„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 96-რს
დოკუმენტის მიმღები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 19/07/2024
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240020.30.056.016117
96-რს
19/07/2024
ვებგვერდი, 19/07/2024
010240020.30.056.016117
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

კანონი

 

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, (www.matsne.gov.ge) 29.06.2012, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010240020.30.056.016015) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:

) „დ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საარჩევნო პერიოდი − არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე დროის მონაკვეთი;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საარჩევნო რეგისტრაცია – უსკოს თავმჯდომარის მიერ პარტიების, პარტიული სიების რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) საარჩევნო სუბიექტი – უსკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია და უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი – უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით უსკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე;“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან

1. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ უსკოს თავმჯდომარისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და განთავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის წევრები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვე);

გ) საქართველოს მინისტრები (გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა), აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებისა) და მათი მოადგილეები, სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა (ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა) ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;

დ) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და მისი მოადგილე;

ე) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები;

ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები;

ზ) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე;

თ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები;

ი) მოსამართლეები;

კ) პროკურორები, მათი მოადგილეები, თანაშემწეები და გამომძიებლები;

ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები;

მ) საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი და მისი მოადგილეები;

ნ) სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები;

ო) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მერი;

პ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები;

ჟ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებიდან გადადგომისა და განთავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს უსკოს თავმჯდომარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა − რეგისტრაცია უქმდება.“.

3. მე-11 მუხლის:

) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. თუ უსკომ თავის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად უსკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო, უსკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში უსკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უსკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.“;

) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საარჩევნო კომისიის სხდომაზე საკადრო საკითხი წყდება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;

) 21- პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლებამოსილია ეს მიუთითოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის სათანადო გრაფაში და განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს. განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისათვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში.“.

4. მე-12 მუხლის:

) -4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უსკო უფლებამოსილია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების/ხელმძღვანელი პირებისათვის, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების/ხელმძღვანელი პირების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსის განმახორციელებელი პირებისათვის გასცეს შრომის ანაზღაურება, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.

5. გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს/ხელმძღვანელ პირებს არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების/ხელმძღვანელი პირების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსის განმახორციელებელ პირებს ერთჯერადად ეძლევათ შრომის ანაზღაურება, არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.

6. უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა/ხელმძღვანელ პირთა, უსკოს აპარატის თანამშრომელთა, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა/ხელმძღვანელ პირთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსის განმახორციელებელი პირების შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს უსკო კანონმდებლობის შესაბამისად.“.

) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგანმანათლებლო პროექტების განმახორციელებელი პირების შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს უსკო კანონმდებლობის შესაბამისად.“.

) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობა ან/და შრომის ანაზღაურება არ შეიძლება გახდეს მისი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეფერხების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემის შეფერხების საფუძველი, მასზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური შეღავათის გავრცელების შეფერხების საფუძველი, მისთვის აღნიშნული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის, სახელმწიფო გასაცემლის ან/და სოციალური შეღავათის შემცირების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი ან/და მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ან/და ამ პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობის შეფერხების, შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი.      საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის შრომის ანაზღაურება არ ჩაითვლება იმ შემოსავალში, რომელმაც შესაძლებელია მის საზიანოდ გავლენა მოახდინოს მის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე, მისთვის ზემოაღნიშნული სოციალური დახმარების, სოციალური გასაცემლის ან/და სახელმწიფო გასაცემლის მიცემაზე, მასზე ზემოხსენებული სოციალური შეღავათის გავრცელებაზე ან/და მის ზემოაღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში ან/და ამ პროგრამის ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე.“.

5. მე-13 მუხლის:

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

უსკოს შემადგენლობა, უსკოს თავმჯდომარის /წევრის არჩევა/დანიშვნა“;

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უსკო შედგება თავმჯდომარისა და 7 წევრისაგან, ხოლო საარჩევნო პერიოდში ასევე პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული დროებითი წევრებისაგან. საარჩევნო პერიოდში პარტიების მიერ უსკოს დროებითი წევრების დანიშვნის, მათი რაოდენობისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული წესის შესაბამისად. უსკოს წევრის დანიშვნის შესახებ პოლიტიკური პარტიის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილება უსკოს უნდა წარედგინოს უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს დანიშნული პირის სახელი, გვარი; განათლება (უმაღლესი); სპეციალობა, სამეცნიერო ხარისხი (თუ აქვს). მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის (რეგისტრაციის) მოწმობის შესაბამისად; სამუშაო ადგილი და თანამდებობა; საკონტაქტო მისამართი, ტელეფონის ნომერი (თუ აქვს) და მას უნდა დაერთოს:

ა) პირის 2 ფოტოსურათი;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;

გ) უმაღლესი განათლების (სამეცნიერო ხარისხის - თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქსეროასლი.“;

) მე-8 პუნქტისქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

ა​1) პირი, რომელსაც უსკოს წევრად წარდგენის დღისათვის არ შესრულებია 25 წელი;“.

6. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის:

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს არჩევნების გამართვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას, ასევე საგანმანათლებლო პროექტების მომზადებასა და მის განხორციელებას;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) განკარგულებით ნიშნავს ხელახალ არჩევნებს, განმეორებით კენჭისყრას;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს, რის თაობაზედაც დგება უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) განკარგულებით ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების საარჩევნო ბიულეტენის ფორმას და ბიულეტენის ტექსტს; საარჩევნო ყუთების, საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს; ამ კანონით განუსაზღვრელი, მაგრამ არჩევნების ორგანიზებისათვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის შედეგების კომპიუტერულ დამუშავებას და დაუყოვნებლივ განთავსებას უსკოს ვებგვერდზე, ხოლო ამ პუნქტის „კ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის უსკოს ვებგვერდზე განთავსებასაც;“;

) „4ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) „6ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ6) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად ჩატარების შემთხვევაში უსკო ცნობად იღებს ცესკოს ან/და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული პროცედურების შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს არჩევნების ნაწილში გამოუსადეგარი, ვადაგასული საარჩევნო დოკუმენტაციის განადგურების შესახებ მიღებულ აქტს;“.

 7. მე-16 მუხლ:

) მე-2 პუნქტის:

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სათანადო მოწმობას აძლევს არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრს, უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მის ადგილმონაცვლეს;“;

.) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„ზ1) საარჩევნო პერიოდში ბრძანებით განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობას;“;

) მე-4 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რეგისტრაციაში ატარებს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიის წარმომადგენლებს საოლქო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;“.

 8. მე-17 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

 9. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შედის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრი. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის 9 წევრს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პარტიები, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის 3 წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ირჩევს უსკო შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.

 10. მე-20 მუხლის:

) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) კანდიდატს. შესწორებული საბუთები უსკოს უნდა დაუბრუნდეს 3 დღეში, მაგრამ არაუგვიანეს რეგისტრაციის ბოლო დღისა.

6. უსკო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს უსკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. თუ ამ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. თუ გამარჯვებული ისევ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვერ აირჩა, კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს უსკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ ყველა ვაკანსია კვლავ არ შეივსო, დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი თავიდან ცხადდება.“;

) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„ზ) შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი.“.

11. 22- მუხლის:

) პირველი პუნქტის3ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-3 პუნქტის:

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიის წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში და აძლევს მათ სათანადო მოწმობებს;“;

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ადგენს საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;“.

 12. 24- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საუბნო საარჩევნო კომისიის 8 წევრს, მათ შორის, აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს, ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, იმ პირობით, რომ კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათ შორის, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულმა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 3-მა წევრმა მაინც. ამ პუნქტით განსაზღვრულ არჩევის პროცედურაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი არ მონაწილეობს, თუ ის არის შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრი (მეუღლე, პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი).“.

 13. 25- მუხლის:

) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, იმ პირობით, რომ მას მხარი დაუჭირა, მათ შორის, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულმა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 3-მა წევრმა მაინც. თუ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები. თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად. ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს შესაბამისი საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა, იგი წილისყრით განისაზღვრება. თუ ამ პუნქტით დადგენილი პროცედურის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, გადაწყვეტილებას იღებს უსკო.“;

 ) 121 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„121. უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდება, რომ ეს პირი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მისი წარდგენის მომენტისათვის არის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრი ან/და წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით 1 დღიან ვადას საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად.“.

 14. 26- მუხლის მე-2 პუნქტის1ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

 15. 27- მუხლის:

) პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, კომისიის ბეჭდის, შემაჯამებელი ოქმისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის;“;

) მე-3 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;“;

) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

 16. 27- მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:

„მუხლი 271. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

1. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომაა:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;

გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;

დ) არასაპატიო მიზეზით შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;

ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა;

ვ) კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი;

ზ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა;

თ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ.

2. დისციპლინური გადაცდომისათვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) თანამდებობრივი სარგოს/თანამდებობრივი სარგოს ნაწილის დაკავება;

დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა).

3. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

4. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისათვის შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს. საარჩევნო კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს.

5. თუ საარჩევნო კომისიის წევრი გამოწვეულ იქნა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა იმ პერიოდში, როდესაც სასამართლოს ან საარჩევნო კომისიის მიერ მის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ ხდება კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის დადასტურება და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში აღნიშნულ კომისიის წევრზე ვრცელდება ამ კანონის მე-13 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვები.

6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ან მის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი განცხადების/საჩივრის წარდგენიდან 12 კალენდარული დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. კენჭისყრის დღემდე წარდგენილ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ განცხადებაზე/საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი განცხადების/საჩივრის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი − 2 წლის განმავლობაში.

9. შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ვადაზე ადრე, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს − დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადაზე ადრე მოხსნა ხდება იმავე წესით, რომლითაც მოხდა მისი შეფარდება.“.

17. 28- მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის, არჩეული უსკოს წევრის თანამდებობიდან გადადგომისას:

ა) უსკოს თავმჯდომარის/არჩეული უსკოს წევრის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება უმაღლეს საბჭოს;

ბ) უსკოს თავმჯდომარის მოადგილის, უსკოს მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება უსკოს;

გ) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას.“;

) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. უსკოს თავმჯდომარის/არჩეული უსკოს წევრის მიერ უმაღლესი საბჭოსთვის გადადგომის თაობაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში უსკოს თავმჯდომარის/უსკოს არჩეული წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად ითვლება ამ განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღე.“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უსკოს თავმჯდომარის მოადგილე, უსკოს მდივანი, საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით.“;

) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 20 დღის განმავლობაში, კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს.“.

 18. 29- მუხლის:

) პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება, კომისიის თავმჯდომარის განკარგულება, კომისიის მდივნის განკარგულება, საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უსკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უსკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი, თუკი ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. უსკოს დადგენილებას ხელს აწერენ უსკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და უსკოს მდივანი. უსკოს დადგენილება ძალაში შედის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისთანავე, თუ ამავე დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ არის განსაზღვრული. აკრძალულია უსკოს დადგენილების მიღება კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში. უსკოს დადგენილების შეიძლება გასაჩივრდეს მიღების მომენტიდან. უსკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უსკოს ვებგვერდზე უნდა განთავსდეს.“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საარჩევნო კომისიის, მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები, კენჭისყრის/არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიიღება/გამოიცემა ამ კანონითა და უსკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი. შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.“.

19. 31- მუხლის:

) პირველი პუნქტის:

.) „1ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ეს პირები სიაში შეჰყავს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა;

ბ) ამომრჩევლები, რომლებიც სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში და, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კენჭისყრის დღისთვის ვერ იქნებიან გაწერილი ამ დაწესებულებიდან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;

გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;

გ​1) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებიან. ამ პირთა სიას ადგენს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას;“;

.) „.ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ბ) სამხედრო სამსახურში გაწვევის შედეგების გათვალისწინებით − კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა;“;

.) „1ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს სპეციალურ სიებს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ გადასცემს აღნიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილ სპეციალური სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიებს, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილ ვერსიებს.“.

20. 32- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა. კენჭისყრის დღეს სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისია გადასცემს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა. ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეჰყავთ მას შემდეგ, რაც:

ა) საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო და შესაბამისი ტელეფონის ნომერი);

ბ) ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში აღინიშნება ამომრჩევლის გადაყვანა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, რაც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით.“.

 21. 33- მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალებისა და შენაერთების წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, აღინიშნება „სამხედრო სამსახურშია“;“.

 22. 34- მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილ ყველა ამომრჩეველს კენჭისყრის დღემდე არაუადრეს 30 დღისა და არაუგვიანეს 2 დღისა გადასცეს ამომრჩევლის ბარათი, რომელშიც მითითებულია:

ა) კენჭისყრის თარიღი და დრო;

ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომრები;

გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში;

დ) საარჩევნო უბნის ნომერი;

ე) ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ვ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი.“;

) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლით გათვალისწინებული ამომრჩევლის ბარათის ამომრჩევლისთვის გადაცემის კონკრეტული ვადა, აგრეთვე ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესისა და საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის ნომრისა და სხვა რეკვიზიტების შესახებ ინფორმაციის ამომრჩევლისთვის მიწოდების წესი განისაზღვრება უსკოს განკარგულებით.“.

23. 35- მუხლის:

) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პარტიას, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი ან/და უმაღლესი საბჭოს წევრი, განცხადებას უნდა დაურთოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.“;

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, უსკოსათვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით, და საქართველოს პარლამენტში ან/და უმაღლეს საბჭოში წარმომადგენლის ყოლის დამადასტურებელი საბუთი (ასეთი წარმომადგენლის ყოლის შემთხვევაში). პარტიის რეგისტრაციის მომენტისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერის მონაცემების ნამდვილობის გადამოწმების/დადასტურების მიზნით, ეს სააგენტო უსკოს უზრუნველყოფს ელექტრონული მონაცემების ბაზებზე წვდომის და გადამოწმების შესაძლებლობით.“;

) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადებაში უნდა აღინიშნოს:

ა) სახელი, რომელიც მიეთითება საარჩევნო ბიულეტენში. ეს სახელი უნდა შეესატყვისებოდეს პარტიის წესდებაში აღნიშნულ სახელწოდებას ან/და მის შემოკლებულ დასახელებას. ამასთანავე, განცხადებაში პარტიის სახელი შეიძლება აღინიშნოს ისე, რომ პარტიის წესდებაში აღნიშნული სახელწოდებიდან ან/და მისი შემოკლებული დასახელებიდან ამოღებულ იქნეს ცალკეული სიტყვები, აბრევიატურები ან/და სასვენი ნიშნები სხვა სიტყვების, აბრევიატურების ან/და სასვენი ნიშნების დამატების გარეშე. სახელი, რომლითაც პარტია დარეგისტრირდა, საარჩევნო ბიულეტენში უცვლელად მიეთითება;

ბ) ხელმძღვანელი პირის/პირების გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ხელმოწერის ნიმუში;

გ) წარმომადგენლის/წარმომადგენლების გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

დ) რამდენიმე ხელმძღვანელი პირის არსებობისას – საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში თითოეულის უფლებამოსილების ფარგლები.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული სახელწოდება და მისი შემოკლებული დასახელება არ უნდა ემთხვეოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სხვა პოლიტიკური პარტიის ოფიციალურ სახელწოდებას და მის შემოკლებულ ფორმას (თუ ისინი ერთმანეთს ემთხვევა, პოლიტიკურ პარტიას არა აქვს აღნიშნული სახელწოდებისა და მისი შემოკლებული დასახელების გამოყენების უფლება).“;

) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პარტია რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის 11 და მე-3 პუნქტებით დადგენილ პირობას, ვალდებულია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა უსკოს წარუდგინოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქტიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა არანაკლებ 3000 მხარდამჭერის ხელმოწერა. პარტიას მხარდამჭერთა სიის ბლანკები უნდა გადაეცეს უსკოს შესაბამისი სამსახურის მიერ, კომისიაში განცხადების წარდგენისთანავე.“.

 24. 36- მუხლის:

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის:

ა) სახელი და გვარი;

ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

დ) ხელმოწერის თარიღი;

ე) ხელმოწერა.“;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება, რომლის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივასაც მხარს უჭერს ამომრჩეველი.“.

25. 37- მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უსკოს სათანადო სამსახური თანმიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს და ეძლევა 3 დღის ვადა ხარვეზების შესავსებად. საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს უსკოს სათანადო სამსახური ზემოაღნიშნული წესით. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება საარჩევნო რეგისტრაციაზე. საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია, ასევე თუ პარტია ამ კანონის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს მხარდამჭერთა სიებს.“;

) მე-4 პუნქტის:

.) „დაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მხარდამჭერთა სიაში შეყვანილი ამომრჩეველი არ არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული აქტიური საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე;

ვ) ხელმომწერი პირი უსკოს თავმჯდომარისთვის წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით და განცხადებაზე მისი ხელმოწერა დამოწმებული იყო სანოტარო წესით;“;

.) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. პარტიის მხარდამჭერთა სიის შემოწმება უნდა დასრულდეს მისი წარდგენიდან 10 დღეში.“.

 26. 39- მუხლის:

) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. პარტიას უფლება აქვს, პარტიული სიის შედგენისას მასში შეყვანილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი ამ პუნქტის შესაბამისად განსაზღვროს ამ კანონის №1 დანართით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტიდან რომელიმე მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად. კერძოდ, აღნიშნულ პარტიულ სიაში ამ კანდიდატის გვარისა და სახელის გასწვრივ მიუთითოს იმ მუნიციპალიტეტის დასახელება, რომლის დელეგატობის კანდიდატადაც განისაზღვრება იგი. პარტიას უფლება არა აქვს, რომელიმე მუნიციპალიტეტისთვის ამ მუნიციპალიტეტის დელეგატობის ერთზე მეტი კანდიდატი განსაზღვროს. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება მხოლოდ ერთი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განისაზღვროს. თუ პირი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად ამ პუნქტის დარღვევით განისაზღვრა, უსკოს თავმჯდომარე სათანადო პარტიის წარმომადგენელს წერილობით აცნობებს აღნიშნული შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით) და მისი აღმოფხვრისთვის 3-დღიან ვადას განუსაზღვრავს. შეუსაბამობის ამ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში აღნიშნული პირი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად არ განისაზღვრება. რომელიმე მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრული უმაღლესი საბჭოს წევრი მისი, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის, უფლებამოსილების ცნობიდან უფლებამოსილების შეწყვეტამდე პერიოდში ამ მუნიციპალიტეტის დელეგატად მიიჩნევა, თუ პარტიამ, რომელმაც იგი მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განსაზღვრა, უმაღლესი საბჭოს შესაბამის არჩევნებში მონაწილე იმ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა მიიღო, რომლებმაც აღნიშნული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მისცეს ხმა. თუ ამ ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა ორმა ან ორზე მეტმა პარტიამ თანაბარი რაოდენობით მიიღო, აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ამ პუნქტის მიზნებისთვის უპირატესობა ენიჭება უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომლის მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატად განმსაზღვრელმა პარტიამაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.“;

) მე-9 პუნქტის:

.) „ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის1ქვეპუნქტი:

„ბ1) სქესი;“;

.) „ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-10 პუნქტისქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 27. 41- მუხლის:

) მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას და პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებს თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;“;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები უნდა შემოწმდეს და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი უნდა გადაწყდეს მათი წარდგენიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში გაატარებს პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების შესახებ იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). თუ პარტიული სიის იმ ნაწილში, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები კანდიდატი დარჩა, პარტიული სია და პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები რეგისტრაციაში არ გატარდება და უსკოს თავმჯდომარე ზემოაღნიშნულ ვადაში გამოსცემს განკარგულებას საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად უნდა აღინიშნოს რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და ამ კანონის ის ნორმები, რომელთა დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). ამ პუნქტში აღნიშნული განკარგულება პარტიის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა.“;

) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდება, ხოლო რეგისტრირებული კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით (ამ პუნქტის „ა“–„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში) ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემთხვევაში), თუ უსკოს თავმჯდომარისთვის წარდგენილი განცხადება და საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ ყველა მოთხოვნას ან დარღვეულია ამავე კანონით დადგენილი სხვა პირობები, კერძოდ:

ა) არასრულია ან არასწორია განცხადებასა და საბუთებში აღნიშნული მონაცემები;

ბ) პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია;

გ) კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე;

დ) უმაღლესი საბჭოს არჩევნების პერიოდში იმართება სხვა არჩევნები და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის თანხმობა ამ არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე;

ე) დარღვეულია ამ კანონის 54-ე ან/და 55-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები;

ვ) უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატმა არ წარმოადგინა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.“.

 28. 43- მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, მის წარმდგენ პარტიას უფლება აქვს, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 16 დღისა უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე, რისთვისაც განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს.“;

) 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1​2. კენჭისყრის დღიდან უსკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს, რომელმაც არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ უსკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე მოიპოვა უმაღლესი საბჭოს წევრის მანდატი, უფლება აქვს წერილობითი განცხადებით მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს თავისი კანდიდატურის პარტიული სიიდან მოხსნის თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში მისი კანდიდატურა პარტიული სიიდან მოიხსნება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, უსკოს მიერ არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე არაუგვიანეს 1 დღისა. თუ უსკოს თავმჯდომარე არ გამოსცემს განკარგულებას ამ პუნქტით დადგენილ ვადაში, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება განცხადების წარდგენის მომდევნო დღიდან. პარტიული სიიდან მოხსნილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის ადგილს ავტომატურად იკავებს იმავე პარტიულ სიაში მომდევნო უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი. ამ პუნქტით განსაზღვრული უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის ადგილმონაცვლეს უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით მოითხოვოს უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა.“;

) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას უფლება აქვს, არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება პარტიულ სიაში დარჩენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ. პარტიას უფლება არა აქვს, პარტიულ სიაში დარჩენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმოს ამ სიით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობამდე. პარტიის მიერ წარდგენილი უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტიის ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

3. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის უსკოს ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ, პარტიულ სიაში დარჩენილ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატს შეუძლია არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მოხსნას თავისი კანდიდატურა პარტიული სიიდან, რისთვისაც წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს უსკოს თავმჯდომარეს. მისი კანდიდატურა მოიხსნება უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით, განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება აღნიშნული ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.“. 

29. 46- მუხლის:

) მე-6 პუნქტის:

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისა;“;

.) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტისა და მისი წარმომადგენლისა;“.

 30. 48- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთებს, საარჩევნო ყუთებში სპეციალური კონვერტების ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახ­სნას, საარჩევნო ბიულეტენების დათვლას და ოქმის შედგენას;“.

 31. 49- მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენს მხოლოდ იმ საარჩევნო კომისიასთან ურთიერთობაში, რომელშიც მას აქვს რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.“;

) მე-5 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი;“;

) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საარჩევნო სუბიექტი საოლქო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ განცხადებით მიმართავს უსკოს მდივანს, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ − შესაბამისი ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს. სათანადო ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი 24 საათის განმავლობაში განკარგულებით რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს და გასცემს წარმომადგენლის მოწმობას, რომელიც იმავდროულად არის სამკერდე ნიშანი.“.

 32. 50- მუხლის:

) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიების სხდომებზე დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება აქვთ შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს.“;

) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„5​1. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი არ შეიძლება იმავდროულად იყოს:

ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი;

გ) მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

დ) მოსამართლე;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;

ვ) საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირი;

ზ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, საარჩევნო სუბიექტი, მისი წარმომადგენელი;

თ) საარჩევნო კომისიის წევრი;

ი) დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი;

კ) სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი.“.

 33. 55- მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„დ) საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების, მასწავლებლების, იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.“.

 34. 56- მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

35. 59- მუხლის:

) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.04%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის საარჩევნო სუბიექტის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ და რომელთა შესახებაც ეცნობა შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.“;

) მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 36. 64- მუხლის:

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კენჭისყრის შედეგების შეჯამება საოლქო საარჩევნო კომისიაში“;

) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის განხილვის შედეგების გათვალისწინებით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა აჯამებს უმაღლესი საბჭოს არჩევნების კენჭისყრის შედეგებს, ადგენს საარჩევნო ოლქში გამართული პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რომელსაც არაუგვიანეს მომდევნო დღისა გადასცემს უსკოს.

2. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:

ა) საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება;

ბ) არჩევნების დასახელება;

გ) კენჭისყრის თარიღი (თუ ეს არის განმეორებითი კენჭისყრა ესეც უნდა აღინიშნოს); 

დ) ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში;

ე) არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში;

ვ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

ზ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;

თ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობა;

ი) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი);

კ) იმ საარჩევნო უბნის ნომერი, რომელშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ უბანში და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველი;

ლ) გაცემულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი;

მ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;

ნ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“ და ხელს აწერს მას).“;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი, რომლებიც ესწრებიან კომისიის სხდომას, ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს. ოქმი დამოწმდება საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით.“;

) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„5​1. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი იურიდიული ძალის მქონეა, თუ მას ხელი მოაწერა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ.“;

) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით), აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ ასეთი ცვლილებები იქნა შეტანილი) დაუყოვნებლივ გადაეცემა უსკოს.

9. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა თანდართული განსხვავებული აზრებით) მისი მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაეცემა პარტიის წარმომადგენლებს და დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ოქმის ფოტოასლი უნდა დამოწმდეს საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭდით და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერებით (ამ ოქმის იურიდიული ძალა ისეთივეა, როგორიც საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა). ოქმის ფოტოასლის მიღებას წარმომადგენელი/დამკვირვებელი საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს.“. 

37. 65- მუხლის:

) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. უმაღლესი საბჭოს წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.“;

) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 21-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 21-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები.“;

) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. თუ 2 ან 2-ზე მეტი პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ პარტიულ სიას, რომელმაც უსკოში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.“;

) მე-17-მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. განმეორებითი კენჭისყრა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო უბნებში, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 10 პროცენტზე მეტია. ასეთ შემთხვევაში განმეორებითი კენჭისყრა იმართება არჩევნების დღიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.

18. თუ არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა, მაგრამ ვერცერთმა პარტიამ ვერ მიიღო სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა, უსკოს განკარგულებით, არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 კვირის ვადაში ტარდება ხელახალი კენჭისყრა.

19. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2 პროცენტისა. ხელახალ კენჭისყრაში მონაწილე პარტიების პარტიული სიები უცვლელი რჩება. ამ სიებში ცვლილების შეტანა შეიძლება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი საერთო წესით.“;

) 202 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20​2. არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართულა, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელახალი არჩევნების თარიღი; არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა, მიღებული ხმების პროცენტი და მიღებული მანდატების რაოდენობა; წარმდგენ საარჩევნო სუბიექტთა მიხედვით დალაგებული არჩეულ უმაღლეს საბჭოს წევრთა სია, მათი პარტიული კუთვნილების მითითებით.“. 

 38. 724 მუხლის:

) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენის ფორმა და შევსების წესი, საარჩევნო ყუთისა და სპეციალური ჩარჩოკონვერტის სახეები, წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის ფორმა და სახე განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.“;

) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ამ შემთხვევაში ბიულეტენის ტექსტს განკარგულებით ადგენს უსკო, რომელიც ეგზავნება ცესკოს შემდგომში ბიულეტენის საბოლოო ტექსტის დადგენის მიზნით.“.

39. 73- მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირების გადაწყვეტილებები მათი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს უსკოში, რომელიც საჩივარს იხილავს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. უსკოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლო საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 კალენდარული დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის შეტანიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“.

40. 74- მუხლის:

) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„1​1. ამ მუხლით განსაზღვრულ საარჩევნო დავაზე განცხადების/საჩივრის საარჩევნო კომისიაში შეტანის უფლება აქვთ სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლების მქონე ამავე მუხლით განსაზღვრულ პირებს.“;

) მე-10 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ უსკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ პარტია რეგისტრაციაში გატარდა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.“;

) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სიის, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატების, რეგისტრაციის შესახებ უსკოს თავმჯდომარის განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ:

ა) უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პარტიას, თუ უსკოს თავმჯდომარემ რეგისტრაციაში არ გაატარა პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სია, სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, ან/და უსკოს თავმჯდომარემ გააუქმა მათი რეგისტრაცია;

ბ) საარჩევნო რეგისტრაციის მქონე, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე სულ ცოტა 2 პირს (რომლებიც დამკვირვებლებად დაინიშნენ უსკოში), თუ მათ მიაჩნიათ, რომ უსკოს თავმჯდომარემ პარტიული სია, პარტიულ სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები, რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, აგრეთვე თუ პარტიულ სიაში შეყვანილი ცალკეული კანდიდატები ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მათი ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდა კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით.“;

) 21--23- პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. არჩევნების ჩატარებულად ან არჩატარებულად გამოცხადების შესახებ უსკოს განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას (თუ საქმე ეხება საარჩევნო ოლქს), დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

22. საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების შემთხვევაში უსკოს შესაბამისი განკარგულების გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.

23. უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამო სარჩელის სასამართლოში შეტანის უფლება აქვთ: უმაღლესი საჭოს არჩევნებში მონაწილე პარტიას, დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციას.“.

 41. 762-764 მუხლები ამოღებულ იქნეს.

 42. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის №1 დანართი:

 

„დანართი №1

ამ კანონის 39-ე მუხლის 6​1 პუნქტის მიზნებისთვის განსაზღვრული მუნიციპალიტეტები

 

მუნიციპალიტეტის დასახელება

მუნიციპალიტეტის საზღვრები

ბათუმი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი

ქობულეთი

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ქედა

ქედის მუნიციპალიტეტი

შუახევი

შუახევის მუნიციპალიტეტი

ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტი

“.


მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე

 

ბათუმი,

19 ივლისი 2024 წ.

N96-რს