დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4325-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 020000000.05.001.102328 |
საქართველოს კანონი |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 16511 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16511. დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა 1. დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევის რაოდენობისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“. 2. 2298 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2298. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის შესაბამის ორგანოებს/სამსახურებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აქვთ ამ კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება.“. 3. 239-ე მუხლის 76-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „76. ამ კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ელექტრონულად ადგენენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის საამისოდ უფლებამოსილი პირები საქართველოს საპენსიო ფონდის მიერ დამტკიცებული ფორმების შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი, 27 ივნისი 2024 წ. №4325-XIVმს-Xმპ
|
დოკუმენტის კომენტარები