„საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აგვისტოს №170/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აგვისტოს №170/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 95/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 07/06/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 430080000.22.022.018513
95/ნ
07/06/2024
ვებგვერდი, 10/06/2024
430080000.22.022.018513
„საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აგვისტოს №170/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №95/ნ

2024 წლის 7 ივნისი

ქ.თბილისი

„საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აგვისტოს №170/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აგვისტოს №170/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 20/08/2019, ს/კ: 430080000.22.022.017793) დამტკიცებული „საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების“:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ინტეგრირებული ზოგადი მოდული – „კომუნიკაცია ქართულ ენაზე“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ინტეგრირებული ზოგადი მოდული – „მათემატიკური წიგნიერება“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად;

ა.გ) „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ინტეგრირებული ზოგადი მოდული – „მოქალაქეობა“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად;

ა.დ) „დ“ ქვეპუნქტი და ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანართი №4 ამოღებულ იქნეს;

ა.ე) „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ინტეგრირებული ზოგადი მოდული – „მეცნიერება და ტექნოლოგიები“ (დანართი №5) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად;

ა.ვ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) „ესთეტიკა“ – ამ წესის დანართი №6-ის შესაბამისად;

ზ) „სპორტი“ – ამ წესის დანართი №7-ის შესაბამისად.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტის:

ბ.ა.ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) პიროვნული უნარები და ინტერპერსონალური კომუნიკაციები;“;

ბ.ა.ბ) „ა.დ“ და „ა.ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტის:

ბ.ბ.ა) „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.დ) მოქალაქეობა;“;

ბ.ბ.ბ) „ბ.თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ი“ - „ბ.ლ“ ქვეპუნქტები:

„ბ.ი) ვიზუალური ხელოვნება;

ბ.კ) მუსიკა;

ბ.ლ) ფიზიკური აღზრდა და სპორტი.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული ინტეგრირებული ზოგადი მოდულები წარმოადგენს პროგრამის შემადგენელ ნაწილს, მათი ჯამური მოცულობა განისაზღვრება 30 კრედიტით და დაუშვებელია მათი პროგრამისგან დამოუკიდებლად განხორციელება.“.

2. მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ხანგრძლივობა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, არ უნდა იყოს 65 სასწავლო კვირაზე ნაკლები.

2. პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დაშვების წინაპირობაა საბაზო ზოგადი განათლების პროგრამის დაძლევა.”.

3. მე-4 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

„მუხლი 5. გარდამავალი დებულება

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო „დოკუმენტებისა და მათ საფუძველზე შემუშავებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიზნებისთვის, ინტეგრირებული ზოგადი მოდულების ჯგუფს მიეკუთვნება ამ წესის N8 დანართით გათვალისწინებული მეწარმეობის მოდულიც. ამ შემთხვევაში ინტეგრირებული ზოგადი მოდულების ჯამური მოცულობა განისაზღვრება 34 კრედიტით.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული:

ა.ა) ინტეგრირებული ზოგადი მოდული – „ესთეტიკა“ (დანართი №6) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად;

ა.ბ) ინტეგრირებული ზოგადი მოდული  „სპორტი“ (დანართი №7) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №6-ის შესაბამისად.

ბ) მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მეწარმეობის მოდული (დანართი №8) ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №7-ის შესაბამისად.

მუხლი 3
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება უფლებამოსილია 2025 წლამდე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით.
მუხლი 4
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება უფლებამოსილია ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული „მეცნიერების და ტექნოლოგიების“ მოდულის შემთხვევაშიც ისარგებლოს ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „მეცნიერების და ტექნოლოგიების“ ინტეგრირებული ზოგადი მოდულით განსაზღვრული ლაბორატორიის აღწერილობის ნაწილით. 
მუხლი 5
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი