ამნისტიის შესახებ

ამნისტიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4435-XVIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 080050000.05.001.102370
4435-XVIმს-Xმპ
17/09/2024
ვებგვერდი, 27/09/2024
080050000.05.001.102370
ამნისტიის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ამნისტიის შესახებ

ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, დანიშნული სასჯელი უმცირდებათ ცალკეული დანაშაულების ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირებს, აგრეთვე პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა უმცირდებათ პირობით მსჯავრდებულ პირებსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირებს.

მუხლი 1

1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით, 124-ე მუხლით, 152-ე მუხლით, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა), 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1971 მუხლით, 203-ე მუხლის პირველი, მე-4 ან მე-5 ნაწილით, 2072 მუხლით, 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2201 მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, 238-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 2381 მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ცივი იარაღის ტარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის ანდა იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), ცივი იარაღის ტარებისა), 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა), 261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისა) ან მე-2 ნაწილით (გარდა ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო წარმოებისა), 265-ე მუხლის პირველი  ნაწილით, 271-ე მუხლის პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით, 2731 მუხლის პირველი−მე-5 ნაწილებით, 281-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2871 მუხლის პირველი ნაწილით, მე-300 მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 301-ე მუხლის  პირველი  ნაწილით,  356-ე  მუხლის პირველი  ან მე-2  ნაწილით, 388-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით, 389-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 398-ე მუხლით.

2. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 126-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 178-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 180-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ამ დანაშაულის იურიდიული პირის მიერ ჩადენის შემთხვევისა), 193-ე მუხლით, 196-ე მუხლით, 2041 მუხლით, 208-ე მუხლით, 219-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2201 მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ დანაშაულმა გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2401 მუხლის პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის პირველი ნაწილით, 276-ე მუხლის მე-2 ან მე-4 ნაწილით, 277-ე მუხლის პირველი ნაწილით, 278-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

მუხლი 2

1. გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა), 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისა ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო წარმოებისა), 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით, 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილით ან 2731 მუხლის მე-6 ნაწილით.

2. გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 150-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) პირველი ნაწილით, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე  მუხლის  მე-3  ნაწილის  „ბ“ ქვეპუნქტით,  185-ე  მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-200 მუხლით,  2001  მუხლის  პირველი  ნაწილით, 2051 მუხლით,  214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 218-ე მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით, 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 2201 მუხლის მე-2 ნაწილით (თუ ამ დანაშაულმა გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) ან 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 ნაწილის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით, 12 ნაწილით (გარდა სისტემატური ცემისა) ან მე-2 ნაწილის (გარდა სისტემატური ცემისა) „ა“ ან „ლ“ ქვეპუნქტით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით ან 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ან მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

4. ორი მესამედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს იმავე პუნქტებით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

5. პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით, 265-ე მუხლის მე-2  ნაწილის  „ა“  ქვეპუნქტით  ან  „გ“−„ე“  ქვეპუნქტებით, 271-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილით ან 2731 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, მასზე ამ მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისთვის.

მუხლი 3

1. ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა), 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისა ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო წარმოებისა), 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან 2731 მუხლის მე-7 ნაწილით.

2. ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 133-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა), 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 2001 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2401 მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებას მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) ან 245-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

3. ერთი მესამედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის ჩამდენ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს იმავე პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

4. პირი, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დანაშაული, მასზე ამ მუხლის პირველი ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისთვის.

მუხლი 4

1. ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

2. ერთი მეხუთედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალ მსჯავრდებულს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2201 მუხლის მე-2 ნაწილით (თუ ამ დანაშაულმა გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) ან 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, და რომელზედაც დაზარალებულის თანხმობის არარსებობის გამო არ გავრცელდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

4. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირზე ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ იგი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

5. იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 3811 მუხლით, ან იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ოჯახური  დანაშაული  (გარდა  ამ  კანონის  მე-2 მუხლის მე-3  პუნქტით  ან მე-7 მუხლით განსაზღვრული ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია, და თუ ეს პირი თანახმაა, რომ მის მიმართ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამ პირის მიერ ძალადობის განმეორების რისკის შეფასების გარეშე გამოიცეს დამცავი ორდერი იმ ვადით, რომლითაც მას ამნისტიის შედეგად შეუმცირდა სასჯელი, მაგრამ არაუმეტეს 9 თვისა. დამცავი ორდერით გასათვალისწინებელი შეზღუდვების ფარგლებს განსაზღვრავს მოსამართლე.

6. ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (გარდა ოჯახური დანაშაულისა), ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდება, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს იმავე პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

შენიშვნა: ამ კანონის მიზნებისთვის ოჯახური დანაშაულის ჩადენა ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ საქართველოს სისხლის  სამართლის  კოდექსის  118-ე,  120-ე, 126-ე,  1261, 149-ე, 150-ე, 151-ე, 151​​1, 160-ე, 187-ე, 381​1 ან 381​​2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

მუხლი 5

1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2481 ან 3591 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე ან 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში:

ა) გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა;

ბ) გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა;

გ) ორი მესამედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა;

დ) ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა;

ე) ერთი მესამედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა;

ვ) ერთი მეექვსედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა;

ზ) ერთი მეხუთედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა.

მუხლი 6

1. პირს, რომელიც პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად (გარდა იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლით, საქართველოს სისხლის  სამართლის კოდექსის 3811 მუხლით, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და რომელსაც დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და გამოსაცდელი ვადა.

2. პირს, რომელიც პირობით ვადამდეა გათავისუფლებული (გარდა იმ დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლით, 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში) ან 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ამ დანაშაულის ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენის შემთხვევაში), ან ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა) და რომელსაც დანიშნული სასჯელი, ამ კანონის მე-2−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის თანახმად, 1 წელზე ნაკლები ვადით უმცირდება, ამ მუხლის საფუძველზე 1 წლით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი.

მუხლი 7

1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 109-ე მუხლით, 115-ე მუხლით, 117-ე მუხლით, 1331 მუხლით, 1332 მუხლით, 1351 მუხლით, 142-ე−1443 მუხლებით, 1501 მუხლით, 154-ე მუხლით, 157-ე−159-ე მუხლებით, 164-ე მუხლით, 171-ე მუხლით,  172-ე მუხლით,  1721  მუხლით,  174-ე  მუხლით, 179-ე  მუხლით, 181-ე მუხლით, 182-ე მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით, 183-ე მუხლით, 194-ე მუხლით,  1941 მუხლით, 222-ე−226-ე მუხლებით, 228-ე−2351 მუხლებით, 236-ე მუხლით (გარდა 236-ე მუხლის პირველი ნაწილისა), 237-ე მუხლით, 2381 მუხლით (გარდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისა), 252-ე−2552 მუხლებით, 259-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-4, მე-5 ან მე-7 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-4−მე-6 ნაწილებით ან  მე-8  ნაწილით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 266-ე მუხლით, 2731 მუხლის მე-8−მე-10 ნაწილებით, 280-ე მუხლით, 344-ე−345-ე მუხლებით, 353-ე მუხლით, 3531 მუხლით, 364-ე მუხლით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლით, 375-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის დაფარვა), 376-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირმა ჩაიდინა ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლებით განსაზღვრული დანაშაულის შეუტყობინებლობა), 378-ე−379-ე მუხლებითა და XXII, XXXVII−XXXIX და XLVII თავებით.

2. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის − „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №339 დადგენილებით განსაზღვრულმა პირმა ჩაიდინა.

3. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიერ ჩადენილმა დანაშაულმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას არ აცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.

4. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.

მუხლი 8

1.  ამ  კანონის  პირველი  მუხლის  მე-2  პუნქტით,  მე-2  მუხლის  მე-2 ან მე-3 პუნქტით, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, იმავე პუნქტში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.

2. ობიექტური ხელშემშლელი მიზეზის არსებობისას (მათ შორის, დაზარალებულის ქვეყნის ფარგლების გარეთ ყოფნის შემთხვევაში) მისი თანხმობა შეიძლება წარდგენილ იქნეს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ფორმით.

3. თუ დაზარალებული იურიდიული პირი რეორგანიზებულია, ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტში, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში ან მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული იურიდიული პირის სამართალმემკვიდრე (უფლებამონაცვლე) იურიდიული პირი, ხოლო თუ დაზარალებული იურიდიული პირი ლიკვიდირებულია, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.

მუხლი 9

1. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება,  აგრეთვე  ამ  კანონის  მე-2  მუხლით (გარდა მე-2  მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე.

3. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (მათ შორის, აღუსრულებელ ჯარიმაზე).

4. ამ კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირზე, რომელიც, 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით:

ა) პირობით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის ან XII თავის შესაბამისად;

ბ) პირობით ვადამდეა გათავისუფლებული.   

5. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი დანაშაულის (გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დანაშაულისა) მომზადება ან მცდელობა.

6. პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული  და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

7. პირს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნარკოტიკული დანაშაული და რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოხდილი აქვს დანიშნული სასჯელი, ამ კანონის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომ − კომისია) გადაწყვეტილებით აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

მუხლი 10

1. ამ კანონის პირველი−მე-4 მუხლების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა.

2. ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება ვრცელდება იმ პირზე, რომელმაც შესაბამისი დანაშაული 2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით ჩაიდინა.

მუხლი 11

პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.

მუხლი 12

1. ბრალდებულის (მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო.

2. მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო იღებს პირის მიერ მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში.

4. სასამართლოს პენიტენციურ დაწესებულებაში/პრობაციის რეჟიმში მყოფი ან არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებული პირის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და  პრობაციის ბიურო. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმესთან ერთად უგზავნის მსჯავრდებულის წერილობით თანხმობას მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე.

5. ძებნილმა მსჯავრდებულმა, რომლის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია ან რომლის მიმართ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში არ გასაჩივრებულა, მის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, უშუალოდ ან ადვოკატის მეშვეობით, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა მიმართოს შესაბამის პროკურორს. პროკურორი აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით, ამავე კანონით დადგენილი წესით, 3 კვირის ვადაში მიმართავს თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 კვირის ვადაში:

ა) მსჯავრდებულის პირად საქმეს და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციას უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის;

ბ) მსჯავრდებულის პირად საქმეს და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციას უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს დანიშნული ან იგი პრობაციის რეჟიმში იმყოფება;

გ) სააღსრულებო საქმის მასალებს უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დანიშნული აქვს მხოლოდ ჯარიმა და ის არ აღსრულებულა.

7. მსჯავრდებულზე ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში (განაჩენში/განჩინებაში) აღნიშნული უნდა იყოს დამცავი ორდერის გამოცემისა და ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგები. მოსამართლე, მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად, გამოსცემს დამცავ ორდერს ამ კანონით განსაზღვრული ვადით.

8. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

9. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. დაზარალებულის თანხმობის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში მოსამართლე შესაბამისი ოჯახური დანაშაულის ან ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენილი შესაბამისი დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების საკითხის გადაწყვეტისას დაზარალებულის პოზიციას არკვევს ზეპირი მოსმენის სახით გამართულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის დასწრების გარეშე.

მუხლი 13

პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, უფლება აქვს, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს ერთჯერადად, აღნიშნული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში. საქართველოს უზენაესი სასამართლო ამ საჩივარს განიხილავს მისი დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, საჩივრის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. იგი უფლებამოსილია საჩივარი განიხილოს ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე.

მუხლი 14

1. ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, გარდა ამნისტიისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით, აგრეთვე მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით (თუ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს ჩადენილი აქვს ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით განსაზღვრული დანაშაული), მე-3 მუხლის მე-2  პუნქტით, აგრეთვე მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით (თუ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს ჩადენილი აქვს ამ  კანონის  მე-3 მუხლის მე-2  პუნქტით  განსაზღვრული  დანაშაული)  და მე-4 მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტით, აგრეთვე ამ კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ აღსასრულებელი ამნისტიისა, აღსრულდეს ამ კანონის ამოქმედებიდან 5 კვირის ვადაში.

2. ამნისტია, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის პირველი  მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით, აგრეთვე მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით (თუ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს ჩადენილი აქვს ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით განსაზღვრული დანაშაული), მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, აგრეთვე მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით (თუ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს ჩადენილი აქვს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დანაშაული) და მე-4 მუხლის მე-5 ან მე-6 პუნქტით, აღსრულდეს ამ ამნისტიის გავრცელების პირობების შესრულებიდან 2 კვირის ვადაში. თუ დაზარალებული სახელმწიფოა, მისი თანხმობა მოპოვებული უნდა იქნეს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო თუ დაზარალებული ფიზიკური ან იურიდიული პირია − 6 თვის ვადაში. ამ კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამნისტია აღსრულდეს იმავე პუნქტით პროკურორისთვის მიმართვისთვის დადგენილი 1-თვიანი ვადის ამოწურვიდან 5 კვირის ვადაში.

3. ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შედეგად მისი შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში აღნიშნული პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ.

მუხლი 15

პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიისადმი დაქვემდებარებული დანაშაულის ჩადენისთვის მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაწყების შემთხვევაში იმ ამნისტიის გავრცელების პირობების შესრულების ვადის ათვლა, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით, აგრეთვე მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით (თუ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს ჩადენილი აქვს ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით განსაზღვრული დანაშაული), მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, აგრეთვე მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით (თუ არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს ჩადენილი აქვს ამ კანონის  მე-3  მუხლის  მე-2  პუნქტით განსაზღვრული  დანაშაული)  და მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით, დაიწყოს ამ პირის ბრალდებულად ცნობის მომენტიდან.

მუხლი 16

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 სექტემბერი 2024 წ.

N4435-XVIმს-Xმპ