკაცია ვაკანსიის განცხადებაში მითითებულ ფორმალურ და ვაკანტური პოზიციის მინიმალურ მოთხოვნებს. შერჩევის პროცესის შემდეგ ეტაპზე ვერ გადავა  ის კანდიდატი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-8 – მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

8. კანდიდატის მიერ წარდგენილი აპლიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს  ვაკანსიის განცხადებაში მითითებულ ფორმალურ მოთხოვნებს, მათ შორის, კანდიდატმა უნდა წარადგინოს ვაკანსიის განცხადებაში მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტები სრულად, ჯეროვნად და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო წესით დამოწმებული.

9. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების ფარგლებში გათვალისწინებული ვაკანტური პოზიციებისათვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:

ა) კანდიდატს უნდა ჰქონდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, სამართალის, ეკონომიკის, მათემატიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, ფიზიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;

ბ) კანდიდატს უნდა ჰქონდეს ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის, სულ მცირე, 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილებად ჩაითვლება ნებისმიერი პოზიცია, რომელიც კანდიდატს ეკავა ერთ ან რამდენიმე ორგანიზაციაში და საიდანაც დგინდება, რომ კანდიდატი ხელმძღვანელობდა/დაქვემდებარებაში ჰყავდა ორგანიზაციის სხვა თანამშრომლები.

10. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ფარგლებში გათვალისწინებული ვაკანტური პოზიციებისათვის კანდიდატს უნდა ჰქონდეს აუდიტის, ბიზნესკონსალტინგის, საოპერაციო მართვის, ადმინისტრირების, რისკების მართვის, იურიდიული, კომუნიკაციების, ფინანსების, ეკონომიკის, ინვესტიციების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან პროგრამული ინჟინერიის მიმართულებით არანაკლებ 6-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

11. ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ფარგლებში გათვალისწინებული ვაკანტური პოზიციებისათვის კანდიდატს უნდა ჰქონდეს ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის  ან აქტუარული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება ან ფინანსურ სექტორში რომელიმე ამ მიმართულებით დირექტორად მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება.

12. იმ შემთხვევაში, თუ სამდივნო ვერ განსაზღვრავს, აკმაყოფილებს თუ არა კანდიდატი ამ მუხლის მე-9 – მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, აღნიშნული აპლიკაცია გადაეცემა შესარჩევ კომისიას, რომელიც, კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გადაწყვეტს, უნდა გადავიდეს თუ არა შესაბამისი კანდიდატი შერჩევის პროცესის შემდგომ ეტაპზე.

13. აპლიკაციების გადარჩევის შედეგად სამდივნო იმ კანდიდატების აპლიკაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-8 – მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, გადასცემს შესარჩევი კომისიის თითოეულ წევრს. შესარჩევი კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან, სამდივნოს მოსთხოვონ იმ კანდიდატების აპლიკაციები, რომლებიც ვერ გადავიდნენ შერჩევის შემდეგ ეტაპზე.

მუხლი 6. კანდიდატების შეფასება და დანიშვნა

1. შესარჩევი კომისიის თითოეული წევრი ვალდებულია, განიხილოს და შეაფასოს სამდივნოსაგან მიწოდებული ყველა კანდიდატი.

2. თითოეული კანდიდატი უნდა შეფასდეს ამ წესის დანართ 1-ით გათვალისწინებული შეფასების ფურცლების ფარგლებში დამოუკიდებლად, თითოეული კომისიის წევრის მიერ. შეფასების ფურცელი განსხვავდება ამ წესის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების ვაკანტური პოზიციებისათვის.

3. იმისათვის, რომ შესარჩევი კომისიის წევრის მიერ კანდიდატი ჩაითვალოს შეფასებულად, საჭიროა, რომ შესაბამისი კანდიდატის შეფასების ფურცელი იყოს სრულად შევსებული და ხელმოწერილი.

4. ამ მუხლით განსაზღვრულ შეფასების პროცესში თითოეული კანდიდატი ფასდება ინდივიდუალურად თითოეული შესარჩევი კომისიის წევრის მიერ და აქვს ინდივიდუალური შეფასების ფურცელი. შესარჩევი კომისიის წევრი კანდიდატის საკვალიფიკაციო ქულას განსაზღვრავს შეფასების ფურცელში მითითებული თითოეული კრიტერიუმისათვის ცალ-ცალკე, რის შემდეგაც კრიტერიუმების ფარგლებში მინიჭებული საკვალიფიკაციო ქულების დაჯამების შედეგად შეფასების ფურცელში განისაზღვრება კანდიდატის ჯამური საკვალიფიკაციო ქულა.

5. კანდიდატი, რომელიც მონაწილეობას არ მიიღებს გასაუბრებაში, აღარ გააგრძელებს შერჩევის პროცესში მონაწილეობას.

6. შეფასების ფურცლის ხელმოწერის შემდეგ თითოეული შესარჩევი კომისიის წევრი სამდივნოს უბრუნებს თითოეული კანდიდატის შეფასების ფურცელს. იმისათვის, რომ კანდიდატი მოხვდეს გათანაბრების (რანჟირების) პროცესში და მიენიჭოს შესაბამისი რანგის ქულა, საჭიროა, რომ:

ა) არსებობდეს შესარჩევი კომისიის არანაკლებ 6 წევრის მიერ შევსებული და ხელმოწერილი  კანდიდატის შესაბამისი შეფასების ფურცელი;

ბ) კანდიდატის გასაუბრების საშუალო არითმეტიკული საკვალიფიკაციო ქულა უნდა იყოს 12 ან 12-ზე მეტი.

7. სამდივნო  თითოეული შესარჩევი კომისიის წევრისაგან მიღებული შეფასების ფურცლების მიხედვით ახორციელებს კანდიდატთა გათანაბრებას (რანჟირებას) და თითოეულ კანდიდატს ანიჭებს შესაბამის რანგის ქულას კომისიის წევრის მიერ შეფასებულ კანდიდატთა საერთო რაოდენობისა და შესაბამისი კანდიდატის ჯამური საკვალიფიკაციო ქულის გათვალისწინებით.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული რანჟირების შემდეგ, სამდივნო უზრუნველყოფს თითოეული კანდიდატისათვის შესარჩევი კომისიის წევრების  შეფასების შედეგად განსაზღვრული რანგის ქულების დაჯამებას, რის შედეგადაც ყველა კანდიდატს მიენიჭება  ჯამური რანგის ქულა. ჯამური რანგის ქულების გათვალისწინებით, სამდივნო შეადგენს კანდიდატთა რანჟირების სიას.

9. ვაკანტური პოზიციისათვის საუკეთესო შერჩეულ კანდიდატს წარმოადგენს ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად შედგენილ რანჟირების სიაში  უმაღლესი ჯამური რანგის ქულის მქონე კანდიდატი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი უმაღლესი ჯამური რანგის ქულა რამდენიმე კანდიდატს აქვს მიღებული, რა შემთხვევაშიც ასეთი კანდიდატებიც წარმოადგენენ საუკეთესო შერჩეულ კანდიდატებს.

10. იმ შემთხვევაში, თუ ვაკანსიის განცხადება მოიცავს ერთზე მეტ ვაკანტურ პოზიციას, საუკეთესო შერჩეულ კანდიდატებს წარმოადგნენ ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად შედგენილ რანჟირების სიაში უმაღლესი ჯამური რანგის ქულის მქონე კანდიდატები, რომელთა რაოდენობაც ვაკანტური პოზიციების ტოლია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რამდენიმე კანდიდატს მიღებული აქვს ერთი და იგივე უმაღლესი ჯამური რანგის ქულა, რა შემთხვევაშიც ასეთი კანდიდატებიც წარმოადგენენ საუკეთესო შერჩეულ კანდიდატებს.

11. სამდივნო, ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ საუკეთესო შერჩეულ კანდიდატ(ებ)ს, მათი ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული  შესაფერისობის შემოწმების შემდეგ, უგზავნის შესარჩევ კომისიას, რომელიც შესარჩევი კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით აღნიშნულ კანდიდატ(ებ)ს უცვლელად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატ(ებ)ის დანიშვნასთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ ერთ ვაკანტურ პოზიციაზე მისთვის წარდგენილია ერთი და იგივე ჯამური რანგის ქულის მქონე რამდენიმე კანდიდატი. საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინება თითოეული საუკეთესო შერჩეული კანდიდატის აპლიკაცია.

12. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუკეთესო შერჩეული კანდიდატ(ებ)ის წარდგენიდან 2 (ორი) კვირის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მათი დანიშვნის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოიყენებს უფლებას, არ დანიშნოს მისთვის წარდგენილი საუკეთესო შერჩეული კანდიდატი ან თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 (ორი)  კვირის ვადაში არ მიიღებს ამ პუნქტით განსაზღვრულ გადაწყვეტილებას, შესარჩევი კომისია ვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგინოს შემდეგი საუკეთესო ჯამური რანგის ქულის მქონე კანდიდატ(ებ)ი.

13. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაესაუბროს მისთვის წარდგენილ საუკეთესო შერჩეულ კანდიდატ(ებ)ს.

14. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მმართველობითი საბჭოს წევრად დანიშნულ იქნება ისეთი პირი, რომელიც დანიშვნის მომენტისათვის წარმოადგენს საპენსიო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, აღნიშნულ პირს შესაბამისი აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილება შეუწყდება მმართველობითი საბჭოს წევრად დანიშვნისთანავე.

მუხლი 7. კანდიდატის შესაფერისობის შემოწმება

1. სამდივნო ვალდებულია საუკეთესო შერჩეული კანდიდატ(ებ)ის შესარჩევი კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენამდე უზრუნველყოს კანდიდატ(ებ)ის შესაფერისობის შემოწმება. 

2. შესარჩევი კომისია, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია, სამდივნოს დაავალოს  ალტერნატიული კანდიდატ(ებ)ის შესაფერისობის შემოწმება ჯამური რანგის ქულის თანმიმდევრობის გათვალისწინებით.

3. კანდიდატ(ებ)ის შესაფერისობის შემოწმების მიზანია, დადგინდეს საუკეთესო შერჩეული კანდიდატის საბოლოო შესაფერისობა ვაკანტური პოზიციისათვის. შესაფერისობის შესამოწმებლად სამდივნო საუკეთესო შერჩეული კანდიდატ(ებ)ისაგან გამოითხოვს შემდეგ დოკუმენტაციას:

ა)  ნასამართლობის შესახებ ცნობას, რომელიც უნდა  ადასტურებდეს, რომ პირი არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისთვის შერჩევის პროცესის მომენტისათვის მისი საცხოვრებელი ადგილის იურისდიქციაში. ასევე კანდიდატმა უნდა წარადგინოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ის არ არის ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისთვის სხვა ქვეყნებსა და იურისდიქციებში;

ბ)  განცხადებას, რომელიც ადასტურებს, რომ მის ქმედებას არ გამოუწვევია ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა;

გ) პირადი საკრედიტო ისტორიის ოფიციალურ ამონაწერს საქართველოში რეგისტრირებული საკრედიტო საინფორმაციო ბიუროდან ან, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, განცხადებას იმის თაობაზე, რომ მას არ აქვს ვადაგადაცილებული ვალდებულებები საკრედიტო/ფინანსური ინსტიტუტების მიმართ. ასევე ამ პუნქტის მიზნებისთვის სამდივნო საუკეთესო შერჩეულ კანდიდატს ან ამ მუხლით განსაზღვრულ ალტერნატიულ კანდიდატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამოწმებს მოვალეთა რეესტრში;

დ) განცხადებას, რომელიც ადასტურებს, რომ კანდიდატს არ გააჩნია კანონით დადგენილი აფილირების შეზღუდვები.

4. შესარჩევი კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სამდივნო გამოითხოვს და შეამოწმებს კანდიდატთან დაკავშირებულ ინფორმაციას მის მიერ განსაზღვრული რეკომენდატორებისაგან. მიღებულ ინფორმაციას სამდივნო გადასცემს შესარჩევ კომისიას.

5. საუკეთესო შერჩეულ კანდიდატთა შესაფერისობის შემოწმება უნდა განხორციელდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6.  თუ ამ მუხლით განსაზღვრული შესაფერისობის შემოწმების ფარგლებში, საუკეთესო შერჩეულ კანდიდატთან მიმართებით გამოვლინდება გარემოება, რომლის საფუძველზეც საუკეთესო შერჩეული კანდიდატი შეიძლება, არ იყოს შესაფერისი ვაკანტური პოზიციისათვის, სამდივნო აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს შესარჩევ კომისიას, რომელიც განიხილავს გამოვლენილ გარემოებას. თუ გამოვლენილი გარემოების გამო შესარჩევი კომისია დაადგენს, რომ საუკეთესო შერჩეული კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს შესაფერისობის კრიტერიუმებს, სამდივნო შესარჩევ კომისიას, მათივე მოთხოვნით, წარუდგენს შემდგომი საუკეთესო ჯამური რანგის ქულის მქონე კანდიდატს ამ წესისა და ამ მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაბამისად.

მუხლი 8. მმართველობითი საბჭოს წევრის ანაზღაურება

1. მმართველობთი საბჭოს პროფესიონალი წევრის ანაზღაურება უნდა შეთანხმდეს ინდივიდუალურად შესარჩევ კომისიასა და შესაბამის კანდიდატს შორის. შეთანხმებული ანაზღაურება, საშემოსავლო გადასახადისა და ნებისმიერი დანამატის ჩათვლის,   ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დანიშნული წევრებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 190,000 ლარს წლიურად, ხოლო 250,000 ლარს წლიურად  ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად დანიშნული წევრებისათვის. მმართველობითი საბჭოს წევრს  ანაზღაურება უნდა მიეცეს ყოველთვიურად.

2. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრების ანაზღაურება შეიძლება განსხვავდებოდეს მმართველობითი საბჭოს წევრობის ტიპის, მმართველობითი საბჭოს წევრზე დაკისრებული მოვალეობებისა და მმართველობითი საბჭოს წევრის გამოცდილების შესაბამისად.

3. შესარჩევმა კომისიამ, საუკეთესო შერჩეული კანდიდატის/კანდიდატების საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენისას, კანდიდატის შესახებ კანდიდატის აპლიკაციას თან უნდა დაურთოს კანდიდატთან შეთანხმებული ანაზღაურების ოდენობის შესახებ ინფორმაცია.

მუხლი 9. შერჩევის პროცესის შეწყვეტა და ჩაშლა

1. ამ წესით განსაზღვრული მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესის შესარჩევი კომისიის მიერ შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) ვაკანსიის განცხადების ფარგლებში არსებულ ყველა ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ საუკეთესო შერჩეული კანდიდატ(ებ)ის მმართველობითი საბჭოს წევრ(ებ)ად დანიშვნა;

ბ) ვაკანსიის განცხადების ფარგლებში არსებულ ყველა ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მისთვის წარდგენილი საუკეთესო შერჩეული კანდიდატ(ებ)ის ზედიზედ სამჯერ მმართველობითი საბჭოს წევრ(ებ)ად არდანიშვნა;

გ) შერჩევის პროცესის ამ წესით განსაზღვრული ვადის გასვლა;

დ) გონივრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შესარჩევი კომისიის არანაკლებ 6 წევრის გადაწყვეტილება შესარჩევი პროცესის შეწყვეტაზე.

2. ამ წესით განსაზღვრული მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევის პროცესის შესარჩევი კომისიის მიერ ჩაშლის საფუძვლებია:

ა) ვაკანსიის განცხადებაზე არცერთი აპლიკაციის წარდგენა;

ბ) ვერცერთი კანდიდატი  ვერ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 – მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;

გ) არცერთი კანდიდატი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე;

დ) არცერთი კანდიდატის გასაუბრების საშუალო არითმეტიკული ქულა არ არის 12 ან  12-ზე მეტი;

ე) კანდიდატების შესაფერისობის შემოწმების შედეგად ვერცერთი კანდიდატი ვერ გადავიდა შერჩევის პროცესის შემდეგ ეტაპზე;

ვ) ყველა საუკეთესო შერჩეული კანდიდატი უარს განაცხადებს მმართველობითი საბჭოს წევრად დანიშვნაზე.

მუხლი 10. კანდიდატების ინფორმირება

1. სამდივნო ვალდებულია, უზრუნველყოს კანდიდატთა ინფორმირება შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე.

2. სამდივნო ვალდებულია:

ა) ამ წესის მე-5 მუხლით განხორციელებული გადარჩევის შედეგების შესაბამისად შეატყობინოს კანდიდატებს გადარჩევის შედეგების შესახებ;

ბ) კანდიდატებს, რომლებმაც ვერ მიიღეს გასაუბრების კრიტერიუმში 12 ან 12-ზე მეტი საშუალო არითმეტიკული ქულა, შეატყობინოს მათი შერჩევის პროცესში მონაწილეობის შეწყვეტის  შესახებ;

გ) მხოლოდ საუკეთესო შერჩეულ კანდიდატებსა და ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ალტერნატიულ კანდიდატებს შეატყობინოს, რომ შერჩევის პროცესში  უნდა მოხდეს მათი შესაფერისობის შემოწმება და მოსთხოვოს მათ ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად მათი შესაფერისობის შემოწმებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია;

დ) საუკეთესო შერჩეულ კანდიდატს/კანდიდატებს დაუყოვნებლივ შეატყობინოს მმართველობითი საბჭოს წევრად დანიშვნის შესახებ. ასევე, ყველა დანარჩენ კანდიდატს, რომლებიც არ დაინიშნენ ვაკანტურ პოზიციაზე,  უნდა ეცნობოს აღნიშნულის თაობაზე გონივრულ ვადაში.

3. სამდივნო ვალდებულია, ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინებების ფარგლებში, თითოეულ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატს აცნობოს შერჩევის პროცესის შემდეგი ეტაპის შესახებ ინფორმაცია.

4. იმ შემთხვევაში, თუ შერჩევის პროცესი შეწყდება ამ წესის მე-9 მუხლით განსაზღვრული სხვა ნებისმიერი საფუძვლით, აღნიშნულის თაობაზე უნდა ეცნობოს ყველა შესაბამის ეტაპზე შერჩევის პროცესში მონაწილე კანდიდატს.

მუხლი 11. გარდამავალი დებულებები

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№4312-XIVმს-Xმპ) მე-2 მუხლის გათვალისწინებით, მმართველობითი საბჭოს პირველადი დაკომპლექტების უზრუნველსაყოფად:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს  (შემდგომში – საპენსიო სააგენტო) დირექტორმა არაუგვიანეს 2024 წლის 6 დეკემბრისა უზრუნველყოს სამდივნოს წევრების დადგენა;

ბ) სამდივნომ არაუგვიანეს 2024 წლის 10 დეკემბრისა  უზრუნველყოს ამ  წესის დანართ 2-ით განსაზღვრული 2 ტიპის ვაკანსიის განცხადების გამოქვეყნება  ორ საერთაშორისო  გამოცემაში/პლატფორმაზე: „The Economist“ და „The Financial Times“ და ერთ ადგილობრივ გამოცემაში/პლატფორმაზე  – hr.gov.ge.  აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 იანვარი;

გ) სამდივნო  თითოეული აპლიკაციის მიღებისთანავე ახორციელებს ამ წესის შესაბამისად აპლიკაციის გადარჩევას  და  კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მე-8 – მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, წარუდგენს შესარჩევ კომისიას შესაფასებლად. აპლიკაციების შესარჩევი კომისიისათვის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 14 იანვარი;

დ) შესარჩევი კომისია ვალდებულია, 2025 წლის 5 თებერვლამდე უზრუნველყოს კანდიდატებთან გასაუბრების ჩატარება, კანდიდატების ინდივიდუალური შეფასება და შესარჩევი კომისიის, სულ მცირე, ხუთი წევრის მიერ ხელმოწერილი შეფასების ფურცლების სამდივნოსათვის გადაცემა, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ე) სამდივნო 2025 წლის 14 თებერვლამდე ვალდებულია, განახორციელოს კანდიდატების გათანაბრება (რანჟირება) და გამოვლენილი საუკეთესო შერჩეული კანდიდატების ამ წესის შესაბამისად შესაფერისობის შემოწმება და შესარჩევი კომისიისათვის გადაგზავნა, რომელიც მიღებისთანავე უზრუნველყოფს აღნიშნული კანდიდატების საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის დასანიშნად წარდგენას. შესარჩევი კომისია უფლებამოსილია, წარდგენილი კანდიდატების ნაწილისათვის განსაზღვროს მათი დანიშვნის რეკომენდაცია მმართველობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადით;

ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი მმართველობითი საბჭოს წევრების დანიშვნას უზრუნველყოფს 2025 წლის 1 მარტამდე;

ზ) თუ  ამ წესით განსაზღვრული მმართველობითი საბჭოს წევრების რაოდენობის გათვალისწინებით, 2025 წლის 1 მარტის შემდეგ მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობა კვლავ ვაკანტური იქნება, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ის წევრი, რომელსაც 2025 წლის 1 მარტის მდგომარეობით უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, გააგრძელებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უფლებამოსილების განხორციელებას. ამ პირს უფლებამოსილება შეუწყდება მმართველობითი საბჭოს შესაბამისი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე;

თ) თუ  ამ წესით განსაზღვრული მმართველობითი საბჭოს წევრების რაოდენობისა და ამ მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, 2025 წლის 1 მარტის შემდეგ მმართველობითი საბჭოს წევრის თანამდებობა კვლავ ვაკანტური იქნება, პირველადი შერჩევის პროცესი უნდა გაგრძელდეს ასეთი ვაკანტური პოზიციებისათვის შესაბამისი კანდიდატების მმართველობითი საბჭოს წევრად დანიშვნამდე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახეზეა ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში გათვალისწინებული  შემთხვევები;

ი) იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მმართველობითი საბჭოს წევრად დანიშნულ იქნება ისეთი პირი, რომელიც დანიშვნის მომენტისათვის წარმოადგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს, მთავარ საინვესტიციო ოფიცერს, მთავარ რისკის ოფიცერს ან საინვესტიციო რისკების მთავარ ოფიცერს, აღნიშნულ პირს შესაბამისი უფლებამოსილება შეუწყდება მმართველობითი საბჭოს წევრად დანიშვნისთანავე;

კ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არაუგვიანეს 2025 წლის 1 მარტისა უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ წესთან შესაბამისობაში მოყვანა;

ლ) სამდივნო ვალდებულია, გასწიოს ნებისმიერი სახის მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა, მათ შორის, გასაუბრების ჩატარების უზრუნველსაყოფად. სამდივნოს ამ მუხლით გათვალისწინებულ ხარჯებს ანაზღაურებს საპენსიო სააგენტო; 

მ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაკანტური პოზიციის ტერმინის განმარტება არ ვრცელდება ამ მუხლზე.

დანართი 1

შეფასების ფურცელი ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით  განსაზღვრული კანდიდატებისათვის

კანდიდატის სახელი და გვარი

შეფასების ფურცლით განსაზღვრული თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას და შესაბამისი ქულის მინიჭებისას შემფასებელმა შესაძლოა გაითვალისწინოს შეფასების ფურცლის შესაბამისი კრიტერიუმის ინსტრუქციით გათვალისწინებული გარემოებები. ამასთან, აღნიშნული გარემოებები არ არის ამომწურავი და თითოეული კანდიდატის იდენტიფიცირებადმა პირადმა მიღწევებმა და კრიტერიუმთან დაკავშირებულმა სხვა გარემოებებმა შეიძლება იქონიოს გავლენა კრიტერიუმის საბოლოო შეფასებაზე.

კრიტერიუმები

ქულების დიაპაზონი

ინსტრუქცია

საკვალიფიკაციო ქულა

  1. შესაბამისი უმაღლესი განათლება

0 – 20

  1. უმაღლესი განათლების ხარისხი, სპეციალობა, სპეციალიზაცია და მათი რაოდენობები, მათ შორის, მიღებული დიპლომების რაოდენობა;
  2. უნივერისტეტ(ებ)ის ხარისხი და რეპუტაცია;
  3. ვაკანტური პოზიციის შესაბამისი კვალიფიკაციის საერთაშორისოდ აღიარებული კურსები, სერტიფიკატები, კვალიფიკაციები, და პროგრამები.

  1. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება

0 – 15

  1. ხელმძღვანელობის სტაჟი (წლების რაოდენობა);
  2. მართვის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების რაოდენობა, ზომა, მასშტაბი და საქმიანობის სფერო;
  3. დაქვემდებარებაში მყოფი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების რაოდენობა, ასევე საქმიანობის სფეროები;
  4. გადაწყვეტილებების მიღების დისკრეციის ხარისხი.

  1. გამოცდილება  აუდიტის, ბიზნესკონსალტინგის, საოპერაციო მართვის, ადმინისტრირების, რისკების მართვის, იურიდიული, კომუნიკაციების, ფინანსების, ეკონომიკის, ინვესტიციების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან პროგრამული ინჟინერიის მიმართულებით  არანაკლედ 6--წლიანი სამუშაო გამოცდილება

0 – 15

  1. შესაბამისი მიმართულებით მუშაობის სტაჟი;
  2. შესაბამისი სამუშაო გამოცდილების ფარგლებში დაკისრებული ფუნქცია/მოვალეობები, მათ შორის, გადაწყვეტილებების მიღების დისკრეციის ხარისხი;
  3. იმ ორგანიზაციების ზომა, მასშტაბი, რეპუტაცია, საქმიანობის სფერო და იურისდიქცია, რომელშიც/რომლებშიც კანდიდატმა მიიღო შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.

  1. ანგარიშების მართვასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება

(ანგარიში გულისხმობს ისეთ ანგარიშს, რომელზედაც ხორციელდება აქტივების დაკრედიტება ან დადებეტება)

0 – 15

  1. ანგარიშის ტიპი, მოცულობა/რაოდენობა, ღირებულება და ტრანზაქციების სიხშირე. უპირატესობა უნდა მიენიჭოს კანდიდატს, რომლის სამუშაო გამოცდილებაც მოიცავს საპენსიო ანგარიშის ან ისეთი ანგარიშების მართვას, რომელთა აქტივებს წარმოადგენს ფულადი სახსრები, ფასიანი ქაღალდები;
  2. შესაბამისი გამოცდილების ფარგლებში კანდიდატის საქმიანობის სფერო, არეალი და სტაჟი. უპირატესობა უნდა მიენიჭოს კანდიდატს, რომელიც ახორციელებდა ანგარიშების ტექნიკურ მართვასა ან/და მათზე მანიპულაციას.
  3. იმ ორგანიზაციების რაოდენობა, ზომა, მასშტაბი და საქმიანობის სფერო, რომელშიც კანდიდატი ახორციელებდა ანგარიშების მართვასთან და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ საქმიანობას. უპირატესობა უნდა მიენიჭოს კანდიდატს, რომელიც აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებდა საპენსიო სქემისთვის, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სადაზღვევო ორგანიზაციებში.

შენიშვნა: აღნიშნული კრიტერიუმი, ვაკანტური პოზიციისათვის საჭირო სპეციალობიდან გამომდინარე, შეიძლება დაზუსტდეს.

  1. ადგილობრივი სამუშაო გამოცდილება

0 – 10

  1. კანდიდატის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება  საქართველოში და ასეთი გამოცდილების ფარგლებში კანდიდატის საქმიანობის სფერო, არეალი და სტაჟი;
  2. იმ ორგანიზაციების რაოდენობა, ზომა, მასშტაბი და საქმიანობის სფერო, რომელშიც კანდიდატმა საქართველოში მიიღო შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.

  1. გასაუბრება

0 – 25

გასაუბრების ძირითადი მიზანია შესარჩევი კომისიის თითოეულმა წევრმა ინდივიდუალურად შეაფასოს რამდენად შესაფერისი და კეთილსინდისიერი არის კანდიდატურა ვაკანტური პოზიციისათვის და რამდენად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს.

გასაუბრებისას შემფასებელი ასევე აფასებს  ვაკანტური პოზიციისათვის კანდიდატის საჭირო უნარ-ჩვევების ქონას, მათ შორის, კანდიდატის მიერ ინგლისური ენის ცოდნას და კანდიდატის მოტივაციას. კანდიდატის მოტივაციის შეფასებისთვის შემფასებელს შეუძლია დაეყრდნოს კანდიდატის სამოტივაციო წერილს.

შენიშვნა: მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც გასაუბრებაში მონაწილე შესარჩევი კომისიის ყველა წევრთაგან საშუალო ქულას 12 -ს ან 12-ზე მეტს მიიღებენ, შეძლებენ შერჩევის პროცესის შემდეგ ეტაპზე მოხვედრას.

ჯამური საკვალიფიკაციო ქულა

100

შემფასებლის სახელი და გვარი

ხელმოწერა

თარიღი

შეფასების ფურცელი ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კანდიდატებისათვის

კანდიდატის სახელი და გვარი

შეფასების ფურცლით განსაზღვრული თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას და შესაბამისი ქულის მინიჭებისას შემფასებელმა შესაძლოა გაითვალისწინოს შეფასების ფურცლის შესაბამისი კრიტერიუმის ინსტრუქციით გათვალისწინებული გარემოებები. ამასთან, აღნიშნული გარემოებები არ არის ამომწურავი და თითოეული კანდიდატის იდენტიფიცირებადმა პირადმა მიღწევებმა და კრიტერიუმთან დაკავშირებულმა სხვა გარემოებებმა შეიძლება იქონიოს გავლენა კრიტერიუმის საბოლოო შეფასებაზე.

კრიტერიუმები

ქულების დიაპაზონი

ინსტრუქცია

საკვალიფიკაციო ქულა

  1. შესაბამისი უმაღლესი განათლება

0 – 20

  1. უმაღლესი განათლების ხარისხი, სპეციალობა, სპეციალიზაცია და მათი რაოდენობები, მათ შორის, მიღებული დიპლომების რაოდენობა;
  2. უნივერისტეტ(ებ)ის ხარისხი და რეპუტაცია;
  3. ვაკანტური პოზიციის შესაბამისი კვალიფიკაციის საერთაშორისოდ აღიარებული კურსები, სერტიფიკატები, კვალიფიკაციები, და პროგრამები.

  1. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება

0 – 15

  1. ხელმძღვანელობის სტაჟი (წლების რაოდენობა);
  2. მართვის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების რაოდენობა, ზომა, მასშტაბი და საქმიანობის სფერო;
  3. დაქვემდებარებაში მყოფი პირებისა და სტრუქტურული ერთეულების რაოდენობა, ასევე საქმიანობის სფეროები;
  4. გადაწყვეტილებების მიღების დისკრეციის ხარისხი.

  1. ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების     მართვის  ან აქტუარული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება  ან ფინანსურ სექტორში რომელიმე ამ მიმართულებით დირექტორად მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება

0 – 15

  1. შესაბამისი მიმართულებით მუშაობის სტაჟი;
  2. შესაბამისი სამუშაო გამოცდილების ფარგლებში დაკისრებული ფუნქცია/მოვალეობები, მათ შორის, გადაწყვეტილებების მიღების დისკრეციის ხარისხი;
  3. იმ ორგანიზაციების ზომა, მასშტაბი, რეპუტაცია, საქმიანობის სფერო და იურისდიქცია, რომელშიც/რომლებშიც კანდიდატმა მიიღო შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.

  1. საინვესტიციო პორტფელის მართვის (მართვაში მონაწილეობის) გამოცდილება

0 – 15

  1. შესაბამისი გამოცდილების ფარგლებში კანდიდატის საქმიანობის სტაჟი, სფერო და არეალი, მათ შორის, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება (პასიური თუ აქტიური პორტფელის მართვა), რისკების მართვა და საინვესტიციო პორტფელის მართვასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობები. უპირატესობა უნდა მიენიჭოს კანდიდატს, რომელიც უშუალოდ იღებდა საინვესტიციო გადაწყვეტილებებს ან მართავდა საინვესტიციო რისკებს;
  2. მართვაში მყოფი საინვესტიციო პორტფელის რაოდენობა და მოცულობა, ასევე საინვესტიციო პორტფელის აქტივების კლასები (აქციები, ბონდები, საინვესტიციო ფონდები და ა.შ.). უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელიც ახორციელებდა კოლექტიური   (არა ერთი პირის/ორგანიზაციის) ან/და საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელის მართვას.

  1. განვითარებადი ბაზრების ფინანსურ სექტორში ფინანსური ინსტრუმენტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

0 – 10

  1. შესაბამისი კრიტერიუმის ფარგლებში კანდიდატის საქმიანობის სტაჟი, სფერო და  არეალი;
  2. შესაბამისი კრიტერიუმის ფარგლებში კანდიდატის მიერ განხორციელებული ტრანზაქციები.

  1. გასაუბრება

0 – 25

გასაუბრების ძირითადი მიზანია შესარჩევი კომისიის თითოეულმა წევრმა ინდივიდუალურად შეაფასოს რამდენად შესაფერისი და კეთილსინდისიერი არის კანდიდატურა ვაკანტური პოზიციისათვის და რამდენად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს.

გასაუბრებისას შემფასებელი ასევე აფასებს  ვაკანტური პოზიციისათვის კანდიდატის საჭირო უნარ-ჩვევების ქონას, მათ შორის, კანდიდატის მიერ ინგლისური ენის ცოდნას და კანდიდატის მოტივაციას. კანდიდატის მოტივაციის შეფასებისთვის შემფასებელს შეუძლია დაეყრდნოს კანდიდატის სამოტივაციო წერილს.

შენიშვნა: მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც გასაუბრებაში მონაწილე შესარჩევი კომისიის ყველა წევრთაგან საშუალო ქულას 12-ს ან 12-ზე მეტს მიიღებენ, შეძლებენ შერჩევის პროცესის შემდეგ ეტაპზე მოხვედრას.

ჯამური საკვალიფიკაციო ქულა

100

შემფასებლის სახელი და გვარი

ხელმოწერა

თარიღი

დანართი 2

საჯარო სამართლის იურიდიული პირის   საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით  გათვალისწინებული ვაკანტური პოზიციებისათვის ვაკანსიის განცხადება

პოზიციის დასახელება

სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრი (§9.4 პოზიცია)

კონკურსის ტიპი

ღია კონკურსი

ორგანიზაცია

სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდი

განცხადების მიღების ბოლო ვადა

10 იანვარი

წლიური თანამდებობრივი სარგო

190,000 ლარამდე (საშემოსავლო გადასახადისა და დანამატების ჩათვლით)

ადგილების რაოდენობა

3

სამსახურის ადგილმდებარეობა

თბილისი, საქართველო

შრომითი ურთიერთობის ვადა

5 წლამდე

საპენსიო ფონდის შესახებ

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 2018 წლის ივლისში, რომლის საფუძველზეც შეიქმნა დაგროვებითი საპენსიო სქემა. დაგროვებითი საპენსიო სქემა არის განსაზღვრული საპენსიო შენატანების სავალდებულო საპენსიო სქემა, რომელშიც მონაწილის სასარგებლოდ შენატანს დაუბეგრავი ხელფასის 2%-ის ოდენობით ახორციელებს თავად მონაწილე, დამსაქმებელი და სახელმწიფო. საქართველოს საპენსიო ფონდი  არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მართავს დაგროვებით საპენსიო სქემას და უზრუნველყოფს საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების დაცვას.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის ივნისში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები მმართველობით სტრუქტურაში. ცვლილების ფარგლებში არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები გაუქმდა და შეიქმნა ერთიანი მმართველობითი საბჭო. აღნიშნული საბჭო წარმოადგენს საპენსიო ფონდის უმაღლეს ფიდუციურ ხელმძღვანელობით ორგანოს და შედგება 9 წევრისაგან, რომელთაგან 8 წევრს ღია კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 566 ათას ადამიანს შეადგენს. ამ პერიოდისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 13,879-მა პირმა და მათზე პენსიის სახით გაიცა 53,3 მლნ ლარი. ამ პერიოდის მონაცემებით საპენსიო აქტივების ღირებულება შეადგენს 5,8 მლრდ. ლარს, მათ შორის დაგენერირებული ამონაგები 1,35 მლრდ. ლარზე მეტია.

საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის ფუნქციები

  • საპენსიო ფონდის დებულებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება და დამტკიცება;
  • საპენსიო ფონდის პოლიტიკისა და საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრა;
  • საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების დანიშვნა და გათავისუფლება;
  • საპენსიო ფონდის კომიტეტების შექმნა, ფორმირება და მათში მონაწილეობა;
  • საპენსიო ფონდის სპეციალურ ფუნქციებთან (საინვესტიციო და რისკის მართვის ფუნქცია) დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების განიხილვა და დამტკიცება;
  • საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილი საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტისა და საშტატო ნუსხის განიხილვა და დამტკიცება;
  • აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის წესისა და კრიტერიუმების დადგენა;
  • „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით და საპენსიო ფონდის დებულებით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება.

მინიმალური მოთხოვნები

  • მინიმალური განათლება: მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ეკონომიკის, მათემატიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, ფიზიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;
  • ხელმძღვანელობითი გამოცდილება: ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება;
  • სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 6 წლის სამუშაო გამოცდილება აუდიტის, ბიზნესკონსალტინგის, საოპერაციო მართვის, ადმინისტრირების, რისკების მართვის, იურიდიული, კომუნიკაციების, ფინანსების, ეკონომიკის, ინვესტიციების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან პროგრამული ინჟინერიის მიმართულებით.

დამატებითი მოთხოვნები

  • ანგარიშების მართვასა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ანგარიში გულისხმობს ისეთ ანგარიშს, რომელზედაც ხორციელდება აქტივების დაკრედიტება და დადებეტება;
  • საპენსიო ანგარიშის ან ისეთი ანგარიშების მართვაში მონაწილეობის გამოცდილება, რომელთა აქტივებს წარმოადგენს ფულადი სახსრები ან ფასიანი ქაღალდები ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • საქართველოში ვაკანსიის შესაბამისი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობისათვის

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით gbcareers@pensions.ge ელექტრონული ფოსტის მისამართზე უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია: 

  • რეზიუმე (Curriculum Vitae),  რომელიც უნდა შეიცავდეს კანდიდატის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დეტალებს (სამუშაო გამოცდილების ზუსტ პერიოდებსა და დეტალურ აღწერას). ასევე რეზიუმეში სავალდებულოა ორი პროფესიული რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითება;
  • სამოტივაციო წერილი, რომელშიც უნდა აისახოს კანდიდატის უპირატესობები და შესაბამისობა წინამდებარე განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებთან;
  • შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ან ქართულ ენაზე და უცხოური დოკუმენტის შემთხვევაში უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული;
  •  ნებისმიერი სხვა დოკუმენტი (სერტიფიკატი, ლიცენზია და სხვა) რომელიც ადასტურებს კანდიდატის კვალიფიკაციას;
  • სავალდებულოა კანდიდატის მიერ გამოგზავნილი ელექტორნული ფოსტის სათაურში აღნიშნული ვაკანსიის სრული დასახელების მითითება.

კონკურსის ეტაპები

  • კანდიდატების აპლიკაციის გადარჩევა;
  • კანდიდატების შეფასება და გასაუბრება;
  • საუკეთესო შერჩეული კანდიდატების შესაფერისობის შემოწმება;
  • საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გასაუბრება.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურსში აპლიკაციების გადარჩევის ეტაპის შემდეგ მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

განცხადება აფილირებაზე

მმართველობითი საბჭოს კანდიდატი არ შეიძლება იმავდროულად იყოს შესარჩევი კომისიის წევრთან, საპენსიო სააგენტოს დირექტორთან, საქართველოს მთავრობის წევრთან აფილირებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის ხელმძღვანელი ან დაქირავებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის წილობრივი მონაწილეობის ბენეფიციარი მესაკუთრე, ან აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევ ნებისმიერ პირთან აფილირებული პირი.  

განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე

კანდიდატების პერსონალური მონაცემები დამუშავდება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით).

შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო არ გადასცემს მესამე პირებს.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს ამ წესიპირველი მუხლის მე-4 პუნქტით  გათვალისწინებული ვაკანტური პოზიციებისათვის ვაკანსიის განცხადება

პოზიციის დასახელება

სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრი          (§9.5 პოზიცია)

კონკურსის ტიპი

ღია კონკურსი

ორგანიზაცია

სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდი

განცხადების მიღების ბოლო ვადა

10 იანვარი

წლიური თანამდებობრივი სარგო

250,000 ლარამდე (საშემოსავლო გადასახადისა და დანამატის ჩათვლით)

ადგილების რაოდენობა

5

სამსახურის ადგილმდებარეობა

თბილისი, საქართველო

შრომითი ურთიერთობის ვადა

5 წლამდე

საპენსიო ფონდის შესახებ

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 2018 წლის ივლისში, რომლის საფუძველზეც შეიქმნა დაგროვებითი საპენსიო სქემა. დაგროვებითი საპენსიო სქემა არის განსაზღვრული საპენსიო შენატანების სავალდებულო საპენსიო სქემა, რომელშიც მონაწილის სასარგებლოდ შენატანს დაუბეგრავი ხელფასის 2%-ის ოდენობით ახორციელებს თავად მონაწილე, დამსაქმებელი და სახელმწიფო. საქართველოს საპენსიო ფონდი  არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მართავს დაგროვებით საპენსიო სქემას და უზრუნველყოფს საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების დაცვას.

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის ივნისში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები მმართველობით სტრუქტურაში. ცვლილების ფარგლებში არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები გაუქმდა და შეიქმნა ერთიანი მმართველობითი საბჭო. აღნიშნული საბჭო წარმოადგენს საპენსიო ფონდის უმაღლეს ფიდუციურ ხელმძღვანელობით ორგანოს და შედგება 9 წევრისაგან, რომელთაგან 8 წევრს ღია კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 566 ათას ადამიანს შეადგენს. ამ პერიოდისათვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 13,879-მა პირმა და მათზე პენსიის სახით გაიცა 53,3 მლნ ლარი. ამ პერიოდის მონაცემებით საპენსიო აქტივების ღირებულება შეადგენს 5,8 მლრდ. ლარს, მათ შორის დაგენერირებული ამონაგები 1,35 მლრდ. ლარზე მეტია.

საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრის ფუნქციები

  • საპენსიო ფონდის დებულებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება და დამტკიცება;
  • საპენსიო ფონდის პოლიტიკისა და საქმიანობის მიმართულებების განსაზღვრა;
  • საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების დანიშვნა და გათავისუფლება;
  • საპენსიო ფონდის კომიტეტების შექმნა, ფორმირება და მათში მონაწილეობა;
  • საპენსიო ფონდის სპეციალურ ფუნქციებთან (საინვესტიციო და რისკის მართვის ფუნქცია) დაკავშირებულ პოლიტიკის დოკუმენტების განიხილვა და დამტკიცება;
  • საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილი საპენსიო ფონდის წლიური ბიუჯეტისა და საშტატო ნუსხის განიხილვა და დამტკიცება;
  • აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის წესისა და კრიტერიუმების დადგენა;
  • „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით და საპენსიო ფონდის დებულებით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება.

მინიმალური მოთხოვნები

  • მინიმალური განათლება: მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, სამართალის, ეკონომიკის, მათემატიკის, ფინანსების, ბუღალტერიის, ფიზიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;
  • ხელმძღვანელობითი გამოცდილება: ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება;
  • სამუშაო გამოცდილება: ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუარული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება ან ფინანსურ სექტორში რომელიმე ამ მიმართულებით დირექტორად მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები

  • საინვესტიციო პორტფელის მართვის (მართვაში მონაწილეობის) სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კოლექტიური ან/და საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელის მართვა (მართვაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა) ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • განვითარებადი ბაზრების ფინანსურ სექტორში ფინანსური ინსტრუმენტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე და საინვესტიციო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური, საინვესტიციო და ეკონომიკური მოდელირების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობისათვის

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა 2025 წლის 10 იანვრის ჩათვლით gbcareers@pensions.ge ელექტრონული ფოსტის მისამართზე უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია: 

  • რეზიუმე (Curriculum Vitae),  რომელიც უნდა შეიცავდეს კანდიდატის განათლებისა და სამუშაო გამოცდილების დეტალებს (სამუშაო გამოცდილების ზუსტ პერიოდებსა და დეტალურ აღწერას). ასევე რეზიუმეში სავალდებულოა ორი პროფესიული რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითება;
  • სამოტივაციო წერილი, რომელშიც უნდა აისახოს კანდიდატის უპირატესობები და შესაბამისობა წინამდებარე განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებთან;
  • შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ან ქართულ ენაზე და უცხოური დოკუმენტის შემთხვევაში უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული;
  •  ნებისმიერი სხვა დოკუმენტი (სერტიფიკატი, ლიცენზია და სხვა) რომელიც ადასტურებს კანდიდატის კვალიფიკაციას;
  • სავალდებულოა კანდიდატის მიერ გამოგზავნილი ელექტორნული ფოსტის სათაურში აღნიშნული ვაკანსიის სრული დასახელების მითითება.

კონკურსის ეტაპები

  • კანდიდატების აპლიკაციის გადარჩევა;
  • კანდიდატების შეფასება და გასაუბრება;
  • საუკეთესო შერჩეული კანდიდატების შესაფერისობის შემოწმება;
  • საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გასაუბრება.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურსში აპლიკაციების გადარჩევის ეტაპის შემდეგ მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

განცხადება აფილირებაზე

მმართველობითი საბჭოს კანდიდატი არ შეიძლება იმავდროულად იყოს შესარჩევი კომისიის წევრთან, საპენსიო სააგენტოს დირექტორთან, საქართველოს მთავრობის წევრთან აფილირებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის ხელმძღვანელი ან დაქირავებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის წილობრივი მონაწილეობის ბენეფიციარი მესაკუთრე, ან აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევ ნებისმიერ პირთან აფილირებული პირი.  

განცხადება პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე

კანდიდატების პერსონალური მონაცემები დამუშავდება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით).

შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო არ გადასცემს მესამე პირებს.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე:  pdp@pensions.ge

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.

Vacancy Announcement for Positions, as per Article 1, Paragraph 3 of the Rule, in the Governing Board of Legal Entity of Public Law of the Pension Fund of Georgia

Position Title

Member of the Governing Board of the Pension Fund of Georgia (Article 9.4 position)

Type of competition

Open competition

Organization

LEPL – Pension Fund of Georgia

Application deadline

January 10

Annual Salary

Up to 190,000 GEL (including taxes and bonuses)

Number of positions

3

Work location

Tbilisi, Georgia

Employment term

Up to 5 years

About Pension Fund

The “Law of Georgia on Funded Pension” was adopted in July 2018, establishing the Funded Pension Scheme. This mandatory defined-contribution pension plan requires contributions of 2% of gross salaries from participants, employers, and the government. The Pension Fund of Georgia, a legal entity of public law, manages this scheme and ensures the protection of participants’ interests.

Significant amendments to the law in June 2024 restructured the Fund’s management, replacing the existing investment and supervisory boards with a unified Governing Board. This Board, consisting of 9 members (8 appointed through an open competition by the Prime Minister of Georgia), is the highest fiduciary governing body of the Pension Fund of Georgia.

As of October 2024, the scheme has 1,566,000 participants. To date, 13,879 individuals have benefited, with 53.3 million GEL distributed in pensions. The Pension Fund’s assets amount to 5.8 billion GEL, including over 1.35 billion GEL in generated returns.

Responsibilities of a Governing Board Member

  • Develop and approve the Pension Fund’s bylaws and organizational structure;
  • Define the Pension Fund’s policies and strategic directions;
  • Appoint and dismiss Pension Fund’s executive directors;
  • Form and participate in the Pension Fund’s committees;
  • Review and approve policy documents related to the Pension Fund’s special functions, such as investment policy document and risk management framework;
  • Review and approve the annual budget and staffing plans of the Pension Fund presented by its General Director;
  • Establish criteria and procedures for selecting asset management companies and specialized depositaries;
  • Perform other functions as stipulated by the law and the Pension Fund’s bylaws.

Minimum Requirements

Minimum Education: Bachelor’s degree or higher in Business Administration, Law, Economics, Mathematics, Finance, Accounting, Physics, Information Technology, or Computer Science;

Management Experience: At least 5 years experience in a managerial position;

Professional Experience: Minimum of 6 years of experience in auditing, business consulting, operational management, administration, risk management, legal affairs, communications, finance, economics, investments, IT, or software engineering.

Additional Requirements

  • Experience in processes related to managing and administering accounts is an advantage. Accounts mean an account on which assets are being credited and debited;
  • Experience managing pension accounts or accounts involving cash or securities is a significant advantage;
  • Relevant work experience in Georgia is preferred;
  • Proficiency in office software;
  • Proficiency in English.

How to Apply

Applicants must submit the following documents by January 10, 2025, to gbcareers@pensions.ge:

  • A detailed CV (Curriculum Vitae) including education and work experience, specifying exact timeframes and detailed descriptions of previous roles. The CV must also include contact details of two professional referees;
  • A motivation letter outlining the applicant’s qualifications and relevance to the specified requirements of this position;
  • Copies of educational certificates and qualifications. Documents must be in English or Georgian and, in the case of foreign documents, must be certified with an apostille;
  • Any other relevant documentation (certificates, licenses, etc.) demonstrating the applicant’s qualifications;
  • The subject line of the email must include the full title of the vacancy.

Selection Process

  • Screening of applications;
  • Evalluation and interviews with selected candidates;
  • Due diligence of shortlisted candidates;
  • An interview with Prime Minister of Georgia if necessary.

Candidates whose qualifications do not meet the mandatory formal requirements or who fail to submit the required documentation will not proceed beyond the initial application screening stage.

Statement on Affiliation

A candidate of the Governing Board shall not at the same time be affiliated to a member of the Selection Commission, the director of the Pension Agency or a member of the Government of Georgia, or the head of or a person hired by an asset management company (companies), a specialised depository or any entity providing other services to the Pension Agency, or a beneficial owner holding equity in an asset management company (companies), a specialised depository or any entity providing other services to the Pension Agency, or a person affiliated with an asset management company (companies), a specialised depository or any entity providing other services to the Pension Agency.

Statement on Personal Data Protection

The personal data of candidates will be processed in accordance with applicable laws of Georgia. Submitted resumes and other application documents may include personal data, including sensitive information, which may be processed for the purposes of evaluating the candidate’s qualifications and suitability/due diligence for the position, as well as making employment-related decisions. By applying to this vacancy, candidates consent to the processing of their personal data as described.

Further documentation to verify the information provided may be requested at subsequent stages. Information gathered during the hiring process will not be shared with third parties.

All submitted information/documentation will be retained for no more than one year unless there is a legal obligation to retain it for a longer period.

Candidates have the right to request access to their personal data, copies of the data, corrections, updates, additions, blocking, termination of processing, deletion, and/or destruction of such data. For more information on personal data protection, applicants may contact the Pension Agency’s Personal Data Protection Officer at pdp@pensions.ge.

By responding to this vacancy, candidates confirm that they have read this notice, consent to the processing of their personal data in the specified manner, and affirm that the information provided is accurate, complete, and up-to-date.

Vacancy Announcement for Positions, as per Article 1, Paragraph 4 of the Rule, in the Governing Board of Legal Entity of Public Law of the Pension Fund of Georgia

Position Title

Member of the Governing Board of the Pension Fund of Georgia (Article 9.5 position)

Type of competition

Open competition

Organization

LEPL – Pension Fund of Georgia

Application deadline

January 10

Annual Salary

Up to 250,000 GEL (including taxes and bonuses)

Number of positions

5

Work location

Tbilisi, Georgia

Employment term

Up to 5 years

About Pension Fund

The “Law of Georgia on Funded Pension” was adopted in July 2018, establishing the Funded Pension Scheme. This mandatory defined-contribution pension plan requires contributions of 2% of gross salaries from participants, employers, and the government. The Pension Fund of Georgia, a legal entity of public law, manages this scheme and ensures the protection of participants’ interests.

Significant amendments to the law in June 2024 restructured the Fund’s management, replacing the existing investment and supervisory boards with a unified Governing Board. This Board, consisting of 9 members (8 appointed through an open competition by the Prime Minister of Georgia), is the highest fiduciary governing body of the Pension Fund of Georgia.

As of October 2024, the scheme has 1,566,000 participants. To date, 13,879 individuals have benefited, with 53.3 million GEL distributed in pensions. The Pension Fund’s assets amount to 5.8 billion GEL, including over 1.35 billion GEL in generated returns.

Responsibilities of a Governing Board Member

  • Develop and approve the Pension Fund’s bylaws and organizational structure;
  • Define the Pension Fund’s policies and strategic directions;
  • Appoint and dismiss Pension Fund’s executive directors;
  • Form and participate in the Pension Fund’s committees;
  • Review and approve policy documents related to the Pension Fund’s special functions, such as investment policy document and risk management framework;
  • Review and approve the annual budget and staffing plans of the Pension Fund presented by its General Director;
  • Establish criteria and procedures for selecting asset management companies and specialized depositaries;
  • Perform other functions as stipulated by the law and the Pension Fund’s bylaws.

Minimum Requirements

Minimum Education: Bachelor’s degree or higher in Business Administration, Law, Economics, Mathematics, Finance, Accounting, Physics, Information Technology, or Computer Science;

Management Experience: At least 5 years experience in a managerial position;

Professional Experience: At least 10 years of experience in the financial sector in the fields of finance, investments, economics, risk management, or აrial work, or at least 10 years of experience serving as a director in any of these areas within the financial sector.

Additional Requirements

  • Work experience in managing (or participating in the management of) an investment portfolio will be considered an advantage;
  • Experience in managing (or playing a substantial role in managing) the investment portfolio of a collective or pension fund will be considered a significant advantage;
  • Experience in financial instruments within the financial sector of emerging markets will be considered an advantage;
  • Advanced knowledge of office and investment software;
  • Advanced knowledge of financial, investment, and economic modeling;