დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების სპეციალურ ჯგუფებად შესაძლო გარდაქმნის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 50/2024 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
მიღების თარიღი | 11/10/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/10/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016764 |
50/2024
11/10/2024
ვებგვერდი, 11/10/2024
010190020.15.008.016764
2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების სპეციალურ ჯგუფებად შესაძლო გარდაქმნის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” და „ვ” ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის პირველი პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
მუხლი 1 |
თუ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები აღმოჩნდება, საუბნო საარჩევნო კომისიები ჩაითვალოს სპეციალურ ჯგუფებად (შემდგომში – სპეცჯგუფი) გარდაქმნილად და სპეცჯგუფს მიეცეს უფლება ჩაატაროს კენჭისყრა. სპეცჯგუფის კვორუმად განისაზღვროს არსებული შემადგენლობის უმრავლესობა და სპეცჯგუფის წევრებისთვის ფუნქციების მინიჭება განხორციელდეს თავმჯდომარის მიერ წილისყრის გარეშე. სპეცჯგუფად გარდაქმნის ამ მუხლით გათვალისწინებული წესი არ მოქმედებს და კენჭისყრა არ იმართება თუ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდება. |
მუხლი 2 |
თუ სპეცჯგუფს არ ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ერთდროულად ან სპეცჯგუფის მდივანი ან/და მათ არ შეუძლიათ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, სპეცჯგუფი ცესკოს მიერ არჩეულ წევრთაგან დაუყოვნებლივ ირჩევს სპეცჯგუფის თავმჯდომარეს ან მდივანს. |
მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები