„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 274
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017843
274
19/08/2024
ვებგვერდი, 20/08/2024
230210000.22.033.017843
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №274

2024 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2):

ა) 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ტრანზიტულად გადაადგილებული სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მთლიანი წონა (დატვირთულ მდგომარეობაში) არანაკლებ 1%-ით და არაუმეტეს 2%-ით აღემატება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტში და საქონლის თანმხლებ დოკუმენტ(ებ)ში მითითებულ წონათა ჯამს, საბაჟო ფორმალობები სრულდება შემდეგი პირობების დაცვით:“;

ა.ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) გამგზავნი ან/და აწონვის განმახორციელებელი საბაჟო ორგანოს მიერ განისაზღვრება საბაჟო მარშრუტი და საქონლისა და სატვირთო სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის/გამოცხადების ვადა დგინდება ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-13 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით;“;

ბ) 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ან „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისას, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია, წინასწარი შესწავლის საფუძველზე უარი თქვას კონტროლის დაწყებაზე ან გამოსცეს ბრძანება საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის დაწყების თაობაზე.“;

დ) 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) 45-ე მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) თუ დადგინდება, რომ დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და საბაჟო ღირებულება ან/და სახეობათა რაოდენობა ან/და გადასახდელის თანხის ოდენობა შემცირებულია, ვალდებულ პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით დარიცხული გადასახდელის ან/და საბაჟო სამართალდარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის თანხებზე.“;

ვ) დანართი №2-VI-01 ამოღებულ იქნეს.

2. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საბაჟო საწყობის პროცედურიდან ტრანზიტის პროცედურაში დეკლარირებული, აგრეთვე რეექსპორტის დეკლარაციის/რეექსპორტის შეტყობინების წარდგენით დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს საბაჟო დეკლარაციისათვის შეფასების ნომრის მინიჭებიდან/რეექსპორტის შეტყობინების რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.“.

3. „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8):

ა) მე-2 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უცხოეთში ყოველ 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის შემდეგ საქართველოში შემოსულმა ფიზიკურმა პირმა (საქართველოს მოქალაქემ) საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ უნდა განაცხადოს ინფორმაცია მის მიერ შემოსატან საქონელზე (რომელიც მასთან ერთად არ გადაადგილდება) და აღნიშნული საქონელი შემოტანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო საბაჟო დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს საბაჟო პროცედურის განსაზღვრისათვის ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადებში;“;

ბ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ

1. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, საქონლის საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემები საქონლის გაშვების შემდეგ შეცვალოს დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის გარეშე:

ა) საქართველოს საბაჟო კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ნაწილის რეექსპორტი ხორციელდება;

ბ) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 წლის განმავლობაში, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელების შესახებ სასამართლოს ან საბაჟო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე, რათა დეკლარანტმა შეასრულოს საქონლის შესაბამის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანისას პირს საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

3. საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის რაოდენობის (გრაფები: 38, 41) ან/და საქონლის ღირებულებისა და საქონლის საბაჟო ღირებულების (გრაფები: 42, 46) ან/და გადასახდელის თანხის (გრაფები: 47, B) შემცირება შესაძლებელია მხოლოდ საბაჟო დეპარტამენტის ბრძანების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

ა) დეკლარანტი წარადგენს წარმოშობის სერტიფიკატს/დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენებას, ან საქონლისათვის (მათ შორის, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცეული საქონლისათვის) ჰუმანიტარული დახმარების/გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას;

ბ) საქონელს არ დაუტოვებია საბაჟო ორგანოს ტერიტორია;

გ) საქონელს არ დაუტოვებია საბაჟო საწყობის ტერიტორია. ამასთან, როდესაც დანაკლისი არ აღემატება საქონლის საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის რაოდენობის 3 პროცენტს, დეკლარაციაში შესაბამისი ცვლილება ხორციელდება საბაჟო საწყობის მიერ გაცხადებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით;

დ) საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დარღვეული იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა;

ე) დეკლარირებული საქონლის მონაცემები არასწორად აისახა საქონლის საბაჟო დეკლარაციაში;

ვ) ცვლილება ხორციელდება საქართველოდან ექსპორტით, რეექსპორტით ან ტრანზიტით, საზღვაო გზით გასატან, ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-8 და 81 პუნქტებით გათვალისწინებულ საქონელზე წარდგენილ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში, საქონლის დროებით შენახვისას ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისას;

ზ) დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება მცირდება არაუმეტეს 2 000 ლარით ან/და გადასახდელის თანხა მცირდება არაუმეტეს 650 ლარით (მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და გადასახდელის თანხის შემცირებასთან ერთად მცირდება საქონლის რაოდენობა), ხოლო დეკლარანტის წერილობით განცხადებასთან ერთად წარმოდგენილია საქონლის შესყიდვის დოკუმენტი და უნაღდო ანგარიშსწორების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა სათანადო მტკიცებულებები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება გაფორმების საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციის ინსპექტირების აქტში ინფორმაციის ასახვით.

5. ურთიერთდამოკიდებული პირისაგან საქონლის შეძენის შემთხვევაში, თუ საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების წესებიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ:

ა) იზრდება საქონლის თავდაპირველი ღირებულება, საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული საბაჟო ღირებულება უნდა დაკორექტირდეს შესაბამის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის გზით;

ბ) მცირდება საქონლის თავდაპირველი ღირებულება, საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრული საბაჟო ღირებულება არ ექვემდებარება კორექტირებას და დეკლარანტს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

6. დეკლარანტის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების საფუძველს და დეკლარანტთან არსებული საქონლის საბაჟო დეკლარაციის ეგზემპლარი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია ამ ინსტრუქციის 51 მუხლის ან მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებულ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა).

7. იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია ამ ინსტრუქციის 51 მუხლის ან მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებულ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მტკიცებულებები წარედგინება ელექტრონული ფორმით, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით.

8. იმ შემთხვევაში, თუ მატერიალური ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილია ამ ინსტრუქციის 51 მუხლის ან მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებულ საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მტკიცებულებებს საბაჟო ორგანო იტოვებს ასლის სახით, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საბაჟო ორგანოს. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით.

9. დეკლარანტის განცხადებისა და საქონლის საბაჟო დეკლარაციის შესაბამის გრაფებში მითითებული მონაცემების შემოწმებას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციით (დანართი №2) განსაზღვრული წესით.

10. საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში ცვლილების შეტანით და ახალი ეგზემპლარის გაცემით.“;

გ) 141 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) როდესაც საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების თაობაზე დეკლარანტის წერილობითი განცხადება წარდგენილია ამ ინსტრუქციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე და აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საბაჟო ორგანო დაადგენს, რომ შესამცირებელია იმპორტის გადასახდელის თანხის ოდენობა. ამასთან, იმპორტის გადასახდელის გადაანგარიშებულ თანხაზე ვალდებულ პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი