„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024619
225
10/07/2024
ვებგვერდი, 11/07/2024
300160070.10.003.024619
„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №225

2024 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/06/2023, 300160070.10.003.024071) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“  ქვეპუნქტები:

„მ) გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი სტანდარტი − ევროკავშირის ევრო 5 სტანდარტი − იძულებითი აალებადი ძრავის, ხოლო ევრო 5ბ სტანდარტი − შეკუმშვით აალებადი ძრავის შემთხვევაში (EC/715/2007 რეგულაცია); ევროკავშირის გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 83-ე რეგულაციის მე-6 ცვლილებით გათვალისწინებული სტანდარტები (ე. წ. ეკოლოგიურობის მე-5 კლასი); აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მე-2 დონის მეხუთე ჯგუფისა და კალიფორნიის მე-2 დონის სტანდარტი; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩინეთი 5“ სტანდარტი; იაპონიის „პოსტ ახალი გრძელვადიანი სტანდარტი“; ევროკავშირის ევრო V სტანდარტი − M3 და N3 კატეგორიების ავტომობილების შემთხვევაში (2005/55/EC დირექტივა); ევროკავშირის  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის 49-ე რეგულაციის 2008 წლის ზღვრული ნორმები − M3 და N3 კატეგორიების ავტომობილების შემთხვევაში; აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს 2001 წლის საბოლოო წესით („ახალი ავტომობილებიდან ჰაერის დაბინძურების კონტროლის შესახებ − მძიმე სატვირთო ავტომობილის ძრავისა და ავტომობილის სტანდარტები და საავტომობილო დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის კონტროლის მოთხოვნები“) დადგენილი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები − M3 და N3 კატეგორიების ავტომობილების შემთხვევაში; იაპონიის 2005 წლის „ახალი გრძელვადიანი სტანდარტებით“ დადგენილი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები − M3 და N3 კატეგორიების ავტომობილების შემთხვევაში; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ჩინეთი V“ სტანდარტი − M3 და N3 კატეგორიების ავტომობილების შემთხვევაში;

ნ) არასაგზაო დანიშნულების მოძრავი მანქანები – ნებისმიერი მოძრავი მანქანა, გადასაზიდი საწარმოო მოწყობილობა ან სატრანსპორტო საშუალება ძარით ან მის გარეშე, რომელიც არ არის განკუთვნილი გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად და რომელშიც დამონტაჟებულია შიგაწვის ძრავა.“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებზე;

თ) ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი   მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს, ასევე არასაგზაო დანიშნულების მოძრავ მანქანებზე.“.

3. მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) წარმოებულ იქნენ ამ რეგლამენტის მე-6 დანართით განსაზღვრულ ქვეყანაში (რაც დასტურდება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციიდან). ამასთან, აკმაყოფილებენ აღნიშნული დანართის მოთხოვნებს და ამ რეგლამენტის მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებს, რაც დასტურდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნით;“.

4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ბ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ერთ წლამდე ავტომობილებს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებთან ერთად ასევე უნდა ახლდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც დასტურდება ავტომობილის გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნული დასკვნის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და წარუდგინოს ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ აღიარებული ავტომობილის ტიპის დამტკიცების ორგანოების/ტექნიკური მომსახურების ცენტრების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი ან/და ავტომობილის მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი ან/და ავტომობილის მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი ავტომობილის მარკა, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, ამასთანავე, გამონაბოლქვის მონაცემები ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი ან უფრო მაღალი სტანდარტი. აშშ-ში ან აშშ-ის ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილებისთვის, აღნიშნული დოკუმენტაციის ნაცვლად, დაინტერესებულ პირს შეუძლია, წარადგინოს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი, სერტიფიკატის შემაჯამებელი ინფორმაცია, შესაბამის ავტომობილზე განთავსებული ავტომობილის გაფრქვევების შესახებ ეტიკეტის ფოტოასლი და საიდენტიფიკაციო ნომრ(ებ)ის ეტიკეტის ფოტოასლი. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი, ექსპორტისა და წარმოების ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი).“.

5. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ერთი წლისა და მეტი ასაკის ავტომობილებს რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებთან ერთად ასევე უნდა ახლდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც დასტურდება ავტომობილის გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა. აღნიშნული დასკვნის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია ან/და შესაბამისი ავტომობილის მწარმოებლის საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლის/დილერის მიერ მასთან არსებული ინფორმაციის საფუძველზე  გაცემული დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის გამონაბოლქვის მონაცემები ან/და ამ დადგენილებით განსაზღვრული გამონაბოლქვის ზღვრული ნორმების ტოლფასი ან უფრო მაღალი სტანდარტი. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი, ექსპორტისა და წარმოების ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი).“.

6. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ ექსპორტიორი ქვეყნებიდან იმპორტირებული ავტომობილის მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრული ნორმების ამ რეგლამენტის მე-3, მე-4 და მე-5 დანართებით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნის ასაღებად, რომლებიც არაა მითითებული ამავე რეგლამენტის დანართ 6-ში ან არ აკმაყოფილებს აღნიშნული დანართის მოთხოვნებს, დაინტერესებულმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და წარუდგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ავტომობილის შესაბამისობის სერტიფიკატი და ავტომობილის ტიპის დამტკიცების დოკუმენტი ან/და ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ აღიარებული ავტომობილის ტიპის დამტკიცების ორგანოების/ტექნიკური მომსახურების ცენტრების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს შესაბამისი მოდელის ავტომობილის გამონაბოლქვის მონაცემები. აშშ-ში ან აშშ-ის ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილებისთვის, აღნიშნული დოკუმენტაციის ნაცვლად, დაინტერესებულ პირს შეუძლია წარადგინოს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი, სერტიფიკატის შემაჯამებელი ინფორმაცია, შესაბამის ავტომობილზე განთავსებული ავტომობილის გაფრქვევების შესახებ ეტიკეტის ფოტოასლი და საიდენტიფიკაციო ნომრ(ებ)ის ეტიკეტის ფოტოასლი. განცხადებას თან უნდა ახლდეს წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის შესაბამისი ავტომობილ(ებ)ის მარკა, მოდელი, ძრავის ნომერი, ძრავის მოცულობა, გამოშვების წელი, ექსპორტის ქვეყანა და საიდენტიფიკაციო ნომერი/ნომრები (VIN კოდ(ებ)ი).“.

7. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2, 21 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების შედარებას ამ რეგლამენტის შესაბამის დანართებში მოცემულ გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ზღვრულ ნორმებთან ახდენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში და გასცემს შესაბამის დასკვნას.“.

8. დანართი  6  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 6. ქვეყნები, სადაც რეგისტრირებული ან საიდანაც ექსპორტირებული ავტომობილების საქართველოში პირველადი რეგისტრაცია/დროებითი რეგისტრაცია დასაშვებია შესაბამისი გამოშვების წლის გათვალისწინებით

 

ქვეყანა

ავტომობილის გამოშვების წელი

ევროკავშირის წევრი ქვეყნები

≥2013

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

≥2013

შვეიცარიის კონფედერაცია

≥2013

ნორვეგიის სამეფო

≥2013

ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ)

≥2013

იაპონია

≥2013

კორეის რესპუბლიკა

≥2013

თურქეთის რესპუბლიკა

≥2013

კანადა

≥2013

ჩილეს რესპუბლიკა

≥2013

ავსტრალიის თანამეგობრობა

≥2016

რუსეთის ფედერაცია (მხოლოდ 2022 წლამდე რეგისტრირებული ავტომობილები)

≥2016 − ≤2021

სინგაპურის რესპუბლიკა

≥2017

არაბთა გაერთიანებული საამიროები (მხოლოდ N3 კატეგორიის ავტომობილები)

≥2021

ისრაელი

≥2013

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა

    ≥2018.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე