„ტექნიკური რეგლამენტის − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“ დამტკიცების შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 216
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/07/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/07/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024610
216
03/07/2024
ვებგვერდი, 03/07/2024
300160070.10.003.024610
„ტექნიკური რეგლამენტის − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №216

2024 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“ დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



ტექნიკური რეგლამენტი − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით

მუხლი 1. ზოგადი მოთხოვნები

1.  „ტექნიკური  რეგლამენტი – გამონაკლისი  წესები  თხევადი  ზეთებისა  და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის  №173 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესის“ მე-15 მუხლიდან − „მოთხოვნები სურსათის ტრანსპორტირებისადმი“  გამონაკლის წესებს თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო გემით ტრანსპორტირებისათვის.

2.  თხევადი ზეთები და ცხიმები, რომლებიც განკუთვნილია ან შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ადამიანის მიერ (ზეთები ან ცხიმები) მოხმარებისათვის, შესაძლებელია, ტრანსპორტირებულ იქნეს საზღვაო გემებით, რომლებიც არ არიან განკუთვნილი სურსათის ტრანსპორტირებისათვის, იმ პირობით, თუ დაცული იქნება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნები.

3. ტექნიკურ რეგლამენტი ვრცელდება იმ თხევად ზეთებსა და ცხიმებზე, რომელთა ტრანსპორტირება ხდება ცისტერნებით საზღვაო გემებზე და განკუთვნილია საქართველოში ბაზარზე განსათავსებლად.

მუხლი 2. გამონაკლისის პირობები

1. ტვირთი, რომელიც ზეთებისა და ცხიმების ტრანსპორტირებამდე გადატანილ იქნა საზღვაო გემის იმავე მოწყობილობებით (შემდგომში − „წინა ტვირთი“), უნდა შედგებოდეს მხოლოდ იმ ნივთიერებებისგან ან   ნივთიერებების ნარევისგან, რომელიც განსაზღვრულია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართის − „დასაშვები „წინა ტვირთების“ ჩამონათვალი“ შესაბამისად.

2. დასაშვებია თხევადი ზეთების ან ცხიმების ტრანსპორტირება, რომლებიც ექვემდებარება დამუშავებას იმ ცისტერნებით, რომლებიც არ არის განკუთვნილი მხოლოდ სურსათის ტრანსპორტირებისათვის, ერთ-ერთი პირობის დაცვით:

ა) თუ ზეთების ან ცხიმების ტრანსპორტირება ხდება უჟანგავი ფოლადის ცისტერნით ან ცისტერნით, რომელიც დაფარულია ეპოქსიდური ფისით ან მისი ტექნიკური ეკვივალენტით, უშუალოდ მისი „წინა ტვირთი“ უნდა იყოს ერთ-ერთი:

ა.ა) სასურსათო პროდუქტი;

ა.ბ) ტვირთი, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართით განსაზღვრული დასაშვები „წინა ტვირთის“ სიიდან;

ბ) თუ ზეთების ან ცხიმების ტრანსპორტირება ხდება ცისტერნით, რომელიც დამზადებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მასალისგან განსხვავებული მასალით, წინა სამი ტვირთი, რომელიც ამ ცისტერნით იქნა ტრანსპორტირებული, უნდა იყოს ერთ-ერთი:

ბ.ა) სასურსათო პროდუქტი;

ბ.ბ) ტვირთი, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართით განსაზღვრული დასაშვები „წინა ტვირთის“ სიიდან.

3. თხევადი ზეთებისა და ცხიმების, რომლებიც არ ექვემდებარება დამუშავებას, ტრანსპორტირება დასაშვებია იმ ცისტერნებით, რომლებიც არ არის   განკუთვნილი მხოლოდ სურსათის ტრანსპორტირებისათვის და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) ცისტერნა უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ პირობას:

ა.ა) უნდა იყოს უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული;

ა.ბ) დაფარული უნდა იყოს ეპოქსიდური ფისით ან მისი ტექნიკური ეკვივალენტით;

 ბ) წინა სამი ტვირთი, რომელიც ამ ცისტერნით იქნა გადაზიდული, უნდა იყოს სასურსათო პროდუქტი.

მუხლი 3. ჩანაწერების შენახვა

1. საზღვაო გემის კაპიტანი, რომელიც ახორციელებს თხევადი ზეთებისა და ცხიმების ცისტერნებით ტრანსპორტირებას, ვალდებულია, შეინახოს დოკუმენტური მტკიცებულება შესაბამისი ცისტერნებით ტრანსპორტირებულ წინა სამ ტვირთთან და ამ ტვირთების ტრანსპორტირებას შორის ჩატარებულ დასუფთავების ეფექტიანობასთან დაკავშირებით.

2. თუ ტვირთი იქნა გადატვირთული სხვა საზღვაო გემზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, ტვირთის მიმღები საზღვაო გემის კაპიტანი ვალდებულია, შეინახოს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება, რომ თხევადი ზეთების ან ცხიმების წინა ტრანსპორტირება შეესაბამებოდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირობებს და ამ ტვირთების ტრანსპორტირებებს შორის დასუფთავების პროცესების ეფექტიანობას.

3. საზღვაო გემის კაპიტანი ვალდებულია, გემის საზღვაო ნავსადგურში შესვლის შემდეგ, ამ  მუხლის  პირველი  და  მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოს.

დანართი

დასაშვები „წინა ტვირთების“   ჩამონათვალი

 

ნივთიერება (სინონიმები)

CAS No

1

ამონიუმის ნიტრატის ხსნარი

6484-52-2

2

ამონიუმის პოლიფოსფატი

68333-79-9 და 10124-31-9

3

ამონიუმის ჰიდროქსიდი (ამონიუმის ჰიდრატი, ამიაკის ხსნარი, ნიშადურის სპირტი)

1336-21-6

4

არაფრაქციული ცხიმოვანი ეთერები მცენარეული, საზღვაო და ცხოველური ზეთებიდან და ცხიმებიდან და/ან მათი ნარევებიდან, იმ პირობით, რომ წყაროს წარმოადგენენ სასურსათო (საკვები) ცხიმები ან ზეთები

-

5

არაფრაქციული ცხიმოვანი მჟავები მცენარეული, ზღვის და ცხოველური ზეთებიდან და ცხიმებიდან და/ან მათი ნარევებიდან, იმ პირობით, რომ მათ წყაროს წარმოადგენენ სასურსათო (საკვები) ცხიმები ან ზეთები

-

6

არაფრაქციული ცხიმოვანი სპირტები მცენარეული, ზღვის და ცხოველური ზეთებიდან და ცხიმებიდან და/ან მათი ნარევებიდან, იმ პირობით, რომ მათ წყაროს წარმოადგენენ სასურსათო (საკვები) ცხიმები ან ზეთები

-

7

აცეტონი (დიმეთილკეტონი, 2- პროპანონი)

67-64-1

8

ბენზილის სპირტი  (მხოლოდ ფარმაცევტული და რეაგენტების კლასის)

100-51-6

9

N-ბუთილაცეტატი

123-86-4

10

2 - ბუთილაცეტატი

105-46-4

11

გლიკოლები

1,3-ბუთანდიოლი (1,3-ბუთილენგლიკოლი)

1,4-ბუთანდიოლი (1,4-ბუთილენგლიკოლი)

 

107-88-0

110-63-4

12

გლიცეროლი (გლიცერინი; პროპან-1,2,3-ტრიოლი)

 

56-81-5

13

გოგირდმჟავა

7664-93-9

14

ეთანოლი (ეთილის სპირტი)

64-17-5

15

ეთილის აცეტატი (ძმრის ეთერი; ძმარმჟავა ეთერი; ეთილის ეთერი)

141-78-6

16

2-ეთილჰექსანოლი (2-ეთილექსილის სპირტი)

104-76-7

17

ეთილ-ტერტ-ბუთილის ეთერი

637-92-3

18

ეპოქსიდირებული სოიოს ზეთი (სულ მცირე 7% არაუმეტეს 8% ოქსირენის ჟანგბადის შემცველობით)

8013-07-8

19

თეთრი მინერალური ზეთები

8042-47-5

20

იზო-ბუთანოლი (2-მეთილ-1-პროპანოლი)

78-83-1

21

იზობუთილის აცეტატი (2-მეთილპროპილ აცეტატი)

110-19-0

22

იზოდეკანოლი (იზოდეცილის სპირტი)

25339-17-7

23

იზო-ნონანოლი (იზონონილის სპირტი)

27458-94-2

24

იზო-ოქტანოლი (იზოოქტილის სპირტი)

26952-21-6

25

იზო-პროპანოლი (პროპან-2-ოლი; იზოპროპილ სპირტი; IPA)

67-63-0

26

კალიუმის ჰიდროქსიდის (კაუსტიკური პოტაშის) ხსნარი

1310-58-3

27

კალციუმ-ამონიუმის ნიტრატი

15245-12-2

28

კალციუმის ნიტრატი

10124-37-5

29

კალციუმის (II) ნიტრატის დეჰიდრატი

35054-52-5

30

კალციუმის  ნიტრატის ტეტრაჰიდრატი

13477-34-4

31

კალციუმის ქლორიდის ხსნარი

10043-52-4

32

კაოლინის სუსპენზია

1332-58-7

33

ლიმონენი (დიპენტენი)

138-86-3

34

მაგნიუმის ქლორიდის ხსნარი

7786-30-3

35

მეთანოლი (მეთილის სპირტი)

67-56-1

36

მეთილაცეტატი

79-20-9

37

მეთილეთილკეტონი (2 - ბუთანონი)

78-93-3

38

მეთილიზობუთილ კეტონი (4-მეთილ-2-პენტანონი)

108-10-1

39

მეთილ-ტერტ-ბუთილის ეთერი (MBTE)

1634-04-4

40

მელასა,  რომელიც იწარმოება  ტრადიციული შაქრის გადამამუშავებელ მრეწველობაში, შაქრის ლერწმის, შაქრის ჭარხლის, ციტრუსების ან სორგოს გამოყენებით

-

41

მჟავე ზეთები და ცხიმოვანი მჟავების დისტილატები მცენარეული ზეთების და ცხიმებისაგან და/ან მათი მინარევებისაგან, ასევე  ცხოველური  და ზღვის  ცხიმები და ზეთები

-

42

ნატრიუმის სილიკატის (წყლის მინის) ხსნარი

 

1344-09-8

43

ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარი (კაუსტიკური სოდა, ტუტე)

 

1310-73-2

44

პარაფინის ცვილი (სურსათის კლასის)

 

8002-74-2 და 63231-60-7

45

პენტანი

109-66-0

46

პოლიპროპილენგლიკოლი (მოლეკულური წონა 400-ზე მეტი)

25322-69-4

47

1,3-პროპანდიოლი (1,3-პროპილენგლიკოლი; ტრიმეთილენ გლიკოლი)

504-63-2

48

N-პროპილაცეტატი

109-60-4

49

პროპილენგლიკოლი (1,2 პროპილენგლიკოლი; პროპან-1,2-დიოლი; 1,2-დიჰიდროქსიპროპანი; მონოპროპილენგლიკოლი (mpg);  მეთილგლიკოლი)

57-55-6

50

პროპილენის ტეტრამერი

6842-15-5

51

პროპილის სპირტი (პროპან-1-ოლი; 1-პროპანოლი)

71-23-8

52

სასმელი წყალი

7732-18-5

53

სორბიტოლის ხსნარი (d-სორბიტოლი; ექვსატომიანი სპირტი; d-სორბიტი)

50-70-4

54

ტერტბუთილაცეტატი (t- ბუთილაცეტატი)

540-88-5

55

ფოსფორმჟავა (ორთოფოსფორმჟავა)

7664-38-2

56

ფრუქტოზა

57-48-7 და 30237-26-4

57

შარდოვანა ამონიუმის ნიტრატის ხსნარი (UAN)

 

58

ციკლოჰექსანი (ჰექსამეთილენი; ჰექსანაფთენი; ჰექსაჰიდრობენზოლი)

110-82-7

 

 

 

 

 

 

59

 

 

ცხიმოვანი მჟავები:

არაქინის მჟავა

506-30-9

ბეჰენის მჟავა

112-85-6

ერბომჟავა (n-ბუთირის მჟავა; ბუთანოინის მჟავა; ეთილის ძმარმჟავა; პროპილჭიანჭველმჟავა)

107-92-6

კაპრინის მჟავა (n-დეკანოინის მჟავა)

 

334-48-5

კაპრონის მჟავა (n-ჰექსანოინის მჟავა)

142-62-1

კაპრილის მჟავა (n-ოქტანური მჟავა)

124-07-2

ერუკის მჟავა (ცის-13-დოკოსენოინის მჟავა)

112-86-7

ჰეპტანის მჟავა (n-ჰეპტანური მჟავა)

111-14-8

ლაურინის მჟავა (n-დოდეკანოინის მჟავა)

143-07-7

ლაურელის მჟავა (დედეკანოინის მჟავა)

4998-71-4

ლინოლეის მჟავა (9,12-ოქტადეკადინის მჟავა)

60-33-3

ლინოლეინის მჟავა (9,12,15 -

ოქტადეკატრიენის  მჟავა)

463-40-1

მირისტინის მჟავა (n-ტეტრადეკანოინის მჟავა)

544-63-8

მირისტოლეინის მჟავა (n-ტეტრადეკანოინის მჟავა)

544-64-9

ოლეინის მჟავა (n-ოქტადეცენური მჟავა)

112-80-1

პალმიტინის მჟავა (n-ჰექსადეკანოინის მჟავა)

57-10-3

პალმიტოლეინის მჟავა (ცის-9- ჰექსადეცენური მჟავა)

373 - 49 - 9

პელარგონის მჟავა (n-ნონანოინის მჟავა)

112 - 05 -0

რიცინოლის მჟავა (ცის-12-ჰიდროქსი ოქტადეკ-9-ენოინის მჟავა; აბუსალათინის ზეთის მჟავა)

141-20

სტეარინის მჟავა (n-ოქტადეკანოინის მჟავა)

57-11 - 4

ვალერინის მჟავა (n-პენტანოის მჟავა; ვალერიანის მჟავა)

109-52-4

60

ცხიმოვანი მჟავების ეთერები ნებისმიერი ეთერი, რომელიც წარმოიქმნება ჩამოთვლილი ცხიმოვანი მჟავებისა და ცხიმოვანი სპირტების, ასევე მეთანოლისა და ეთანოლისგან.  მაგ.:

ბუთილმირისტატი

110-36-1

ცეტილსტეარატი

110-63-2

ოლეილპალმიტატი

2906-55-0

მეთილლაურატი (მეთილდოდეკანოატი)

 

111-82-0

მეთილოლეატი (მეთილოქტადეკანოატი)

112-62-9

მეთილპალმიტატი (მეთილჰექსადეკანოატი)

 

112-39-0

მეთილსტეარატი (მეთილოქტადეკანოატი)

112-61-8

61

 

 

ცხიმოვანი სპირტები

ბუთილის სპირტი (1-ბუთანოლი)

71-36-3

კაპროილის სპირტი (1- ჰექსანოლი, ჰექსილის სპირტი)

 

111-27-3

კაპრილის სპირტი (1-n-ოქტანოლი; ჰეპტილკარბინოლი)

 

111-87-5

ცეტილის სპირტი (სპირტი С-16; 1- ჰექსადეკანოლი; ცეტილიკის სპირტი;  პალმიტილის სპირტი; n-პირველადი  ჰექსადეცილის სპირტი

 

36653-82-4

დეცილის სპირტი (l - დეკანოლი)

112-30-1

ჰეპტილის სპირტი ((l -ჰეპტანოლი)

111-70-6

ლაურილის სპირტი (n - დოდეკანოლი; დოდეცილის სპირტი)

112-53-8

მირისტილის სპირტი (l - ტეტრადეკანოლი; ტეტრადეკანოლი)

112-72-1

ნონილის სპირტი (l - ნონანოლი; პელარგონის სპირტი; ოქტილკარბინოლი)

143-08-8

ოლეილის სპირტი (ოქტადეკანოლი)

143-28-2

სტეარილის სპირტი (l - ოქტადეკანოლი)

112-92-5

ტრიდეცილის სპირტი (l - ტრიდეკანოლი)

112-70-9

62

ცხიმოვანი სპირტიანი ნარევები

ლაურილმირისტილის სპირტი (C12 — C14   - ის ნარევი)

 

ცეტილსტეარილის სპირტი (C16 — C18    - ის ნარევი)

 

63

ცხოველური, ზღვის, მცენარეული და ჰიდროგენიზებული ზეთები და ცხიმები MEPC (Marine Environment Protection Committee). 2/ცირკ. შესაბამისად IMO (International maritime organization)-დან

-

64

ძმარმჟავა (ეთანომჟავა; ღვინის ძმრის მჟავა; მეთანკარბოქსილის მჟავა)

64-19-7

 

65

ძმრის ანჰიდრიდი (ძმარმჟავას ანჰიდრიდი)

108-24-7

66

წყალბადის ზეჟანგი

7722-84-1

67

ჭიანჭველამჟავა (მეთანომჟავა, წყალბადის კარბოქსილის მჟავა)

64-18-6

68

ჰეპტანი (კომერციული კლასის)

 

142-82-5

69

ჰექსანი (ტექნიკური კლასები)

 

110-54-3 და 64742-49-0