„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 131/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2024
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016856
131/04
29/05/2024
ვებგვერდი, 31/05/2024
220020000.18.011.016856
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №131/04

2024 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 10/03/2021; ს/კ: 220020000.18.011.016549) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის მე-3 და მე-12 პუნქტებისა და 641 მუხლის საფუძველზე,“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საკრედიტო შუამავალი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის კრედიტორი და ფინანსურ ორგანიზაციასთან არსებული ხელშეკრულების/შეთანხმების შესაბამისად ახორციელებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ საქმიანობას:

ზ.ა) მომხმარებლებს წარუდგენს/სთავაზობს საკრედიტო პროდუქტებს;

ზ.ბ) მომხმარებლებს ეხმარება საკრედიტო ხელშეკრულებებთან დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებში;

ზ.გ) მომხმარებლებთან ფინანსური ორგანიზაციის სახელით დებს საკრედიტო ხელშეკრულებას;

ზ.დ) მომხმარებლებს ამისამართებს ფინანსურ ორგანიზაციაში საკრედიტო პროდუქტების შეთავაზებების მისაღებად/პირობების გასაცნობად.“.

ა.ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კრედიტის მთლიანი თანხა (ძირითადი თანხა) – საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი მთლიანი მისაღები თანხის მაქსიმალური შესაძლო ოდენობა;“;

ა.გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) დეპოზიტი – ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ, კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მომხმარებლისათვის შეთავაზებული/მიწოდებული ნებისმიერი ტიპის დეპოზიტი (მათ შორის, მოთხოვნამდე დეპოზიტი), ანაბარი ან სადეპოზიტო სერტიფიკატი, ასევე, მიმდინარე და საბარათე ანგარიში, რომლებსაც ერიცხება პროცენტი;“;

ა.დ) „ჰ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ2“ ქვეპუნქტი:

„ჰ2) ინტერნეტბანკი/მობაილბანკი ინტერნეტში ჩართული მოწყობილობის მეშვეობით, საფინანსო მომსახურების გაწევის საშუალება, რომლითაც მომხმარებელს აქვს წვდომა საკუთარი საფინანსო პროდუქტების შესახებ ინფორმაციაზე ან/და შეუძლია სხვადასხვა ოპერაციის განხორციელება.“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საფინანსო პროდუქტის პირობების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი, წინასწარ ცნობილი და მის ხელთ არსებული სრული ინფორმაციის დროულად მიწოდება, მათ შორის, მომხმარებელთან გასაფორმებელ/გაფორმებულ ხელშეკრულებებში. ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს პროდუქტის ნებისმიერი არხით შეთავაზებისას ხელშეკრულების გაფორმებამდე,  რომელიც პროდუქტის მიღებასთან, სარგებლობასთან ან/და სარგებლობის დასრულებასთან დაკავშირებით მომხმარებელს არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია საფინანსო პროდუქტის შეთავაზებისას/საფინანსო პროდუქტის მიწოდებამდე მომხმარებელს ზეპირსიტყვიერად გააცნოს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ზეპირსიტყვიერად გაცნობის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც პროდუქტის შეთავაზება ხორციელდება ისეთი დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით, რომელიც გამორიცხავს ზეპირსიტყვიერ კომუნიკაციას და აღნიშნული ინფორმაცია მომხმარებლისთვის მიწოდებულია სხვა გზით (მათ შორის, დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით).“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტები:

„ი1) ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების არსებობის ან არარსებობის შესახებ; ამ უფლების არსებობის შემთხვევაში ვადა, რომლის განმავლობაშიც მოქმედებს აღნიშნული უფლება, ასევე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები, მათ შორის, მომხმარებლის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები, მათ შორის, მომხმარებლის მიერ გადასახდელი/ფინანსური ორგანიზაციის მიერ დასაბრუნებელი თანხის/ქონების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დათვლის პრინციპი; დამატებით, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, როდესაც არ ხდება ამ წესით გათვალისწინებულ ვადაში მომხმარებლის მიერ თანხის/ქონების დაბრუნება, ფინანსური ორგანიზაციის მიერ გასატარებელი ღონისძიებები;

2) ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენების პრაქტიკული ინსტრუქციები, მათ შორის, უარის შესახებ მომხმარებლის მხრიდან ფინანსური ორგანიზაციისთვის შეტყობინების გაგზავნის არხები და მისამართი. ხელშეკრულებაზე უარის თქმის პრაქტიკულ ინსტრუქციებს ფინანსური ორგანიზაცია განსაზღვრავს დამოუკიდებლად.“;

გ.ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ მომხმარებლისთვის საფინანსო პროდუქტის შესათავაზებლად დისტანციური კომუნიკაციის საშუალებად გამოყენებულია სატელეფონო ზარი, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს საუბრის დასაწყისში ცხადად და გასაგებად გააცნოს ფინანსური ორგანიზაციის დასახელება და სატელეფონო ზარის მიზანი. მომხმარებლის მხრიდან საუბრის გაგრძელებაზე მკაფიო თანხმობის მიღების შემდეგ ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელმა უნდა მიაწოდოს საკუთარი ვინაობა და თავისი კავშირი ფინანსურ ორგანიზაციასთან, ასევე ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, ასევე, ინფორმაცია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ასევე, მომხმარებლის უფლება მოითხოვოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“, „ზ“, „თ“, „ი“ და „კ“-„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება, ხოლო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას აღნიშნული ქვეპუნქტების შესაბამისი დეტალური ინფორმაციაც.“;

გ.გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1011010 პუნქტები:

„101. მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე დისტანციური ხელშეკრულების დადების, ან თუ ამ წესის შესაბამისად, ხელშეკრულების მომხმარებლისთვის მიწოდება ხდება ხელშეკრულების დადების შემდეგ, ამ ხელშეკრულების მიღების დღიდან, 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

102. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება არ ვრცელდება:

ა) საფინანსო პროდუქტზე, რომლის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე განხორციელებულ ცვლილებებზე, რაც ფინანსური ორგანიზაციების კონტროლს არ ექვემდებარება და რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენების ვადის განმავლობაში. ასეთი საფინანსო პროდუქტები მოიცავს ან/და დაკავშირებულია:

ა.ა) ვალუტის გაცვლასთან;

ა.ბ) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებთან;

ა.გ) მიმოქცევად ფასიან ქაღალდებთან;

ა.დ) საინვესტიციო ფონდის მიერ ემიტირებულ უფლებებთან;

ა.ე) ფიუჩერსებთან, მათ შორის, ისეთ ეკვივალენტურ ინსტრუმენტებთან, რომელთა ანგარიშსწორება ხდება ნაღდი სახით;

ა.ვ) საპროცენტო განაკვეთის ფორვარდთან (FRAs);

ა.ზ) საპროცენტო განაკვეთის, ვალუტის და კაპიტალის სვოპებთან;

ა.თ) ამ ქვეპუნქტში მოცემული ნებისმიერი ინსტრუმენტის შეძენის ან გასხვისების ოფციებთან, მათ შორის, ისეთ ეკვივალენტურ ინსტრუმენტებთან, რომელთა ანგარიშსწორება ხდება ნაღდი სახით. ასევე, ვალუტის და საპროცენტო განაკვეთის ოფციებთან;

ა.ი) დოკუმენტალურ ოპერაციებთან (აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო, საბანკო გარანტია, აქცეპტები და სხვა);

ა.კ) ესქრო ანგარიშთან;

ა.ლ) ფაქტორინგულ ოპერაციებთან.

ბ) ხელშეკრულებებზე, რომლებიც მომხმარებლის აშკარა და ცალსახა მოთხოვნის საფუძველზე სრულად შესრულდა ორივე მხარის მიერ, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენებამდე;

გ) სადეპოზიტო ხელშეკრულებებზე.

103. თუ მომხმარებელი იყენებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, მან ფინანსურ ორგანიზაციას, ამ წესის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების ვადის ამოწურვამდე, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ი2“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, უნდა გაუგზავნოს შეტყობინება. მომხმარებლის მიერ ვადა დაცულად ჩაითვლება, თუ შეტყობინება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ი2“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 101 პუნქტის მოთხოვნების დაცვით გაეგზავნება ფინანსურ ორგანიზაციას.

104. დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ასევე უქმდება მასთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ფინანსურ ორგანიზაციასთან ან მესამე მხარესთან, ფინანსურ ორგანიზაციასა და მესამე მხარეს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამ შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ როგორც მომხმარებელს, ასევე, მესამე მხარეს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დაკავშირებული დისტანციური ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

105. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენების შემთხვევაში, მას შეიძლება დაეკისროს ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება ხელშეკრულების შესაბამისად, ფინანსური ორგანიზაციის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურებისა და პერიოდის პროპორციულად. ამასთან, ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს მომხმარებელს დააკისროს ფინანსური ორგანიზაციის მიერ მესამე პირისთვის გაწეული/გასაწევი ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება.

106. ფინანსურ ორგანიზაციას უფლება არ აქვს,  მომხმარებელს მოსთხოვოს ამ მუხლის 105 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა, თუ ის არ დაადასტურებს, რომ მომხმარებელი სათანადოდ იყო ინფორმირებული აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ი1“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამ მუხლის 105 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ფინანსურმა ორგანიზაციამ დაიწყო ხელშეკრულების შესრულება ხელშეკრულებაზე უარის თქმის ვადის ამოწურვამდე, მომხმარებლის წინასწარი თანხმობის/მოთხოვნის გარეშე.

107. ფინანსურმა ორგანიზაციამ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღების დღეს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მიღების დღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა, მომხმარებელს უნდა დაუბრუნოს დისტანციური ხელშეკრულების ფარგლებში მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა სრულად, ამ მუხლის 105 პუნქტით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის/ასანაზღაურებელი ხარჯის გამოკლებით.

108. მომხმარებელმა ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის დღეს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს აღნიშნული შეტყობინების გაგზავნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა, ფინანსურ ორგანიზაციას უნდა დაუბრუნოს მიღებული თანხა ან/და ქონება სრულად ამ მუხლის 105 პუნქტის შესაბამისად.

109. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში,  ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება ამ მუხლის 107 და 108 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად შესრულების შემდეგ.

1010. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტები, ასევე, 101-109 პუნქტები არ ვრცელდება დისტანციურად დადებულ საკრედიტო ხელშეკრულებაზე. მომხმარებლის მიერ დისტანციურად დადებულ საკრედიტო ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენება ხორციელდება ამ წესის 101 მუხლის შესაბამისად.“;

დ) მე-6 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების თავსართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და ის უნდა განთავსდეს ხელშეკრულების საწყის, ხელშეკრულების სხვა პირობებისგან განცალკევებულ არაუმეტეს ორ გვერდზე. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას ამ წესის დანართ №4-ში მოცემული ნიმუშების ზოგადი სტილი და მასში შემავალი კომპონენტების თანმიმდევრობა. ხელშეკრულების თავსართში არ უნდა მიეთითოს ის საკომისიოები, რომლის გადახდაც კონკრეტულ მომხმარებელს არ ეკისრება (გარდა ისეთი ხარჯებისა, რომლებიც შინაარსობრივად პირგასამტეხლოა). ხელშეკრულების თავსართში უნდა მიეთითოს მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია სრულად უნდა იყოს ასახული. დაუშვებელია სავალდებულო ინფორმაციის ხელშეკრულების თავსართში ასახვისას მითითება გაკეთდეს ხელშეკრულების შესაბამის მუხლებზე, გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტებითა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციისა.“;

დ.ბ) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:

„ვ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა ან/და ამ წესის   მიხედვით ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების არსებობის შემთხვევაში განათავსოს შემდეგი ჩანაწერი: „მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებაზე, ამ ხელშეკრულების დადებიდან/მიწოდებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში“ და ხელშეკრულების პუნქტი/პუნქტები, რომელშიც მითითებულია ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტებითა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია;  

ზ) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა ან/და ამ წესის   მიხედვით ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების არარსებობის შემთხვევაში განათავსოს შემდეგი ჩანაწერი: „მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებაზე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის მიხედვით“.“;

დ.გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. თუ კრედიტი გაცემულია „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულების დანართი №1-ის, შენიშვნა 2-ის გათვალისწინებით, კერძოდ, თუ მომხმარებელს აქვს კრედიტის/კრედიტების ვადის უპირობოდ გახანგრძლივების უფლებამოსილება, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების თავსართში მიუთითოს შემდეგი ჩანაწერი: „თქვენ უფლება გაქვთ წინამდებარე  ხელშეკრულებით დადგენილი ვადით, უპირობოდ და ყოველგვარი ხარჯის გარეშე მოითხოვოთ ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის/კრედიტების ვადის გახანგრძლივება“.“;

ე) მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის:

ე.ა) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:

„ნ1) ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების არსებობის ან არარსებობის შესახებ; ამ უფლების არსებობის შემთხვევაში ვადა, რომლის განმავლობაშიც მოქმედებს აღნიშნული უფლება, ასევე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები, მათ შორის, მომხმარებლის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები, მათ შორის, მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დათვლის პრინციპი. დამატებით, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, როდესაც არ ხდება ამ წესით გათვალისწინებულ ვადაში მომხმარებლის მიერ თანხის დაბრუნება, ფინანსური ორგანიზაციის მიერ გასატარებელი ღონისძიებები; ასევე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენების პრაქტიკული ინსტრუქციები, მათ შორის, უარის შესახებ მომხმარებლის მხრიდან ფინანსური ორგანიზაციისთვის შეტყობინების გაგზავნის არხები და მისამართი. ხელშეკრულებაზე უარის თქმის პრაქტიკულ ინსტრუქციებს ფინანსური ორგანიზაცია განსაზღვრავს დამოუკიდებლად;“;

ე.ბ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:

„შ) სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულებაში მოცემული უნდა იყოს კრედიტის/კრედიტების ვადის უპირობოდ გახანგრძლივების დეტალური პირობები.“.

ვ) მე-10 მუხლის:

ვ.ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია ინტერნეტბანკში/მობაილბანკში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ამავე არხის საშუალებით გაფორმებული სასესხო და სადეპოზიტო ხელშეკრულებების ასლები. ასევე, ნებისმიერი არხით გაფორმებული სპეციფიკური საფინანსო პროდუქტების ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (თავსართში ამავე წესით გასათვალისწინებელი შესაბამისი ინფორმაცია/პირობა), ხოლო სხვა სასესხო და სადეპოზიტო ხელშეკრულებების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთი, მისი დარიცხვის პერიოდულობა და ხელშეკრულების მოქმედების ვადა. დამატებით, იმ საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული მომხმარებლის მიერ გადახდილი/გადასახდელი ხარჯები, რომლითაც სარგებლობს მომხმარებელი.“;

ვ.ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია ინტერნეტბანკში/მობაილბანკში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ასევე, დეპოზიტის შემთხვევაში, ის მინიმალური ნაშთი, რომელსაც ერიცხება საპროცენტო განაკვეთი და ინფორმაცია იმის შესახებ, პროცენტი ერიცხება ყოველი დღის ბოლოს არსებულ ნაშთს თუ თვის განმავლობაში ანგარიშზე არსებულ მინიმალურ ნაშთს. სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილი უნდა იყოს ამ წესის დანართი №1 და დანართი №2-ის შესაბამისად. სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის საპროცენტო და ეფექტური საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელობები უნდა განახლდეს იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მათი მნიშვნელობები იცვლება.“;

ზ) მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

„მუხლი 101. სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის საკრედიტო ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება      

1. მომხმარებელს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, უფლება აქვს უარი თქვას სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის საკრედიტო ხელშეკრულებაზე მისი გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება არ ვრცელდება ისეთ კრედიტებზე, რომლებიც უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით ან/და „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური გირავნობით. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება აგრეთვე არ ვრცელდება ისეთ კრედიტებზე, რომლებიც უზრუნველყოფილია არამატერიალური ქონებრივი სიკეთით/მოძრავი ქონებით, გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან/და ძვირფასი ლითონებით ან/და ძვირფასი ქვებით უზრუნველყოფილი კრედიტებისა. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების ვადის ათვლა იწყება:

ა) საკრედიტო ხელშეკრულების დადებიდან;

ბ) მომხმარებლის მიერ, ამ წესის შესაბამისად, ხელშეკრულების მიღებიდან, თუ  ხელშეკრულებას მომხმარებელი მისი დადების შემდეგ იღებს.

2. თუ მომხმარებელი იყენებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, მან:  

ა) ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ1“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვამდე, მატერიალურად ან სხვა სანდო საშუალებით უნდა შეატყობინოს ფინანსურ ორგანიზაციას. ვადა დაცულად ითვლება, თუ აღნიშნული შეტყობინება გაგზავნილია მატერიალურად ან სხვა სანდო საშუალებით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის ამოწურვამდე;   

ბ) ფინანსურ ორგანიზაციას უნდა გადაუხადოს კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხა და ამ თანხაზე კრედიტით სარგებლობის პერიოდის განმავლობაში დარიცხული და გადაუხდელი პროცენტი,  ფინანსური ორგანიზაციისთვის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა. კრედიტზე დარიცხული პროცენტი იანგარიშება ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით. ფინანსურ ორგანიზაციას უფლება არ აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მომხმარებლისგან მიიღოს რაიმე სახის სხვა კომპენსაცია, გარდა ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა ან/და სანოტარო ხარჯისა.

3. მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად შესრულების შემდეგ.

4. მომხმარებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ასევე უქმდება მასთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ფინანსურ ორგანიზაციასთან ან მესამე მხარესთან ფინანსური ორგანიზაციასა და მესამე მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამ შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ როგორც მომხმარებელს, ასევე, მესამე მხარეს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დაკავშირებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

5. ამ მუხლის მოთხოვნები ვრცელდება როგორც მატერიალურად, ასევე დისტანციურად გაფორმებულ სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის საკრედიტო ხელშეკრულებებზე.“.

მუხლი 2
1. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე დადებული ხელშეკრულებების ფორმატზე ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები გავრცელდება, თუ ხელშეკრულების პირობების ცვლილების გამო საჭირო ხდება მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა ან ახალი ხელშეკრულების გაფორმება.

2. ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის, მათ შორის, ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე დადებულ ხელშეკრულებებში ამ წესით ფინანსური ორგანიზაციისთვის დადგენილ ვალდებულებებზე ჩანაწერების არარსებობა არ ათავისუფლებს ფინანსურ ორგანიზაციას მათი შესრულების ვალდებულებებისაგან.

3. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე დადებულ ხელშეკრულებებზე ამ წესით გათვალისწინებული უარის თქმასთან დაკავშირებული დებულებები გავრცელდება, თუ ხელშეკრულების პირობების ცვლილების გამო საჭირო ხდება მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა ან ახალი ხელშეკრულების გაფორმება.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა