დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ღივების წარმოებისთვის განკუთვნილი თესლებისა და ღივების მიკვლევადობის შესახებ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 190 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 13/06/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/06/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.10.003.024584 |
|
„ღივების წარმოებისთვის განკუთვნილი თესლებისა და ღივების მიკვლევადობის შესახებ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ღივების წარმოებისთვის განკუთვნილი თესლებისა და ღივების მიკვლევადობის შესახებ მოთხოვნები“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
ღივების წარმოებისთვის განკუთვნილი თესლებისა და ღივების მიკვლევადობის შესახებ მოთხოვნები
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „ღივების წარმოებისთვის განკუთვნილი თესლებისა და ღივების მიკვლევადობის შესახებ მოთხოვნები“ (შემდგომში − წესი) ადგენს მიკვლევადობის წესებს და აწესრიგებს ამ პროცესში წარმოქმნილ ურთიერთობებს. 2. ბიზნესოპერატორის მიერ ამ წესით განსაზღვრული მიკვლევადობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილებითა და „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის №153 დადგენილებით განსაზღვრული საქონლის მიმართ. მუხლი 2. მოქმედების სფერო 1. ამ წესით განსაზღვრული მიკვლევადობის მოთხოვნები ვრცელდება: ა) ღივების პარტიებზე; ბ) თესლების პარტიებზე, რომლებიც განკუთვნილია ღივების წარმოებისათვის. 2. ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება ღივებზე, რომლებიც, მიკრობიოლოგიური საფრთხეების პრევენციისა და თავიდან აცილებისათვის, ექვემდებარებიან დამუშავებას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ღივი − პროდუქტი, რომელიც მიიღება თესლის აღმოცენებითა და წყალში ან სხვა არეში განვითარებით, რომელიც მოკრეფილია ნამდვილი ფოთლის განვითარებამდე და განკუთვნილია სურსათად მთლიანად, თესლის ჩათვლით, მოხმარებისათვის; ბ) პარტია − ღივების ან ღივების საწარმოებლად განკუთვნილი თესლების რაოდენობა, რომელსაც აქვს ერთი და იგივე ტაქსონომიური დასახელება, იგზავნება ერთი და იმავე საწარმოდან/დაწესებულებიდან ერთსა და იმავე დანიშნულების ადგილზე, ერთსა და იმავე დღეს. ერთი ან რამდენიმე პარტია შეიძლება, ქმნიდეს ტვირთის პარტიას, თუმცა ერთ შეფუთვაში შერეული სხვადასხვა ტაქსონომიური დასახელების მქონე თესლები, რომლებიც გამიზნულია ერთად გაღივებისთვის და მათგან მიღებული ღივებიც ასევე წარმოადგენს ერთ პარტიას; გ) ტვირთი − ღივების ან თესლების რაოდენობა, რომელიც განკუთვნილია ღივების წარმოებისათვის და: გ.ა) რომელიც წარმოშობილია ერთი და იმავე ქვეყნიდან; გ.ბ) რომელზედაც გაცემულია ერთი და იგივე სერტიფიკატი; გ.გ) რომელთა გადაზიდვა ხდება ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერმინებისა, ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ასევე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 4. მიკვლევადობის მოთხოვნები 1. ბიზნესოპერატორმა წარმოებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე უნდა უზრუნველყოს ღივების წარმოებისათვის განკუთვნილი თესლებისა და ღივების შესახებ ჩანაწერების წარმოება. იგი ვალდებულია, ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისათვის საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს თესლებისა და ღივების მიმღებ ბიზნესოპერატორს. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მონაცემებს: ა) თესლების ან ღივების ზუსტი აღწერილობის, მათ შორის, მცენარის ტაქსონომიური დასახელების შესახებ; ბ) მიწოდებული თესლების ან ღივების მოცულობის ან რაოდენობის შესახებ; გ) თუ თესლები ან ღივები გამოგზავნილია სხვა ბიზნესოპერატორისაგან, დასახელებასა და მისამართს: გ.ა) იმ ბიზნესოპერატორის, ვისგანაც გამოიგზავნა თესლები ან ღივები; გ.ბ) ტვირთის გამგზავნი (მფლობელი), თუ ის განსხვავდება იმ ბიზნესოპერატორისაგან, ვისგანაც გამოიგზავნა თესლები ან ღივები; დ) იმ ბიზნესოპერატორის შესახებ, ვისთანაც გაიგზავნა თესლები ან ღივები; ე) ტვირთის მიმღების (მფლობელის) სახელისა და მისამართის შესახებ, თუ ის განსხვავდება იმ ბიზნესოპერატორისაგან, ვისაც ეგზავნება თესლები ან ღივები; ვ) საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციას პარტიის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ; ზ) გაგზავნის თარიღის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შეიძლება შენახულ იქნეს ჩანაწერების სახით და ნებისმიერი შესაბამისი ფორმით ადვილად იქნეს მიწოდებული თესლების ან ღივების მიმღები ბიზნესოპერატორისათვის. 3. ბიზნესოპერატორმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული: ა) სათანადო ინფორმაცია უნდა გასცეს ყოველდღიურად; ბ) ჩანაწერები განაახლოს ყოველდღიურად და ხელმისაწვდომი გახადოს საკმარისი დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეიძლება, მიჩნეულ იქნეს, რომ ღივები მოხმარებულია. 4. ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია მიაწოდოს უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე, ზედმეტი შეფერხების გარეშე. მუხლი 5. მიკვლევადობის მოთხოვნები იმპორტირებული თესლებისათვის ან ღივებისათვის 1. იმპორტირებულ თესლების ტვირთს, რომელიც გამიზნულია ღივების წარმოებისათვის და იმპორტირებულ ღივების ტვირთს თან უნდა ახლდეს ამ წესის დანართით განსაზღვრული „ოფიციალური სერტიფიკატი ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ღივებისა და ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის განკუთვნილი ღივების საწარმოებლად გამიზნული თესლების საქართველოში იმპორტისათვის“. 2. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს თესლების ან ღივების იმპორტს, ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატი შეინახოს საკმარისი დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეიძლება, მიჩნეულ იქნეს, რომ ღივები მოხმარებულია. 3. ყველა ბიზნესოპერატორმა, რომელსაც შეხება აქვს/განკარგავს ღივების წარმოებისთვის განკუთვნილ იმპორტირებულ თესლებს, უნდა მიაწოდოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატის ასლები ყველა ბიზნესოპერატორს, ვისთანაც იგზავნება თესლები, სანამ ამ თესლებს არ მიიღებს ღივების მწარმოებელი ბიზნესოპერატორი. 4. თუ ღივების წარმოებისათვის განკუთვნილი თესლი საცალო ვაჭრობაში რეალიზაციისათვის დაფასოებულია, ყველა ბიზნესოპერატორმა, რომელსაც შეხება აქვს/განკარგავს ღივების წარმოებისათვის განკუთვნილ იმპორტირებულ თესლებზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სერტიფიკატის ასლი უნდა მიაწოდოს ყველა იმ ბიზნესოპერატორს, ვისაც საცალო ვაჭრობაში რეალიზაციისათვის შეფუთვამდე მიეწოდება თესლები. |
დოკუმენტის კომენტარები