დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4326-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/07/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 220010000.04.001.018105 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ჰ10“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰ10) საპენსიო ფონდი − „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს საპენსიო ფონდი;“. 2. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 32. კომერციული ბანკების, მიკრობანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, სხვა ფინანსური ინსტიტუტების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საპენსიო ფონდის ანგარიშები, სარეზოლუციო ფონდი ეროვნულ ბანკში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჰქონდეს კომერციული ბანკების, მიკრობანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საპენსიო ფონდის ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნებისთვის გახსნას ანგარიში − სარეზოლუციო ფონდი.“. 3. 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, მიკრობანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, საპენსიო ფონდის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, ავტორიზებული სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს, სესხის გამცემი სუბიექტებისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.“. 4. 523 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 523. საპენსიო ფონდის ზედამხედველობა ეროვნული ბანკი უფლებამოსილია: ა) განახორციელოს საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) შეითანხმოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი, რისკის მართვის ჩარჩო და თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული სხვა პოლიტიკის დოკუმენტები; პერიოდულად შეამოწმოს საპენსიო ფონდის პოლიტიკის დოკუმენტების თავის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა; გ) თავისი საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში საპენსიო ფონდს მისცეს სავალდებულო მითითებები; დ) შეაფასოს საპენსიო ფონდის კომიტეტების შესაბამისი წესდებები და საქმიანობა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კომიტეტებისთვის მინიმალური სტანდარტი და პროცედურა დაადგინოს; ე) საპენსიო ფონდის მმართველობით საბჭოს მოსთხოვოს კომიტეტების შექმნა; ვ) მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თანამდებობიდან გაათავისუფლოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ზ) დაადგინოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების შესაფერისობის კრიტერიუმები და შეითანხმოს საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორების დანიშვნა; თ) დაადგინოს იმ ფინანსური და არაფინანსური ინსტრუმენტების მინიმალური დასაშვები რეიტინგი ან დამატებითი მოთხოვნები იმ ფინანსური ინსტრუმენტების ემიტენტების მიმართ, რომლებშიც საპენსიო ფონდმა შეიძლება ინვესტიცია განახორციელოს; ი) საპენსიო ფონდის მიერ ჩადენილი მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მას მისცეს სავალდებულო მითითება და ამ დარღვევის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს; კ) განახორციელოს საპენსიო ფონდის სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ლ) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც საპენსიო ფონდს უწევს მომსახურებას. ეს წესები შეიძლება ეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს; მ) აღიაროს სხვა სახელმწიფოს მიერ ლიცენზირებული სპეციალიზებული დეპოზიტარი და აქტივების მმართველი კომპანია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ნ) საპენსიო აქტივების სამართავად განახორციელოს ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) და სპეციალიზებული დეპოზიტარის (დეპოზიტარების) ავტორიზაცია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ო) საქართველოში და საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული/ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის) დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები; პ) ადგილზე შეამოწმოს საპენსიო ფონდი, სპეციალიზებული დეპოზიტარი და აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად; ჟ) საპენსიო ფონდს წერილობით მიაწოდოს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფინანსური ან ორგანიზაციული მდგომარეობის გაუარესების ან შესაძლო გაუარესების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია); რ) განიხილოს და გამოსცეს საპენსიო ფონდის საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ს) შეასრულოს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ტ) საპენსიო ფონდს განუსაზღვროს და მის მიმართ გამოიყენოს შესაბამისი არაფულადი სანქციები თავის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; უ) განახორციელოს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.“. 5. 61-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ. ეროვნული ბანკი ამ ანგარიშში ასახავს საპენსიო ფონდის საქმიანობის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს აღნიშნულ ანგარიშს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
თბილისი, 27 ივნისი 2024 წ. №4326-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები