დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 234 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 22/07/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.024628 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/07/2020, 340170000.10.003.022181) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოიჯარის მიერ სააგენტოსათვის განცხადების წარდგენის ვადა არის პროგრამის ამოქმედებიდან 5 (ხუთი) წელი.“. 2. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სააგენტო, განცხადების განხილვის მიზნით, უძრავი ნივთის პრივატიზების თაობაზე პოზიციას გამოითხოვს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან. სააგენტო აგრეთვე უფლებამოსილია, განცხადების განხილვის მიზნით, უძრავი ნივთის პრივატიზების თაობაზე პოზიცია გამოითხოვოს შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებ(ებ)იდან.“. 3. მე-5 მუხლის მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ სააგენტოში წარდგენილი იქნება უარყოფითი პოზიცია უძრავი ნივთის პრივატიზების შესახებ.“. 4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მოიჯარემ უძრავი ნივთის საპრივატიზებო თანხა უნდა გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში.“. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების თარიღიდან „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამით“ გათვალისწინებული საპრივატიზებო თანხის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში გადახდის პირობა ავტომატურად გავრცელდეს იმ ბენეფიციარებზე, რომელთა სასარგებლოდ ამ დადგენილების ამოქმედებამდე გამოცემულია საქართველოს მთავრობის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და გაფორმებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, აღნიშნული ბენეფიციარები, საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო, ამ დადგენილების ამოქმედებამდე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან არ თავისუფლდებიან. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები