„საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 25 დეკემბრის №236/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 25 დეკემბრის №236/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 183/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 19/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 240080000.18.011.016867
183/04
19/07/2024
ვებგვერდი, 22/07/2024
240080000.18.011.016867
„საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 25 დეკემბრის №236/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №183/04

2024 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 25 დეკემბრის №236/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საინვესტიციო საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 25 დეკემბრის №236/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 28/12/2020, ს/კ: 240080000.18.011.016534) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მთავარი საინვესტიციო ოფიცრის კანდიდატურის შერჩევა და წარდგენა;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) საინვესტიციო რისკების  მთავარი ოფიცრის კანდიდატურის შერჩევა და წარდგენა;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მთავარი საინვესტიციო ოფიცრისა და სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის დახმარებით, საბჭო შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტს.

2. საბჭოს თავმჯდომარე უზრუნველყოფს, რომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტი ოფიციალურად წარედგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს (შემდგომ - ეროვნული ბანკი) ფოსტით ან/და სააგენტოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით, განხილვისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პროექტის კანონთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბჭო  საჭიროებისამებრ, პერიოდულად, თუმცა არანაკლებ წელიწადში ერთხელ, გადასინჯავს, როგორც საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, ასევე აქტივების განთავსების სტრატეგიას და საჭიროების შემთხვევაში, განაახლებს მათ. საბჭოს აქვს აქტივების განთავსების სტრატეგიისა და მის შედეგად მიღებული ბენჩმარკ პორტფელების განსაზღვრის სრული დისკრეცია, თუ ის შეესაბამება კანონს.“;

გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. მთავარი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევა და თანამდებობიდან გათავისუფლება

1. საბჭო კანონის შესაბამისად, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი შესარჩევი კონკურსის საშუალებით შეარჩევს მთავარ საინვესტიციო ოფიცერს და შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს დანიშვნის მიზნით.

2. მთავარი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს ამტკიცებს საბჭო, საბჭოს სხდომის შესაბამისი ოქმით.

3. სააგენტოს დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენამდე, საბჭო იწონებს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მიერ განსაზღვრულ საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურას.

4. საბჭო უფლებამოსილია მიმართოს სამეთვალყურეო საბჭოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის გათავისუფლების მოთხოვნით შემდეგ შემთხვევებში:

ა) მთავარი საინვესტიციო ოფიცერი/საინვესტიციო სამსახური ვერ ასრულებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ რისკისა და შემოსავლიანობის მიზნებს;

ბ) მთავარი საინვესტიციო ოფიცერი/საინვესტიციო სამსახური არღვევს კანონით განსაზღვრულ ნდობით ვალდებულებას;

გ) მთავარი საინვესტიციო ოფიცრის/საინვესტიციო სამსახურის მიერ საპენსიო აქტივების მართვა იწვევს კანონთან და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან რეგულარულ შეუსაბამობას;

დ) სააგენტოს დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.

4. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის შერჩევა და თანამდებობიდან გათავისუფლება

1. საბჭო საინვესტიციო რისკების მთავარ ოფიცერს გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი შესარჩევი კონკურსის საშუალებით შეარჩევს და შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს სააგენტოს დირექტორს დანიშვნის მიზნით.

2. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს ამტკიცებს საბჭო, საბჭოს სხდომის შესაბამისი ოქმით.

3. სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის სტრუქტურას საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი და შემდგომ წარუდგენს სააგენტოს დირექტორს სააგენტოს სტრუქტურაში ასახვისა და დამტკიცების მიზნით.

4. საბჭო უფლებამოსილია სააგენტოს დირექტორს მიმართოს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით:

ა) საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის მიერ მისი ფუნქციებისა და მოვალეობების დარღვევის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში;

ბ) სააგენტოს დებულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.

5. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება

1. საბჭო რეგულარულად, არანაკლებ კვარტალში ერთხელ, ამოწმებს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის/საინვესტიციო სამსახურის საინვესტიციო საქმიანობას, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან/და შესაბამისი კომიტეტების ანგარიშგებაზე დაყრდნობით.

2. საბჭო აფასებს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის/საინვესტიციო სამსახურის საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობას და რისკისა და შემოსავლიანობის მიზნების შესრულებას. ასეთი შეფასება ხორციელდება არანაკლებ კვარტალში ერთხელ. ამ შეფასების შედეგები აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.

3. მთავარი საინვესტიციო ოფიცრის/საინვესტიციო სამსახურის საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შეუსაბამობის ან/და რისკისა და შემოსავლიანობის მიზნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საბჭო მთავარი საინვესტიციო ოფიცრისაგან მოითხოვს, რომ გონივრულ ვადაში წარუდგინოს დასამტკიცებლად სამოქმედო გეგმა საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ან რისკისა და შემოსავლიანობის მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ზომების შესახებ.

4. საბჭო ზედამხედველობს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის და სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის საქმიანობას საინვესტიციო რისკთან მიმართებაში, მათ შორის, ამ საქმიანობის კანონის შესაბამისად განხორციელებას. საბჭო ასევე აფასებს საპენსიო აქტივების ინვესტიციებთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას, მათ შორის, საოპერაციო საკითხებსა და ეფექტიანობას, საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის, შიდა და გარე აუდიტის ან სხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.“.

6. მე-7 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბჭო ახორციელებს სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას სპეციალიზებულ დეპოზიტართან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მიერ არანაკლებ წელიწადში ერთხელ წარდგენილი ანგარიშების საფუძველზე.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების მიღების მიზნით ეროვნულ ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მომსახურების სხვაგვარად მიღება შეუძლებელია ან ეს საჭიროებს არაგონივრულ ძალისხმევას ან ხარჯებს.“.

7. მე-8 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საბჭოს შეუძლია აირჩიოს ერთი ან რამდენიმე აქტივების მმართველი კომპანია გარკვეული საპენსიო აქტივების სამართავად გადაცემის მიზნით.

2. აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს ამტკიცებს საბჭო, სხდომის შესაბამისი ოქმით. შერჩევის პროცესი და მინიმალური კრიტერიუმები უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობას. შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ითვალისწინებდეს კორპორატიული მართვის რისკებთან მიმართებით შემოწმებას.“.

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საინვესტიციო სამსახურის და საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების რაოდენობასა და შრომის ანაზღაურებებს, მათ შორის, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის და საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის შრომის ანაზღაურებას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა