დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „კომუნალური მომსახურების გაწევის წესები“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 130 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 19/12/1996 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, -, 23/01/1997 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000170.01(2).000.000200 |
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის
ბრძანება №130
1996 წლის 19 დეკემბერი
თბილისი
საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”
და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596
ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს
„კომუნალური მომსახურების გაწევის წესები“
I. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე წესები შემუშავებულია კომუნალური მომსახურებით მოსარგებლეთა უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საფუძველზე და არეგულირებენ ურთიერთობებს სათბობმომარაგების, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მომსახურების (შემდგომში – მომსახურება) შემსრულებლებსა და მომხმარებლებს შორის.
1.2. წინამდებარე წესები განსაზღვრავენ მომსახურების გაწევისა და გადახდის წესს, შემსრულებლის უფლებებს, ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას.
1.3. წინამდებარე წესები მოქმედებენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ვრცელდება სათბობმომარაგების, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მომსახურების მომხმარებლებსა და შემსრულებლებზე მათი უწყებრივი დაქვემდებარების, საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.
1.4. მომსახურების გაწევის სისტემები უნდა იყოს მუდმივ მზადყოფნაში მომხმარებლის მომსახურებისათვის, გარდა სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულებისას არსებული შესვენების დროისა (რომელიც დგინდება შემსრულებლის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით და ექვემდებარება მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს, ტექნიკური ექსპლუატაციის წესებს, ტექნიკური ექსპლუატაციის წესებს, დებულებას მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარებაზე და სხვა ნორმატიულ დოკუმენტებს დებულებას მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ჩატარებაზე და სხვა ნორმატიულ დოკუმენტებს); გათბობებს შორის არსებული შუალედი გათბობის სისტემებისათვის დგინდება შემსრულებლის მიერ კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
1.5. შემსრულებელი ვალდებულია მომხმარებელს გაუწიოს მომსახურება, რომელიც ხარისხით შეესაბამება აუცილებელ ნორმატიულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს, სანიტარულ წესებსა და ხელშეკრულების პირობებს, აგრეთვე ინფორმაციას შემსრულებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე.
სამომხმარებლო თვისებები და რეჟიმი მომსახურების გაწევისას უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ ნორმატივებს: სათბობმომარაგებაში – ჰაერის ტემპერატურას საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში, მათი დათბუნვის ღონისძიებების შესრულების პირობებს მოქმედი ნორმების და წესების თანახმად;
ელექტრომომარაგებაში – ელექტროენერგიის პარამეტრებს მოქმედი სტანდარტების
შესაბამისად;
ცივი წყლის მომარაგებაში – ჰიგიენური მოთხოვნებს მისაწოდებელი წყლის თვისებებს და შემადგენლობის მიხედვით და აგრეთვე წყლის საანგარიშო დანახარჯს განშტოების ადგილას.
ცხელი წყლის მომარაგებაში ჰიგიენური მოთხოვნებს მოსაწოდებელი წყლის შემადგენლობის, თვისებების და გაცხელების ტემპერატურის მიხედვით, აგრეთვე წყლის საანგარიშო დანახარჯის განშტოების ადგილას.
კანალიზაციაში – ჩამდინარე წყლებიდან გამოყოფას.
1.6. სახელმწიფო მართვის ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ კონტროლს მომხმარებლის მომსახურების უსაფრთხოებაზე, მათი ტერიტორიული ორგანოები ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად უფლებამოსილნი არიან დააზუსტონ სამომხმარებლო თვისებების პარამეტრები, მომსახურების გაწევის რეჟიმი და დაადგინონ ხარისხის საგარანტიო დონე კომუნალური დანიშნულების ძირითადი ფონდების სიმძლავრის, შედგენილობის და ცვეთის, დასახელებული პუნქტის კლიმატური და სხვა ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. მიღებული გადაწყვეტილებების და შესაბამისი ანაზღაურების კორექტირების შესახებ შემსრულებელმა უნდა აცნობოს მომხმარებელს.
1.7. შემსრულებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხელმისაწვდომი ფორმით ინფორმაცია წინამდებარე წესებზე, გაწეულ მომსახურებაზე, მათი ანაზღაურების ტარიფებზე, ანაზღაურების პირობებზე, მომსახურების რეჟიმზე, სამომხმარებლო თვისებებზე და სერტიფიკატის არსებობაზე, მომსახურების იმ სახეობაზე, რომელიც ექვემდებარება სერტიფიკაციას.
II. მომსახურების გაწევის და გადახდის წესი
2.1. სახელმწიფო საბინაო ფონდისა და საბინაო-სამშენებლო კოოპერატიული ფონდის სახლებში მაცხოვრებელ მოქალაქეებს მომსახურება გაეწევათ ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულების შესაბამისად, ხოლო ინდივიდუალური საბინაო ფონდის სახლებში მაცხოვრებელ მოქალაქეებს - მომსახურება ხელშეკრულების შესაბამისად.
2.2. ხელშეკრულებაში აისახება მომსახურების ხარისხი; მომსახურების გაწევის რეჟიმი და მოხმარების ნორმატიული მოცულობა; გაუმართაობის და ავარიების აღმოფხვრის ვადები და წესი; დადგენილი ანაზღაურების ზომები და პირობები, საანგარიშო პერიოდი და გადასახადის შეტანის დრო, საურავი გაწეულ მომსახურებაზე დაგვიანებული გადახდისას; საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების საინჟინრო მოწყობილობის ტექნიკური დახასიათება, მათ შორის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტრო-საყოფაცხოვრებო მანქანების, ხელსაწყოების, აპარატურის მაქსიმალური სიმძლავრის დადგენა; უფლება, მოვალეობა და პასუხისმგებლობა შემსრულებლისა და მომხმარებლისა.
2.3. მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შემადგენლობა დგინდება საცხოვრებელი სახლის ან ბინის კეთილმოწყობის ხარისხის მიხედვით.
2.4. გაწეული მომსახურებაზე გადასახადის ოდენობა განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, თუ საქართველოს კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული მისი დადგენის სხვა წესი.
გაწეულ მომსახურებაზე საანგარიშო პერიოდი განისაზღვრება ერთი კალენდარული თვით, გადასახადების შეტანის ვადაა – შემდეგი თვის 10 რიცხვამდე.
გაწეულ მომსახურებაზე გადასახადის დაფარვა ხდება ერთი წლის განმავლობაში თანაბრად, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
2.5. მომსახურებაზე გადასახადის არათავისდროული შეტანა იწვევს საურავის დარიცხვას ვადაგასული თანხის 1 %-ის ოდენობით ყოველ გადაცილებულ დღეზე.
2.6. მომსახურებაზე გადასახადის ფორმა: ნაღდი ან უნაღდო წესით განისაზღვრება მომხმარებელსა და შემსრულებელს შორის შეთანხმებით.
ნაღდი წესით გადახდა ხორციელდება სპეციალური საგადასახადო საბუთების და საკასო მანქანების დახმარებით თუ მომხმარებელს გააჩნია სააღრიცხვო ხელსაწყოები, შესაძლებელია მომსახურების გაწევაზე ანგარიშსწორება განხორციელდეს უშუალოდ რესურსმომარაგების საწარმოსთან, ამასთან შემსრულებელსა და მომხმარებელს შორის უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობების ნაწილში წინამდებარე წესით დადგენილი ურთიერთობები ძალაში რჩება, რაც უნდა აისახოს ხელშეკრულებაში.
2.7. მომსახურების ხელშეკრულებით დადგენილი ხარისხის გაუარესების შემთხვევაში, შესაბამისად მცირდება გადასახადი მომსახურებისათვის. გადახრების ჩამონათვალი და სიდიდე, აგრეთვე შემცირების სიდიდე და გადახრების გაფორმების წესი განისაზღვრება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ, რომლებიც ახორციელებენ კონტროლს მომხმარებლის მომსახურების უსაფრთხოების დაცვაზე.
გადასახადის შემცირება არ დაიშვება თუ შეფერხება მომსახურების გაწევისას დაკავშირებულია მოქალაქეთა ჯანმრთელობის, სიცოცხლის უსაფრთხოების, ქონების დაზიანების თავიდან აცილების ან „დაუძლეველი ძალით“ გამოწვეული მიზეზების აღმოფხვრასთან.
III. მომსახურებით სარგებლობის წესი
3.1. მომსახურებით სარგებლობა უნდა განხორციელდეს წინამდებარე წესებისა და ხელშეკრულების საფუძველზე.
3.2. კონტროლი მომსახურებით სარგებლობაზე ხორციელდება შემსრულებლის მიერ.
IV. მომსახურების მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებები
4.1. მომხმარებელს უფლება აქვს:
4.1.1.მიიღოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, აგრეთვე ქონებისთვის უსაფრთხო მომსახურება.
4.1.2. მოითხოვოს შემსრულებლისაგან მის მიერ გაწეული მომსახურებაში არსებული ნაკლოვანებებით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურება. მომხმარებლის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისათვის მიყენებული ზარალის მოცულობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4.1.3. არ მოახდინოს გაწეული მომსახურებაზე გადახდა სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოებით გამოწვეული შესვენების დროს. ამ შემთხვევაში გადასახადის შეწყვეტა არ ათავისუფლებს შემსრულებელს მიყენებული ზარალის ანაზღაურებისაგან.
4.1.4. შემსრულებლის მიერ გაწეულ მომსახურებაში აღმოჩენილი წუნის აღმოფხვრა მოითხოვოს ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში.
4.1.5. სახელმწიფო და სასამართლო დაცვაზე საქართველოს კანონმდებლობის თანახმად თუ მისი უფლებები დაირღვა.
4.2. მომხმარებელი ვალდებულია:
4.2.1. თავისდროულად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მოახდინოს გაწეულ მომსახურებაზე გადახდა.
4.2.2. რაციონალურად გამოიყენოს მომსახურება მათი პირდაპირი დანიშნულებისამებრ.
4.2.3. არ მოახდინოს მომსახურების მოხმარების წესების დარღვევა, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში და არსებულ წესებში.
4.2.4. მომსახურებით სარგებლობისას დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების წესები.
4.2.5. დაუშვას მომსახურების შემსრულებელი, აგრეთვე სპეციალიზებული დაწესებულებების წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია იმუშაოს ავარიის აღმოსაფხვრელად, საინჟინრო მოწყობილობების, აღრიცხვის და კონტროლის ხელსაწყოების შესამოწმებლად.
4.3. მომხმარებელს ეკრძალება:
4.3.1. გადაკვეთოს შიგა საინჟინრო გაყვანილობები, შემსრულებლის დაუკითხავად.
4..3.2. შემსრულებლის წერილობითი ნებართვის გარეშე დააყენოს, ჩართოს და გამოიყენოს ელექტრო ხელსაწყოები და მანქანები, რომელთა სიმძლავრე აღემატება სახლის შიდა ელექტრო გაყვანილობების ტექნიკურ შესაძლებლობებს, გათბობის ხელსაწყოების დამატებითი სექცია, მარეგულირებელი და ჩამკეტი ხელსაწყოები, აგრეთვე ჩართოს და გამოიყენოს საყოფაცხოვრებო ხელსაწყოები და მოწყობილობები, მათ შორის წყლის გამწმენდი ინდივიდუალური ხელსაწყოები, რომელთაც არ გააჩნიათ ტექნიკური პასპორტი (მოწმობა), რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს ექსპლუატაციის დროს და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმატივებს.
4.3.3. დაარღვიოს მომსახურების გაწევაზე აღრიცხვის სქემები.
4.3.4. გამოიყენოს თბომატარებლები გათბობის სისტემებში არაპირდაპირი დანიშნულებით (მოახდინოს გათბობის სისტემებიდან და ხელსაწყოებიდან წყლის დაცლა).
V. მომსახურების შემსრულებლის უფლება-მოვალეობანი
5.1. მომსახურების შემსრულებელს უფლება აქვს:
5.1.1. მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზომები, მომხმარებლის მიერ გადახდის ვადების დარღვევის შემთხვევაში.
5.1.2. განახორციელოს კონტროლი მომსახურების მოთხოვნაზე, მომხმარებლის საინჟინრო მოწყობილობების დათვალიერების გზით.
5.1.3. შეწყვიტოს მომსახურების გაწევა გადასახადის სამ თვეზე მეტი გადავადების ან
არსებული წესის პუნქტის მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში (დავალიანების ლიკვიდაციამდე ან გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრამდე).
5.2. შემსრულებელი ვალდებულია:
5.2.1. თავისდროულად მიიღოს ზომები მომსახურების გაწევაზე პროექტის მომზადებაში და ხელშეკრულების დადებაში.
5.2.2. გაუწიოს დადგენილი ხარისხის მომსახურება (სამომხმარებლო თვისებები მომსახურების გაწევის რეჟიმი).
5.2.3. დაადგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით მოთხოვნათა, პრეტენზიათა რეგისტრაციის ფორმა, მომხმარებლის მიერ წარდგენილი, მომსახურების გაწევისას დადგენილ ხარისხთან არსებული დარღვევებისა ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადებთან დაკავშირებით.
5.2.4. მიიღოს თავისდროული ზომები. მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების ხარისხში არსებული დარღვევების აღმოფხვრისა და თავიდან აცილებისათვის.
5.2.5. დროულად მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია გაწეული მომსახურების და ხარისხის შეცვლის შესახებ.
5.2.6. არ დაუშვას ტექნოლოგიური პროცესების დარღვევა და მომსახურების ხარისხის გაუარესება, გაითვალისწინოს ზომები გაწეული მომსახურების სამომხმარებლო თვისებებისა და ხარისხის ასამაღლებლად, აგრეთვე წყლისა და ენერგეტიკული რესურსების რაციონალურად მოხმარებისათვის.
VI. შემსრულებლის პასუხისმგებლობა
6.1. შემსრულებელი პასუხს აგებს მომსახურების გაწევის ხარისხზე საქართველოს კანონმდებლობის, წინამდებარე წესებისა და ხელშეკრულებების შესაბამისად.
6.2. თუ შემსრულებელი თავისდროულად ხელშეკრულების დადების შემდეგ არ შეუდგა მომსახურების გაწევას, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მომსახურებაზე გადასახადის ოდენობის შემცირება და ზარალის ანაზღაურება.
6.3. გაწეული მომსახურების ხარისხში ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს შემსრულებლისაგან გაწეული მომსახურების გადასახადის შემცირება.
6.4. გაწეული მომსახურების ხარისხში ნაკლოვანებების აღმოფხვრისას ხელშეკრულებით დადგენილი ვადების დარღვევისათვის ან დასაშვები შესვენების გადამეტებისას, გაწეულ მომსახურებაში შემსრულებელი ვალდებულია გადაუხადოს მომხმარებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით.
6.5. შემსრულებელი პასუხს აგებს მომხმარებლის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან მისი
ქონებისათვის მიყენებული ზარალისათვის სრული მოცულობით) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და ოდენობით.
6.6. შემსრულებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან გაწეული მომსახურების
ხარისხის დარღვევისათვის, თუ დაამტკიცებს, რომ ეს მოხდა დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით.
VII. კონტროლი
წინამდებარე წესების დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური.
ეკონომიკის მინისტრი ვ. პაპავა
დოკუმენტის კომენტარები