დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის“ დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 85 |
დოკუმენტის მიმღები | ფინანსთა სამინისტრო |
მიღების თარიღი | 01/04/1997 |
დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 03/04/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000160.01(2).003.000004 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ბრძანება №85
1997 წლის 1 აპრილი
ქ.თბილისი
„უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის“ დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ
„უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის“ დროებითი დებულების ამოქმედების მიზნით ვბრძანებ:
დამტკიცებულ იქნეს საბაჟო დეპარტამენტის კოლეგიის 1996 წლის 25 ივნისის N18 დადგენილებით დამტკიცებული „უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის“ დროებითი დებულება.
მინისტრი დ. იაკობიძე
ეგზავნება: საქმეთა მმართველობას, საბაჟო დეპარტამენტს, საგადასახადო საბაჟო დეპარტამენტს.
საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის კოლეგია
1996 წლის 25 ივნისი, ქ. თბილისი
დადგენილება N18
უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის დროებითი დებულების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დროებითი დებულება უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის შესახებ.
2. აღნიშნული დებულება გადაეგზავნოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემდგომი მსვლელობისათვის.
კოლეგიის თავმჯდომარე თ. აბულაძე
I. საერთო დებულება
უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების შესახებ
1.1. უბაჟო ვაჭრობის მაღაზია - არის საბაჟო რეჟიმი, რომლის დროსაც საქონლის რეალიზაცია ხდება საბაჟო კონტროლის ქვეშ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, საბაჟო გადასახადების, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზებისა და სხვა გადასახადების გადაუხდელად, რომელთა გადახდევინება დაკისრებულია საბაჟო ორგანოებსა და საქონლის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებების გამოუყენებლად /კვოტირება, ლიცენზირება და ა.შ./.
1.2. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის ქვეშ არსებული საქონლის რეალიზაცია ხდება საამისოდ სპეციალურად განკუთვნილ მაღაზიებში /უბაჟო ვაჭრობის მაღაზიები/.
1.3. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების დაარსება შეიძლება: აეროპორტებში, პორტებში, რომლებიც ღიაა საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლისათვის, საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, რომლებიც გამიზნულია ფიზიკური პირების მიერ საზღვრის გადაკვეთისათვის და საბაჟო ორგანოების მიერ განსაზღვრულ სხვა ადგილებში.
1.4. უბაჟო ვაჭრობის მაღაზია შეიძლება დააარსოს საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა თუ მას აქვს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ლიცენზია აღნიშნული მაღაზიის დაარსებაზე.
1.5. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის ტერიტორია /სავაჭრო დარბაზები, დამხმარე შენობები და საწყობები/ წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას.
1.6. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაში შეძენილი საქონელი ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გატანას.
1.7. პასუხისმგებლობა უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის მიერ საბაჟო რეჟიმის პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვაზე, საბაჟო მოსაკრებლების გადახდის ჩათვლით ეკისრება უბაჟო მაღაზიის მფლობელს.
2. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის დაარსებაზე ლიცენზიის გაცემის წესები
2.1. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის დაარსებაზე ლიცენზია გაიცემა იურიდიულ პირზე, რომელსაც პირად მფლობელობაში /ან არენდით/ აქვს სათავსოები, რომლებიც პასუხობენ ამ დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და განლაგებულნი არიან ერთ საბაჟო გამშვებ პუნქტში ან რეგიონალური საბაჟო მოქმედების რეგიონში არსებულ ერთი საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ან საბაჟო საგუშაგოს ტერიტორიაზე თუ ამ უკანასკნელს აქვს მოქმედების რეგიონი.
2.2. ლიცენზიის მიმღები შენობის მფლობელი განცხადებით მიმართავს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს და ამასთან ერთად იხდის მოსაკრებელს ლიცენზიის გაცემაზე.
2.3. განცხადებაში ლიცენზიის გაცემის შესახებ მითითებული უნდა იყოს:
- განმცხადებლის სრული და შემოკლებული იურიდიული დასახელება /-ს კოდი/;
- განმცხადებლის იურიდიული მისამართი, სახელმწიფო სარეგისტრაციო ბარათის რეგისტრაციის ნომერი;
- ეროვნული და უცხოური ვალუტის საბანკო ანგარიშების ნომრები, ბანკის დასახელებები, მისამართები;
- სავაჭრო დარბაზისათვის, დამხმარე შენობებისა და საწყობებისათვის განკუთვნილი შენობების ადგილმდებარეობა, თითოეული მათგანის ფართობის მითითებით;
- შენობების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის დახასიათება;
- მონაცემები შენობების დაცვის სპეციალური სიგნალიზაციის მოწყობილობისა და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების შესახებ;
- იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის რეალიზაციაც გათვალისწინებულია უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაში.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:
- სათავსოების მფლობელის დაარსების დამადასტურებელი და სარეგისტრაციო დოკუმენტების ასლები /წესდება, დაარსების დამადასტურებელი ხელშეკრულება, მოწმობა სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ და სხვა/.
- საქონლის შესანახად და სარეალიზაციოდ განკუთვნილი შენობების გეგმა და ნახაზები უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად;
- შენობების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
- ლიცენზიის გაცემაზე მოსაკრებლების გადახდის დამადასტურებელი საგადასახადო დოკუმენტი;
- მუშაკთა სია, რომელთაც აქვთ უფლება ჩაატარონ სატვირთო, სავაჭრო და სხვა ოპერაციები საქონელზე, რომელიც მოთავსებულია უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის ქვეშ;
- იმ საბაჟოს დამოკიდებულება, რომლის რეგიონშიც გათვალისწინებულია უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის დაარსება;
- მოცემული დოკუმენტების ასლები მოწმდება განმცხადებლის /ხელმძღვანელისა/ და მთავარი ბუღალტრის მიერ.
2.4. საბაჟო თავისი დამოკიდებულებით ადასტურებს განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ მონაცემებს და გასცემს დასკვნას უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის დაარსებაზე, ლიცენზიის გაცემის შესაძლებლობისა და მიზანშეწონილობის შესახებ.
საბაჟო ასეთ დამოკიდებულებას გასცემს შენობების მფლობელის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, მისი მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში.
2.5. განცხადება ლიცენზიის გაცემის შესახებ განიხილება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ, მისი მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში.
აღნიშნული დროის მანძილზე საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი ამოწმებს სათავსოთა შესახებ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისობას ამ დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
2.6. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის დაარსების ლიცენზია გაიცემა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ, ლიცენზიის ფორმა მოყვანილია დანართ N1-ში.
ლიცენზია ფორმდება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება საბაჟო დეპარტამენტში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გაიცემა. უბაჟო ვაჭრობის ასლს უგზავნის იმ რეგიონალურ საბაჟოს, რომლის მოქმედების რეგიონშიც არსდება უბაჟო ვაჭრობის მაღაზია.
2.7. განმცხადებელს ლიცენზიის გაცემაზე შეიძლება ეთქვას უარი იმ შემთხვევაში თუ გაცხადებული მონაცემები არასრული ან არასარწმუნოა, თუ განმცხადებელი და მისი შენობები არ პასუხობენ უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, აგრეთვე სხვა შემთხვევაში, როდესაც არსებობს უარის თქმის საკმარისი საფუძველი.
ლიცენზიის გაცემაზე უარის შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია წერილობით აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს, უარის მიზეზების გადმოცემით.
ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხელმეორედ განცხადება მისი გაცემის შესახებ შეიძლება განხილულ იქნეს იმ მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, რის საფუძველზეც ითქვა უარი.
2.8. უარი ლიცენზიის გაცემაზე შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2.9. ლიცენზიის მოქმედების ვადა შეადგენს სამ წელიწადს და ყველა აუცილებელი პირობის შესრულების შემთხვევაში ახალი მოსაკრებლის გადახდის შემდეგ გრძელდება ავტომატურად.
2.10. ლიცენზიის გაცემაზე გადასახდელი მოსაკრებელი შეადგენს კანონით დადგენილი 1000 /ერთი ათასი/ მინიმალური ხელფასის ეკვივალენტურ თანხას.
3. ლიცენზიის ანულირება, მოქმედების შეჩერება და მისი უკან გამოთხოვა
3.1. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის დაარსების შესახებ ლიცენზია შეიძლება იქნეს ანულირებული ან გამოთხოვილი, ან მისი მოქმედება იქნეს შეჩერებული საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ.
3.2. საბაჟო წესების დარღვევის შემთხვევაში სასჯელის სახით ლიცენზია საბაჟო დეპარტამენტის გარდა შეიძლება გამოთხოვილ იქნეს იმ საბაჟო ორგანოს მიერ, რომლის მოქმედების რეგიონშიც დაარსებულია უბაჟო ვაჭრობის მაღაზია.
3.3. ლიცენზია შეიძლება ანულირებულ იქნეს, თუ მისი გაცემა განმცხადებელზე არ შეიძლებოდა არსებული წესის თანახმად, ან თუ მისი გაცემა განხორციელდა არასრული ან არასარწმუნო მონაცემების საფუძველზე, რომელთაც გააჩნდათ არსებითი მნიშვნელობა მის გაცემაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
ანულირების შესახებ გადაწყვეტილება მოქმედებს ლიცენზიის გაცემის დღიდან.
3.4. ლიცენზიის მოქმედება შეიძლება შეჩერებულ იქნეს სამი თვის ვადით თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისა, რომ უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის მფლობელი ბოროტად იყენებს თავის უფლებებს.
ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისას უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაში საქონლის რეალიზაცია დაუშვებელია.
3.5. ლიცენზიის ანულირება, თუ მისი გაცემა განხორციელდა არასრული ან არასარწმუნო მონაცემების საფუძველზე, ლიცენზიის გამოთხოვა, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის მფლობელის მიერ სათანადო მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში, აგრეთვე ლიცენზიის მოქმედების შეჩერება საწარმოებს იმ საბაჟოს მოტივირებული წარდგინების თანახმად, რომლის მოქმედების რეგიონში არის განთავსებული უბაჟო ვაჭრობის მაღაზია. საკმარისი საფუძველის შემთხვევაში გადაწყვეტილების მისაღებად ასეთი წარდგინება საჭირო არ არის.
3.6. ლიცენზიის ანულირება, მოქმედების შეჩერება ან ლიცენზიის გამოთხოვა ფორმდება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის განკარგულების ფორმით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზთა აუცილებელი მითითებით.
3.7. ლიცენზიის ანულირების ან გამოთხოვის შემთხვევაში მოსაკრებელი მის გაცემაზე დაბრუნებას არ ექვემდებარება.
3.8. ლიცენზიის ანულირების ან გამოთხოვის შემთხვევაში უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის მფლობელი ვალდებულია გადაწყვეტილების მიღების დღიდან ორი დღის ვადაში გადასცეს ლიცენზია იმ საბაჟო ორგანოს, რომლის მოქმედების რეგიონშიც არის ის განთავსებული.
ხელმეორედ განცხადება ლიცენზიის გაცემაზე შეიძლება განხილულ იქნეს მისი ანულირების ან გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ.
4. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის ადგილმდებარეობის, მოწყობისა და აღჭურვილობის მიმართ გათვალისწინებული მოთხოვნები
4.1. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის მფლობელს უნდა გააჩნდეს შემოღობილი შენობები, განკუთვნილი:
ა) სავაჭრო დარბაზისათვის /დარბაზებისათვის/;
ბ) დამხმარე სათავსოებისათვის;
გ) უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საწყობებისათვის.
ყველა შენობას უნდა გააჩნდეს მაღაზიის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო ფართობი, წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების თანახმად.
4.2. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის სავაჭრო დარბაზების, დამხმარე სათავსოებისა და საწყობის მოწყობა უნდა გამორიცხავდეს საქონლის უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის ქვეშ მოთავსებისას მისი ამოღების შესაძლებლობას საბაჟო კონტროლის გარეშე, უზრუნველყოფდეს ამ სათავსოებში განლაგებული საქონლის დაცულობას.
მაღაზიის საწყობის მოწყობა უნდა გამორიცხავდეს მასში საბაჟო კონტროლის გარეშე საქონლის შეტანას.
4.3. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის სავაჭრო დარბაზები განლაგებული უნდა იქნენ საბაჟო კონტროლის საზღვრის მიღმა /იმ ადგილის ფარგლებს მიღმა, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური პირების კუთვნილი ტვირთების საბაჟო გაფორმების საწარმოებლად ამ პირების საქართველოს საზღვარზე გასვლისას/.
4.4. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის სავაჭრო დარბაზის განლაგება უნდა გამორიცხავდეს მასში იმ პირების მოხვედრას, რომლებიც შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე.
4.5. მაღაზიის სათავსოები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკურ, სანიტარულ, ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა მოთხოვნებს.
მაღაზიის სავაჭრო დარბაზები, სათავსოები და საწყობები უნდა იყოს აღჭურვილი აუცილებელი ხანძარსაწინააღმდეგო და მექანიკური დაცვის საშუალებებით, აგრეთვე შესაბამისი სიგნალიზაციით.
4.6. აუცილებლობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს მოთხოვნის თანახმად, მაღაზიის მფლობელი ვალდებულია ამ ორგანოს პასუხისმგებელ პირებს მაღაზიის საწყობში უსასყიდლოდ გამოუყოს კავშირგაბმულობის საშუალებები და შეუქმნას სათანადო პირობები საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმების საწარმოებლად.
5. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაში საქონლის შეტანა და მისი მოთავსება უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის ქვეშ
5.1. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის ქვეშ მოთავსებული საქონლის საბაჟო გაფორმების ადგილი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ მაღაზიის საწყობი, რომელშიც გათვალისწინებულია ასეთი საქონლის რეალიზაცია.
იმ შემთხვევაში, თუ საქონლის შემოტანის ადგილი დროებითი შენახვის საწყობია, ასეთი საქონელი ექვემდებარება უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საწყობში გადატანას საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადაადგილების წესის თანახმად.
5.2. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საწყობში საქონლის მოთავსება ხორციელდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით ან ნებართვის საფუძველზე.
5.3. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის ქვეშ დაუშვებელია შემდეგი საქონლის მოთავსება:
ა/ საქონლის, რომლის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე, ან მისი გატანა საქართველოს ტერიტორიიდან აკრძალულია;
ბ/ საქონლის, რომლის რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია;
გ/ საქონლის, რომელიც ექვემდებარება სხვა სახელმწიფო ორგანოების კონტროლს, ამ ორგანოების ნებართვის უქონლობის შემთხვევაში;
დ/ საწარმოო-ტექნიკური დანიშნულების და სხვა საქონლის, რომელიც აშკარად არ არის გამიზნული პირადი სარგებლობისათვის ან ფიზიკური პირების მიერ მოხმარებისათვის;
ე/ მძიმეწონიანი /20 კგ-ზე მეტი/ და დიდგაბარიტიანი /სიგრძის, სიგანისა და სიმაღლის ჯამი 200 სმ-ზე მეტი/ საქონლის;
ვ/ სამამულო წარმოების საქონლის, რომლის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა იბეგრება საბაჟო გადასახადით, წარმოადგენს სტრატეგიულ მნიშვნელოვან სანედლეულო საქონელს, ან ექვემდებარება ლიცენზირებას.
5.4. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის ქვეშ საქონლის მოთავსებისას საქონელი ექვემდებარება დეკლარირებას, სატვირთო საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში წარდგენის გზით, რომელიც შევსებული უნდა იყოს მე-2 დანართში დადგენილი წესის შესაბამისად.
5.5. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის ქვეშ საქონლის /მათ შორის სამამულო საქონლის/ მოთავსებისას საბაჟო გაფორმებისათვის გადაიხდება საბაჟო მოსაკრებელი საქართველოს ეროვნულ ვალუტაში საქონლის საბაჟო ღირებულების 0.2 პროცენტის ოდენობით.
5.6. საბაჟო ორგანოში სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს საქონლის სატვირთო და საქონელგამყოლი დოკუმენტები /ზედდებულები, სპეციფიკაციები, ანგარიშ-ფაქტურები და სხვა/.
5.7. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის ქვეშ უცხოეთის ქვეყნებიდან შემოტანილი მცენარეული და ცხოველური წარმოშობის საქონლის მოთავსებისას შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ ხორციელდება ფიტოსანიტარული და ვეტერინალური კონტროლი, თუ ასეთი კონტროლი არ განხორციელებულა საქონლის შემოტანისას საქართველოს ტერიტორიაზე.
5.8. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის ქვეშ საქონლის მოთავსებისას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას ექვემდებარება სერტიფიცირებას, სავალდებულოა შესაბამისი სერტიფიკაციის წარმოდგენა.
5.9. დაუშვებელია უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის სავაჭრო დარბაზების დამხმარე სათავსოებისა და საწყობის გამოყენება იმ საქონლის შესანახად, და სარეალიზაციოდ, რომელიც არ იქნა გაცხადებული უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმისათვის.
6. საქონლის რეალიზაცია უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაში
6.1. უბაჟო ვაჭრობის მაღაზია აწარმოებს საქონლის საცალო გაყიდვას მოთავსებულს უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის ქვეშ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გამსვლელ ფიზიკურ პირებზე. ასევე ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე შემოსულ პირებზე იმ აქციზური საქონლის იმ ოდენობით მიყიდვა, რომელიც მოცემულია საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 13 ივნისის N273-II4 დადგენილების „ფიზიკური პირის მიერ საქართველოში შემოტანილი საქონლის დაბეგვრის წესისა და დაბეგვრისაგან განთავისუფლებული საქონლის ნუსხის შესახებ“ N1 დანართში.
6.2. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაში საქონლის გაყიდვა წარმოებს მხოლოდ ნაღდ ანგარიშზე ან საკრედიტო ბარათებით.
6.3. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაში საქონლის გაყიდვა ბითუმად, მათ შორის, მცირე ბითუმად /საორიენტაციოდ - არა უმეტეს 5 ერთეული შეფუთულის, კომპლექტის საცალო გაყიდვისათვის/ არ დაიშვება.
6.4. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიებში დაუშვებელია საქონლის გაყიდვა წინასწარი შეკვეთების, შინ მიტანის, განვადებით გადახდის სახით, ასევე დამატებითი მომსახურების გაწევა /გარდა გაყიდვის წინა მომზადების, შეფუთვის, დემონსტრაციის, ხელახალი შეფუთვის და სხვა ანალოგიური ოპერაციებისა/.
6.5. არ დაიშვება საქონლის გაყიდვა უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის დამხმარე სათავსოებიდან და საწყობიდან.
6.6. საქონელი, რომლის რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულია, შეიძლება რეალიზებულ იქნეს უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის ქვეშ მხოლოდ იმ პირობით, თუ დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.
6.7. მაღაზიის მფლობელი ვალდებულია: დაიცვას სანიტარული წესები, საქონლის განთავსების ნორმები, სასაქონლო მეზობლობის პირობები და შენახვის რეჟიმი, სახელმწიფო სტანდარტების აუცილებელი მოთხოვნები, შეასრულოს ვაჭრობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები და პირობები.
6.8. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის ქვეშ მოთავსებულ საქონელს შენახვისა და გაყიდვისათვის მოსამზადებლად შეიძლება ჩაუტარდეს სათანადო ოპერაციები.
საქონლის შენახვისათვის ოპერაციები ტარდება მაღაზიის საწყობში, ხოლო გაყიდვისათვის მოსამზადებელი - საწყობში ან დამხმარე სათავსოებში. აღნიშნული ოპერაციები ტარდება საბაჟო კონტროლის ქვეშ.
6.9. კონტროლს უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაში შეძენილი საქონლის ფაქტიურ გატანაზე ახორციელებს ის საბაჟო ორგანო, რომლის მოქმედების რეგიონშიც არის განთავსებული მაღაზია.
6.10. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გარეთ გამსვლელი ფიზიკური პირების მიერ უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაში ნაყიდი საქონლის შეცვლა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან ერთად თუ ახალი საქონელი არ გაიტანება საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ასეთი საქონელი დაიბეგრება, როგორც მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას /გატანისას/ დადგენილი გადასახადი ბაჟით და გადასახადებით, რომელთა ამოღებაც ევალებათ საბაჟო ორგანოებს /გარდა სამამულო საქონლისა/.
6.11. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის ქვეშ მოთავსებული საქონლის გაყიდვისას იმ პირებზე, რომელთაც არ ჰქონდათ მათი შეძენის უფლება, ან მისი სხვა საბაჟო რეჟიმით გამოყენების, აგრეთვე მისი დაკარგვის, ან დანაკლისის შემთხვევაში მაღაზიის მფლობელი ვალდებულია გადაიხადოს ყველა ის საბაჟო გადასახადები, რომლებიც სავალდებულო იქნებოდა შესაბამისად მათი თავისუფალი მიმოქცევის ან ექსპორტის საბაჟო რეჟიმით გამოშვებისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქონელი აღმოჩნდა განადგურებული, ან ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების გამო სამუდამოდ დაკარგული.
7. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაში მოთავსებული საქონლის აღრიცხვა და ანგარიშგება
7.1. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის ქვეშ მოთავსებული საქონელი ექვემდებარება მაღაზიის მფლობელისა და საბაჟო ორგანოს მიერ სავალდებულო აღრიცხვას.
7.2. მაღაზიის მფლობელი საქონლის აღრიცხვის წიგნის წარმოებით, მე-3 დანართში მოცემული ფორმის თანახმად.
აღნიშნული წიგნი წინასწარ უნდა იყოს გაკერილი, გვერდები დანომრილი და დამოწმებული საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის ხელის მოწერით და ბეჭდით.
აღრიცხვის წიგნი, ბოლო ჩანაწერის გაკეთების შემდეგ გადაეცემა საბაჟო ორგანოს შესამოწმებლად. შემოწმების დამთავრების შემდეგ წიგნი უბრუნდება მაღაზიის მფლობელს და მის მიერ ინახება სამი წლის განმავლობაში.
7.3. აღრიცხვის წიგნი იწარმოება მიუხედავად მაღაზიაში არსებული აღწერის სხვა სისტემების, მათ შორის ავტომატიზირებულის არსებობისას. აღწერის წიგნი საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელ პირებს წარედგინებათ მათი პირველივე მოთხოვნისთანავე.
გარდა საქონლის აღნიშნული აღწერისა მაღაზიის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებული ფორმითა და წესით საქონლის რეალიზაციაც.
7.4. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის მფლობელი ვალდებულია ყოველთვიურად წარუდგინოს საბაჟო დეპარტამენტს ანგარიშგება მიღებული და რეალიზებული საქონლის შესახებ მე-4 დანართში მოცემული ფორმის თანახმად.
7.5. საბაჟო დეპარტამენტს უფლება აქვს ჩაატაროს სავაჭრო დარბაზში, დამხმარე სათავსოებსა და საწყობში მოთავსებული საქონლის ინვენტარიზაცია.
8. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის ლიკვიდაცია
8.1. გადაწყვეტილება უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის ლიკვიდაციის შესახებ ლიცენზიის ანულირების ან გამოთხოვის, ან მაღაზიის მფლობელის სურვილისამებრ, ან ლიცენზიის ვადის გასვლის გამო, თუ მისმა მფლობელმა არ მიმართა საბაჟო დეპარტამენტს განცხადებით ახალი ლიცენზიის გაცემის თაობაზე მიიღება საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის განკარგულების ფორმით.
8.2. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის ლიკვიდაციაზე მიღებული გადაწყვეტილების თარიღიდან, საქონელი, რომელიც იმყოფება სავაჭრო დარბაზებსა და დამხმარე სათავსოებში, ექვემდებარება დაუყოვნებლივ გადაადგილებას მაღაზიის საწყობში.
ამასთან ერთად უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საწყობი იქცევა დროებითი შენახვის საწყობად, ხოლო უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის ქვეშ მოთავსებული და ასეთ მაღაზიაში არარეალიზებული საქონელი განიხილება როგორც დროებითი შენახვისათვის განკუთვნილი საქონელი.
8.3. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის ლიკვიდაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დღიდან სამი დღის ვადაში მაღაზიის მფლობელი ვალდებულია წარადგინოს საბაჟო ორგანოში სრული ანგარიში საწყობში მოთავსებულ საქონელზე მე-4 დანართში მოცემული ფორმის თანახმად.
8.4. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის ლიკვიდაციის ლიცენზიის ანულირების გამო, ასეთ ანგარიშში აისახება მონაცემები ყველა საქონლის შესახებ, რომლებიც რეალიზებული იყო მაღაზიაში მისი დაარსების დღიდან.
საბაჟო ორგანო ვალდებულია შვიდი დღის ვადაში ჩაატაროს ლიკვიდირებულ უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაში არსებული საქონლის ინვენტარიზაცია.
8.5. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის ქვეშ მოთავსებული საქონელი ექვემდებარება ხელმეორედ საბაჟო გაფორმებას:
- ლიცენზიის ანულირების შემთხვევაში - საქონლის მაღაზიაში მოთავსების დღიდან; - ლიცენზიის გამოთხოვისა და სხვა შემთხვევაში - საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
ამასთან ერთად:
ა/ საბაჟო გადასახადების ოდენობა განისაზღვრება ხელმეორედ საბაჟო გაფორმების დროს მოქმედი განაკვეთების თანახმად.
ბ/ უცხოური გადაანგარიშება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში წარმოებს ხელმეორედ საბაჟო გაფორმების დროს მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.
8.6. ლიცენზიის ანულირებასთან დაკავშირებით უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის ლიკვიდაციის დროს მაღაზიაში რეალიზებული უცხოური საქონელი ექვემდებარება საბაჟო გაფორმებას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, ხოლო სამამულო წარმოების საქონელი ექსპორტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად.
