„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 211
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 28/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/06/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.024605
211
28/06/2024
ვებგვერდი, 29/06/2024
430210000.10.003.024605
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №211

2024 წლის 28 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ზოგადი განათლების დასა­ფი­ნა­­ნ­სე­ბ­ლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მი­­სი შე­სა­ბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/09/2015, 430210000.10.003.018862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. პირველი მუხლის:

ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება:

ა) პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.25-ით;

ა.ა​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.05-ით;

ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.15-ით;

ა.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.90-ით;

ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 0.85-ით;

ა.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის,  რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.40-ით;

ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 0.80-ით;

ა.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.30-ით;

ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 0.70-ით;

ა.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.10-ით;

ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 0.65-ით;

ა.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.00-ით;

ბ) საჯარო სკოლის მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.35-ით;

ბ.ა​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.25-ით;

ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.25-ით;

ბ.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.10-ით;

ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 0.95-ით;

ბ.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.60-ით;

ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 0.90-ით;

ბ.დ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.50-ით;

ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 0.80-ით;

ბ.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.30-ით;

ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 0.75-ით;

ბ.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.20-ით.

4. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:

ა) საჯარო სკოლებისათვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 375 ლარით;

ა.ა​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 615 ლარით;

ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 345 ლარით;

ა.ბ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 570 ლარით;

ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 255 ლარით;

ა.გ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 420 ლარით;

ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 240 ლარით;

ა.დ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 390 ლარით;

ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 210 ლარით;

ა.ე1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის,  რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 330 ლარით;

ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 195 ლარით;

ა.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის,  რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 300 ლარით;

ბ) საჯარო სკოლების მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 405 ლარით;

ბ.ა1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 675 ლარით;  

ბ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 375 ლარით;

ბ.ბ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 630 ლარით;

ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 285 ლარით;

ბ.გ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 480 ლარით;

ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 270 ლარით;

ბ.დ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 450 ლარით;

ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 240 ლარით;

ბ.ე​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 390 ლარით;

ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 225 ლარით;

ბ.ვ1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 360 ლარით.“;

ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჯარო სკოლების არაქართულენოვანი სექტორებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის 1.19 კოეფიციენტზე გამრავლებით, ხოლო არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის 1.15 კოეფიციენტზე გამრავლებით.

7. საჯარო სკოლებისათვის სტანდარტული ვაუჩერის გარდა განისაზღვრება საბაზო დაფინანსება, კერძოდ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 15 000.00 ლარით;

1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა1“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 20 000.00 ლარით;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 14 000.00 ლარით;

1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ​1“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 19 000.00 ლარით;

გ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 13 000.00 ლარით;

გ​1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ​1“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 18 000.00 ლარით;

დ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 12 000.00 ლარით;

1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ​1“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 17 000.00 ლარით;

ე) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 11 000.00 ლარით;

ე​1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე1“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე​1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 16 000.00 ლარით;

ვ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 10 000.00 ლარით;

1) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ1“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 15 000.00 ლარით.“;

გ)  71 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს;

დ) მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. საჯარო სკოლებისათვის, რომელთაც საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე ერიცხებათ ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის:

ა) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერისა და მე-7 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 1.14 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების ერთ საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით;

ბ) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერისა და მე-7 პუნქტით დადგენილი  შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 1.30 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 2 საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით;

გ) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერისა და მე-7 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების ჯამის 1.38 კოეფიციენტზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე რიცხული ერთ შენობაზე მეტი ადმინისტრაციული შენობის (რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 3 საფეხურზე) რაოდენობაზე ერთით ნაკლებზე ნამრავლით.

11. სოფელში/დაბაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ“, „ა.დ“, „ა.ე“, „ა.ვ“ ქვეპუნქტების, „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“, „ბ.ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსებისა და მე-10 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვაუჩერის ჯამის 1.03 კოეფიციენტზე გამრავლებით.“;

ე) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. საჯარო სკოლებისათვის სკოლის მოვლა-შენახვისა და სკოლის განვითარების ხარჯებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების, მე-10 და მე-11 პუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვაუჩერის ჯამის 1.05 კოეფიციენტზე გამრავლებით.“;

ვ) მე-19 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 პუნქტი:

„20. საჯარო სკოლებისთვის (გარდა სსიპ − გენერალ გიორგი კვინიტაძის  სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა) გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერის, მე-7 პუნქტით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფინანსების,   მე-10, მე-11 და მე-15 პუნქტებით დადგენილი გაზრდილი ვაუჩერის ჯამზე მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით, ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსებით საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის  თანამდებობრივი სარგოს,  წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლისა და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატის ხარჯების დასაფინანსებლად და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.“.

2. პირველი მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

მუხლი 11

1. სსიპ − გენერალ გიორგი კვინიტაძის  სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმისათვის (შემდგომში − ლიცეუმი) ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება მე-10-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

ა) 2.12-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით;

ბ) 2.11-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით;

გ) 2.05-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით;

დ) 2.04-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით;

ე) 2.03-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით;

ვ) 1.99-ით, თუ მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს.

2. ლიცეუმისათვის, მე-10-დან მე-12 კლასის ჩათვლით, ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:

ა) 636 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით;

ბ) 633 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით;

გ) 615 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით;

დ) 612 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით;

ე) 609 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით;

ვ) 597 ლარით, თუ მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს.

3. ლიცეუმისათვის საჯარო სკოლისათვის სტანდარტული ვაუჩერის გარდა განისაზღვრება საბაზო დაფინანსება. კერძოდ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 81 000.00 ლარით;

ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 80 000.00 ლარით;

გ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 73 000.00 ლარით;

დ) „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 61 000.00 ლარით;

ე) „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 51 000.00 ლარით;

ვ) „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვაუჩერზე – 48 000.00 ლარით.

4. ლიცეუმისათვის სკოლის მოვლა-შენახვისა და სკოლის განვითარების ხარჯებისათვის გაზრდილი ვაუჩერი მიიღება ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ვაუჩერის ჯამის 1.05 კოეფიციენტზე გამრავლებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე