დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 341 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/10/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/10/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017862 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 54-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. გამყიდველი (მიმწოდებელი) უფლებამოსილია მყიდველს (მიმღებს) პროგრამულად წარუდგინოს ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №III-05 და დანართი №III-051 ფორმის საფ-ის გაუქმების მოთხოვნა, რომელიც არც ერთი მხარის მიერ არ არის წარდგენილი დღგ-ის საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №III-05 და დანართი №III-051 ფორმის საფ-ი რომელიმე მხარის მიერ წარდგენილია დღგ-ს საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართით, გაუქმების მოთხოვნა მყიდველს (მიმღებს) წარედგინება, თუ შესაბამისი პირის მიერ, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე, საფ-ი საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართებიდან ამოღებულია. საფ-ი გაუქმებულად ითვლება მყიდველის (მიმღების) მიერ გაუქმების მოთხოვნის დადასტურებისას. 32. ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №III-05 და დანართი №III-051 ფორმის საფ-ი, რომელიც გამოწერილია უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის და დიპლომატიური მისიის წევრისთვის ან ბორტზე მისაწოდებელ საქონელზე, ექვემდებარება გაუქმებას საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გამყიდველის (მიმწოდებლის) მიმართვის შემთხვევაში.“. 2. 57-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ტერიტორიაზე №III-08 დანართში აღნიშნული ნავთობპროდუქტების შეძენა, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება (მათ შორის, რეალიზაცია) ხორციელდება დანართი №III-09 ფორმის ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (შემდგომში – „ნსაფ“), გარდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ №III-08 დანართში აღნიშნული საქონლის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწოდების (მათ შორის, რეალიზაცია, პრივატიზება), ტრანსპორტირების და შენახვის შემთხვევებისა და ამ ინსტრუქციის 58-ე მუხლის 91 და 92 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც სანაცვლო ნსაფ-ის გამოწერა ვერ ხერხდება.“. 3. 58-ე მუხლის: ა) 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „81. ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირებისას შესაძლებელია ნსაფ-ის მე-9 და მე-20 გრაფებში გაკეთდეს ახალი ჩანაწერი ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირების დასრულებამდე (ხოლო მატერიალური ფორმის ნსაფ-ის შემთხვევაში ნსაფ-ის მე-8, მე-9, მე-19 და მე-20 გრაფებში არსებული მონაცემები გადაიხაზება და მათ თავზე მიეთითება დაზუსტებული მონაცემები).“; ბ) 91 და 92 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „91. გამყიდველი (მიმწოდებელი) უფლებამოსილია მყიდველს (მიმღებს) პროგრამულად წარუდგინოს ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №III-09 ფორმის ნსაფ-ის გაუქმების მოთხოვნა, რომელიც არც ერთი მხარის მიერ მიერ არ არის წარდგენილი დღგ-ის საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №III-09 ფორმის ნსაფ-ი რომელიმე მხარის მიერ წარდგენილია დღგ-ის საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართით, გაუქმების მოთხოვნა მყიდველს (მიმღებს) წარედგინება, თუ საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის საფუძველზე ნსაფ-ი საგადასახადო დეკლარაციის შესაბამისი დანართებიდან ამოღებულია. ნსაფ-ი გაუქმებულად ითვლება მყიდველის (მიმღების) მიერ გაუქმების მოთხოვნის დადასტურებისას. ამასთან, გამყიდველი (მიმწოდებელი) ვალდებულია ნსაფ-ის გაუქმების საჭიროების დადგომისთანავე გამოწეროს სანაცვლო ნსაფ-ი ან/და დაარეგისტრიროს განცხადება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების საჭიროების შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია წარედგინება მყიდველ (მიმღებ) მხარეს გაუქმების მოთხოვნასთან ერთად. 92. ელექტრონული ფორმით გამოწერილი დანართი №III-09 ფორმის ნსაფ-ი, რომელიც გამოწერილია უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობის და დიპლომატიური მისიის წევრისთვის ან ბორტზე მისაწოდებელ საქონელზე, ექვემდებარება გაუქმებას საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, გამყიდველის (მიმწოდებლის) მიმართვის შემთხვევაში. ამასთან, გამყიდველი (მიმწოდებელი) ვალდებულია ნსაფ-ის გაუქმების საჭიროების დადგომისთანავე გამოწეროს სანაცვლო ნსაფ-ი ან/და დაარეგისტრიროს განცხადება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების საჭიროების შესახებ, აღნიშნული ინფორმაცია წარედგინება საგადასახადო ორგანოს გამყიდველის (მიმწოდებლის) მიმართვისას.“; გ) 92 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 93 პუნქტი: „93. ამ მუხლის 91 და 92 პუნქტის მიზნებისათვის განცხადება სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების საჭიროების შესახებ რეგისტრირდება იმ შემთხვევაში, როდესაც ამ ინსტრუქციის შესაბამისად ვერ გამოიწერება სანაცვლო ნსაფ-ი. ამასთან, ნსაფ-ის გაუქმებისას სანაცვლო ნსაფ-ის ან/და განცხადების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების საჭიროების შესახებ მითითება სავალდებულო არ არის, თუ ნსაფ-ის გაუქმების საჭიროება დადგა ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების დაწყებამდე ან/და ნავთობპროდუქტების მიწოდება არ ითვალისწინებს ტრანსპორტირებას.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები