„ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 252
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/08/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024647
252
07/08/2024
ვებგვერდი, 08/08/2024
300160070.10.003.024647
„ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №252

2024 წლის 7 აგვისტო

ქ. თბილისი

„ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის №345 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის №345 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/07/2018, 300160070.10.003.020661) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი ბიზნესოპერატორების საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) საბოლოო მომხმარებლისთვის განკუთვნილი ვეტერინარული პრეპარატის პირველად ან/და მეორეულ შეფუთვაზე მითითებული მონაცემები უნდა იყოს ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტირებული ვეტერინარული პრეპარატის პირველად ან/და მეორეულ შეფუთვაზე მითითებული მონაცემები არ არის ქართულ ენაზე, საბოლოო მომხმარებელს, მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ქართულ ენაზე, ანოტაციის (ჩანართი ფურცლის) სახით ან სხვა ალტერნატიული საშუალებით;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე