შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 172/1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016789
172/1
15/07/2019
ვებგვერდი, 10/09/2024
480610000.03.030.016789
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ


საქართველოს მთავრობა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობა, შემდგომში  ,,ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი,

მხედველობაში იღებენ რა, ორივე ქვეყნის ინტერესს გააძლიერონ თავიანთი მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა,

სურთ რა, გაამარტივონ თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქმედი დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი მოქალაქეების თავიანთი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მიმოსვლა,

შეთანხმდნენ შემდეგზე:


მუხლი 1

თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეებს , რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ , სამსახურებრივ და ოფიციალურ პასპორტებს , უფლება აქვთ, ვიზის გარეშე შევიდნენ , ტრანზიტით გაიარონ , გავიდნენ და იმყოფებოდნენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე , არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა ნებისმიერ ასოთხმოც (180)-დღიან პერიოდში .

მუხლი 2

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური , სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს , რომლებიც მივლინებულნი არიან მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში , საკონსულო დაწესებულებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში სამუშაოდ , მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველადი შესვლისათვის ვიზა მოეთხოვებათ .

2. ამ მუხლის (1) პუნქტის დებულებები ვრცელდება აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრებზე , რომლებიც ფლობენ მოქმედ დიპლომატიურ , სამსახურებრივ და ოფიციალურ პასპორტებს .

3. (1) და (2) პუნქტებში მითითებული პირები ვალდებულნი არიან შესვლიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში გაიარონ შესაბამისი აკრედიტაცია .

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია (1) და (2) პუნქტებში მითითებულ პირებზე გასცეს შესაბამისი აკრედიტაცია ოცდაათი (30) დღის განმავლობაში .

 მუხლი 3

თითოეული ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქმედი დიპლომატიური , სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს შეუძლიათ შევიდნენ , ტრანზიტით გაიარონ და დატოვონ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორია საერთაშორისო მიმოსვლისთვის ნებადართული ნებისმიერი სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით .

 მუხლი 4

თითოეული ხელშემკვრელი მხარის დიპლომატიური , სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი მოქალაქეები , მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში დაიცავენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობას .

მუხლი 5

წინამდებარე შეთანხმება გავლენას არ ახდენს თითოეული ხელშემკვრელი მხარის უფლებაზე, უარი უთხრას მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლაზე ან შეუმციროს ყოფნის ვადა მეორე ხელშემკვრელი მხარის მოქმედი დიპლომატიური , სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელ მოქალაქეებს , რომელთაც ის მიიჩნევს არასასურველად ან გამოაცხადებს persona non grata (პერსონა ნონ გრატად ).

მუხლი 6

1. ხელშემკვრელი მხარეები , დიპლომატიური არხების მეშვეობით , გაცვლიან თავიანთი მოქმედი დიპლომატიური , სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების ნიმუშებს , წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში .

2. ხელშემკვრელი მხარეები , დიპლომატიური არხების მეშვეობით , ერთმანეთს მიაწვდიან , მათი ახალი ან შეცვლილი დიპლომატიური , სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების ნიმუშებს , ამ დოკუმენტების აღწერილობასთან ერთად , მათ ძალაში შესვლამდე სულ მცირე ოცდაათი (30) დღით ადრე .

მუხლი 7

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს , სახელმწიფო უსაფრთხოების , საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ან ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე , შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება .

2. შეთანხმების მოქმედების შეჩერებისა და ამ შეჩერების შემდგომი გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მეორე ხელშემკვრელ მხარეს დიპლომატიური არხების მეშვეობით .

მუხლი 8

თუ ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა აწესებს ამ ხელშეკრულებაზე უკეთეს პირობებს , გამოიყენება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ნორმები .

 მუხლი 9

ნებისმიერი დავა , რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით , გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციებისდა /ან მოლაპარაკებების გზით .

 მუხლი 10

1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის ხელშემკვრელ მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ , დიპლომატიური არხებით , უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს .

2. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის , შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ , დიპლომატიური არხების მეშვეობით , წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით . ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის გასვლის შემდეგ .

3. წინამდებარე შეთანხმებაში , ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე , შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები , რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ მუხლის (1) პუნქტის შესაბამისად . აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს .

შესრულებულია . ნიუ-იორკში , 2019 წლის 15 ივლისს , ორ დედნად , თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე . ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია . ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე .

საქართველოს მთავრობის სახელით  

(ხელმოწერილია)

  სენტ -კრისტოფერისა (სენტ -კიტსისა ) და ნევისის ფედერაციის მთავრობის  სახელით

(ხელმოწერილია)