„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 169
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024563
169
21/05/2024
ვებგვერდი, 22/05/2024
300160070.10.003.024563
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №169

2024 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის,  „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-18 პუნქტის, 53 მუხლისა და 61 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017599) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-18 პუნქტის, 53 მუხლისა და 61 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის“:

ა)  პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ეს წესი ადგენს საერთო სარგებლობის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის მომსახურების პირობებს, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის (შემდგომში − ნებართვა)  პირობებს, ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალს, ნებართვის მოქმედების ვადას, სამგზავრო გადაყვანის პროცესში მონაწილეთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას.“;

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) გადამზიდველთა შესაბამისობა სანებართვო პირობებთან.“;

გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

გ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით მგზავრთა გადაყვანა; რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი მარშრუტების გათვალისწინებით; შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით მგზავრთა გადაყვანა, რომელიც დაიწყო და დამთავრდა ერთისა და იმავე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საგზაო ინფრასტრუქტურის თავისებურების ან/და რელიეფის გამო სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთით;“;

გ.ბ) „ა1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:

„ა2) ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – საქართველოს ტერიტორიაზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა;“;

გ.გ) „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ1) საერთაშორისო  არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა – საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიებს შორის ან ამ ტერიტორიის გავლით მგზავრთა გადაყვანა, რომელიც არ განეკუთვნება საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას. გადაყვანის პირობები თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის განისაზღვრება გადამზიდველსა და დამკვეთს შორის შეთანხმებით  და სრულდება საკონტროლო დოკუმენტის (მგზავრების სია) ან ავტორიზაციის ბლანკის თანხლებით;“;

გ.დ) „კ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ.ა) ავტობუსი − ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება (M2 და M3 კატეგორიები);“;

გ.ე) „კ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ.გ“ ქვეპუნქტი:

„კ.გ) მინივენი − M1 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა,    5-ს აღემატება;“;

დ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ავტობუსი და მინივენი ეკიპირებული უნდა იყოს:

ა) ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო ან/და საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მარშრუტის საწყისი და ბოლო პუნქტების აღმნიშვნელი აბრით. ქვეყნის შიდა არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებისას თავსდება აბრა წარწერით − „დაკვეთით“, ხოლო საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანისას − აბრა საბოლოო დანიშნულების პუნქტის აღნიშვნით. აბრა თავსდება სპეციალურად ამ მიზნისათვის განსაზღვრულ თვალსაჩინო ადგილზე ან ავტობუსის/ მინივენის სალონში, წინა საქარე მინის ზედა ან ქვედა მარჯვენა კუთხეში, წარწერით გარეთა მხარეს;  

ბ) მძღოლის სახელისა და გვარის, გადამზიდველის დასახელების, მისამართის, ტელეფონის ნომრისა და მგზავრობის ღირებულების აღმნიშვნელი ტაბლოთი, რომელიც უნდა განთავსდეს ავტობუსის/მინივენის სალონში მგზავრისათვის თვალსაჩინო ადგილზე. მგზავრობის ღირებულების აღმნიშვნელი ტაბლო უნდა განთავსდეს იმ შემთხვევაში, როდესაც განრიგის საწყისი, შუალედური ან/და საბოლოო პუნქტი არ არის ავტოსადგური;

გ) ავარიული გასასვლელების მაჩვენებელი ნიშნებითა და მინის გასატეხი ჩაქუჩით (ავტობუსის შემთხვევაში);

დ) დასასხდომი ადგილების (სავარძლების) ნუმერაციის მაჩვენებლებით (ავტობუსის შემთხვევაში);

ე) ცეცხლსაქრობით, გამაფრთხილებელი სამკუთხედით, პირველადი დახმარების სამედიცინო სააფთიაქო ყუთით (ავტობუსის შემთხვევაში).“;

ე) მე-5 მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ – „მ“ ქვეპუნქტები:

„ვ) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელსაც წარმატებით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება;

ზ) საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გარეშე;

თ) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც არ არის გათვალისწინებული მგზავრთა გადასაყვანად;

ი) ნებართვის მფლობელი, მისი მენეჯერი, ხელმძღვანელი პირი არ უნდა იყვნენ ნასამართლევნი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო გადამზიდველთან დასაქმებული ნებისმიერი მძღოლი − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე, აგრეთვე ამავე კოდექსის 273-ე, 2731 და 276-ე მუხლებით გათვალიწინებული დანაშაულისთვის;

კ) გადამზიდველთან დასაქმებულ ნებისმიერ მძღოლს უფიქსირდებოდეს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი;

ლ) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაში ისეთი მძღოლის ჩართვა, რომელმაც წარმატებით ვერ გაიარა სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

მ) მარჯვენასაჭიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებით საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა.“;

ე.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„7. შინაური ცხოველებისა და ფრინველების გადაყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებით (გალია, ყუთი და სხვა).“;

ე.გ) მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დროულად მიაწოდოს მარშრუტის საწყის პუნქტში, რეისში გასვლამდე არაუგვიანეს 20 წუთით ადრე, ტექნიკურად გამართული, დასუფთავებული, ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად აღჭურვილი ავტობუსი/მინივენი;“;

ე.დ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. გადამზიდველს უფლება აქვს, შეცვალოს მარშრუტი ან გადადოს რეისი მისგან დამოუკიდებელი შემაფერხებელი გარემოების გამო, რომლის განსაზღვრა და აღმოფხვრა მას წინასწარ არ შეეძლო, ხოლო საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, აგრეთვე გამოიყენოს მესამე ქვეყნის ტერიტორია, პარტნიორი ქვეყნების შესაბამისი უწყებების შეთანხმების შემთხვევაში. აღნიშნულის თაობაზე გადამზიდველი ვალდებულია, შეფერხების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს გაჩერების ბოლო და შუალედურ პუნქტებში არსებულ ავტოსადგურებს.

12. გადამზიდველის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება მის მიერ ამ წესის მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის დეკლარაციის მიღებით და მასზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის გაცემით.“;

ვ) მე-6 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მარშრუტის მომსახურებისათვის ავტობუსის/მინივენის ტიპისა და კატეგორიის შესახებ;

ბ) მარშრუტზე ავტობუსის/მინივენის მოძრაობის განრიგი (შედგენილი მძღოლთა შრომისა და დასვენების დადგენილი რეჟიმების გათვალისწინებით და შეთანხმებული საწყის, ბოლო და შუალედურ პუნქტებში მოქმედ ავტოსადგურებთან);“;

ვ.ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ავტოსადგურში ავტობუსში/მინივენში მგზავრების ჩასხდომა იწყება რეისში გასვლამდე არაუგვიანეს 20 წუთით ადრე.

5. ამ წესის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასთან ერთად, გადამზიდველი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მარშრუტზე ავტობუსის/მინივენის მოძრაობის განრიგის დაცვა;

ბ) უზრუნველყოს მძღოლი ბილეთებით მგზავრებისათვის იმ შემთხვევაში, თუ განრიგით გათვალისწინებულ საწყის, შუალედურ ან/და საბოლოო გაჩერების პუნქტში არ არის ავტოსადგური;

გ) სულ მცირე, წელიწადში ერთხელ უზრუნველყოს მასთან დასაქმებული ყველა მძღოლის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) სულ მცირე, 6 თვეში ერთხელ უზრუნველყოს მასთან დასაქმებული ყველა მძღოლის შესაბამის დაწესებულებაში შემოწმება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით;

ე) უზრუნველყოს მგზავრობის საფასურის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ავტოსადგურისა და მგზავრებისთვის ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“;

ზ) მე-6 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განრიგის დარღვევა ჩაითვლება საპატიოდ, თუ განრიგით გათვალისწინებულ მარშრუტზე მოძრაობის დაწყება-დამთავრების დროის დარღვევა არ ცდება 10 წუთს თითოეულ 100 კილომეტრზე ან იგი გამოწვეულია ობიექტური მიზეზების გამო. გადამზიდველი ვალდებულია, განრიგის დარღვევის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბოლო და შუალედურ გაჩერების პუნქტებში მოქმედ ავტოსადგურებს.“;

თ) მე-6 მუხლის:

თ.ა) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უზრუნველყოს ავტობუსის/მინივენის გაჩერება მხოლოდ მოძრაობის განრიგით განსაზღვრულ პუნქტებში;“;

თ.ბ) მე-9 პუნქტის:

თ.ბ.ა) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) ავტობუსის/მინივენის რეისში გასვლა გვიანდება თხუთმეტ წუთზე მეტი ხნით;“;

თ.ბ.ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ.ბ.გ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემთხვევების გარდა, გადამზიდველს უფლება აქვს, ბილეთის დაბრუნებისათვის სხვა დამატებითი პირობები დააწესოს. აღნიშნული ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ავტოსადგურში;“;

ი) მე-8 მუხლის:

ი.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ან სურვილი აქვს განახორციელოს საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა, ვალდებულია, გააჩნდეს ნებართვა.“;

ი.ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავტორიზაციის ბლანკი, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე  მომზადებულია საქართველოს მხარის მიერ პარტნიორი ქვეყნის კონკრეტული გადამზიდველის სახელზე (კონკრეტული მარშრუტისათვის) და გაცემულია მასზე პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ;“;

ი.გ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავტორიზაციის ბლანკი, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე  საქართველოს მხარის მიერ  გადაცემულია პარტნიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოზე და გაცემულია მის მიერ კონკრეტული გადამზიდველის სახელზე;“;

ი.დ) მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავტორიზაციის ბლანკისა და თანმხლები დოკუმენტების შევსების სისწორესა და ურთიერთშესაბამისობას;

ბ) ავტორიზაციის ბლანკის მოქმედების ვადას;“;

ი.ე) 51 − მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას შესაბამისი ავტორიზაციის ბლანკის გარეშე გადაადგილების ან/და ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის (ბარგისა და ხელბარგის გარდა) გადაზიდვის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის ან შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნების ან ტვირთის სხვა ნებადართულ სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვის) 6 სამუშაო დღის ვადას, რომელიც აითვლება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მგზავრთა გადაყვანის ან/და ტვირთის გადაზიდვის წესების დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება შემოსვლის ქვეყანაში უკან დაბრუნებას.

6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც არარეგულარული საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი ავტორიზაციის ბლანკის გარეშე, მძღოლი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადააადგილებს პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებულ სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებას, ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს წარუდგინოს „მგზავრების სია“.

7. პარტნიორ ქვეყანაში რეგისტრირებული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, შესაბამისი ავტორიზაციის ბლანკის წარდგენის გარეშე, შესაძლებელია საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“;

კ)  მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 – 86 მუხლები:

მუხლი 81. ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტები

1. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო), ელექტრონული ან წერილობითი მიმართვის საფუძველზე უნდა წარუდგინოს:

ა) ინფორმაცია გადამზიდველის მფლობელობაში არსებულ ყველა  ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით (რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ სატრანსპორტო საშუალების (საშუალებების) მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები), რომელიც ჩართული არის/იქნება საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ან/და საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში ან/და ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში; 

ბ) ცნობა გადამზიდველის, მისი ხელმძღვანელის, მენეჯერისა და მასთან დასაქმებული ყველა მძღოლის ნასამართლობის შესახებ;

გ) მენეჯერსა და ყველა მძღოლთან გაფორმებული შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;     

დ) მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ვ) ამ  წესის 82 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური რესურსის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ფიზიკური პირის წარმომადგენლობის შემთხვევაში − სანოტარო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სანოტარო წესით დამოწმება არ მოითხოვება, თუ განცხადება წარდგენილია ელექტრონული ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 

თ) ამ  წესის 82 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ავტობუსის შესაბამისი EURO IV უსაფრთხო კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ავტომობილის გამოშვების თარიღიდან გასულია 20 წელზე მეტი;

ი) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) შესაბამისი დაწესებულების მიერ მასთან დასაქმებული ყველა მძღოლის სახელზე გაცემული ცნობა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;

ლ) გადამზიდველის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული, საქმიანობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაცია;

მ) ინფორმაცია იმ საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის სახეობაზე, რომლის განხორციელების სურვილიც გააჩნია.

2. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელს, ქვეყნის შიდა რეგულარული და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, ნებართვის მისაღებად სააგენტოს შეუძლია მიმართოს 2024 წლის 1 დეკემბრიდან.

3. მომსახურების გაწევისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული დოკუმენტები ან ამ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია ელექტრონული სახით ინახება სააგენტოს ან სხვა პირების ელექტრონულ ბაზებში და სააგენტოსათვის აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია.

4. გადამზიდველი ვალდებულია, ნებართვის აღებიდან არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეში წარუდგინოს სააგენტოს შესაბამის მარშრუტზე ავტობუსის/მინივენის მოძრაობის განრიგი, რომელიც შეთანხმებულია საქართველოში არსებულ საწყის, ბოლო და შუალედურ გაჩერების პუნქტებში არსებულ ავტოსადგურებთან. აღნიშნულ მარშრუტზე წარმოდგენილი გადამზიდველის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მძღოლების რაოდენობა შესაბამისობაში უნდა იყოს ამ მარშრუტისა და განრიგის შესაბამისი რეისების შესასრულებლად. ეს პუნქტი არ ვრცელდება საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე.

5. მენეჯერის ნასამართლობის შესახებ ცნობის, პროფესიული კომპეტენტურობის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლისა და მენეჯერთან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის წარდგენის ვალდებულება გადამზიდველს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ წესის 82 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სხვაგვარად ვერ ადასტურებს საკუთარ კვალიფიკაციას.

6. ნებართვის მოქმედების პერიოდში, მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აცნობოს სააგენტოს აღნიშნულის თაობაზე და წარადგინოს ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუხლი 82. სანებართვო პირობები

1. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის საქმიანობის განხორციელებისას ნებართვის მფლობელი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:

ა) გააჩნდეს სათანადო ფინანსური აქტივი (მათ შორის, ფულადი აქტივის ჩათვლით ან/და საბანკო ანგარიშები ან/და საბანკო გარანტია), რომლის მინიმალური თანხა ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის განისაზღვრება 5000 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველი შემდგომი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის − 2500 ლარის ოდენობით, ამ წესის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით. ნებართვის მფლობელის საკუთრებაში არსებული ან/და მისთვის ლიზინგის ფორმით გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩაითვლება ფინანსურ რესურსად და ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით არ ვრცელდება დამატებითი რესურსის არსებობის ვალდებულება. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ფინანსურ რესურსად შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს ნებართვის მფლობელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;

ბ) უნდა აკმაყოფილებდეს პროფესიული კვალიფიკაციის მოთხოვნას, რაც უნდა დასტურდებოდეს მასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი მენეჯერის სახელზე საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში გაცემული დიპლომით ან/და სერტიფიკატით ან ამავე სფეროში საქმიანობის არანაკლებ   2-წლიანი გამოცდილებით;

გ) ნებართვის მფლობელი, მისი მენეჯერი, ხელმძღვანელი პირი არ უნდა იყვნენ ნასამართლევნი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო გადამზიდველთან დასაქმებული მძღოლი − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე, აგრეთვე ამავე კოდექსის 273-ე, 2731 და 276-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის;

დ) გააჩნდეს სტაბილური და მუდმივმოქმედი ოფისი;

ე) გადამზიდველის მიერ გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი  პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება; 

ვ) გადამზიდველის მიერ გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აღჭურვილია ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობით − ტაქოგრაფით და სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით;

ზ) ქალაქებს (ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. ზუგდიდი, ქ. თელავი) და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას გამოიყენოს მხოლოდ M3 კატეგორიისა და:

ზ.ა) მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ ავტობუსი; ან

ზ.ბ) ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა;

თ) დადგენილი წესით დაიცვას მარშრუტზე ავტობუსის/მინივენის მოძრაობის განრიგი;

ი) ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს თითოეული მარშრუტისა და განრიგის სააგენტოში რეგისტრაცია;

კ) საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების დროს ბორტზე გააჩნდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ნებართვის ასლები;

ლ) დაიცვას ამ წესით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

2. პირის საქმიანობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში გამოცდილებად ითვლება, თუ, სულ მცირე, ბოლო 2 წლის განმავლობაში:

ა) პირი ფლობდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვას; ან

ბ) პირი ფლობდა სააგენტოს მიერ კონკურსის საფუძველზე გაცემულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილ საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერად ნებართვას; ან

გ) პირის სახელზე გაცემული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ან/და საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის გაცვლილი, სულ მცირე, 1 სანებართვო დოკუმენტი საერთაშორისო რეგულარული ან არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის განსახორციელებლად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანებართვო პირობა ვრცელდება მხოლოდ იმ გადამზიდველზე, რომელზეც 2025 წლის 1 ივნისამდე არ იყო გაცემული საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა, ხოლო ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტაბილურ და მუდმივმოქმედ ოფისად ითვლება უძრავი ქონება, რომელსაც გადამზიდველი ფლობს თავისი საქმიანობის განსახორციელებლად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ვრცელდება მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ჩართულია საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო ან/და საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებულ ოპერაციებზე.

მუხლი 83. ნებართვის გაცემა

1. ნებართვა გაიცემა ელექტრონული ფორმით, ხოლო დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლოა გაიცეს ნებართვის ელექტრონული დოკუმენტის ასლი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ნებართვის ფორმას ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

2. ნებართვის გაცემისას მასში მიეთითება ის საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის სახეობა, რომელიც სააგენტოსთვის მიმართვისას მიუთითა გადამზიდველმა. თუ გადამზიდველი აკმაყოფილებს საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისთვის ამ წესით დადგენილ სანებართვო პირობებს, ივარაუდება, რომ ის აკმაყოფილებს ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანასა და საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასთან დაკავშირებულ სანებართვო პირობებს.

3. გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს:

ა) ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას და აქვს სურვილი, განახორციელოს საერთაშორისო რეგულარული ან საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა; ან

ბ) საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანას და აქვს სურვილი, განახორციელოს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან/და საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, ვალდებულია,  აღნიშნულის თაობაზე განცხადებით მიმართოს სააგენტოს და იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებს შესაბამის სანებართვო პირობებს, სააგენტოს მიერ მოხდება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვაში შესაბამისი ცვლილების შეტანა.

მუხლი 84. ნებართვის მოქმედების ვადა

საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა გაიცემა გადამზიდველზე 3 წლის ვადით და არსობრივად არის დაკავშირებული მის მფლობელთან.

მუხლი 85. პასუხისმგებლობა უნებართვო საქმიანობისთვის

1. საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანა ან ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გარეშე, გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

2. უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გარეშე მგზავრის გადაყვანა და ბარგის გადაზიდვა ნებისმიერი დანიშნულებითა და მიზნით, რაც გამოიხატება შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსში/ მინივენში მგზავრების არსებობის ფაქტით, ან ავტობუსში/მინივენში იმ შესაბამისი ნიშნის განთავსებით, რომელიც სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მაიდენტიფიცირებელი იქნება (აბრა) ან სხვა ნიშნის განთავსებით ან შესაბამისი სამგზავრო გადაყვანის მომსახურების საჯარო შეთავაზების სხვა ფორმის გამოყენებით.

3. შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსში/მინივენში მგზავრების არსებობის ფაქტი ან ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სამგზავრო გადაყვანის განხორციელების შესახებ აბრის ან სხვა ნიშნის განთავსება ან შესაბამისი სამგზავრო გადაყვანის მომსახურების საჯარო შეთავაზების სხვა ფორმის გამოყენება აღქმული იქნება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის განხორციელებად.

მუხლი 86. შუალედური გაჩერების პუნქტი

1. ავტოსადგურებს შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მოეწყოს ავტობუსების შუალედური გაჩერების პუნქტები.

2. შუალედური გაჩერების პუნქტი შეიძლება იყოს:

ა) აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;

ბ) ავტოსადგური;

გ) იმ დასახლებაში (ქალაქი, სოფელი, დაბა), სადაც არ არის ავტოსადგური, მარშრუტზე ავტობუსის/მინივენის მოძრაობის განრიგში მითითებული გაჩერების პუნქტი;

დ) „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპის შეთანხმების (AETR) საქართველოში იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №209 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მხოლოდ ავტომაგისტრალზე სააგენტოს მიერ განსაზღვრული შუალედური გაჩერების პუნქტი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შუალედური გაჩერების პუნქტს უნდა გააჩნდეს:

ა) გასაჩერებელი სივრცე, სულ მცირე, 30 ერთეული ავტობუსის/ მინივენის მიღებისათვის (მათ შორის, მისასვლელი ბაქნებით და გადახურული);

ბ) დაცვის სამსახურისთვის სივრცე;

გ) განათების სისტემა, რომელმაც უნდა მოიცვას შუალედური გაჩერების პუნქტის მთელი ტერიტორია;

დ) სახანძრო უსაფრთხოების სისტემა;

ე) 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომონიტორინგის სისტემა, რომელმაც უნდა მოიცვას შუალედური გაჩერების პუნქტის მთელი ტერიტორია;

ვ) სანიტარიულ-ჰიგიენური ბლოკი, რომელიც უნდა იყოს მოწყობილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით;

ზ) ავტობუსის შესამოწმებელი ორმო;

თ) ინტერნეტთან უფასო წვდომის შესაძლებლობა;

ი) ბავშვთა გასართობი ღია და დახურული სივრცე;

კ) მოსაცდელი სივრცე, სულ მცირე, 150 ადამიანზე გათვლილი;

ლ) სამედიცინო პუნქტი;

მ) სრული ტერიტორია აღჭურვილი შესაბამისი საგზაო ნიშნებითა და მონიშვნით;

ნ) საინფორმაციო სამსახური;

ო) უწყვეტი ელექტროენერგიის წყარო (გენერატორი);

პ) სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამის სფეროში აკრედიტებული ორგანოს მიერ სერტიფიცირებული უძრავი ქონების შეფასების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც დასტურდება შუალედური გაჩერების პუნქტის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან.“;

ლ) მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 მუხლი:

მუხლი 11. გარდამავალი დებულება

1. გადამზიდველს, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან/და ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფლობის ვალდებულება წარმოეშობა 2025 წლის 1 მარტიდან.

2. 2024 წლის 1 დეკემბრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე  პერიოდში, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით შესაბამისი ნებართვის მოსაპოვებლად, ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ა) ინფორმაცია მფლობელობაში, სულ მცირე, ერთი ავტობუსის/ მინივენის შესახებ, რომელიც ნებართვის სახეობის გათვალისწინებით ჩართული არის/იქნება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაში;

ბ) სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა ავტობუსის/მინივენის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ანგარიში;

დ)  გადამზიდველის, მისი ხელმძღვანელის ნასამართლობის შესახებ ცნობა;

ე) გადამზიდველის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული, საქმიანობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაცია.

3. მომსახურების გაწევისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული დოკუმენტები ან ამ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია ელექტრონული სახით ინახება სააგენტოს ან სხვა პირების ელექტრონულ ბაზებში და სააგენტოსათვის აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია.        

4. მხოლოდ საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელ გადამზიდველზე, 2025 წლის 1 ივნისამდე, ვრცელდება ამ წესის 82 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“, „ე“, „ვ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობები − საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევაში;

ბ) „გ“, „ე“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანებართვო პირობები − ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევაში.

5. საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანასა და ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ამ წესის 81-82 მუხლები გავრცელდეს 2025 წლის 1 ივნისიდან.

6. გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოპოვების ვალდებულება წარმოეშობა 2024 წლის 1 ივლისიდან.

7. საერთაშორისო რეგულარული და საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, საქართველოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის გაცვლილი სანებართვო დოკუმენტები საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე გაიცემა მხოლოდ ისეთ გადამზიდველზე, რომელზეც ამ წესის 81-82 მუხლების საფუძველზე გაცემულია სამგზავრო გადაყვანის ნებართვა ამავე წესით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე