„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების ღონისძიებათა თაობაზე

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების ღონისძიებათა თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-202
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი 06/08/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, -, 13/08/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
2-202
06/08/1996
გამოუქვეყნებელი, -, 13/08/1996
000000000.00(0).000.000000
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების ღონისძიებათა თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი

 

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

ბრძანება №2-202

1996 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების ღონისძიებათა თაობაზე

1996 წლის 24 ივლისიდან მოქმედებაში „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონი.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამეტის დადგენილების შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის მოქმედი ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია 1996 წლის 24 ივლისამდე, საჭიროა მოყვანილი იქნას კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში 1996 წლის 31 დეკემბრამდე. 1997 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული კანონის შესაბამისობაში მოუყვანელი ხელშეკრულებები ბათილია.

სასოფლო-სამეურნეო იჯარის მოქმედი ხელშეკრულებების გადაფორმებასა, მიწის იჯარის ახალი ხელშეკრულებების გაფორმებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელება ევალებათ მმართველობის ადგილობრივ (რაიონულ, საქალაქო) ორგანოებს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროსთან ერთად.

სახელწმიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის უფლებამოსილება მიენიჭათ:

ა) ქალაქის მმართველობის ორგანოებს, თუ ეს მიწა მოქცეულია ქალაქის ფარგლებში;

ბ) მმართველობის რაიონულ ორგანოს, თუ ეს მიწა მოქცეულია რაიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში და არ განეკუთვნება საქალაქო გამგებლობის ტერიტორიას. კერძო საკუთრებაში არსებული მიწის მეიჯარე არის თვით მიწის მესაკუთრე.

სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწასთან უძრავად დაკავშირებული ქონების ნებისმიერი ობიექტი (მრავალწლიანი ნარგავები, შენობა-ნაგებობები, მოწყობილობა-დანადგარები და სხვა მატერიალური საშუალებები), რომლის მესაკუთრე არ არის სახელმწიფო, იჯარით გაიცემა ამ ქონების მესაკუთრის მიერ.

სასოფლო-სამეურნეო იჯარის მოქმედი ხელშეკრულებების გადაფორმების, მიწის იჯარის ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისა და დამტკიცების მიზნით მმართველობის ადგილობრივი რაიონული (საქალაქო) ორგანოები ქმნიან მუდმივ მოქმედ კომისიებს. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: სოფლის მეურნებისა და სურსათის სამინისტროს, სატყეო დეპარტამენტის, მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტის, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, საფინანსო და იურიდიული ადგილობრივი სამსახურების წარმომადგენლები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კომისიას ემატება შესაბამისი სოფლის წარმომადგენლობა.

კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს მმართველობის ადგილობრივი (რაიონული, საქალაქო) გამგეობა. კომისიის ნებისმიერი წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. კომისიის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით და მას ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, რომელიც ესწრებოდა სხდომას. კომისიის გადაწყვეტილებებს ამტკიცებს რაიონული (საქალაქო) გამგეობა.

კომისია უფლებამოსილია გააუქმოს სასოფლო-სამეურნეო იჯარის ხელშეკრულებები, რომლებიც მოქმედებაშია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე და რომელთა მოქმედების ვადა არ მთავრდება 1996 წლის ბოლომდე, თუ:

– ხელშეკრულების ორივე მხარე წერილობით დაადასტურებს თანხმობას და შეიძლება დადასტურება იმისა, რომ ხელშეკრულების მოქმედებით ზარალი ან ზიანი არ მიადგა მესამე პირებს, ან სახელწმიფოს;

– ხელშეკრულება გაფორმებულია მისი ძალაში შესვლის მომენტში მოქმედი წესის დარღვევით;

– არ არსებობს იჯარის ხელშეკრულების ერთი მაინც პირი და მისი სარეგისტრაციო, ან სააღრიცხვო ჩანაწერი;

– არსებობს იმის დამადასტურებელი საფუძველი ან შეიძლება დასაბუთება იმისა, რომ ხელშეკრულების პირობები სისტემატურად არ სრულდებოდა ან არ სრულდება;

– იჯარის ობიექტის სამეურნეო მდგომარეობა აშკარად არადამაკმაყოფილებელია და შეიძლება იმის დასაბუთება, რომ აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია ხელშეკრულების მხარეთა უმოქმედებით, ან განზრახ ჩადენილი ქმედებით;

– არ არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული იჯარის ქირის გადახდისა და არსებული წესის შესაბამისად მისი გამოყენების დამადასტურებელი საბუთები;

დასახელებული ხელშეკრულებების ვადამდე გაუქმების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მოამზადოს და წარადგინოს მასალები ხელშეკრულების რომელიმე მხარის, მესამე პირების, ან სახელწმიფოს სასარგებლოდ ზარალის ანაზღაურების, ან ზიანის კომპენსაციის საკითხების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტის მიზნით.

მიწის იჯარის ის ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადა მთავრდება 1996 წელს, 1997 წლის 1 იანვრიდან მიჩნეული იქნება ბათილად. იჯარის შესაბამისი ობიექტები ჩართული უნდა იქნას 1997 წლის 1 იანვრიდან იჯარით გასაცემი ობიექტების ნუსხაში და გაიცეს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად კონკურსით ან კონკურსის გარეშე. ამ ობიექტის იჯარით გაცემაზე ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ.

კომისია ვალდებულია:

– მოამზადოს და საჯაროდ გამოაცხადოს იჯარით გასაცემი ობიექტების სრული ნუსხა, მდებარეობის, მდგომარეობის, გამოყენების არსებული და შესაძლო პირობების მიხედვით ამ ობიექტების დასახასიათებლად მოიჯარისათვის საინტერესო საცნობარო ინფორმაცია, აგრეთვე იჯარის ქირისა და ვადების თაობაზე მეიჯარის (ქონების მესაკუთრის) წინადადებები;

– განსაზღვროს და საჯაროდ გამოაცხადოს ობიექტების იჯარით აღებისათვის კომისიაში წარსადგენი განაცხადების და სხვა საბუთების შემადგენლობა, ამ საბუთების მიმართ მოთხოვნები და მათი შემოტანის ვადები; უზრუნველყოს განაცხადების და საბუთების მიღება, აღრიცხვა (რეგისტრაცია) და შენახვა; აქ დასახელებული ვადის გასვლიდან 3 დღეში მოიწვიოს სხდომა და მიიღოს იჯარით გასაცემი ნებისმიერი ობიექტის კონკურსით, ან კონკურსის გარეშე გაცემის თაობაზე გადაწყვეტილება. წარუდგინოს აღნიშნული გადაწყვეტილება, რაიონულ (საქალაქო) გამგეობას დასამტკიცებლად;

– იჯარის ობიექტის კონკურსით ან კონკურსის გარეშე გაცემის თაობაზე რაიონულ (საქალაქო) გამგეობის გადაწყვეტილების მიღებისთანავე საჯაროდ გამოიტანოს ინფორმაცია, სადაც ნაჩვენები იქნება კონკურსის ჩატარების დრო, ადგილი და კონკურსში მონაწილეობისათვის სხვა კონკრეტული პირობები; გაუფორმოს იჯარის ხელშეკრულებები პირებს, რომლებმაც ეს უფლება მოიპოვოს კონკურსის გარეშე, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

– უზრუნველყოს მიწის გარდა სხვა ობიექტების იჯარით გაცემის კონკურსის ჩატარება „სახელწმიფო ქონების იჯარით გაცემის დებულების“ შესაბამისად, მიწის იჯარით გაცემის კონკურსისა კი  „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;

– კონკურსის შედეგების საფუძველზე მიიღოს ობიექტების იჯარით გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებები, წარუდგინოს ისინი დასამტკიცებლად გამგეობას, გააფორმოს შესაბამის პირებთან იჯარის ხელშეკრულებები და საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს შეთანხმებებისა და ნებართვების ასაღებად საჭირო მასალები;

იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაცია, იჯარის ობიექტების გეგმებისა და აღწერილობის ოქმების შედგენა იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მეთოდური დახმარება და კონსულტაციების მიცემა ევალება მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სამსახურებს. სოფლის საკრებულოებთან ერთად ამავე სამსახურს უნდა დაეკისროს სოფლის საკრებულოების მიხედვით იჯარით გასაცემი მიწის ნაკვეთების და იჯარის სხვა ობიექტების თაობაზე საგეგმო-კარტოგრაფიული და აღწერილობითი ხასიათის მასალების მომზადება, სისტემატიზაცია და კომისიისათვის წარდგენა.

აღნიშნულის გამო ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს

– სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების სანიმუშო ფორმა, დანართი №1-ის მიხედვით;

– მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) ტიპიური გეგმა, დანართი №2-ის მიხედვით (დანართი თან ერთვის);

– იჯარის ობიექტების აღწერილობის ტიპიური ოქმი, დანართი №3-ის მიხედვით;

– სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა, დანართი №44-ის მიხედვით;

– განსაკუთრებულ რეჟიმში გამოსაყენებელი საიჯარო მიწის ნაკვეთების აღწერილობის ოქმის ფორმა, დანართი №5-ის მიხედვით;

– მიწის იჯარით გაცემაზე ნებართვისა და თანხმობის სანიმუშო ფორმები, შესაბამისად, დანართი №6-ის და №7-ის მიხედვით;

– ნაკვეთების გეგმის შედგენისა და ნატურაში ჩაბარების, იჯარის ობიექტის აღწერილობის ოქმის შედგენისა და იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციის საზღაურის დროებითი ნორმები დანართი №8-ის მიხედვით;

– სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების გაფორმებისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ქვითრის ფორმა, დანართი №9-ის მიხედვით.

2. ეთხოვოს რაიონების (ქალაქების) გამგეობებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონის, „იჯარის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის და „სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის დებულების“ მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყონ სასოფლო-სამეურნეო მიწების იჯარით გაცემის კომისიების დროულად შექმნა, მიწების იჯარით გაცემის საჯაროობა, იჯარის უფლების მოპოვებისათვის კონკურსების ორგანიზაცია, აგრეთვე იჯარის მოქმედი ხელშეკრულებების გადაფორმებასთან, ახალი ხელშეკრულებების გაფორმებასთან და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზაცია.

3. საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღებამდე დაწესდეს, რომ:

– ერთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე იჯარით გასაცემი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის ზღვრულ სიდიდეს განსაზღვრავს რაიონის გამგეობა. აღნიშნული სიდიდის შეფასება დასაბუთებული უნდა იქნეს იჯარით მიწის აღების თაობაზე განცხადებისა და იჯარით გასაცემი მიწების დაუნაწევრებელი ფართობების შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ადგილობრივი მოსახელობის ინტერესების გათვალისწინებით;

– საზამთრო და საზაფხულო საძოვრების რაიონებს შორის იჯარით გასაცემად განაწილების საკითხებს, პირუტყვის სულადობის თაობაზე ინფორმაციის და შესაბამისი მიწების იჯარით აღებაზე რაიონებიდან წარმოდგენილი განაცხადების საფუძველზე, აგრეთვე საძოვრებით სარგებლობის ჩამოყალიბებული ტრადიციების გათვალისწინებით, აწესრიგებს საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის დეპარტამენტთან ერთად.

4. მეთესლეობის, სანერგე, სანაშენე და საჯიშე (მეცხოველეობის, მეფრინველეობის, მეფუტკრეობის, მეთევზეობის) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საცდელ-სასელექციო მეურნეობები და ჯიშთა გამოცდის სადგურები, სასწავლო-ექსპერიმენტალური მეურნეობები და ნაკვეთები, მეცხოველეობის მსხვილი კომპლექსები და სასათბურე კომბინატების მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი სახელმწიფო საკუთრების მიწები იჯარით გაიცემა ამ სტრუქტურებთან შეთანხმებით ნებართვის საფუძველზე. სამომთაბარეო საძოვრები და სათიბები იჯარით გაიცემა აგრეთვე ნებართვის საფუძველზე. ამ პუნქტში აღნიშნულ ნებართვას გასცემს საქართველოს (აჭარის, აფხაზეთის) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო; ტყის ფონდში არსებული სათიბებისა და საძოვრების იჯარით სარგებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს (აჭარის, აფხაზეთის) სატყეო დეპარტამენტის შესაბამისი ადგილობრივი სამსახური.

ამ პუნქტში დასახელებული და კერძო საკუთრებაში არსებული მიწების გარდა სხვა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები 10 წლამდე ვადით იჯარით გაიცემა ნებართვის გარეშე. 10 წელზე მეტი ვადით სახელმწიფო საკუთრების მიწების იჯარაზე ნებართვას გასცემს საქართველოს მიწების გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისია საქართველოს (აჭარის, აფხაზეთის) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და სატყეო დეპარტამენტთან (ტყის ფონდის მიწებზე) შეთანხმებით. 49 წელზე მეტი ვადით სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემა აკრძალულია.

5.სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწასთან უძრავად დაკავშირებული ქონების ნებისმიერი ობიექტი (მრავალწლიანი ნარგაობა, შენობა-ნაგებობები, სამეურნეო კომპლექსი და სხვა), რომლის მესაკუთრე არ არის სახელმწიფო, სასოფლო-სამეურნეო მიწასთან ერთად იჯარით გაიცემა ქონების ამ ობიექტის მესაკუთრესა და მოიჯარეს შორის შეთანხმებულ პირობებში და სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის სახელშეკრულებო ვადით. აღნიშნული ქონების საიჯარო ურთიერთობებს მხარეები (ქონების მესაკუთრე ან მისგან უფლებამოსილი პირი და მოიჯარე) ამყარებენ „იჯარის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო ქონების იჯარით გაცემის თაობაზე და იჯარის პირობებზე მხარეებს შორის შეთანხმება დასტურდება იჯარის ხელშეკრულების სანიმუშო ფორმაში გათვალისწინებული ხელმოწერებით.

სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწასთან ერთად იჯარით გაცემული კერძო (ფიზიკური და იურიდიული) პირის საკუთრების ქონების იჯარის ქირა ირიცხება მისი მესაკუთრის ანგარიშზე, ან მისივე თანხმობით – მიწის მეიჯარის ანგარიშზე. ამ შემთხვევაში მიწის მეიჯარე ვალდებულია გაუსწოროს ანგარიში იჯარით გაცემული ქონების მესაკუთრეს, ან მისგან უფლებამოსილ პირს, ქონების იჯარის ქირის ჩარიცხვის შემდეგ დაუყოვნებლივ.

მიწასთან უძრავად დაკავშირებული ქონების გარდა სხვა ობიექტების საიჯარო ურთიერთობას მხარეები აწესრიგებენ ცალკე ხელშეკრულებით და მოქმედი წესის შესაბამისად, ან ამ ობიექტებთან დაკავშირებული ურთიერთობების შესახებ მიწის იჯარის ხელშეკრულებაში დამატებითი პირობების ასახვის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში კი მიწის იჯარის ხელშეკრულებას ერთვის მხარეებს შორის შეთანხმებული პირობების თაობაზე დამატებითი დანართები.

სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწასთან უძრავად დაკავშირებული ქონების ნებისმიერი ობიექტი, რომლის მესაკუთრე არ არის სახელმწიფო, შეიძლება იჯარით გაიცეს იჯარის ცალკე ხელშეკრულებით, თუ ქონების მესაკუთრეს გააჩნია შესაბამისი მიწის იჯარით სარგებლობის უფლება ამავე ქონების იჯარის ვადაზე არანაკლებ დროის განმავლობაში.

სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწასთან ერთად კერძო (ფიზიკური ან იურიდიული) პირის საკუთრების უძრავი ობიექტის იჯარით გაცემის შემთხვევაში მიწის (იჯარის სხვა უძრავი ობიექტის) მეიჯარე ვალდებულია შეწყვიტოს ან გააუქმოს იჯარის ხელშეკრულება, თუ უძრავი ქონების ამ ობიექტის (მიწის) მეიჯარეს გააჩნია იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის ან გაუქმების კანონით ან იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძველი და ის ამას მოითხოვს პატივსადები ინტერესები გამო.

6. სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწის (ქონების) იჯარის დაწყებისა და დამთავრების მომენტისათვის იჯარის ობიექტების აღწერილობის ოქმების შედგენა დაევალოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის, მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სამსახურებს. ოქმის შედგენისათვის საზღაურის ოდენობა განისაზღვროს შესრულებული სამუშაოს სირთულისა და მოცულობის საფუძველზე, მოიჯარისა და შემსრულებლის ურთიერთშეთანხმებით ისე, რომ ოქმის შედგენისათვის საზღაურის სიდიდემ არ გადააჭარბოს ათ ლარს.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის (ქონების) იჯარით გაცემის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის გეგმისა და ობიექტების აღწერილობის ოქმის შედგენასთან დაკავშირებულ საქმიანობას აწესრიგებენ ხელშეკრულების მხარეები. ამასთან, ნაკვეთის გეგმა და ობიექტის აღწერილობის ოქმი შედგენილი უნდა იქნას სახელმწიფო საკუთრებაში მიწის იჯარით გაცემის აღნიშნული საბუთების მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად.

7. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის საზღაური დაწესდეს ორი ლარის ოდენობით.

8. გაწეული მომსახურებისათვის საზღაურს მოიჯარე იხდის რაიონული (საქალაქო) გამგეობის მიერ დადგენილ საბანკო დაწესებულებაში. გაწეული მომსახურების თანხიდან, მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, იფარება საბანკო მომსახურების ხარჯები და ირიცხება ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადი, დანარჩენი თანხა კი ირიცხება მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სამსახურის ანგარიშზე მასალების და სხვა ხარჯების დასაფარავად, შემსრულებელთა შრომის ანაზღაურებისათვის.

9. სასოფლო-სამეურნეო მიწის და მიწასთან ერთად სხვა ქონების ობიექტების იჯარის ის ხელშეკრულებები, რომლებსაც დებენ ერთის მხრივ მიწის (ქონების) კერძო მესაკუთრე (მეიჯარე), ხოლო მეორეს მხრივ ნებისმიერი მოიჯარე ფიზიკური და იურიდიული პირი, განხილვის, შეთანხმების, ნებართვის გაცემის მიზნით კომისიას არ წარედგინება. აღნიშნულ შემთხვევაში მხარეებს შორის შეთანხმებული და ნოტარიალურად დამოწმებული ხელშეკრულებები, რომლებიც შედგენილია სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების სანიმუშო ფორმის შესაბამისად და იმის გათვალისწინებით, რომ იჯარის ქირასა და ვადებს განსაზღვრავენ ხელშეკრულების მხარეები, რეგისტრაციაში გასატარებლად წარედგინება მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სამსახურს.

კერძო მესაკუთრესთან დადებული ხელშეკრულების გაფორმებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურების საზღაურს, მოიჯარე იხდის ამ ბრძანებაში მოყვანილი წესის შესაბამისად.

სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის და ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული ქონების ობიექტების იჯარის ხელშეკრულების ერთი პირი (დანართებითურთ) მუდმივად ინახება მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სამსახურებში, მეორე ეგზემპლარი ეძლევა მოიჯარეს, მიწის (უძრავი ქონების) რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბებამდე იჯარის ობიექტს მიენიჭება იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციის ნომერი და ამავე ნომრით იხსნება საქმე, რომელშიც ინახება იჯარის ხელშეკრულება, ხელშეკრულების გაფორმებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურების საზღაურის, აგრეთვე იჯარის ქირის გადახდის დამადასტურებელი საბუთები (ქვითრების ასლები ან საბანკო ამონაწერები) და მხარეებს შორის დამატებითი შეთანხმებების, უფლება-მოვალეობების, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის, განახლების, სხვა პირზე გადაცემის და სხვა ურთიერთობა ამსახველი მასალები.

10. მიწის (ქონების) კერძო მესაკუთრესა და მოიჯარე ფიზიკური ან იურიდიულ პირს შორის მიწის (ქონების) იჯარის ხელშეკრულება რეგისტრაციის შემდეგ გადაეცემა ხელშეკრულების მხარეებს; ხელშეკრულების რეგისტრაციის ნომრით იხსნება საქმე, რომელშიც ინახება საიჯარო ობიექტების გეგმისა და ქონების აღწერილობის ოქმების ასლები. ამ მასალების ასლებს საკუთარი ხარჯებით ამზადებს მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სამსახური. ამავე საქმეში ინახება ამ ბრძანების მეშვიდე პუნქტში დასახელებული სხვა მასალები.

11. მიწის იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვიტის ან გაუქმების თაობაზე ჩანაწერი სარეგისტრაციო ჟურნალში შეიტანება მხარეების მიერ ხელმოწერილი და ნოტარიალურად დამოწმებული წერილობითი განცხადების ან მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენის საფუძველზე. იჯარის ვადის გასვლის შემდეგ იჯარის ის ხელშეკრულებები, რომელთა შეწყვეტის ან შეცვლის თაობაზე ხელშეკრულების არც ერთ მხარეს არ წარმოუდგენია განცხადება რეგისტრატურაში, ითვლება გაგრძელებულად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადით და პირობებში.

12. იჯარის ხელშეკრულებების რეგისტრაციის ზონარგაყრილი ჟურნალი იყოფა ორ ნაწილად: I ნაწილი – სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწების და მათთან დაკავშირებული ქონების ობიექტების იჯარის რეგისტრაციისათვის, II კი – კერძო საკუთრებაში არსებული მიწების (ქონების) იჯარის რეგისტრაციისათვის.

13. მიწის იჯარის ხელშეკრულებების ნოტარიალურად დამოწმება და რეგისტრაცია სავალდებულოა.

14. მიწის (უძრავი ქონების) სახელმწიფო რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბებამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებების რეგისტრაცია განხორციელდეს რეგისტრაციის ზონარგაყრილ ჟურნალში (დანართი №4-ის მიხედვით). მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის რაიონულ (საქალაქო) სამსახურებს დაევალოთ რეგისტრაციაზე განაცხადების მიღება, აღრიცხვა, სარეგისტრაციო საქმეების წარმოება, ხელშეკრულებების რეგისტრაცია, საიჯარო სარგებლობაში არსებული მიწების (ქონების) თაობაზე სააღრიცხვო და საცნობარო ინფორმაციის წარმოება.

15. ნება მიეცეთ მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის რაიონულ (საქალაქო) სამსახურებს შეაჩერონ იჯარის ხელშეკრულებების რეგისტრაცია ამ ბრძანებით დადგენილი საზღაურის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენამდე.

16. ამ ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბ-ნ ზურაბ გეგეჭკორს.

 

 

მინისტრი                                                                                ბ. გულუა

 

სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება

„______“ ___________________ 199 ___ წ.

მეიჯარე _____________________________________________________________________  (რაიონული ან საქალაქო გამგეობის დასახელება, ან მიწის კერძო მესაკუთრის დასახელება

_____________________________________________________________________________________________

                გვარი, სახელი, მამის სახელი, საცხოვრებელი მისამართი)

და __________________________________________________________________________________________

(მიწის გარდა იჯარის სხვა ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირის სრული დასახელება , მისამართი)

____________________________________________________________________________________ სახელით

_____________________________________________________________________________________________

(მიწის იჯარით გაცემის უფლებამოსილი პირის გვარი, სახელი, მამის სახელი, თანამდებობა)

ერთი მხრიდან და მოიჯარე ______________________________________________________________

                (იურიდიული პირის დასახელება, მისამართი ან ფიზიკური პირის გვარი, სახელი, მამის სახელი,

_____________________________________________________________________________________________

საცხოვრებელი მისამართი)

___________________________________________________________________________________ სახელით,

(მოიჯარის ან მოიჯარისაგან უფლებამოსილი წარმომადგენლის გვარი, სახელი, მამის სახელი)

მეორე მხრიდან, ვდებთ ამ ხელშეკრულებას შემდეგზე:

 

I. ხელშეკრულების საგანი

1.1. მეიჯარეს აძლევს, ხოლო მოიჯარე იჯარით იხდის სასოფლო-სამეურნეო მიწას, რომლის საერთო ფართობი შეადგენს ___________ ჰექტარს და იჯარის სხვა ობიექტებს თანდართული საიჯარო მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) გეგმის, ექსპლიკაციისა და იჯარის ობიექტების აღწერილობის ოქმის შესაბამისად იჯარის სხვა ობიექტების მესაკუთრესთან შეთანხმებით.

 

საიჯარო მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) და იჯარის სხვა ობიექტების მიზნობრივი დანიშნულება განსაზღვრულია იჯარის ობიექტების გეგმის ექსპლიკაციის და აღწერილობის ოქმის, აგრეთვე გამოყენების სპეციალური რეჟიმის შესაბამისად.

1.2. წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია _______ წლის ვადით და ძალაში შედის

________________________________ მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის

(რაიონის ან ქალაქის დასახელება)

სამსახურში რეგისტრაციის მომენტიდან.

1.3. იჯარის ობიექტები მოიჯარეს გადაეცემა, საიჯარო ნაკვეთების გეგმისა და იჯარის სხვა ობიექტების (ქონების) აღწერილობის ოქმში დაფიქსირებული მდგომარეობისა და რაოდენობის შესაბამისად, ხელშეკრულების რეგისტრაციიდან _______ დღის განმავლობაში.

 

2. იჯარის ქირა

2.1. იჯარით აღებული მიწის ნაკვეთებით სარგებლობისათვის ქირის ყოველწლიურად თანხა შეადგენს ____________________________________________________ (      ) ლარს

                                    (თანხის დასახელება სიტყვიერად, ფიცრებში)

2.2. მიწის გარდა იჯარის სხვა ობიექტების იჯარით სარგებლობისათვის ქირის ყოველწლიური თანხა შეადგენს _______________________________________ (   ) ლარს

                                                            (თანხის დასახელება სიტყვიერად, ციფრებში)

2.3. მიწის იჯარის ყოველწლიური ქირის ______________________ პროცენტი მეიჯარის

                                                                          (პროცენტის დასახელება)

№_________________________ ანგარიშზე წლის ___________________ მდე, დანარჩენი

                                                                                        (რიცხვი, თვე)

ნაწილი კი, წლის __________________ მდე.

                                    (რიცხვი, თვე)

2.4. მიწის გარდა იჯარის სხვა ობიექტების სარგებლობისათვის 2.2. პუნქტში მითითებული თანხის _________________________ პროცენტი შეიტანება იჯარის ამ

                                       (პროცენტის დასახელება)

ობიექტების მესაკუთრის №___________________ ანგარიშზე (ან მეიჯარის ანგარიშზე წლის ____________________ მდე დანარჩენი ნაწილი კი – წლის _________________ მდე.

              (რიცხვი, თვე)                                                                            (რიცხვი, თვე)

2.5. იჯარის ყოველწლიური ქირა დადგენილია ___________________ წლით, მიწის იჯარის ქირა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მიწის გარდა იჯარის სხვა ობიექტების იჯარის ქირა შეიძლება შეიცვალოს ქონების მესაკუთრესა და მოიჯარეს შორის დამატებითი შეთანხმების საფუძველზე.

 

3. მოიჯარის უფლებები და მოვალეობები

3.1. მოიჯარის უფლება აქვს:

3.1.1. გამოიყენოს იჯარის ობიექტები მათი დანიშნულების შესაბამისად;

3.1.2. როგორც მესაკუთრემ თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს იჯარის ობიექტების სარგებლობით მიღებული შემოსავალი და საკუთარი სახსრებით გაკეთებული ყველა გაუმჯობესება, რომელთა გამოყოფა შესაძლებელია იჯარით აღებულ ობიექტების დაუზიანებლად

3.1.3. მეურნეობის დამოუკიდებელი გაძღოლის მიზნით და არსებული წესის შესაბამისად გამოიყენოს საიჯარო ნაკვეთებზე არსებული წყლის ობიექტები და ნაგებობა, საიჯარო ნაკვეთებში არსებული მიწისქვეშა წყლები:

3.1.4. არსებული წესის დაცვით ააშენოს ან შეაკეთოს

____________________________________________________________________________

(სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და სხვა სახის დროებით

__________________________________________________________________________________

შენობა-ნაგებობების სრული ჩამონათვალი)

შენობა-ნაგებობები, გააშენოს _______________________________ ამოძირკვოს

                                                (მრავალწლიანი ნარგავების დასახელება)

_______________________________________ განახორციელოს ____________________

(მრავალწლიანი ნარგავების დასახელება)                              (სარგავების დასახელება)

მეჩხერიანობის შემცირების, გზების, თხრილების, სადრენაჟე არხების, ღობეების და მიწის გამოყენების პირობების გაუმჯობესებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებები;

3.1.5. დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელოს რწყვის, ამოშრობის, კულტურტექნიკური და სხვა სამელიორაციო სამუშაოები, მოაწყოს ტბორები და სხვა სახის წყალსაცავები მიწის ნაკვეთების ბუნებათდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად;

3.1.6. მონაწილეობა მიიღოს მიწის ნაკვეთების მელიორაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში;

3.1.7. ამ ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტში განსაზღვრული გაუმჯობესების განხორციელებისათვის, რომლებიც არ შეიძლება გამოყოფილი იქნას იჯარის ობიექტებისაგან და რომელთა არსებობა დადასტურებული იქნება იჯარის ვადის გასვლისას ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელმოწერილი საიჯარო ობიექტების აღწერის ოქმით, მოითხოვოს აღნიშნული გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების (ან ნარჩენი ღირებულების) კომპენსაცია ________________________________ ლარის

                                                                        (თანხის დასახელება)

ოდენობით, მეიჯარისაგან,

________________________________________________ ლარის ოდენობით, მიწის გარდა

            (თანხის დასახელება)

იჯარის სხვა ობიექტების მესაკუთრისაგან.

3.1.8. მოითხოვოს მიწის იჯარის ყოველწლიური ქირის შემცირება

________________________________________________ ლარით

            (თანხის დასახელება)

თუ ამ ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტში განსაზღვრული გაუმჯობესების ფაქტის არსებობა დასტურდება მოიჯარისა და იჯარის ობიექტების მესაკუთრის მიერ ხელმოწერილი ოქმით.

3.1.9. მიწის გარდა სხვა ობიექტების იჯარის ყოველწლიური ქირის შემცირება

______________________________________ ლარით

            (თანხის დასახელება)

თუ ამ ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტში განსაზღვრული გაუმჯობესების ფაქტის არსებობა დასტურდება მოიჯარისა და იჯარის ობიექტების მესაკუთრის მიერ ხელმოწერილი ოქმით.

3.1.10. მოითხოვოს ზარალის ან მოსალოდნელი მოგების კომპენსაცია: ა) მეიჯარისაგან, თუ საიჯარო მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) იჯარის ვადის გასვლამდე ამოღებული და გადაცემული იქნა არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის; ბ) სხვა ბრალეული პიროვნებისაგან, თუ ზარალი მიადგა მას მეიჯარისაგან დამოუკიდებლად იურიდიული ან ფიზიკური პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით;

3.1.11. მოითხოვოს კომპენსაცია ხარჯებისა, რომლებიც მოიჯარემ გასწია 3.1.4. პუნქტში დასახელებულ ღონისძიებათა განსახორციელებლად, თუ ვადამდე ხელშეკრულების მოშლის მიზეზი არ არის მოიჯარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა;

3.1.12. თავისი უფლებამოსილება იჯარის ვადით გადასცეს მეუღლეს ან სრულწლოვან შვილს; ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას განაახლოს ხელშეკრულება, თუ მეიჯარე თანახმაა. ისარგებლოს მიწის გარდა იჯარის სხვა ობიექტების შესყიდვის უპირატესი უფლებით ან გადასცეს ეს უფლება სრულწლოვან შვილებს და მეუღლეს, თუ საიჯარო ობიექტი უნდა გაიყიდოს და გასხვისება არ ხდება მეიჯარის შვილებზე, მეუღლეზე ან გასხვისება არ ხდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის;

3.1.13. მოითხოვოს ხელშეკრულების ვადამდე გაუქმება, თუ: ა) მეიჯარე ან იჯარის ობიექტის მესაკუთრე არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობას იჯარის ობიექტების შეკეთების, მატერიალური რესურსებით ან მომსახურებით მოიჯარის უზრუნველყოფის მხრივ; ბ) საიჯარო მიწის ნაკვეთი და იჯარის სხვა ობიექტები გამოუსადეგარი გახდება იმ გარემოებათა გამო, რისთვისაც მოიჯარეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება; გ) მოიჯარის დაინვალიდების, არაქმედითუნარიანად ცნობის ან იმ შემთხვევაში, როდესაც მას ჩადენილი დანაშაულისათვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ან სხვა სასჯელი, რომლის გამოც შეუძლებელია იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება;

3.1.14. მოითხოვოს მისთვის იჯარის ობიექტების გადაცემა ხელშეკრულების 1.3. პუნქტში დაფიქსირებულ ვადაში და წესის შესაბამისად, მათი დაგვიანებით მიღების შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით მიყენებული ზარალის ანაზღაურება, არსებული ზოგადი წესების შესაბამისად სადაო საკითხის მოწესრიგება.

3.2. მოიჯარეს სხვა უფლებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონს.

_____________________________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________________

3.3. მოიჯარე ვალდებულია:

3.3.1. გამოიყენოს მიწა, მრავალწლიანი ნარგავები და იჯარის სხვა ობიექტები მათი დანიშნულებისა და ამ ხელშეკრულების შესაბამისად, დაიცვას მიწის გამოყენების სპეციალურად დაწესებული რეჟიმი;

3.3.2. საიჯარო მიწის ნაყოფიერი ფენის, გზების თხრილების, საირიგაციო არხების და ღობეების სამეურნეო დანიშნულებით გამოსაყენებლად უვარგის მდგომარეობაში მიყვანის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადის გასვლამდე საკუთარი სახსრებით გამოასწოროს დაზიანება ან აუნაზღაუროს მეიჯარის ზარალი, თუ დაზიანების ფაქტი დასტურდება ობიექტების აღწერილობის ოქმისა და ფაქტიური მდგომარეობის საფუძველზე და დაზიანება არაა გამოწვეული სტიქიური მოვლენებით;

3.3.3. ხელშეკრულების ვადის გასვლისას უსასყიდლოდ გადასცეს მეიჯარეს მასთან შეთანხმებულად გაშენებული ნარგაობა და შენობა-ნაგებობები, ან დააბრუნოს იჯარის ობიექტები ხელშეკრულების დადების ხელმოწერილი აღწერილობის ოქმისა და ხელშეკრულების 5 პუნქტში გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

3.3.4. გადაიხადოს იჯარის ქირა, იჯარის ობიექტების აღწერის ოქმის, საიჯარო ნაკვეთის (ნაკვეთების) გეგმის შედგენის, იჯარის ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმების და რეგისტრაციის ხარჯები;

3.3.5. ამ ხელშეკრულების 3.1.4. პუნქტში დასახელებული შენობა-ნაგებობები ააშენოს მიწათმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის, სახანძრო, სანიტარული, ბუნებადაცვითი და სხვა უფლებამოსილ სამსახურებთან შეთანხმებით;

3.3.6. შეწყვიტოს იჯარის ხელშეკრულება მისივე ქონების გამყიდველი პირის მოთხოვნით (მოიჯარის გაკოტრების შემთხვევაში);

3.3.7. გადაიხადოს იჯარის ქირა და იჯარის ობიექტების გამოყენებით მიღებული სარგებელი, რომელსაც იგი მიიღებს; ა) იჯარის ობიექტების დაბრუნებიდან საიჯარო წლის ბოლომდე ამ ობიექტების გამოყენებით სარგებლის მიღება შეუძლებელია;

3.3.8. აანაზღაუროს მიწის და იჯარის სხვა ობიექტებისათვის მიყენებული და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული ზარალი;

3.3.9. წერილობით შეატყობინოს მეიჯარეს იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის, აგრეთვე იჯარის ვადის გასვლასთან დაკავშირებით ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;

3.4. მოიჯარის სხვა ვალდებულებები რომლებიც არ ეწინააღმდეგება „სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონს.

______________________________________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________

 

4 მეიჯარის უფლებები და მოვალეობები

4.1. მეიჯარეს (იჯარით გაცემული ობიექტების მესაკუთრეს) უფლება აქვს:

4.1.1. დაათვალიეროს იჯარით გაცემული ობიექტი, რაც წინასწარ უნდა შეატყობინოს მოიჯარეს;

4.1.2. თავისი ხარჯებით შეაკეთოს იჯარით გაცემული შენობა-ნაგებობანი, მოწყობილობა-დანადგარები და სხვა მატერიალური საშუალებები, თუ ამგვარი რამ აკრძალული არაა მოქმედი კანონმდებლობით ან სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულების მე-6 პუნქტით;

4.1.3. იჯრის ვადის გასვლამდე შეწყვიტოს იჯარის უფლება, თუ მოიჯარე:

ა) დანიშნულებისამებრ არ იყენებს იჯარის ობიექტებს და არღვევს ხელშეკრულების პირობებს;

ბ) განზრახ ან დაუდევრობით აუარესებს იჯარის ობიექტების მდგომარეობას;

გ) არ იხდის იჯრის ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში;

დ) არ შეაკეთებს იჯარის ობიექტებს ხელშეკრულების მე-6 პუნქტით განსაზღვრულ წესითა და პირობების შესაბამისად;

4.1.4. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ: ა) განაახლოს ხელშეკრულება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებში ან შეცვალოს ისინი მოიჯარესთან შეთანხმებით; ბ) არ განაახლოს ხელშეკრულება;

4.1.5. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ერთი წლით ადრე აცნობოს მოიჯარეს სხვა პირისათვის იჯარის ობიექტების გადაცემის თაობაზე, მოიჯარის თანხმობით შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს მისგან საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელება;

4.1.6. მიწის გადასახადის, ამორტიზაციის ნორმების, რეგულირებადი სახელწმიფო ფასების და ტარიფების შეცვლისას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში მოითხოვოს და მოიჯარის თანხმობის შემთხვევაში შეცვალოს იჯარის ქირა 2.5. პუნქტში დაფიქსირებული ვადის გასვლამდე;

4.1.7. მეიჯარის სხვა უფლებები (რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონს)*.

_____________________________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________________

4.3. მეიჯარე ვალდებულია:

4.3.1. გადასცეს მოიჯარეს იჯარის ობიექტები ხელშეკრულების 1.3. პუნქტში განსაზღვრულ ვადაში, ობიექტების აღწერილობის ოქმით დაფიქსირებულ მდგომარეობაში და მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) გეგმის შესაბამისად;

4.3.2. მოიჯარის გარდაცვალების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები ხელშეკრულების დარჩენილი ვადით გადასცეს გარდაცვლილის მემკვიდრეს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ეს უკანასკნელი თანახმაა გახდეს მოიჯარე;

4.3.3 გადაიხადოს სასარგებლოდ ან აუნაზღაუროს მოიჯარეს იჯარის ქირის შემცირების ხარჯზე ხელშეკრულების 3.1.4, 3.1.10., 3.1.11. პუნქტებში განსაზღვრული საკომპენსაციო თანხები;

4.3.4. წერილობით შეატყობინოს მოიჯარეს იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის, აგრეთვე იჯარის ვადის გასვლასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაუქმების შესახებ;

4.4. მეიჯარეს სხვა ვალდებულებები (რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონს)*.

______________________________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________

* საჭიროების შემთხვევაში 4.1.7. და 4.4. პუნქტები შეიძლება წარმოდგენილ იქნას ცალკე დანართების სახით.

5. იჯარის ობიექტების დაბრუნების პირობები * ___________________________________

                                                (კონკრეტული პირობების სრული და დეტალური აღწერა)

_____________________________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________________________

_____________

6. იჯარის ობიექტების შეკეთების, გაუმჯობესების პირობები*

________________________________________________________________

(კონკრეტული პირობების სრული და დეტალური აღწერა)

_____________________________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________________________________________

_____________

7. მიწის გარდა იჯარის სხვა ობიექტებით სარგებლობის ან ამ ობიექტების გამოსყიდვის პირობები („იჯარის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონისა და სახელმწიფო ქონების იჯარის გაცემის თაობაზე დებულების მიხედვით).*

____________________________________________________________________________________________________________

____________________________________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________________________

8. მხარეთა პასუხისმგებლობა

ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობისა და ხელშეკრულების შესაბამისად.

9. სადაო საკითხების განხილვა

ხელშეკრულების პირობების შესრულების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ წამოჭრილ სადაო საკითხებს განიხილავს და წყვეს სასამართლო.

ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი გადაეცა მოიჯარეს ____________________________________________________________________        (იურიდიული პირის დასახელება, მისამართი ან ფიზიკური პირის გვარი, სახელი, მამის სახელი, მისამართი)

მეორე ეგზემპლარი ინახება მეიჯარესთან _______________________________________

(მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის რაიონული ან საქალაქო სამსახურის უფროსის გვარი, სახელი, მამის სახელი)

* საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პუნქტები შეიძლება წარმოდგენილ იქნას ცალკე დანართების სახით.

ხელშეკრულებას თან ერთვის:

1. იჯარით გაცემული ნაკვეთის (ნაკვეთების) გეგმა და ექსპლიკაცია;

2. იჯარის ობიექტების აღწერილობის ოქმი;

3. განსაკუთრებულ რეჟიმში გამოსაყენებელი საიჯარო მიწის ნაკვეთების აღწერილობა;

4. მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) იჯარით გაცემაზე ნებართვა;

5. მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) იჯარით გაცემაზე თანხმობა.

6. სხვა აუცილებელი დანართები (საჭიროების შემთხვევაში)

მეიჯარე _____________________________________________________________________

(მმართველობის ადგილობრივი, რაიონული (საქალაქო) ორგანოს დასახელება, შესაბამისი უფლებამოსილი პირის თანამდებობა,

____________________________________________________________________________________

გვარი, სახელი, მამის სახელი, მისი საპასპორტო მონაცემები)

 

ბ.ა. ________________________     ________________________________________________

            (ხელმოწერა)                                    (გვარი, სახელი, მამის სახელი)

_____________________________________________________________________________

(მიწის გარდა იჯარის სხვა ობიექტების მესაკუთრე პირის დასახელება, მესაკუთრის ან მისგან უფლებამოსილი პირის

 

_____________________________________________________________________________________

                        გვარი სახელი, მამის სახელი, მისი საპასპორტო მონაცემები)

 

 

ბ.ა. ________________________     ________________________________________________

            (ხელმოწერა)                                    (გვარი, სახელი, მამის სახელი)

მოიჯარე _____________________________________________________________________

            (საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების დასახელება ან უფლებამოსილი პირის

_____________________________________________________________________________________

                        გვარი სახელი, მამის სახელი, მისი საპასპორტო მონაცემები)

 

ბ.ა. ________________________     ________________________________________________

            (ხელმოწერა)                                    (გვარი, სახელი, მამის სახელი)

ხელშეკრულება №__________ რეგისტრირებულია

_____________________________________________________________________________

(მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის რაიონული (საქალაქო) სამსახურის დასახელება,

____________________________________________________________________________________

            თანამდებობა, გვარი, სახელი, მამის სახელი)

ბ.ა. ________________________     ________________________________________________

            (ხელმოწერა)                                    (გვარი, სახელი, მამის სახელი)

                                                            თარიღი _____________________________________

 

დანართი №2

(დანართი თან ერთვის)

 

დანართი №3

იჯარის ობიექტების აღწერილობის ოქმი

რაოდენობრივი, ხარისხობრივი და სამეურნეო გამოყენების თვალსაზრისით მდგომარეობის მიხედვით იჯარის ობიექტების ამომწურავი დახასიათება:

ა) მოიჯარისათვის ობიექტების გადაცემის მომენტში;

ბ) მეიჯარისათვის ობიექტის დაბრუნების მომენტში.

 

მეიჯარე _____________________________________________________________________

                         (დასახელება, ობიექტის იჯარით გაცემის უფლებამოსილი პირის

_____________________________________________________________________________________

                                    გვარი, სახელი, მამის სახელი, თანამდებობა)

 

______________________________

            ხელმოწერა                                                     თარიღი

მოიჯარე _____________________________________________________________________

                        (დასახელება, გვარი, სახელი, მამის სახელი)

______________________________

            ხელმოწერა                                                     თარიღი

ოქმი შედგენილია _____________________________________________________________

                                    ოქმის შემდგენი ექსპერტის ან ორგანიზაციის დასახელება,

 

_____________________________________________________________________________________

            პირის გვარი, სახელი, მამის სახელი, თანამდებობა)          

 

______________________________

            ხელმოწერა                                                     თარიღი

 

დანართი 4

სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებების რეგისტრაციის ჟურნალი

______________________________________________________________________________

რაიონის (ქალაქის) დასახელება

 

რეგისტრაციის №

მეიჯარის დასახელება

მოიჯარის დასახელება და სამისამართო რეკვიზიტები

იჯარის ვადა

რეგისტრაციის თარიღი

მოიჯარის ხელმოწერა

საქმის №, სადაც ინახება ხელშეკრულება ან ნაკვეთის გეგმა

რეგისტრატორის ხელმოწერა

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

განსაკუთრებულ რეჟიმში გამოსაყენებელი საიჯარო მიწის ნაკვეთების აღწერილობა

__________________________________________________________

(მოიჯარის გვარი, სახელი, მამის სახელი)

გეგმაზე ნაკვეთის №

განსაკუთრებულ რეჟიმში

გამოსაყენებელი ტერიტორიის დასახელება

(სანიტარულ-დამცავი ზონები,

ბუნებათდაცვის მიწები,

,წყლის დაცვის მიწა, რეკრეაციული,

ისტორიულ-კულტურული და სხვა მიწები)

საერთო

ფართობი, ფა

მათ შორის

სას. სამ.

სავარგ. ჰა

გამოყენების დაწესებული

რეჟიმი

 

 

 

 

 

 

რაიონის (ქალაქის) მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის სამსახურის უფროსი

______________________________________

გვარი, სახელი, მამის სახელი

 

ბ. ა. ___________________________                                  თარიღი:

            ხელის მოწერა

დანართი 6

მიწის იჯარით გაცემის ნებართვა

(სანიმუშო)

საქართველოს მიწების დაცვისა და გამოყენების სახელწმიფო კომისია (ან საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, ან საქართველოს სატყეო დეპარტამენტის ადგილობრივი სამსახური) იძლევა ამ ნებართვას დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობასა და ფირმა „მიწათმოქმედს“ შორის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებში ____________________ წლის ვადით იჯარით გაცემაზე.

____________________ წლის ვადით იჯარით გასაცემი მიწის (ადგილმდებარეობა, ფართობი, საზღვრები) განსაზღვრულია მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) გეგმის შესაბამისად, რომელიც თან ერთვის მხარეებს შორის ხელშეკრულებას და დამოწმებულია ჩემს მიერ.

 

ნებართვა გაცემულია __________________________________________________________

                                                (უწყების დასახელება, რომელიც იძლევა

____________________________________________________________________________________

                                                მიწის იჯარით გაცემაზე თანხმობას

_____________________________________________________________________________________

            შესაბამისი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, გვარი, სახელი, მამის სახელი

თანხმობის საფუძველზე

______________________________________________________________________________

            (ნებართვის გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირის თანამდებობა,

_____________________________________________________________________________________

            გვარი, სახელი, მამის სახელი)

 

ბ.ა. ____________________

            ხელმოწერა                                                   თარიღი:

 

 

დანართი №7

მეთესლეობის, სანერგე, სანაშენე, ჯიშთა გამოცდის (მეცხოველეობის, მეფრინველეობის, მეფუტკრეობის, მეთევზეობის), სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების საცდელ-სასელექციო მეურნეობების და ჯიშთა გამოცდის სადგურების, სასწავლო-ექსპერიმენტული მეურნეობებისა და ნაკვეთების, მსხვილი მეცხოველეობის კომპლექსებისა და სასათბურე კომბინატების მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი სახელმწიფო საკუთრების მიწების იჯარით გაცემაზე შესაბამისი იურიდიული პირების თანხმობა (სანიმუშო)

______________________________________________________________________________

                                                (იურიდიული პირის დასახელება)

თანახმაა მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) გეგმით განსაზღვრული მიწები

___________________________ წლამდე ვადით

იჯარით გადაეცეს მოიჯარეს _______________________________

                                                            მოიჯარეს დასახელება

მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) გეგმა, რომელიც თან ერთვის მხარეებს შორის ხელშეკრულებას, დამოწმებულია ჩემს მიერ.

______________________________________________________________________________

            (იურიდიული პირისაგან უფლებამოსილი პირის თანამდებობა,

_____________________________________________________________________________________

                                    გვარი, სახელი, მამის სახელი

 

ბ. ა. _________________________

            ხელმოწერა                                         თარიღი

 

დანართი №8

ნაკვეთის გეგმის შედგენისა და ნატურაში ჩაბარების, იჯარის ობიექტების აღწერილობის ოქმის შედგენის დ იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის საზღაურის დროებითი ნორმები

 

ნაკვეთის გეგმის შედგენისა და ნატურაში ჩაბარების საზღაური

იჯარის ობიექტის აღწერილობის ოქმის შედგენის საზღაური (ლარი)

იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციის საზღაური (ლარი)

შენიშვნა

ნაკვეთის ფართობი

ნორმა(ლარი)

განისაზღვრება შესრულებული სამუშაოს სირთულისა და მოცულობის საფუძველზე მოიჯარისა და შემსრულებლის ურთიერთშეთანხმებით.

 

ერთი ობიექტის აღწერილობის ოქმის შედგენისათვის საზღაურის მაქსიმალური სიდიდე შეადგენს 10 ლარს.

2

500 ჰექტარზე მეტი ფართობის მქონე ნაკვეთის გეგმის შედგენის შემთხვევაში 67 ლარს ემატება 0.03 ლარი თითოეულ გადამეტებულ ჰექტარზე

1 ჰექტრამდე

1-დან 5 ჰექტრამდე

5-დან 10 ჰექტრამდე

10-დან 20 ჰექტრამდე

20-დან 30 ჰექტრამდე

30-დან 40 ჰექტრამდე

40-დან 50 ჰექტრამდე

50-დან 60 ჰექტრამდე

60-დან 70 ჰექტრამდე

70-დან 80 ჰექტრამდე

80-დან 90 ჰექტრამდე

90-დან 100 ჰექტრამდე

100-დან 200 ჰექტრამდე

200-დან 300 ჰექტრამდე

300-დან 400 ჰექტრამდე

400-დან 500 ჰექტრამდე

500-ზე მეტი

15

17

21

27

32

35

38

42

46

48

51

54

58

61

64

67