დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესის“ დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 014 |
დოკუმენტის მიმღები | სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორი |
მიღების თარიღი | 31/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | სსიპ – საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 280030000.73.085.016027 |
|
„საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესის“ დამტკიცების შესახებ
|
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 71 მუხლის, მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2024 წლის 23 მაისის №35 სხდომის ოქმის გათვალისწინებით, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესი“ ამ ბრძანებაზე თანდართული ფორმით. |
მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებაზე თანდართული წესის მე-7 მუხლისა, ამოქმედდეს 2024 წლის 01 ივნისიდან.
2. ამ ბრძანებაზე თანდართული წესის მე-7 მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 30 სექტემბერს. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესი მუხლი 1. რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს მიერ ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, გაფრთხილების, ჯარიმის დაკისრებისა, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების და აღსრულების წესს და პროცედურებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის ქვემოთ ჩამოთვლილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) კანონი – საქართველოს კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“; ბ) სააგენტო – კანონის შესაბამისად შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საპენსიო სააგენტო; გ) ინსტრუქცია – სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 30 ივლისის №002 ბრძანება – ,,საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე; დ) არასტანდარტული დასაქმებული – კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაქმებული; ე) წესი – საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების წესი; ვ) არაჯეროვანი შესრულება – 2023 წლის 20 ნოემბრამდე პერიოდისათვის საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობა, ხოლო აღნიშნული თარიღის შემდგომ – საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ ან/და კანონით განსაზღვრულ ვადებში შეუსრულებლობა; ზ) შემოწმება – ამ წესით დარეგულირებული, ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარება დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის/თვითდასაქმებულის მიერ არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით; თ) შემოწმების ბრძანება – წლიური გეგმის ფარგლებში გეგმური შემოწმების თაობაზე სააგენტოს დირექტორის ინვიდიუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი – ბრძანება ან არაგეგმური შემოწმების თაობაზე სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება; ი) უფლებამოსილი თანამშრომელი – სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტის თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელიც შემოწმების ბრძანების საფუძველზე ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ შემოწმებას და ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს; კ) სამართალდამრღვევი – უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგენილი/ხელმოწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული; ლ) ბრძანება – სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება. 2. თუ სხვაგვარად არ არის განმარტებული, ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს კანონით და სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3. შემოწმების დაგეგმვა 1. სააგენტო უფლებამოსილია არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის მიზნით, განახორციელოს დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის გეგმური ან არაგეგმური შემოწმება; 2. გეგმური შემოწმება ხორციელდება გეგმური შემოწმების თაობაზე შემოწმების ბრძანების საფუძველზე. 3. არაგეგმური შემოწმება ხორციელდება არაგეგმური შემოწმების თაობაზე შემოწმების ბრძანების საფუძველზე. ასეთი ბრძანების გამოცემისა და არაგეგმური შემოწმების ინიციირების საფუძველი შესაძლოა იყოს დაინტერესებული პირის განცხადება ან/და ნებისმიერი სხვა ფაქტი ან/და გარემოება, რომელიც მიზანშეწონილს ხდის არაგეგმური შემოწმების ჩატარებას. 4. გეგმური და არაგეგმური შემოწმება ტარდება შემოწმების ბრძანებით განსაზღვრულ დროსა და ფარგლებში, რაც შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს შემოწმების ბრძანებაში ცვლილების შეტანის გზით. 5. შემოწმების ბრძანება სულ მცირე მოიცავს შემდეგს: ა) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სახეს; ბ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს დასახელებას; გ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სათაურს, გამოცემის თარიღსა და სარეგისტრაციო ნომერს; დ) მითითებას იმ საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე ან მის შესაბამის ნორმაზე, რომლის საფუძველზეც გამოიცემა ეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი; ე) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს, რომელიც მათ შორის მოიცავს: ე.ა) იმ დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს შემოწმების სუბიექტს; ე.ბ) შემოწმების ფარგლებს და ჩატარების პერიოდს/ვადებს; ე.გ) მითითებას დამსაქმებლისთვის/არასტანდარტული დასაქმებულისათვის განსაზღვრულ 30 (ოცდაათი) დღიან ვადაზე, რომლის განმავლობაშიც აღნიშნული პირი უფლებამოსილია აღმოფხვრას ელექტრონულ სისტემასა და შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციას შორის არსებული შესაძლო შეუსაბამობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე.დ) ინფორმაციას უფლებამოსილი თანამშრომლების შესახებ, რომლებიც ვალდებულნი არიან განახორციელონ შემოწმება; ვ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის წესს; ზ) ინფორმაციას გასაჩივრების უფლების შესახებ, საჩივრის განმხილველი ორგანოს დასახელებას, მისამართს და გასაჩივრების ვადას; თ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამომცემი პირის თანამდებობას, ვინაობას და ხელმოწერას. 6. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ამ წესის და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ასევე იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეასრულებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებას, ბრძანების საფუძველზე არ დაიწყოს ან/და ამ წესის შესაბამისად სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე შეწყვიტოს შემოწმების პროცესი. 7. ამ წესით განსაზღვრული შემოწმებისას, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია მიმართოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს ან/და პირს საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის თაობაზე, ხოლო შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო/პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საპენსიო სააგენტო მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, მონაწილის პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 4. თვითდასაქმებულის შემოწმება 1. თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო შენატანის კანონის შესაბამისად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო (მსგავსად დამსაქმებლისა/არასტანდარტული დასაქმებულისა) უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად განახორციელოს თვითდასაქმებულის გეგმური ან არაგეგმური შემოწმება. 2. შემოწმების შედეგად თვითდასაქმებულის მიერ არაჯეროვანი შესრულების გამოვლენა არ გამოიწვევს თვითდასაქმებულის პასუხისმგებლობას ამ წესითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართდარღვევათა კოდექსის შესაბამისად. არაჯეროვნი შესრულების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო თვითდასაქმებულს წარუდგენს შეტყობინებას და მოუწოდებს აღმოფხვრას შეუსაბამობა. შეუსაბამობის აღმოფხვრა წარმოადგენს თვითდასაქმებულის უფლებამოსილებას. 3. საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო იმოქმედებს ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად და სახელმწიფოს მიერ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელმწიფოსათვის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ თვითდასაქმებული მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ უზრუნველყოფს მაკორექტირებელი დეკლარაციის წარდგენას, სააგენტო თავად ასახავს მაკორექტირებელ დეკლარაციას ელექტრონულ სისტემაში. მუხლი 5. შესაძლო შეუსაბამობების აღმოფხვა 1. შემოწმების ბრძანების დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულისათვის გაცნობის თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული უფლებამოსილია აღმოფხვრას ელექტრონულ სისტემასა და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციას შორის არსებული შესაძლო შეუსაბამობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ შეუსაბამობა არ წარმოადგენს არაჯეროვან შესრულებას ან საპენსიო შენატანის ზედმატად განხორციელებას. 2. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, იგი უფლებამოსილია სააგენტოსთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნებისთვის დარეგისტრირდეს ელექტრონულ სისტემაში და მისი მეშვეობით წარმოადგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესაბამისი მტკიცებულებები ან აღნიშნულის სააგენტოსთვის წარდგენა უზრუნველყოს მატერიალური ფორმით, სააგენტოს მისამართზე გაგზავნის გზით. მუხლი 6. შემოწმება 1. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტო უზრუნველყოფს შემოწმების პერიოდში/ფარგლებში დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ საპენსიო დეკლარაციის წარდგენის შესაძლებლობის შეზღუდვას, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული აღარ იქნება უფლებამოსილი შესამოწმებელ პერიოდზე/ფარგლებში წარადგინოს საპენსიო დეკლარაცია და ასეთი დეკლარაციის შედეგად შეცვალოს ელექტრონულ სისტემაში მის მიერ დაფიქსირებული ინფორმაცია/მონაცემები. 2. ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს შემოწმებას და შეისწავლის/განიხილავს დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ მე-5 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ ინფორმაციას/დოკუმენტაციას/მტკიცებუბლებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. უფლებამოსილი თანამშრომელი უფლებამოსილია შესაბამის დამსაქმებელს/არასტანდარტულ დასაქმებულს წერილობით, ზეპირი ან ელექტრონული სისტემის მეშვეობით კომუნიკაციის ფორმით დამატებით მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის/მტკიცებულების დაზუსტება ან/და წარდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადას. 4. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად: ა) გამოვლინდება არაჯეროვანი შესრულება და ამავდროულად მე-5 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ აღნიშნული შეუსაბამობა არ წარმოადგენს არაჯეროვან შესრულებას, უფლებამოსილი თანამშრომელი დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის მიმართ ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. ბ) გამოვლინდება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი და ამავდროულად მე-5 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ აღნიშნული შეუსაბამობა არ წარმოადგენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების მაჩვენებელს, უფლებამოსილი თანამშრომელი მოქმედებს ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად; გ) არ გამოვლინდება შეუსაბამობა ან გამოვლინდება შეუსაბამობა, თუმცა ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციით/დოკუმენტაციით/მტკიცებულებით დასტურდება, რომ აღნიშული შეუსაბამობა არ წარმოადგენს არაჯეროვანი შესრულების ან/და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების მაჩვენებელს, უფლებამოსილი თანამშრომელი აღნიშნულ ინფორმაციას წარუდგენს სააგენტოს დირექტორს შემოწმების დასრულების შესახებ ბრძანების გამოცემის მიზნით. მუხლი 7. პენსიის დანიშვნისას შემოწმების წესი. 1. მონაწილის მიერ სააგენტოსათვის პენსიის/საპენსიო აქტივების მიღების თაობაზე განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის-გაცემის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სააგენტო უზრუნველყოფს ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შედარებას შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციასთან. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შედარების შედეგად შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, აღნიშნული ხდება არაგეგმური შემოწმების ინიცირების საფუძველი, ამ წესით გათვალისწინებული არაგეგმური შემოწმების პროცესის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ინიციირებული არაგეგმური შემოწმება, არ აფერხებს პენსიის დანიშვნის/საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ განცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, თუმცა პენსიის დანიშვნისას/საპენსიო აქტივების გაცემისას პენსიის მიმღებს არ გადაეცემა სავარაუდოდ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხა. აღნიშული თანხა რჩება პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და პენსიის მიმღებს გადაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დადგინდება, რომ ეს თანხა არ წარმოადგენს ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანს. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის შესაბამისად იდენტიფიცირებული არაჯეროვნად შესრულების ფაქტთან დაკავშირებით ინიციირებული არაგეგმური შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ პენსიის მიმღების მიერ პენსიის/საპენსიო აქტივების სახით მისაღები თანხა უფრო მეტი იყო, ვიდრე მან მიიღო, სააგენტო მის მიერ განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს ასეთი თანხის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ფაქტობრივად მიღების/ასახვის შემდეგ გადარიცხვას პენსიის მიმღების შესაბამის საბანკო ანგარიშზე. მუხლი 8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს და ხელს აწერს უფლებამოსილი თანამშრომელი ელექტრონულად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, დანართი N1-ის ფორმით. 2. არაჯეროვანი შესრულება გამოვლენილად ითვლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დღეს. 3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, სამართალდამრღვევისათვის გაცნობის წესი განისაზღვრება ამ წესის მე-15 მუხლით. 4. სამართალდამრღვევს უფლება აქვს, წარმოადგინოს განმარტებები და შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში ან დაერთვება მას. 5. სამართალდამრღვევისათვის გაცნობის შემდეგ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს უფლებამოსილი თანამშრომელი წარუდგენს სააგენტოს დირექტორს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მუხლი 9. სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილება 1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, სამართალდამრღვევის მიერ ამ წესის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის/მტკიცებულებების/განმარტებების გათვალისწინებით სააგენტოს დირექტორი შესაბამისი ბრძანებით იღებს ერთ-ერთ ან რამდენიმე გადაწყვეტილებას შემდეგ გადაწყვეტილებათანაგან: ა) სამართალდამრღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არდაკისრებისა და საქმისწარმოების შეწყვეტის თაობაზე; გ) მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა მოქმედებების განხორციელების თაობაზე; დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაბამისი პირისათვის დარღვევის გამოსწორების − საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების მოთხოვნის თაობაზე. 2. სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილების სამართალდამრღვევისათვის გაცნობის წესი განისაზღვრება ამ წესის მე-15 მუხლით. მუხლი 10. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება 1. ამ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია ამ წესის მე-9 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ნებაყოფლობით შეასრულოს გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს: ა) გადაწყვეტილების შესაბამისად, საპენსიო შენატანის თანხის სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე გადარიცხვასა და შესაბამისი საპენსიო დეკლარაცი(ებ)ის წარდგენას, და ამასთან, ბ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ჯარიმის გადახდას. 2. არაჯეროვანი შესრულებისათვის სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს სამართალდამრღვევს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულებისაგან. მუხლი 11. გადაწყვეტილების აღსრულება 1. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლისას, გადაწყვეტილება არ იქნება ნებაყოფლობით სრულად შესრულებული და ამავდროულად არ იარსებებს გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების გამომწვევი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტოს დირექტორი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამოსცემს სააღსრულებო ფურცელს, ამ წესის დანართი N 2-ით წარმოდგენილი ფორმით; 2. სააღსრულებო ფურცელი გადაწყვეტილებასთან ერთად ეგზავნება იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 3. ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის გათვალისწინებული თანხა ირიცხება ინსტრუქციით განსაზღვრულ სააგენტოს შესაბამის ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე. საპენსიო შენატანის განხორციელებისათვის გათვალისწინებული შესაბამისი თანხის სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე ჩარიცხვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ავტომატურად იქმნება შესაბამისი საპენსიო დეკლარაცია(ები) და თანხა შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მონაცემების მიხედვით ნაწილდება გადაწყვეტილებაში მითითებული მონაწილე(ებ)ის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშ(ებ)ზე. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი დამსაქმებელი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონული სისტემის მეშვეობით ზემოთ მითითებულის შესაბამისად საპენსიო დეკლარაციის ავტომატურად შექმნის მიზნით, შესაბამისი დამსაქმებლის პირველად რეგისტრაციას ელექტრონულ სისტემაში ახორციელებს საპენსიო სააგენტო. 4. იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოების შედეგად სააგენტოს მიერ ნომინალური მფლობელობის ანგარიშზე მიღებული თანხა არ არის საკმარისი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების სრულად დასაფარად, პირველ რიგში, იფარება უფრო ადრე წარმოშობილი ვალდებულება (საანგარიშო წლის ჭრილში) და მიღებული თანხა პროპორციულად ნაწილდება გადაწყვეტილებაში მითითებული მონაწილეების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე, არაუმეტეს შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მონაცემებით გათვალისწინებული ოდენობით. მუხლი 12. ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის კორექტირების წესი 1. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად გამოვლენილ იქნება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების აღმოფხვრის თაობაზე; 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული უფლებამოსილია ნებაყოფლობით შეასრულოს გადაწყვეტილება, კერძოდ, წარადგინოს მაკორექტირებელი დეკლარაცია გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანთან მიმართებით; 3. იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს გადაწყვეტილებას, საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხვრის მიზნით, სააგენტო შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, თავად განახორციელებს შესაბამისი მაკორექტირებელი დეკლარაციის ასახვას ელექტრონულ სისტემაში. 4. მაკორექტირებელი დეკლარაციის ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდეგ, სააგენტო ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და მასზე დარიცხული სარგებლის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დამსაქმებლის და სახელმწიფოსათვის დაბრუნებას უზრუნველყოფს ინსტრუქციით განსაზღვრული წესით. 5. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის იდენტიფიცირების დღეს შესაბამისი პირი უკვე აღარ წარმოადგენს საპენსიო სქემის მონაწილეს და შეუძლებელია ამ მუხლის შესაბამისად მაკორექტირებელი დეკლარაციის წარდგენა/ასახვა, სააგენტო ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მონაწილისათვის გადასახდელი პენსიიდან/საპენსიო აქტივებიდან დამსაქმებლის და სახელმწიფოს მიერ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის და მასზე დარიცხული სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხის გამოქვითვას და დაბრუნებას დამსაქმებლისა და სახელმწიფოსათვის. 6. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განახორციელოს ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის/დარიცხული სარგებლის გამოქვითვა გადასახდელი პენსიიდან/საპენსიო აქტივებიდან, რადგან პენსიის მიმღებს სრულად აქვს მიღებული პენსია/საპენსიო აქტივები, სააგენტო მიმართავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს, რათა უზრუნველყოს დამსაქმებლის და სახელმწიფოს მიერ ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და ასეთ შენატანზე დარიცხული სარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პენსიის მიმღების მიერ სააგენტოს ნომინალური მფლობელობის შესაბამის ანგარიშზე დაბრუნება და შესაბამისი თანხის დამსაქმებლისა და სახელმწიფოსათვის დაბრუნება. 7. სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის სააგენტოსთვის დაბრუნება და აღნიშნული მიზნით უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი და ყველა ღონისძიება. მუხლი 13. 2024 წლის 31 ივლისამდე პერიოდის შემოწმების, გადაწყვეტილების მიღებისა/აღსრულების სპეციფიკა 1. იმ შემთხვევაში, თუ შეუსაბამობა ეხება 2024 წლის 31 ივლისამდე პერიოდს და აღნიშნულ პერიოდში წარმოშობილ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებას, შემოწმების ბრძანების ამ წესის მე-15 მუხლით განსაზღვრული წესით გაცნობის თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული ვალდებულია ელექტრონულ სისტემასა და შემოსავლების სამსახურისაგან მიღებულ ინფორმაციას შორის არსებული შესაძლო შეუსაბამობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღმოფხვრას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით ან სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია და შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ შეუსაბამობა არ წარმოადგენს არაჯეროვანი შესრულების ან საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების მაჩვენებელს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათალისწინებული არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული შეუსაბამობა უნდა აღმოიფხვრას ელექტრონული სისტემის მეშვეობით ინსტრუქციის შესაბამისად და დადგენილი წესით საპენსიო დეკლარაციის/მაკორექტირებელი დეკლარაციის წარმოდგენის გზით. 3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ თარიღამდე შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში, კონკრეტული დასაქმებულის/არასტანდარტული დასაქმებულის შემთხვევაში ფიქსირდება როგორც არაჯეროვანი შესრულება, ისე საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტი, დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის ვალდებულება განისაზღვრება არაჯეროვანი შესრულების შედეგად ნაკლებად განხორციელებული საპენსიო შენატანისა და ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის შეჯერების შედეგად. მუხლი 14. აცილება/თვითაცილება 1. შემოწმების პროცესში არ შეიძლება მონაწილეობდეს სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც: ა) ამ საქმეში მონაწილებს ან მონაწილეობდა, როგორც მხარე, მხარის წარმომადგენელი ან დაინტერესებული პირი; ბ) საქმეში მონაწილე მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია; გ) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს შემოწმების ობიექტს (არის დამსაქმებელი); დ) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. 2. თანამშრომელი ვალდებულია შემოწმების დაწყებისას დაადასტუროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არ არსებობა ან სააგენტოს დირექტორს აცნობოს ამ მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული გარემოების შესახებ და განაცხადოს თვითაცილება. 3. აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს სააგენტოს დირექტორი. 4. სირთულის, მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, სააგენტოს დირექტორმა, შესაბამისი ბრძანებით, უფლებამოსილი თანამშრომლებისაგან შესაძლოა შექმნას ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამისი შემოწმების პროცესის წარმართვას. მუხლი 15. გაცნობის წესი 1. ამ წესის შესაბამისად გამოცემული სააგენტოს ნებისმიერი ბრძანება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან/და სხვა ნებისმიერი შეტყობინება/ინფორმაცია დამსაქმებელს/არასტანდარტულ დასაქმებულს/თვითდასაქმებულს (შემდგომში – ადრესატი) ეგზავნება/წარედგინება: ა) ელექტრონული სისტემის მეშვეობით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი არ არის რეგისტრირებული ელექტრონულ სისტემაში, ელექტრონული კომუნიკაციის ნებისმიერი სხვა საშუალებით, მათ შორის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით; გ) ფოსტის მეშვეობით, ადრესატის სააგენტოსათვის ცნობილ იურიდიულ/რეგისტრაციის/ფაქტობრივ მისამართზე, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საშუალებით გაგზავნა/წარდგენა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესით გაგზავნის/წარდგენის შემთხვევაში, ბრძანება/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი/შეტყობინება ჩაითვლება ადრესატის მიერ სათანადოდ მიღებულად და გაცნობილად, მისი ელექტრონული სისტემის ან ელექტრონული კომუნიკაციის სხვა საშუალებით მიღების დადასტურების დღეს (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემთხვევაში მისი ელექტრონულ სისტემაში ხელმოწერის დღეს) ან ელექტრონულ სისტემაში ადრესატის გვერდზე/ელექტრონული კომუნიკაციის შესაბამისი საშუალებით ადრესატისათვის ხელმისაწვდომ სივრცეში განთავსებიდან მე-14 კალენდარულ დღეს, რომელიც უფრო ადრე დადგება. 3. ამ მუხლის საფუძველზე ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტი/ინფორმაცია/შეტყობინება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: ა) ადრესატს პირადად; ბ) ადრესატის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) ადრესატის საცხოვრებელ ადგილზე/იურიდიულ მისამართზე ან სააგენტოსათვის ცნობილ ადრესატის ნებისმიერ მისამართზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს/თანამშრომელს. 4. სააგენტო უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის/ბრძანების /შეტყობინების ადრესატისათვის განმეორებით წარდგენას/გაგზავნას, თუ პირველ ჯერზე ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი/წარდგენილი დოკუმენტის ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. ფოსტის მეშვეობით მეორედ გაგზავნის შემთხვევაში, დოკუმენტი ადრესატის მიერ სათანადოდ მიღებულად და გაცნობილად ჩაითვლება მისი მიღების დადასტურების დღეს ან მისი გაგზავნიდან მე-14 კალენდარულ დღეს, რომელიც უფრო ადრე დადგება. 5. ელექტრონულ სისტემაში სააგენტოს მიერ განთავსებულ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ხელმოწერილ ან/და შტამპდასმულ ელექტრონულ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური ფორმით შედგენილ, სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს. 6. სააგენტოსათვის ნებისმიერი ფორმით წარდგენილი ყველა დოკუმენტის/ინფორმაციის ნამდვილობაზე, უტყუარობასა და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმდგენ პირს, განურჩევლად იმისა, თუ კომუნიკაციის რა საშუალებით არის შესაბამისი დოკუმენტი წარდგენილი. 7. ამ მუხლით განსაზღვრული წარდგენის/გაგზავნის და გაცნობის წესი ვრცელდება ამ წესის ფარგლებში მომზადებულ ნებისმიერ და ყველა დოკუმენტზე/ინფორმაციაზე და შეტყობინებაზე. მუხლი 16. ხელახალი შემოწმება 1. დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის შემოწმებული პერიოდის ხელახალი შემოწმება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი/არასტანდარტული დასაქმებული შემოწმებულ პერიოდზე ახალ საპენსიო დეკლარაციას/მაკორექტირებელ დეკლარაციას წარადგენს ან/და შემოსავლების სამსახურში წარადგენს დაზუსტებულ საშემოსავლო დეკლარაციას; 2. განმეორებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა დამსაქმებლის/არასტანდარტული დასაქმებულის მიერ არაჯეროვანი შესრულება, თუ ასეთი არაჯეროვანი შესრულებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თარიღიდან არ არის გასული 12 თვე. მუხლი 17. პერსონალური მონაცემების დამუშავება 1. სააგენტო უფლებამოსილია ამ წესით გათვალისწინებული მიზნებისათვის დაამუშაოს მონაწილის, დაგროვებით საპენსიო სქემაში შეცდომით გაწევრიანებული პირის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის, დამსაქმებლის, თვითდასაქმებულის, არასტანდარტული დასაქმებულის, მათი წარმომადგენლის და სხვა დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ან/და მესამე პირების მეშვეობით. 2. სააგენტოს მიერ ამ წესით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო ან/და პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სააგენტო მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. წესის შესაბამისად, სააგენტოს მიერ უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული პირების პერსონალური მონაცემები ელექტრონულ სისტემაში ინახება მუდმივად. მუხლი 18. ადმინისტრაციული წარმოების ენა 1. ამ წესით გათვალისწინებული საქმის წარმოება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. 2. თუ მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ არის შედგენილი სახელმწიფო ენაზე, მხარე ვალდებულია სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში და მის მიერ დადგენილ ვადაში, წარუდგინოს მას ამ დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი. მუხლი 19. კომერციული საიდუმლოება 1. დამსაქმებელი/თვითდასაქმებული, უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად ინფორმაციის წარდგენისას, მოითხოვონ მის მიერ წარდგენილი ან მასთან დაკავშირებული ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ აჩერებს შემოწმების პროცესს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს დირექტორი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. |
|
დანართი №1
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს სამართალდარღვევის ოქმის ფორმა
|
|
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №
1. --------------------------------------------------------------- ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)
2. -------თბილისი------- ოქმის შედგენის ადგილი
3. ოქმის შემდგენის სახელი, გვარი, თანამდებობა: ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ 4. ინფორმაცია სამართალდამრღვევის შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მისამართი; იურიდიული პირის /ადმინისტრაციული ორგანოს შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), იურიდიული მისამართი, ინფორმაცია წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ): -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 5. ინფორმაცია გამოვლენილი სამართალდარღვევის შესახებ (სამართალდარღვევის ჩადენის დრო, ადგილი, არსი): -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ----- მუხლი, ----პუნქტი
7. სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 8. ოქმზე თანდართული მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში): -------------------------------------------------------------------------------------------------------------- 9. ოქმის შემდგენი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------- (ხელმოწერა) 10. სამართალდამრღვევი: ------------------------------------------------------------------------------------------------------------ (ხელმოწერა; ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში აღინიშნება უარის შესახებ) შენიშვნა: სამართალდამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები.
|
დანართი №2
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს სააღსრულებო ფურცლის ფორმა
|
|
სსიპ – საპენსიო სააგენტო სააღსრულებო ფურცელი №
-------------- (სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი) -------------- (სააღსრულებო ფურცლის გაცემის ადგილი)
1. სააღსრულებო ფურცლის გამცემი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი ---------------------------------------------------------------------------------------------- 2. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის №---, შედგენის თარიღი ----, რომლის აღსასრულებლად გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. 3. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის თარიღი: -----. 4. სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი საფუძველი: ------------------------------------------------------------------------------------------------------- 5. კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები: ------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. მოვალის დასახელება და რეკვიზიტები: ------------------------------------------------------------------------------------------------------- 7. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილი: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 8. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხა: ----- 9. სახაზინო კოდი/ანგარიშის ნომერი: ----- 10. განსახორციელებელი საპენსიო შენატანის თანხა: ----- 11. საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშ(ებ)ის ნომერი: -------- 12. დანართი №1 - მოვალის მიერ მონაწილეების მიხედვით გადასახდელი თანხის შესახებ ინფორმაცია, რომელიც თან ერთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე სააღსრულებო ფურცელს და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს 13. უფლებამოსილი პირი ------------------------------- (ხელმოწერა/ბეჭედი)
|
დოკუმენტის კომენტარები