„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4310-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 300280020.05.001.102309
4310-XIVმს-Xმპ
27/06/2024
ვებგვერდი, 11/07/2024
300280020.05.001.102309
„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.05.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.05.001.019857) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდა, აგრეთვე ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ხელშემშლელი ბარიერების/ დაბრკოლებების მაქსიმალურად აღმოფხვრა უპირატესად ენერგოეფექტურობის სარგებლიანობის გათვალისწინებით;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შემუშავების პროცედურის ჩამოყალიბება და ენერგოეფექტურობის წვლილის განსაზღვრა;“;

გ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-3 მუხლის:

ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი − პირველადი ენერგიის მოხმარების ან ენერგიის საბოლოო მოხმარების შემცირების მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრება ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმით;“;

ბ) „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „ჰ20“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ20) ცენტრალური გათბობა ან ცენტრალური გაგრილება − ერთიანი ქსელით ცენტრალური წყაროდან თბური ენერგიის შენობებისთვის ან/და სხვა ობიექტებისთვის მიწოდება ორთქლის, ცხელი წყლის ან ცივი სითხის საშუალებით, შიდა სივრცის ან/და ტექნოლოგიური პროცესის გათბობის ან გაგრილების მიზნით;“;

დ) „ჰ20“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ21“−„ჰ24“ ქვეპუნქტები:

„ჰ21) ენერგოეფექტურობის წვლილი − ენერგოეფექტურობის საორიენტაციო ეროვნული წვლილი, რომელიც გულისხმობს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად განსახორციელებელ ენერგოეფექტურობის პოლიტიკის ღონისძიებებს და განისაზღვრება ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმით;

22) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი − სამიზნე მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრება ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმით;

23) ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული, ინტეგრირებული გეგმა (შემდეგ − ეკეგ) – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გეგმა, რომელიც „სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის“ დანართია და რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს;

24) ენერგოაუდიტორი − ენერგოაუდიტის განმახორციელებელი, სტანდარტის − ISO/IEC 17021-ის შესაბამისად აკრედიტებული იურიდიული პირი ან/და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც ენერგოაუდიტს ახორციელებს მრეწველობაში (მათ შორის, ტრანსპორტის სექტორში) ან/და შენობების სექტორში.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ენერგოეფექტურობის პოლიტიკა ითვალისწინებს ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის შექმნას, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლისა და ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრას და იმ ბარიერების/დაბრკოლებების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის ენერგიის მიწოდებისა და მოხმარების ეფექტურობას და ეკეგ-ით განსაზღვრული ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4−მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ენერგოეფექტურობის პოლიტიკის განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო) ვალდებულია:

ა) ენერგოეფექტურობის პოლიტიკა განახორციელოს ძირითადი მიმართულებების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებითა და განხორციელებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო (სახელმწიფო) უწყებებსა და კერძო სექტორთან კოორდინაციით;

ბ) შეიმუშაოს ამ კანონით განსაზღვრული შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და ხელი შეუწყოს მის განხორციელებას;

გ) შეიმუშაოს ეკეგ, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, ენერგიის დაზოგვის ეროვნულ სამიზნე მაჩვენებელს, და ეს გეგმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს მთავრობას;

დ) საქართველოში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად განსაზღვროს შესაბამისი ღონისძიებები და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებას;

ე) საქართველოში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს ინვესტიციების განხორციელებას;

ვ) განახორციელოს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმომადგენლობა და წარმართოს მათთან ურთიერთობა, მათ შორის, წარუდგინოს მათ ანგარიშები;

ზ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების წასახალისებლად საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები, რათა ამ ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში:

ზ.ა) ეკეგ-ის ფარგლებში განსაზღვრონ ენერგიის დაზოგვისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნები, შესაბამისი ქმედებები და ენერგოეფექტურობის წვლილი;

ზ.ბ) ეკეგ-ში ასახონ ენერგომენეჯმენტის სისტემა და ენერგოაუდიტი, როგორც ამ გეგმის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი;

ზ.გ) შესაბამის შემთხვევებში ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიები და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებები გამოიყენონ შენობის განახლების დაფინანსებისთვის და ენერგოეფექტურობის გრძელვადიანი შენარჩუნების ან გაუმჯობესების გეგმების განხორციელებისთვის;

ზ.დ) ტექნიკური შესაბამისობის, მდგრადობის შენარჩუნების, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, ხარჯეფექტურობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით, შეისყიდონ მხოლოდ მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე პროდუქტი, მომსახურება და შენობა.

5. ამ კანონის მიზნებისთვის სამინისტრო შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს ერთ-ერთ შემდეგ ღონისძიებას:

ა) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემასა და ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის შემუშავების მეთოდოლოგიას, რომელიც გულისხმობს ენერგოეფექტურობის მისაღწევად წამახალისებელი ღონისძიების შერჩევის კრიტერიუმების დადგენას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით;

ბ) პოლიტიკის ალტერნატიულ ღონისძიებებს, ამ მუხლის მე-6−მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად;

გ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემას, ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის შემუშავების მეთოდოლოგიასა და პოლიტიკის ალტერნატიულ ღონისძიებებს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგიის საბოლოო მოხმარების საშუალო მაჩვენებლის საფუძველზე ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლების დადგენას. ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლები დგინდება ეკეგ-ის დამტკიცების ყოველი მომდევნო წლისთვის და განისაზღვრება ეკეგ-ის დამტკიცების წინა 3 წელიწადში ენერგიის საბოლოო მოხმარების საშუალო მაჩვენებლის 0,8%-ის ოდენობით.

7. ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემა, ამ ვალდებულების შესრულებისთვის საჭირო სახსრების ხელმისაწვდომობისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, შეიძლება განსაზღვრავდეს ენერგიის გამანაწილებლისა და ენერგიის მიმწოდებლის ვალდებულებას, ამ სქემის შესაბამისად მიაღწიონ ენერგოდანაზოგებს:

ა) ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების პროცესში დანაკარგების შემცირების პროგრამებით;

ბ) საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შემცირების პროგრამით, საბოლოო მომხმარებლისთვის ენერგიის მიმწოდებლის დაუბრკოლებლად შეცვლით.“;

დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ენერგიის დაზოგვის პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები და ენერგოდანაზოგების სამიზნე მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ენერგოდანაზოგების რაოდენობებს. ენერგიის დაზოგვის პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების მიზანია ეკეგ-ით გათვალისწინებული ტექნიკური/საინვესტიციო ღონისძიებების განხორციელება, კერძოდ:

ა) მრეწველობაში ენერგოაუდიტების განხორციელებასთან ერთად სავალდებულო ენერგოეფექტურობის ღონისძიებების დანერგვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) სასწავლო-სატრენინგო პროგრამებისა და ენერგოსაკონსულტაციო პროგრამების დანერგვა;

გ) საყოფაცხოვრებო ტექნიკის ენერგოეფექტურობის სტანდარტებისა და ნორმების და ენერგოეტიკეტირების სქემების დანერგვა.“;

ე) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მისაღწევი ენერგოდანაზოგის რაოდენობა არის ენერგიის საბოლოო მოხმარების ან პირველადი ენერგიის მოხმარების დანაზოგი, რომელიც ეკეგ-ით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებით მიიღწევა;“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტროს ნორმატიული აქტით მტკიცდება ეკეგ-ით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ შეტყობინების სამდივნოსთვის წარდგენის წესი.“.

5. მე-6 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) ეკეგ-ის განხორციელებას.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს:

ა.ა) ეკეგ-ის განხორციელებას;

ა.ბ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ფარგლებში ან/და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მიღწეულ ენერგოდანაზოგებს;

ა.გ) პირველი კატეგორიის საწარმოს მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სრული ენერგოაუდიტის განხორციელებას;

ა.დ) სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის სტატუსს; 

ა.ე) ენერგოაუდიტის ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას;“;

ბ.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ხელს უწყობს:

კ.ა) ეკეგ-ითა და ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

კ.ბ) ენერგოეფექტურობის დანერგვის მიზნით საჯარო და კერძო სექტორებში პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას;

კ.გ) ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას სამდივნოსთვის წარსადგენად;“.

6. მე-7 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობების, ქუჩების განათებისა და ტრანსპორტის ენერგომახასიათებლების გაუმჯობესება, ენერგოსაკონსულტაციო პროგრამები;“.

7. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი, როგორც პირველადი ენერგიის მოხმარების, ისე ენერგიის საბოლოო მოხმარების დანაზოგის რაოდენობა, განისაზღვრება ეკეგ-ით. გრძელვადიანი მიზნებისთვის შეიძლება განისაზღვროს დამატებითი ინდიკატური (საორიენტაციო) სამიზნე მაჩვენებელი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტრო, სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულებისა და ენერგოეფექტურობის წვლილის განსაზღვრის თაობაზე ანგარიშგების წესის შესაბამისად, სამდივნოს წარუდგენს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულებისა და ენერგოეფექტურობის წვლილის განსაზღვრის თაობაზე ყოველწლიურ ანგარიშს.“.

8. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პლატფორმაზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების ვალდებულება ეკისრება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას ენერგიის მოხმარებასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული შემთხვევების, ღონისძიებებისა და გარემოებების, მათ შორის, ეკეგ-ით გათვალისწინებული ან/და სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ღონისძიებების, განხორციელების თაობაზე;

ბ) ენერგიის გამანაწილებელს, რომელიც ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ათავსებს საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ მონაცემებს;

გ) ენერგომომსახურების მიმწოდებელს, რომელიც ათავსებს ინვესტიციების განხორციელებით მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ მონაცემებსა და შესაბამის მტკიცებულებებს;

დ) სუბსიდიის მიმწოდებელს, რომელიც ათავსებს მომავალი წლისთვის დაგეგმილი საქმიანობის შესახებ მონაცემებს არაუგვიანეს მიმდინარე წლის ნოემბრისა და წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშებს არაუგვიანეს მომავალი წლის თებერვლისა.“.

10. მე-12 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ენერგომომსახურების ბაზრის განვითარების მიზნით ადმინისტრაციული ორგანო ხელს უწყობს ენერგომომსახურების მიმწოდებელსა და ენერგომომსახურების მიმღებს შორის ურთიერთობას. კერძოდ, საქართველოს მთავრობა:

ა) ეკეგ-ით გათვალისწინებული ღონისძიებებით ენერგომომსახურების მიმწოდებელს ხელს უწყობს შესაბამისი საქმიანობის განხორციელებაში;

ბ) დადგენილებებით განსაზღვრავს საჯარო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს და ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების განხორციელების ბიუჯეტირების წესს ადმინისტრაციული ორგანოს (როგორც ენერგომომსახურების მიმღების) საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობისა და სხვა აქტივების ენერგომომსახურებისთვის.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობის ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ნიმუში;“;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უზრუნველყოს ენერგომომსახურების მიმწოდებელი კომპანიების სიის (ეს სია მოიცავს ამ კომპანიების ვებგვერდების მისამართებს, სადაც ხელმისაწვდომია ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე აღნიშნული კომპანიების მიერ ენერგიის საშუალო მოხმარების პროფილის, შესადარებელი საბოლოო მომხმარებლების პროფილების, ენერგიის მოხმარების ხელსაწყოების ობიექტური ტექნიკური მახასიათებლებისა და იმ ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც შეიძლება შეამციროს ამ ხელსაწყოების მოხმარება) და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული ექსპერტების რეესტრის ხელმისაწვდომობა;“.

11. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით, ეკეგ-ის შესაბამისად ამტკიცებს სატრენინგო პროგრამებს:

ა) მრეწველობასა და ტრანსპორტის სექტორში ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის;

ბ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების განმახორციელებელი პირებისთვის;

გ) ენერგომენეჯერებისა და შენობის მიერ ენერგიის მოხმარებაზე გავლენის მქონე ელემენტების მემონტაჟეებისთვის;

დ) შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის;

ე) შენობების სექტორში ენერგოაუდიტის განმახორციელებელი პირებისთვის.“.

12. მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შენობების განახლებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია უნდა მოიცავდეს:

ა) შენობების მიმოხილვას;

ბ) შენობის ტიპისა და კლიმატური ზონის, აგრეთვე შენობის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მისი განახლების გამომწვევი პოტენციური ფაქტორების გათვალისწინებით შენობის განახლების ხარჯეფექტური მიდგომების დადგენას;

გ) შენობების მნიშვნელოვანი, ხარჯეფექტური განახლების სტიმულირებისთვის პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების განსაზღვრას, რაც გულისხმობს შენობების ეტაპობრივ, მნიშვნელოვან განახლებას და ხელს უწყობს ხარჯეფექტურ ღონისძიებებს;

დ) პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების მიმოხილვას, რაც გულისხმობს შენობების სექტორში, აგრეთვე ბაზარზე არსებული გამოწვევების მიმოხილვას და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვას;

ე) პოლიტიკასა და შესაბამის ღონისძიებებს, რომლებიც  ყველა საჯარო შენობისთვისაა გამიზნული;

ვ) ისეთი ინიციატივების მიმოხილვას, რომელთა მიზანია „ჭკვიანი“ ტექნოლოგიების ხელშეწყობა, სამშენებლო სექტორსა და ენერგოეფექტურობის სფეროში უნარების გაძლიერება და განათლების წახალისება;

ზ) მოსალოდნელი ენერგოდანაზოგებისა და მეტი სარგებლის მიღების, მათ შორის, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, დასაბუთებას/შეფასებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გრძელვადიანი სტრატეგია დამტკიცების შემდეგ სამდივნოს უნდა წარედგინოს.“.

13. მე-17 და მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა

1. საქართველოს მთავრობა:

ა) ყოველწლიურად უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული, გათბობის ან გაგრილების საჭიროების მქონე შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის მინიმალური მახასიათებლების მისაღწევად;

ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ შენობებში და სხვა ობიექტებზე ენერგომენეჯმენტის სისტემების დანერგვას.

2. შენობების საერთო სასარგებლო ფართობის 3%-ის განახლების ვალდებულება არ ვრცელდება:

ა) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაზე, თუ ამ შენობის ენერგეტიკული მახასიათებლების შეცვლა მისი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას გამოიწვევს;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ შენობაზე, რომელიც ეროვნული/საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის გამოიყენება, გარდა საცხოვრებელი ან თავდაცვის ძალების საოფისე შენობისა;

გ) საკულტო-რელიგიური დანიშნულების შენობაზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობების რეესტრს აწარმოებს სამინისტრო. ეს რეესტრი, შენობის  საიდენტიფიკაციო სხვა მონაცემების გარდა, შენობის ფართობისა და ენერგეტიკული მახასიათებლების ან ენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა სათანადო მონაცემების შესახებ ინფორმაციას უნდა შეიცავდეს.

მუხლი 18. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირება, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი/სერტიფიცირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაცია ან/და სერტიფიცირება და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირება

1. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი/სერტიფიცირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტების აკრედიტაციის ან/და სერტიფიცირების და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების საკითხები რეგულირდება „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. ამ კანონის მიზნებისთვის შესაბამისი შენობების სერტიფიცირების პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.“.

14. მე-19 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება შეიძლება დადასტურდეს პირველი კატეგორიის საწარმოს მიერ ენერგოაუდიტის ანგარიშის, გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატის ან ენერგომენეჯმენტის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატის სამინისტროსთვის წარდგენით. აღნიშნული დოკუმენტი მომზადებული უნდა იყოს შესაბამის სფეროში აკრედიტებული იურიდიული პირის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული პირის მიერ.“; 

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4პუნქტი:

„41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ენერგოაუდიტის ანგარიშის მომზადების უფლება აქვს აკრედიტებულ იურიდიულ პირს (იგი უნდა მომზადდეს სტანდარტის − ISO/IEC 17021-ის შესაბამისად) ან/და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სათანადო სფეროში აკრედიტებული პერსონალის სერტიფიცირების განმახორციელებელი ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ ფიზიკურ პირს, ხოლო ენერგომენეჯმენტის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატს ან გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატს გასცემს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შესაბამის სფეროში აკრედიტებული იურიდიული პირი.“;

გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პირველი კატეგორიის საწარმო ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მომზადებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატი ან/და გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ფუნქციონირების სერტიფიკატი. აღნიშნულ სერტიფიკატს უნდა დაერთოს ანგარიში. ამ ანგარიშში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებიც უნდა იყოს მოცემული. აღნიშნული ანგარიშის მომზადება ენერგოაუდიტის ჩატარების წესით განისაზღვრება.

7. ეკეგ ითვალისწინებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (რომლებიც არ არიან პირველი კატეგორიის საწარმოები) წამახალისებელი პროგრამების დანერგვას ენერგოაუდიტებისა და ენერგოაუდიტების შედეგად განსახორციელებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.“.

15. მე-20 მუხლის: 

ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ენერგოაუდიტორის აკრედიტაციისა და სერტიფიცირების მოქმედების ვადა განისაზღვრება სათანადო საერთაშორისო სტანდარტის ან/და აკრედიტაციის წესებისა და პროცედურების შესაბამისად.“.

16. 24-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხარჯეფექტურობის ანალიზის საფუძველზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟების ეკეგ-ით გათვალისწინების შემთხვევაში კომისია შეიმუშავებს შესაბამის სამართლებრივ აქტებს, რათა ენერგიის გამანაწილებლებმა ან/და ენერგიის მიმწოდებლებმა უზრუნველყონ:

ა) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟება, რომლებიც მომხმარებლებს აწვდის ზუსტ და სანდო ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების, მათ შორის, ენერგიის რეალურ დროში მოხმარების, შესახებ;

ბ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების ფუნქციონირების მიმართ მინიმალური მოთხოვნებისა და ენერგიის გამანაწილებლების ან/და ენერგიის მიმწოდებლების და მომხმარებლების ვალდებულებების განსაზღვრისას ენერგოეფექტურობის მიზნებისა და სარგებლის სრულად გათვალისწინება;

გ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ წარმოებული, გადაცემული და მიღებული მონაცემებისა და საბოლოო მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ენერგიის წარმოების საშუალებებიდან ქსელისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვის შესაძლებლობა;

ე) საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მისი ელექტროენერგიის გაცემისა და მიღების შესახებ მონაცემების მისთვის ან მისი სახელით მოქმედი მესამე პირისთვის ხელმისაწვდომობა. აღნიშნული მონაცემები ადვილად გასაგები ფორმით უნდა იქნეს მიწოდებული;

ვ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟებისას საბოლოო მომხმარებლებისთვის ამ სისტემების წაკითხვისა და მართვის და ენერგიის მოხმარების მონიტორინგის შესახებ რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიწოდება.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარდგენილი ენერგიის ქვითარი შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში):

ა) ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების შესახებ. ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს ენერგიის მიმდინარე ფასი;

ბ) ინფორმაციას საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმდინარე პერიოდში მოხმარებული ენერგიის წინა წლის იმავე პერიოდში მოხმარებულ ენერგიასთან შედარების შესახებ. ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს ენერგიის ფასები, უპირატესად − დიაგრამის ფორმატში;

გ) ინფორმაციას საბოლოო მომხმარებელთა იმავე ჯგუფის მიერ მოხმარებული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის შესახებ;

დ) ინფორმაციას ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიის/რეესტრის შესახებ. ეს ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს აგრეთვე საბოლოო მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებაში, ამ ხელშეკრულების ცვლილებაში და საბოლოო მომხმარებლის ინდივიდუალურ პორტალზე.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საბოლოო მომხმარებელს ენერგიის ქვითარი უნდა წარედგინოს მის მიერ ენერგიის ფაქტობრივი მოხმარების საფუძველზე, წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო გადასახადის დარიცხვის შესახებ ინფორმაცია სულ მცირე კვარტალურად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. საბოლოო მომხმარებლისთვის ენერგიის ქვითრის წარდგენის წესი დგინდება მასთან დადებული ხელშეკრულებით, კომისიის მიერ დამტკიცებული მიწოდების წესების შესაბამისად.“.

17. 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს ენერგოაუდიტორების, ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი დამოუკიდებელი ექსპერტებისა და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტების სერტიფიცირების, აგრეთვე ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და შენობებში არსებული გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების პერიოდული ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესების დამტკიცება.“.

მუხლი 2

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-16 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი−მე-16 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

27 ივნისი 2024 წ.

N4310-XIVმს-Xმპ