„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.024558
164
02/05/2024
ვებგვერდი, 02/05/2024
280120000.10.003.024558
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №164

2024 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

 

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №558 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №558 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2023, 280120000.10.003.024391) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“):

ა) №1.4.2 დანართის („შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა ამ ქვეპროგრამის პირველი ქვეკომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში შეადგენს 46-ს, მეორე ქვეკომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში – 78-ს, მესამე ქვეკომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 5-ს.“;

ბ) №1.4.3 დანართის („18 წლის და მეტი ასაკის ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. კომპონენტის წლიური ბიუჯეტი განისაზღვრება 2 409 000 ლარით და მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 120-ს.“.

2. №2 დანართის („ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამა“):

) №2.1.1 დანართის („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების კომპონენტი“) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქონლის მიმწოდებელი მეურვეობა-მზრუნველობის ან ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილ ორგანოს არაუგვიანეს საქონლის მიწოდების შემდეგი თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარუდგენს ვაუჩერს (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთანავე, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ  სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერები დაფინანსებას არ ექვემდებარება;“;

ა.ბ)  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ მოსარგებლეზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელ სხვა უფლებამოსილ ორგანოს არაუგვიანეს ვაუჩერის დასაქონლების თვის შემდეგი თვის 15 რიცხვის ჩათვლით;“;

) №2.3 დანართის („ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლში:

ბ.ა)  მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. წლის განმავლობაში სეანსების ჯამური რაოდენობა ერთ მოსარგებლეზე არ უნდა აღემატებოდეს 192 სეანსს. თითოეული სეანსის მინიმალური ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 40 წუთს. ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა გამოიანგარიშება ფაქტობრივად ჩატარებული სეანსების (პირისპირ ან დისტანციურად ჩატარებული მომსახურება) რაოდენობის ნამრავლით 17 ლარზე.

8. მომსახურება თვეში მოიცავს არაუმეტეს 16 სეანსის ჩატარებას. მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში მოსარგებლეს ასევე ეძლევა შესაძლებლობა წელიწადში არაუმეტეს 192 სეანსის ფარგლებში აირჩიოს თვეში არაუმეტეს 20 სეანსის ჩატარება, მომსახურების მიმწოდებელთან წინასწარ, წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.“;

ბ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები:

„9. სეანსების თვიური ლიმიტის შესახებ შეთანხმება მომსახურების მიმწოდებელთან უნდა მოხდეს ამ პუნქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადისა, ხოლო ახალი მოსარგებლის შემთხვევაში, მომსახურებაში ჩარიცხვიდან 1 თვის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, შესაძლებელია, შეთანხმებული სეანსების რაოდენობა დაკორექტირდეს ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის პირობების გათვალისწინებით.

10. შეთანხმებული თვიური ლიმიტის ფარგლებში შესაძლებელია დისტანციური მომსახურების მიღება (თვეში არაუმეტეს 2 სეანსისა), მოსარგებლესა და მომსახურების მიმწოდებელს შორის ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.“;

გ) №2.4.3 დანართის  („მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის (6-იდან 18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე ბავშვები) კომპონენტი“) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვების, დღის ცენტრში რთული ქცევის მქონე მოსარგებლეთათვის მულტიდისციპლინური გუნდის (რომლის შემადგენლობაში შედიან ფსიქოლოგი, განვითარების სპეციალისტი/სპეციალური პედაგოგი, საჭიროების შემთხვევაში – ექიმი-პედიატრი, ხოლო მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შშმ ბავშვების, დღის ცენტრის შემთხვევაში – დამატებით ოკუპაციური თერაპევტი) მიერ გამოვლენილი, რომელიც დადასტურებულია მულტიდისციპლინური გუნდის წევრების ხელმოწერილი დასკვნით. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გაუფორმოს ხელშეკრულება შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის მოსარგებლეებზე საჭიროების შესაბამისი ზრუნვის განხორციელებას (ერთი მზრუნველის შემთხვევაში – არაუმეტეს 3 მოსარგებლისა).“;

დ) №2.9 დანართის („განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“) მე-2 მუხლმე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 7-იდან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და, ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა. ასევე, კომპონენტის სამიზნე ჯგუფია 18 წლის ზემოთ რთული ქცევის მქონე შშმ პირი, რომელიც სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე სარგებლობდა ამავე კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებით.“;

ე) №2.9.2 დანართის („7-დან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან 7-იდან 18 წლამდე ასაკის რთული ქცევის მქონე ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და, ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა. მათი ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება მოსარგებლის კანონიერი წარმომადგენლის ზრუნვის სააგენტოში მიმართვისა და დანართ 1.4-ის მე-5 მუხლის შესაბამისად შექმნილი მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გამოვლენილი საჭიროების საფუძველზე. შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი) მიერ არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია, მოსარგებლეს მომსახურება გაუგრძელდეს გამოვლენილი საჭიროების ვადით 18 წლის შესრულების თვის შემდეგაც. ამ პუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეების, რომლებიც ერთდროულად იღებენ მომსახურებას, რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40-ს.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან, ხოლო პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“  ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1  მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე