დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6 |
დოკუმენტის მიმღები | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 25/04/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.167.016601 |
|
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №38 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე – www.matsne.gov.ge, 27/12/2023, 190020020.35.167.016593).
|
მუხლი 2 |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.“. 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამებიდან დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხის გაცემის წესი“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის: ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ზოგადი დებულებები ეს წესი არეგულირებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით თანხის გამოყოფის და გაცემის წესს.“; ბ) მე-2 მუხლის „ი“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ პუნქტი: „კ) კონკურსი – შეჯიბრება, რომელიც ტარდება საუკეთესო მონაწილეების ან საუკეთესო ნამუშევრის გამოვლენის მიზნით, ორგანიზებულია მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის მიერ და პასუხობს საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურულ და ახალგაზრდული პროექტის მიზანს.“; გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული, ახალგაზრდული პროექტებისა და კონკურსების დაფინანსება/თანადაფინანსება საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული, ახალგაზრდული პროექტებისა და კონკურსების დაფინანსების/თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს – 50 000 ლარით.“; დ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ინვოისი, პოტენციური მიმწოდებლისგან, შესაძენი რეკვიზიტების მახასიათებლისა და ფასების მითითებით;“; ე) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) ქორეოგრაფიული ანსამბლი ან/და ფოლკლორული სტუდია ვალდებულია, თანხის მიზნობრივად გახარჯვის დასადასტურებლად, წარმოადგინოს ანგარიშსწორების დოკუმენტი (მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, საგადახდო მოთხოვნა და ა.შ.), წინააღმდეგ შემთხვევაში დააბრუნოს თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.“; ვ) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული, ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების/თანადაფინანსების მიზნით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულმა იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა, წარუდგინოს საპროექტო განაცხადი, რომლის შენაარსი პასუხობს საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებით, კულტურულ ან/და ახალგაზრდული მიმართულების ხელშეწყობას და განვითარებას, ასევე დაურთოს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება და მოითხოვოს მიზნობრივი თანადაფინანსების თანხა.“; ზ) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. საგანმანათლებლო, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, კულტურული, ახალგაზრდული კონკურსების დაფინანსების გამოყენება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის მიერ ორგანიზებულ კონკურსზე, საუკეთესო მონაწილეების ან საუკეთესო ნამუშევრის ავტორების დასაჯილდოვებლად, თუ საკონკურსო წესი, პირობები, კრიტერიუმები დამტკიცებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), და შექმნილია საკონკურსო ნამუშევრების განხილვა-შეფასების მიზნით, სპეციალური კომისია.“. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები