მეთოდური მითითებები სადაზღვევო ორგანიზაციებში მოგების გადასახადის გაანგარიშებისათვის გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის თავისებურებების შესახებ

მეთოდური მითითებები სადაზღვევო ორგანიზაციებში მოგების გადასახადის გაანგარიშებისათვის გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის თავისებურებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 08-01-16
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მიღების თარიღი 04/07/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 16/08/1996
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).000.000115
08-01-16
04/07/1996
გამოუქვეყნებელი, 0, 16/08/1996
000000090.01(2).000.000115
მეთოდური მითითებები სადაზღვევო ორგანიზაციებში მოგების გადასახადის გაანგარიშებისათვის გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის თავისებურებების შესახებ
სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და

საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურს უფროსის

ბრძანება №08-01-16, №03-6-16

1996 წლის 4 ივლისი

მეთოდური მითითებები სადაზღვევო ორგანიზაციებში მოგების გადასახადის გაანგარიშებისათვის გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის თავისებურებების შესახებ

მოცემული მეთოდური მითითებებით წესდება იურიდიული პირის სტატუსის მქონე სადაზღვევო ორგანიზაციების მიერ, აგრეთვე მათი ფილიალებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში (შემდგომში სადაზღვევო ორგანიზაციები), მოგების გადასახადის გაანგარიშებისათვის გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის თავისებურებები და ფინანსური შედეგების ფორმირების წესი, იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც გათვალისწინებულია „საწარმოთა მოგების (შემოსავლის) გადასახადის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონით.

 

I. სადაზღვევო ორგანიზაციის შემოსავლები, რომლებიც გაითვალისწინება მოგების გადასახადის გაანგარიშებისას გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისათვის

მოგების გადასახადის გაანგარიშებისათვის დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას სადაზღვევო ორგანიზაციის შემოსავლების შემადგენლობაში შეიტანება:

1. სადაზღვევო ორგანიზაციის ამონაგები, რომელშიც შედის:

ა) დაზღვევის, თანადაზღვევის და გადაზღვევის ხელშეკრულებებით მიღებული სადაზღვევო შენატანები, სადაზღვევო გაცემების, სადაზღვევო რეზერვებში ანარიცხებისა და ხელშეკრულებით გადაზღვევაში გადაცემული სადაზღვევო შენატანებისა და სადაზღვევო რეზერვებში ანარიცხების თანხის გამოკლებით;

ბ) სადაზღვევო რეზერვების დაბრუნებული თანხები, რომელშიც ანარიცხები მოხდენილია წინა პერიოდებში;

გ) გადაზღვევაში გადაცემული ხელშეკრულებით მიღებული საკომისიო გასამრჯელოები და ტანტიემის თანხები;

დ) სადაზღვევო აგენტის, სადაზღვევო ბროკერის და საავარიო კომისრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის მიღებული საკომისიო გასამრჯელოები;

ე) გადაზღვევაში გადაცემული ხელშეკრულების მიხედვით გადამზღვევთაგან მიღებული სადაზღვევო საზღაურის წილი.

2. სადაზღვევო საქმიანობიდან მიღებული სხვა შემოსავლები:

ა) სადაზღვევო რეზერვების (ფონდების) და სხვა სახსრების განთავსებიდან მიღებული თანხები;

ბ) გადაზღვევაში მიღებული რისკების მიხედვით პრემიათა დეპოზე დარიცხული და მიღებული პროცენტების თანხები;

გ) დაზღვევაში მიყენებული ზარალისათვის პასუხისმგებელი პირისაგან დამაზღვევლის მოთხოვნის უფლების რეალიზაციის წესით მიღებული თანხები;

დ) სადაზღვევო საქმიანობით მიღებული სხვა შემოსავლები.

3. სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები:

ა) მოგება ძირითადი ფონდების, მატერიალური ფასეულობებისა და სხვა აქტივების რეალიზაციიდან;

ბ) შემოსავლები ქონების იჯარით გაცემიდან;

გ) წინა პერიოდებში ზარალზე ჩამოწერილი დებიტორული დავალიანებების დასაფარავად შემოსული თანხები;

დ) ჩამოწერილი კრედიტორული დავალიანების თანხები, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 4 სექტემბრის №888 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკაში საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ დროებითი დებულებით“ მიეკუთვნება ფინანსურ შედეგებს;

ე) შემოსავლები კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობიდან, რომელიც არ არის უშუალოდ დაკავშირებული სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებასთან.

 

II. ხარჯები, რომლებიც შეიტანება სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაწეული სადაზღვევო მომსახურეობის თვითღირებულებაში და სხვა ხარჯები, რომლებიც გაითვალისწინება მოგების გადასახადის გადახდისათვის დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას

ხარჯებს, რომლებიც შეიტანება სადაზღვევო ორგანიზაციების მიერ გაწეული სადაზღვევო მომსახურების თვითღირებულებაში და სხვა ხარჯებს, რომლებიც გაითვალისწინება მოგების გადასახადის გადახდისათვის დასაბეგრი ბაზის გაანგარიშებისას მიეკუთვნება:

4. ანარიცხები სადაზღვევო რეზერვებში (ფონდებში) საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 აგვისტოს №565 დადგენილებით დამტკიცებული „პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) თვითღირებულებაში შესატანი დანახარჯების შემადგენლობისა და ფინანსური შედეგების ფორმირების წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად.

5. გადაზღვევაზე მიღებული ხელშეკრულებების მიხედვით გაცემული სადაზღვევო საზღაურის წილი.

6. გადაზღვევის ოპერაციების მიხედვით გადახდილი საკომისიო გასამრჯელოები და ტანტიემები.

7. ხარჯები საქმის წარმოებაზე:

ა) ხარჯები, რომლებიც შეიტანება სადაზღვევო მომსახურების თვითღირებულებაში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 აგვისტოს №565 დადგენილებით დამტკიცებული „პროდუქციის (სამუშაოთა, მომსახურების) თვითღირებულებაში შესატანი დანახარჯების შემადგენლობისა და ფინანსური შედეგების ფორმირების წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად;

ბ) დაზღვევის აგენტისა და დაზღვევის ბროკერის მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საკომისიო გასამრჯელო;

გ) დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობისას დაზღვევის აგენტისათვის, საცხოვრებელი ადგილიდან დამაზღვევლის ადგილსამყოფლამდე და უკან მგზავრობისათვის, ხარჯების ანაზღაურება გამოცხადებისათვის დაწესებულ დღეებში, აგრეთვე ადმინისტრაციის მიერ გამოძახების და სამუშაო უბანზე მგზავრობისათვის დაზღვევის აგენტებისათვის ხარჯების კომპენსაცია;

დ) საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე ან ცალკეულ ფიზიკურ პირებზე თანხის გადახდა მათ მიერ გაწეული მომსახურებისათვის, რომელიც დაკავშირებულია სადაზღვევო საქმიანობასთან.

მათ შორის:- საწარმოების, დაწესებულებების და ორგანიზაციების მომსახურების ანაზღაურება მუშაკთა წერილობითი დავალებების საფუძველზე, ანგარიშსწორებით ხელფასიდან სადაზღვევო შენატანების გადარიცხვაზე;

- ცნობების, სტატისტიკური მონაცემების, დასკვნებისა და ა.შ. გაცემისათვის საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების მომსახურების ანაზღაურება;

- სპეციალისტების (ექსპერტების, საავარიო კომისრების, იურისტების, ადვოკატების, სადეტექტივო სააგენტოების თანამშრომლებისა და სხვა) მომსახურების ანაზღაურება, რომლებიც მოწვეული არიან სადაზღვევო რისკის შესაფასებლად, ქონების სადაზღვევო ღირებულების და სადაზღვევო გაცემის განსაზღვრისათვის, სადაზღვევო შემთხვევების შედეგების შეფასებისათვის, სადაზღვევო გაცემათა დარეგულირებისათვის;

- ბანკებისა და სხვა საკრედიტო დაწესებულების მომსახურეობის ანაზღაურება, რომელიც დაკავშირებულია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებასთან, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშების მომსახურებისა და ნაღდი ფულის მიღებისა და გაცემის ჩათვლით;

ე) წლიური ბალანსის და მოგებისა და ზარალის ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯები.

8. სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები.

III. სადაზღვევო ორგანიზაციის საქმიანობის ფინანსური შედეგების ფორმირების წესი

9. ფინანსური შედეგები, რაც მხედველობაში მიიღება სადაზღვევო ორგანიზაციების მოგების გადასახადით დაბეგვრისას განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 16 აგვისტოს №565 დადგენილებით დამტკიცებული „პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) თვითღირებულებაში შესატანი დანახარჯების შემადგენლობისა და ფინანსური შედეგების ფორმირების წესის შესახებ“ დებულების შესაბამისად მოცემული მეთოდური მითითებების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

ფინანსთა მინისტრი                                                                                            დ. იაკობიძე

სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროს                                               დ. სალარიძე