„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 345
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/10/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.024740
345
16/10/2024
ვებგვერდი, 17/10/2024
470230000.10.003.024740
„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №345

2024 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/02/2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“):

1. მე-19 მუხლის:

ა) 25-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 – 2510 პუნქტები:

„251. დანართ №1-ის 161 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარებისთანავე, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია ამავე დანართის მე-20 მუხლის 54 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის თაობაზე, პროგრამის მიმწოდებელს უფლება აქვს, განცხადებით მიმართოს შრომის ინსპექციას საბანკო ანგარიშის გახსნის საჭიროებისა და პროგრამის განმახორციელებელთან შუამდგომლობის თაობაზე, რომ პროგრამის განმახორციელებელმა მოახდინოს სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით (მითითებით) განსაზღვრული თანხის ჩარიცხვა საბანკო ანგარიშზე, დანართ №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო პერსონალის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად.

252. ამ მუხლის 251 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს მოთხოვნას საბანკო ანგარიშის გახსნის თაობაზე, ასევე მიმწოდებლის სამედიცინო პერსონალის:

ა) სახელს, გვარსა და პირად ნომერს;

ბ) საბანკო რეკვიზიტებს;

გ) ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას (გადასახადების (საშემოსავლო, საპენსიო და სხვა) გათვალისწინებით), ყოველი გადაუხდელი თვის პროპორციულად.

253. ამ მუხლის 251 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო ანგარიში წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ დანართ №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო პერსონალის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად გახსნილ ერთჯერადად გამოსაყენებელ ანგარიშს, რომლიდანაც თანხის გადარიცხვის ტრანზაქცია ხორციელდება შრომის ინსპექციის ელექტრონული ავტორიზაციით/თანხმობით, რაც გულისხმობს გადარიცხვაზე ელექტრონული თანხმობის მიცემას, შრომის ინსპექციის მიერ შემოწმებული მონაცემებისა და მიმწოდებლის მიერ განცხადებაზე დართული მონაცემების შედარების საფუძველზე.

254. ამ მუხლის 251 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო ანგარიშის გახსნისა და დახურვის, მისი ფუნქციონირების, თანხის უკან დაბრუნებისა და ავტორიზაციის (მათ შორის, ავტორიზაციაზე/თანხმობაზე პასუხისმგებელი პირები) პროცედურები, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

255. ამ მუხლის 251 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მიღების შემდეგ, როდესაც საბანკო დაწესებულება დაადასტურებს ანგარიშის გახსნას, შრომის ინსპექცია უგზავნის პროგრამის განმახორციელებელს ინფორმაციას საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებისა და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე.

256. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, თანხის ჩარიცხვა მოახდინოს საბანკო ანგარიშზე, მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან „შრომის ინსპექციის მიერ გაგზავნილი წერილის ჩაბარებიდან გონივრულ ვადაში, ან უარი უთხრას პროგრამის მიმწოდებელს ჩარიცხვის განხორციელებაზე ისეთი მიზეზის არსებობისას (ყადაღა, ინკასო ან სხვა), რაც შეუძლებელს გახდის სამედიცინო პერსონალისთვის შრომის ანაზღაურების ჩარიცხვას. 

257. პროგრამის განმახორციელებელი საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას განახორციელებს მას შემდეგ, რაც მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა (დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტებით) საკმარისი იქნება ამ მუხლის 255 პუნქტით განსაზღვრული თანხის სრულად ასანაზღაურებლად.

258. პროგრამის განმახორციელებლის მიერ თანხის ჩარიცხვის შემდეგ მიმწოდებელი ახდენს სამედიცინო პერსონალზე, რომელთა მიმართაც არსებობდა დავალიანება, გასაცემი შრომის ანაზღაურების ჩარიცხვას, იმ შემთხვევაში, თუ შრომის ინსპექცია მოახდენს შესასრულებელი ტრანზაქციის  ავტორიზაციას/თანხმობის გაცემას.

259. იმ შემთხვევაში, თუ შრომის ინსპექციას ამ დადგენილებით განსაზღვრული ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლით არ აქვს  ავტორიზაციის/თანხმობის გაცემის საფუძველი,  ან სხვა გარემოებების გამო ვერ განხორციელდა ანგარიშზე განთავსებული თანხის სრულად ან ნაწილობრივ სამედიცინო პერსონალისთვის ჩარიცხვა, შრომის ინსპექციის მიერ საბანკო დაწესებულებაში გაგზავნილი სათანადო წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხა ბრუნდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდა თანხის ჩარიცხვა. 

2510. თუ პროგრამის განმახორციელებლის მიერ ამ მუხლის 26-ე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების (დაკავებული თანხის სრულად ჩარიცხვა) დასრულების მომდევნო დღიდან 12 თვის განმავლობაში პროგრამის მიმწოდებლის მიერ მოხდება დანართ №1-ის მე-20 მუხლის 54 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების განმეორებით დარღვევა, დასაქმებული სამედიცინო პერსონალის, სულ მცირე, 1/3-თან მიმართებით, შესაძლებელია, პროგრამის განმახორციელებლის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების (არანაკლებ სამართალდარღვევის აღმოფხვრის ვადით) ან შეწყვეტის თაობაზე.“;

ბ) 26-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები სრულად უქმდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექცია, განმეორებითი შემოწმების საფუძველზე გამოავლენს მიმწოდებლის მხრიდან სამართალდარღვევის შედეგად დასაქმებულთათვის გაუცემელი შრომის ანაზღაურების გადახდის ფაქტს ან მიაწვდის ინფორმაციას განმახორციელებელს ისეთი გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც გამორიცხავს ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გაგრძელებას.“.

2. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 63-ე პუნქტი:

„63. ამ დანართის მე-19 მუხლის 2510 პუნქტით გათვალისწინებული პირობების მიხედვით მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში, აღნიშნულ დაწესებულებაში დამდგარი პროგრამული მომსახურება, რომელიც დასრულდა ან გრძელდება მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შემდგომ პერიოდში, დასრულდეს პროგრამის ფარგლებში იმავე დაწესებულებაში, სადაც დაიწყო მომსახურება.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე გავრცელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე არსებულ შემთხვევებზე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე