„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესუსრსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესუსრსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 12/12/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 145, 14/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.010.007.931
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
13
12/12/2005
სსმ, 145, 14/12/2005
040.230.000.17.010.007.931
„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესუსრსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/12/2005 - 24/02/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.010.007.931

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

ბრძანება დადგენილება №13

2005 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქარ-თველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვე-პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულება“.

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე  დ. ქიტოშვილი

რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის

დებულება

           მუხლი 1. დებულების გამოყენების სფერო და მიზანი

1. ეს დებულება შემუშავებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მიზნად ისახავს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი ავტორიზებული პირების მიერ სახელმწიფო რესურესებით – რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის წესების დადგენას.

2. ამ დებულებით დგინდება სახელმწიფო რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისას კომისიის უფლებამოსილებები და ვალდებულებები, აუქციონის გამართვის პროცედურა, მათ შორის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესები, სახელმწიფო რესურსით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესი, სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები.

           მუხლი 2. აუქციონის გამართვის საფუძველი

1. რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

2. კომისია ღებულობს გადაწყვეტილებას აუქციონის გამართვის შესახებ, თუ არსებობს რადიოსიხშირული სპექტრის ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული და კომისიის მიერ განსაზღვრული თავისუფალი სიხშირული ზოლი ან ნუმერაციის ეროვნული სისტემით განსაზღვრული ნუმერაციის თავისუფალი რესურსი. რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძვლები განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.

3. კომისიის გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ჩასატარებელ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეიძლება შეეზღუდოს ავტორიზებულ პირებს მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.

           მუხლი 3. აუქციონის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება

1. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას.

2. კომისიის გადაწყვეტილება სულ ცოტა 1 თვით ადრე ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და განთავსდება ინტერნეტის ქსელში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მისამართზე: www.gncc.ge.

           მუხლი 4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი განცხადება და დოკუმენტაცია

1. სარგებლობის ლიცენზიის მაძიებელი აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემისას წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.

2. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

3. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისა და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბეს) გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

4. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს 15 დღისა.

5. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% – გადახდილი ბეს სახით ექვემდებარება დაბრუნებას.

           მუხლი 5. აუქციონის გამართვის წესი

1. აუქციონის გამართვის ზოგადი წესი განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით.

2. აუქციონის სხდომის თავმჯდომარე ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილებას. თუ ერთი ლიცენზიის მაძიებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთზე მეტ პირს, სხდომის თავმჯდომარე მიმართავს მათ, რომ დაასახელონ ერთი პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აუქციონში.

3. აუქციონის დასაწყისად ითვლება სხდომის თავმჯდომარის მიერ რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობის და აუქციონის ბიჯის გამოცხადება. აუქციონის ბიჯი უცვლელია და შეადგენს სარგებლობის ლიცენზიის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე.

4. სხდომის თავმჯდომარე იმ პირებს შორის, რომლებიც გამოცხადდნენ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, ატარებს წილისყრას. თითოეული მონაწილე ყუთიდან იღებს კონვერტს, რომელშიც მოთავსებულია რიგითი ნომერი. კონვერტი და მასში მოთავსებული რიგითი ნომერი არის იმდენივე, რამდენი მონაწილეცაა. ყუთიდან კონვერტის ამოღების რიგითობა განისაზღვრება კომისიაში განაცხადების შემოტანის თარიღის და დროის მიხედვით – პირველი კონვერტს ამოიღებს ის ლიცენზიის მაძიებლი ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენელი, რომელმაც პირველმა შემოიტანა განაცხადი და ა.შ.

5. მონაწილის მიერ ამოღებული რიგითი ნომერი განსაზღვრავს აუქციონის მიმდინარეობისას მონაწილის მიერ თანხის დაფიქსირების რიგითობას.

6. აუქციონის თითოეული მონაწილე მისთვის მინიჭებული რიგითი ნომრის მიხედვით აცხადებს მის მიერ შეთავაზებული რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობას. აუქციონის მონაწილის მიერ პირველად დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ბიჯის ჯამისა. აუქციონის მონაწილის მიერ ყოველი მომდევნო თანხის დაფიქსირება ხდება უკანასკნელ დაფიქსირებულ თანხაზე აუქციონის ბიჯის დამატებით. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს დააფიქსიროს აუქციონის ბიჯზე ჯერადად მეტი თანხა.

7. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს გამოცხადებულმა პირებმა, აუქციონი ცხადდება ჩაშლილად და მონაწილეებს გადახდილი ბე უკან არ უბრუნდებათ.

8. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს თავისი შეთავაზება გააკეთოს წინა მონაწილის მიერ თანხის დასახელებიდან 10 წთ-ის განმავლობაში. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს მოითხოვოს ერთი ნახევარსაათიანი შესვენება. ორივე შემთხვევაში მონაწილეს უფლება აქვს გავიდეს აუქციონის დარბაზიდან. თუ მითითებული დროის გასვლის შემდეგ მონაწილე არ დააფიქსირებს თანხას, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა თანხის დასახელებაზე.

9. აუქციონში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც აუქციონის მსვლელობისას დააფიქსირებს გადასახდელი თანხის მაქსიმალურ ოდენობას.

10. თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

11. აუქციონის მიმდინარეობა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც აუქციონის დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. სხდომის ოქმი იკინძება და მოწმდება კომისიის ბეჭდით.

12. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღება კომისიის გადაწყვეტილება.

13. რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. ერთი თვის ვადაში რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბეს სახით გადახდილი თანხა. კომისია იღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 10%-ის უნივერსალური მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით გახსნილ კომისიის სპეციალურ ანგარიშზე, 10%-ის – კომისიის ანგარიშზე, ხოლო 10%-ის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენ ზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით.

14. თუ კომისიამ ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული გარემოებისას მიიღო გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და აუქციონში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, კომისია იღებს გადაწყვეტილებას იმ პირის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, რომელმაც აუქციონის მიმდინარეობისას დააფიქსირა აუქციონში გამოვლენილ გამარჯვებულთან შედარებით ნაკლები, მაგრამ სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტი თანხა, ამავე დროს კომისიის ანგარიშიდან გატანილი არ აქვს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%).

15. თუ არ არსებობს აუქციონის ისეთი მონაწილე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომისია აუქციონს აცხადებს ჩაშლილად.

16. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10% საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით კომისიისათვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადებაში მითითებულ უნდა იქნეს საბანკო რეკვიზიტები, სადაც კომისიის მიერ გადაირიცხება აღნიშნული თანხა.

           მუხლი 6. რესურსით სარგებლობის უფლების სხვა პირებისთვის გადაცემა და პირდაპირი გადაპირება

1. რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ავტორიზებული პირი უფლებამოსილია აღნიშნული რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ ავტორიზებულ პირს მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში კომისიას წარუდგენს ამ ხელშეკრულებას.

2. კომისიას 3 დღის ვადაში შეაქვს სათანადო ცვლილებები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გასცემს სალიცენზიო მოწმობას.

3. ლიცენზიის მფლობელი ავტორიზებული პირი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიის განსაზღვრული რესურსით სარგებლობა ლიცენზიით განსაზღვრული პირობებითა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომისიაში წარმოადგენს ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების თაობაზე სათანადო ინფორმაციას და მხოლოდ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულის აღების შემთხვევაში. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მიმღებს.

4. აუქციონის წესით მოპოვებული რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას აუქციონის გამართვის მოთხოვნით, რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივი გადაცემის მიზნით.

5. რადიოსიხშირული სპექტრის ან ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი ავტორიზებული პირის მიერ რესურსით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემის მიზნით კომისიისათვის აუქციონის გამართვის მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში აუქციონი ტარდება ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით. ამ შემთხვევაში რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზრვრება ამ დებულების მე-7– მე-8 მუხლების შესაბამისად.

           მუხლი 7. რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის განსაზღვრა

რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის ჩატარებისას რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

 

P = Pf * Kq* Kp * N * Kn * Ks * Kg,

სადაც:

 

P – სიხშირული რესურსების აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობაა ლარებში;

Pf – კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანის შესაბამისი ღირებულება ლარებში (დანართი №1-ის მიხედვით);

Kq – სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის კოეფიციენტი (დანართი №2-ის მიხედვით);

Kp – გადამცემი (ბაზური) სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრის კოეფიციენტი (დანართი 3-ის მიხედვით);

N – გადამცემი სადგურების (ბაზური სადგურების) რაოდენობა;

Kn – სადგურების რაოდენობის კოეფიციენტი (დანართი 4-ის მიხედვით);

Ks – კავშირის სახეობის კოეფიციენტი (დანართი №5-ის მიხედვით);

Kg – ადგილობრივი მომსახურების ზონის კოეფიციენტი რაიონებისა და ქალაქების მიხედვით (დანართი №6-ის მიხედვით).

           მუხლი 8. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობის განსაზღვრა

1. ციფრების სამნიშნა კომბინაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 5 000 ლარს.

2. სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 300 ლარს 1 ათასიან სააბონენტო ნუმერაციის ბლოკზე.

დანართი №1

კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანით განსაზღვრული ღირებულება ლარებში – Pf

სიხშირის ზოლი

სიხშირე   10 გჰც-მდე

სიხშირე   10 გჰც-დან  20 გჰც-მდე

სიხშირე   20 გჰც-დან  30 გჰც-მდე

სიხშირე 30 გჰც-ზე ზევით

25 კჰც-ის ჩათვლით

800

-

-

-

25კჰც-იდან 125კჰც-ის ჩათვლით

1 700

-

-

-

125კჰც-იდან 250კჰც-ის ჩათვლით

3 200

-

-

-

250კჰც-იდან 500კჰც-ის ჩათვლით

4 500

-

-

-

500კჰც-იდან 1.7მგჰც-ის ჩათვლით

8 700

4 410

3 000

2 100

1.7მგჰც-იდან 3.5მგჰც-ის ჩათვლით

11 100

6 600

4 410

3 000

3.5მგჰც-იდან 7მგჰც-ის ჩათვლით

17 700

13 410

8 700

6 000

7 მგჰც-იდან 14მგჰც-ის ჩათვლით

24 450

19 950

13 410

8 700

14მგჰც-იდან 28მგჰც-ის ჩათვლით

30 900

26 640

17 700

11 700

28მგჰც-იდან 56მგჰც-ის ჩათვლით

37 800

33 300

21 000

14 850

56მგჰც-ის ზევით

44 400

39 900

26 400

17 700

დანართი 2

სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის კოეფიციენტი – Kq

სიხშირული დიაპაზონი

კოეფიციენტის სიდიდე

9კჰც-დან 470 მგჰც-ის ჩათვლით

1.8

470 მგჰც-დან 960 მგჰც-ის ჩათვლით

1.5

960 მგჰც-დან 3 გჰც-ის ჩათვლით

1

3 გჰც-იდან 10 გჰც-ის ჩათვლით

0.8

10 გჰც-იდან 17.7 გჰც-ის ჩათვლით

0.6

17.7 გჰც-იდან 40 გჰც-ის ჩათვლით

0.4

40 გჰც-იდან 60 გჰც-ის ჩათვლით

0.2

დანართი 3

გადამცემი სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრის კოეფიციენტი – Kp

გადამცემი სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრე

კოეფიციენტის სიდიდე

0 დან 5 ვატ-ის ჩათვლით

0.1

5 ვატ-იდან 10 ვატ-ის ჩათვლით

0.18

10 ვატ-დან 25 ვატ-ის ჩათვლით

0.35

25 ვატ-დან 50 ვატ-ის ჩათვლით

0.52

50 ვატ-დან 100 ვატ-ის ჩათვლით

0.7

100 ვატ-დან 250 ვატ-ის ჩათვლით

0.85

250 ვატ-დან 500 ვატ-ის ჩათვლით

1

500 ვატ-დან 1 კვატ-ის ჩათვლით

1.1

1 კვტ-დან 2.5 კვტ-ის ჩათვლით

1.2

2.5 კვტ-დან 5 კვტ-ის ჩათვლით

1.25

5 კვტ-დან 10 კვტ-ის ჩათვლით

1.3

10 კვტ-ის ზევით

1.4

დანართი 4

გადამცემი სადგურების რაოდენობის კოეფიციენტი – Kn

გადამცემი სადგურების რაოდენობა

კოეფიციენტის სიდიდე

1-დან 10-ის ჩათვლით

1

10-დან 50-ის ჩათვლით

0.9

50-დან 100-ის ჩათვლით

0.68

100-დან 500-ის ჩათვლით

0.58

500-დან ზევით

0.4

                                                                                                                                       დანართი 5

კავშირის სახეობის კოეფიციენტი – Ks

კავშირის სახეობა

კოეფიციენტის სიდიდე

მოძრავი რადიოსაკომუნიკაციო (სატელეფონო) მომსახურების სისტემა

3

მოძრავი ფართოზოლოვანი რადიოსაკომუნიკაციო მომსახურების სისტემა (ზოლის სიგანე > 5 მჰც)

5

ადგილობრივი უსადენო ფიქსირებული რადიო დაშვების ქსელი (ვიწროზოლოვანი, ზოლის სიგანე < 3.5 მჰც)

2

ადგილობრივი უსადენო ფიქსირებული რადიო დაშვების ქსელი (ფართოზოლოვანი, ზოლის სიგანე >3.5 მჰც)

4

სხვა სახეობებზე

1

 


დანართი 6

 

გეოგრაფიული კოეფიციენტი რაიონებისა და ქალაქების მიხედვით – Kg

 

გეოგრაფიული ტერიტორია

გეოგრაფიული კოეფიციენტი

1

საქართველოს მთელი ტერიტორია

1.3

2

თბილისი, დაბა წყნეთი

1.2

3

ბათუმი, სოხუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი

1

4

მარნეული, სამტრედია, ზესტაფონი, ზუგდიდი, ხაშური, მცხეთა, გორი, ბოლნისი, გარდაბანი, საგარეჯო

0.75

5

ქობულეთი, ხელვაჩაური, ბორჯომი, ჭიათურა, დედოფლისწყარო, თელავი, ოზურგეთი, გურჯაანი, გაგრა

0.65

6

წყალტუბო, ახალციხე, ცხინვალი, კასპი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ქარელი, ხობი, თერჯოლა, სიღნაღი, გალი, ოჩამჩირე, გულრიფში, გუდაუთა

0.5

7

დმანისი, წალკა, ახმეტა, ლაგოდეხი, დუშეთი, სენაკი, ლანჩხუთი, ყვარელი, ვანი, ნინოწმინდა

0.25

8

ამბროლაური, ბაღდათი, ტყიბული, საჩხერე, ხონი, მარტვილი, წალენჯიხა, ყაზბეგი, აბაშა

0.2

9

ჩოხატაური, ადიგენი, ცაგერი, ასპინძა, ხარაგაული, თიანეთი

0.1

10

ჩხოროწყუ, ონი, მესტია, ახალგორი, ლენტეხი, ქედა, ხულო, შუახევი, ჯავა

0.05

 

17. 13/01/2022 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 1 - ვებგვერდი, 14/01/2022 16. 03/06/2021 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 3 - ვებგვერდი, 10/06/2021 15. 12/11/2020 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 16/11/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 14. 11/10/2018 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 6 - ვებგვერდი, 15/10/2018 13. 22/02/2018 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 1 - ვებგვერდი, 26/02/2018 12. 25/04/2016 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 3 - ვებგვერდი, 27/04/2016 11. 03/11/2015 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 10 - ვებგვერდი, 06/11/2015 10. 20/08/2015 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 4 - ვებგვერდი, 24/08/2015 9. 07/11/2014 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 12/11/2014 8. 17/07/2013 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 6 - ვებგვერდი, 18/07/2013 7. 21/02/2012 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 4 - ვებგვერდი, 24/02/2012 6. 12/08/2011 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 110815008, 16/08/2011 5. 18/04/2011 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 3 - ვებგვერდი, 110420001, 26/04/2011 4. 19/02/2008 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 2 - სსმ, 26, 20/02/2008 3. 01/02/2008 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 1 - სსმ, 18, 05/02/2008 2. 16/03/2007 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 2 - სსმ, 39, 22/03/2007 1. 24/02/2006 - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება - 1 - სსმ, 30, 07/03/2006