8.7. ლიკვიდირებულ უბაჟო ვაჭრობის მაღაზიასა და მის საწყობებში მყოფი სამამულო წარმოების საქონელი ექვემდებარება საბაჟო გაფორმებას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, ბაჟისა და გადასახადების გადაუხდელად და ამ საქონლის საბაჟო გაფორმებისათვის საბაჟო მოსაკრებლების ამოუღებლად. ასეთი საქონლის დეკლარირება ხდება გამარტივებული წესით საბაჟო ორგანოში დეკლარაციის წარდგენის გზით შედგენილ მე-5 დანართში მოცემული ფორმის თანახმად.
8.8. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის ლიკვიდაციის დროს მისი მფლობელი ვალდებულია მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც საქონელი ინახებოდა ლიკვიდირებულ მაღაზიაში გადაიხადოს საბაჟო გადასახადები საქონლის შენახვაზე იმ ოდენობით, რაც დადგენილია დროებითი შენახვის საწყობებისათვის:
- ლიცენზიის ანულირების შემთხვევაში - საქონლის მაღაზიაში მოთავსების დღიდან;
- ლიცენზიის გამოთხოვის და სხვა შემთხვევაში - საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიღების დღიდან.
დროებითი შენახვის საწყობში საქონლის არსებობის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
9. დასკვნითი დებულება
9.1. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის დაარსებაზე ლიცენზია არ ექვემდებარება სხვა იურიდიულ პირზე გადაცემას.
9.2. განცხადებასა და მის თანმხლებ დოკუმენტებში მითითებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილებებისას მაღაზიის მფლობელი ვალდებულია შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს ამის შესახებ საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს და იმ საბაჟოს, რომლის მოქმედების რეგიონშიც დაარსდა უბაჟო ვაჭრობის მაღაზია.
თუ მონაცემების ცვლილებები ატარებს ისეთ ხასიათს, რომლის თანახმად ლიცენზიის გაცემა უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის დაარსებაზე არ შეიძლებოდა მომხდარიყო, თუ მაღაზიის მფლობელი მიუთითებდა მათ თავის თავდაპირველ განცხადებაში ლიცენზიის გაცემაზე ან მის თანხლებ დოკუმენტებში, მაშინ ასეთი წერილობითი მომართვა განიხილება, როგორც მაღაზიის მფლობელის განცხადება საკუთარი სურვილისამებრ ლიკვიდაციის შესახებ.
9.3. მაღაზიის მფლობელის მიერ მონაცემების შეცვლის შემთხვევაში, რომელიც საჭიროებს ლიცენზიაში მონაცემების შეცვლას, წარმოებს ლიცენზიის ხელახალი რეგისტრაცია ახალი ბლანკის შევსების გზით, ძველი მონაცემების მითითებით, ხოლო შესაცვლელ ნაწილში ახალი მონაცემების მითითებით. ლიცენზიის წინა ნომერს დაემატება ასოითი აღნიშვნა ანბანური თანმიმდევრობით.
დანართი 1
საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულება
საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი
ლიცენზია N
მოცემული ლიცენზია ეძლევა ------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
დაარსების უბაჟო ვაჭრობის მაღაზია ---------------------------------------------------------
(მაღაზიის ადგილმდებარეობა)
------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
(საბაჟოს დასახელება, რომლის მოქმედების რეგიონშიც არსდება მაღაზია) წინამდებარე ლიცენზიის მოქმედების ვადა იწურება „----„ ----------- 199 წ.
ბ.ა.
საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის
თავმჯდომარე
„------„ ------------------------ 199 წელი
დანართი 2
უბაჟო ვაჭრობის საბაჟო რეჟიმის ქვეშ
საქონლის მოთავსებისას სატვირთო საბაჟო
დეკლარაციის შევსების წესი
უბაჟო ვაჭრობის საბაჟო რეჟიმის ქვეშ საქონლის მოთავსებისას დეკლარანტის მიერ ივსება სატვირთო საბაჟო დეკლარაციის შემდეგი გრაფები:
1, 2, 3, 5, 6, 9, 14, 15, 15ა, 16, 18, 19, 21, 22, 23, 24, 25, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 41, 42, 44, 46, 47, 54, ა.ბ.
გრაფები:
3, 5, 6, 14, 15, 15ა, 16, 18, 19, 21, 22, 23, 24, 25, 29, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 41, 42, 44, 46, 47, 54ა, ბ. ივსება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ბრძანებით დამტკიცებული "სსდ-ს შევსების შესახებ" დროებითი ინსტრუქციის შესაბამისად (შემდგომში სსდ-ს შესახებ ინსტრუქცია). 1, 2, 9, 28, 30 გრაფების შევსებას აქვს შემდეგი თავისებურებანი:
გრაფა 1.
გრაფის პირველ განყოფილებაში, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმში მოთავსებისას იწერება:
- საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატან ან მის ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიმართ, მოთავსებულის რომელიმე სხვა საბაჟო რეჟიმის ქვეშ „им„;
- სამამულო საქონლის მიმართ - " ек";
მეორე განყოფილებაში იწერება საბაჟო რეჟიმის ძირითადი კოდი, "72" გრაფის მესამე განყოფილება არ ივსება.
გრაფა 2.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსატანი ან მის ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიმართ, რომელიც მოთავსებულია სხვა საბაჟო რეჟიმის ქვეშ, გრაფა ივსება ს.ს.დ.-ს შევსების ინსტრუქციის თანახმად. ვაჭრობის საბაჟო რეჟიმის ქვეშ სამამულო წარმოების საქონლის მოთავსების გრაფაში ჩაიწერება საწარმოს ან ორგანიზაციის დასახელება და მისამართი ან ფიზიკური პირის გვარი, სახელი, მამის სახელი, დანარჩენი ინფორმაცია შეივსება ს.ს.დ.-ს შევსების ინსტრუქციის თანახმად.
გრაფა 9.
გრაფაში ჩაიწერება მონაცემები უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის მფლობელის შესახებ, ს.ს.დ.-ს შევსების ინსტრუქციის თანახმად.
გრაფა 28.
გრაფაში ჩაიწერება (თითოეული რეკვიზიტის ჩაწერა ხდება ახალი ხაზიდან, ყოველი ხაზის წინ რიგითი ნომრის დასმით).
1. ანგარიშგების ანგარიში ლარებში, скро -ს კოდი, ბანკის შემოკლებული დასახელება, რომელშიც გახსნილია უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის მფლობელის ანგარიშგების ანგარიში.
2. უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის ანგარიშის ნომერი უცხოურ ვალუტაში, скро-ს კოდი და ბანკის შემოკლებული დასახელება, რომელშიც გახსნილია ეს ანგარიში.
გრაფა 30. „Место досмостра товаров“
გრაფაში ჩაიწერება უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის დაარსების ლიცენზიის ნომერი.
დანართი 3
უბაჟო ვაჭრობის საწყობში
საქონლის აღწერის წიგნი
N N
|
საწყობში (მაღაზიაში) შემოსვლის თარიღი
|
სსდ NN
|
საქონლის დასახელება
|
საქონლის სტატუსი (უცხოური ან სამამულო)
|
ადგილების რაოდენობა ბრუტო წონა კგ-ში
|
საწყობიდან გაშვების თარიღი
|
საწყობიდან გაცემული რაოდენობა და წონა კგ-ში
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
8
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი 4
ა ნ გ ა რ ი შ გ ე ბ ა
უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაში შეტანილი და
რეალიზებული საქონლის შესახებ
მონაცემები „ 199 წლიდან
199 წლამდე“
NN |
მაღაზიაში შემოსვლის თარიღი
|
სსდ N
|
საქონლის დასახე ლება
|
საქონლის სტატუსი (უცხო ური ან სამამულო)
|
რაოდე ნობა საზომ ერთეუ ლში
|
ადგი ლების რაოდე ნობა და ბრუტო წონა კგ.
|
რეალი ზებულია ანგარი შგების დღისა თვის ერთეულებში
|
ნარჩენების რაოდენობა საზომ ერთეულში
|
შენიშვნა
|
1 |
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
8
|
9
|
10
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის
მფლობელის დასახელება
ხელმძღვანელის გვარი, სახელი ხელის მოწერა ბეჭედი
დანართი 5
დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა
(უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საქონელზე)
გთხოვთ გამიფორმოთ თავისუფალ მიმოქცევაში საბაჟო რეჟიმის შესაბამისად შემდეგი სამამულო წარმოების საქონელი:
NN
|
უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის საბაჟო რეჟიმის ქვეშ მოთავსებული საქონლის სსდ N
|
საქონლის
დასახელება
|
კოდი THBED
მიხედვით
|
ადგილების რაოდენობა ბრუტო წონა კგ-ში
|
რაოდენობა
საზომ ერთეულში
|
შენიშვნა
|
1
|
2
|
3
|
4
|
5
|
6
|
7
|
|
|
|
|
|
|
|
უბაჟო ვაჭრობის მაღაზიის მფლობელის დასახელება
ხელმძღვანელის გვარი, სახელი ხელის მოწერა ბეჭედი
დოკუმენტის კომენტარები