დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 139 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/04/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.10.003.024532 |
|
მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
|
მუხლი 1 |
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს „მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი“ ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი
|
მუხლი 1
1. მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლების (შემდგომში – მასწავლებელი) მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების პირობებს. 2. მასწავლებლის ეროვნული პრემია გადაეცემა განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ მასწავლებელს (შემდგომში – ლაურეატი). 3. მასწავლებლის ეროვნული პრემია მოიცავს ლაურეატზე გადასაცემ: ა) ერთდროულ ფულად გასაცემელს – 10 000 ლარს; ბ) სამკერდე ნიშანს, რომლის ნიმუშსა და აღწერილობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). მუხლი 2 1. მასწავლებლის ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად ლაურეატთა გამოვლენის მიზნით კანდიდატურები წარედგინება მინისტრის მიერ შექმნილ კომისიას. 2. მასწავლებლის ეროვნული პრემიის ლაურეატებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე ავლენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომისია. 3. ლაურეატს მასწავლებლის ეროვნული პრემია ენიჭება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. მასწავლებლის ეროვნული პრემია ლაურეატს გადაეცემა საჯაროდ, საზეიმო ვითარებაში. მუხლი 3. ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთდროული ფულადი გასაცემელი წარმოადგენს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასიგნებებიდან სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი გასაცემლის სახით გადასახდელ ფულად თანხას, რომელიც ლაურეატზე გაიცემა პროგრამის – „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ (პროგრამული კოდი: 32 02 13) ფარგლებში გათვალისწინებული ასიგნებებიდან. |
დოკუმენტის კომენტარები