დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 146/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 11/09/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/09/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 430030000.22.022.018564 |
|
,,პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 02/07/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.018042) პირველი მუხლით დამტკიცებულ „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის/სპეციალისტების (შემდგომ – ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი/სპეციალისტები) დასკვნის საფუძველზე ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს იმ აპლიკანტებისათვის, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება გადაადგილებაში, ტესტი გაზრდილი შრიფტით (შრიფტის ზომა არაუმეტეს 20-ისა) ან/და ტესტირების დროის გახანგრძლივება (არაუმეტეს გაორმაგებული დროისა).“. 2. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამინისტრო, ტესტირებამდე 7 სამუშაო დღით ადრე, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის/სპეციალისტების შეფასების საფუძველზე, სარეგისტრაციო სისტემაში ასახავს ინფორმაციას იმ აპლიკანტთა თაობაზე, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება გადაადგილებაში, ტესტი გაზრდილი შრიფტით (შრიფტის ზომა არაუმეტეს 20-ისა) ან/და ტესტირების დროის გახანგრძლივება (არაუმეტეს გაორმაგებული დროისა). მართვის სისტემა, მომდევნო სამუშაო დღეს, უზრუნველყოფს ამ მონაცემების ცენტრისთვის მიწოდებას ელექტრონული ფორმით.“. 3. მე-19 მუხლს დაემატოს 101 პუნქტი შემდეგი შინაარსით: „101. დაწესებულება უფლებამოსილია საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, რეიტინგული სიის გათვალიწინებით დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობა გამოიყენოს მეორე სასწავლო გეგმით განხორციელებულ პროგრამაზე (რომელიც არ მოიცავს ინტეგრირებულ ზოგად მოდულებს) აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით, ავტორიზაციის საბჭოს მიერ ამ პროგრამაზე შესაბამისი სასწავლო გეგმისათვის განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ფარგლებში.“. 4. მე-20 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი: „მუხლი 201. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მიღების გამოცხადება, აპლიკანტთა რეგისტრაცია, შერჩევა და ჩარიცხვა იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები 1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – სკოლა) უფლებამოსილია აპლიკანტთა რეგისტრაცია, შერჩევა და ჩარიცხვა განახორციელოს მის მიერ დადგენილი წესით, რომელიც ითვალისწინებს ამ წესით განსაზღვრული ჩარიცხვის პროცედურისგან განსხვავებულ ვადებსა და ეტაპებს. 2. იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები (შემდგომ – პროგრამა) მიღება ცხადდება სკოლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება: ა) პროგრამა/პროგრამები, რომელზეც ცხადდება მიღება, შერჩევისა და ჩარიცხვის ეტაპები და ვადები ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობა. 3. აპლიკანტი პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, მიმართავს სკოლას და თუ აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობას – დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და ამასთან, არ აქვს დაძლეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური, სკოლა უზრუნველყოფს მის რეგისტრირებას პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. 4. მართვის სისტემა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამოწმებს აპლიკანტის პროგრამაზე რეგისტრაციის ეტაპზე ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, აპლიკანტის შესახებ მონაცემების არსებობის შემთხვევაში. 5. თუ აპლიკანტი არის ამავე სკოლის მოსწავლე, სარგებლობს უპირობოდ ჩარიცხვის უფლებით პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობის ფარგლებში. 6. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაზე რეგისტრირებული ამავე სკოლის მოსწავლეების რაოდენობა გადააჭარბებს გამოცხადებული ადგილების რაოდენობას, სკოლა ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს შერჩევის პროცედურებს. 7. იმ შემთხევაში, თუ ამავე სკოლის მოსწავლეებით არ შეივსო გამოცხადებული ადგილების რაოდენობა, სკოლა უფლებამოსილია დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს შერჩევის პროცედურები, პროგრამაზე რეგისტრირებული სხვა პირებისთვის. 8. სკოლა ვალდებულია სწავლის დაწყებამდე პროფესიული სტუდენტი ჩარიცხოს პროგრამაზე და ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. 9. სკოლა ვალდებულია პროფესიული სტუდენტის პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე შეუწყვიტოს მოსწავლეს სტატუსი და შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. სკოლის მიერ განხორციელებულ პროგრამაზე სწავლის დაწყების თარიღი უნდა ემთხვეოდეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სასწავლო წლის დაწყების თარიღს.“. 5. 22-ე მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირს, რომელსაც ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის/სპეციალისტების მიერ დადასტურებული აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი და დადგენილი წესით გავლილი აქვს პროფესიული ორიენტაცია, უფლება აქვს ჩარიცხვის მიზნით სარეგისტრაციო სისტემაში გააკეთოს შესაბამისი არჩევანი. სისტემა უზრუნველყოფს პირისათვის მხოლოდ იმ პროგრამების შეთავაზებას, რომელზე ჩარიცხვის მიზნითაც პირის მიმართ გაცემულია დადებითი რეკომენდაცია. აღნიშნული უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დაწესებულება განიხილავს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის/სპეციალისტების მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს და თანდართულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას პირის პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.“. 6. 24-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. 2024 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვის მიზნით, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი/სპეციალისტები/მულტიდისციპლინური გუნდი, მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსით რეგისტრირებული აპლიკანტის შეფასებას, ამ აპლიკანტის შეფასების დასკვნის მომზადებას და სარეგისტრაციო სისტემაში დასკვნის განთავსებას, რომლითაც დასტურდება აპლიკანტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის/სპეციალისტების/მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების დასკვნა ასევე მიეწოდება შეფასებულ პირს/მის კანონიერ წარმომადგენელს.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. 2024 წელს, პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით შეფასება არ ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ უკვე არსებობს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის/სპეციალისტების/მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების დასკვნა, რომლის მომზადებიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით არ გასულა 3 წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აპლიკანტი/აპლიკანტის კანონიერი წარმომადგენელი ითხოვს განმეორებით შეფასებას ან ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი/სპეციალისტები/ მულტიდისციპლინური გუნდი საჭიროდ მიიჩნევენ განმეორებით შეფასებას. თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში არ ხდება აპლიკანტის განმეორებითი შეფასება, გამოყენებული უნდა იქნეს ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტის/სპეციალისტების/მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებისთვის განსაზღვრული წესით შედგენილი ბოლო დასკვნა.“. 7. 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. 2024 წელს, ამ წესის 201 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სკოლის მიერ განხორციელებულ პროგრამაზე აპლიკანტთა დაშვების წინაპირობად განისაზღვროს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მე-10 კლასის დაძლევა, ამასთან, პირს არ უნდა ჰქონდეს დაძლეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური.”. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 2 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები