ლატარიების და მსგავსი საპრიზო თამაშობების ჩატარების ლიცენზირების დროებით შეჩერების შესახებ

ლატარიების და მსგავსი საპრიზო თამაშობების ჩატარების ლიცენზირების დროებით შეჩერების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 299
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/10/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 13/11/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).000.000155
299
30/10/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 13/11/1996
000000090.01(2).000.000155
ლატარიების და მსგავსი საპრიზო თამაშობების ჩატარების ლიცენზირების დროებით შეჩერების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №299

1996 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ლატარიების და მსგავსი საპრიზო თამაშობების ჩატარების ლიცენზირების დროებით შეჩერების შესახებ

ლატარიებისა და სხვა მსგავს მომგებიან საპრიზო თამაშობებზე ლიცენზირების წესში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით და ლიცენზიების გაცემის პროცედურის დახვეწის მიზნით ვბრძანებ:

1. 1996 წლის 15 ნოემბრიდან დროებით შეჩერებული იქნეს ლიცენზირების გაცემა ლატარიებისა და სხვა მსგავსი მომგებიანი საპრიზო თამაშობების ჩატარებაზე.

2. დაევალოს საშინაო ვალის მომსახურების დეპარტამენტს /მ. ბებერაშვილი ლატარიებისა და სხვა მსგავსი მომგებიანი საპრიზო თამაშობების ლიცენზირების ახალი წესის შემუშავება და ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენა მ/წ 1 დეკემბრისათვის.

3. აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს თ. გოდერძიშვილს.

მინისტრი დ. იაკობიძე