დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 137 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 16/04/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/04/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 290040000.10.003.024530 |
|
„აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/04/2020, 290040000.10.003.021951) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „აგროდაზღვევის პროგრამის“:
1. მე-2 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) დამზღვევი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი, საიდანაც პროგრამის ფარგლებში დაზღვევას ექვემდებარება არაუმეტეს 20 ჰა (მარცვლეული კულტურის დაზღვევის შემთხვევაში − არაუმეტეს 100 ჰა-ისა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთ(ებ)ი და დადებული აქვს დაზღვევის ხელშეკრულება. ამასთანავე, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად, ამ ქვეპუნქტის შესაბამისად; შენიშვნა: თუ დამზღვევი არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, მასზე არ გავრცელდება პროგრამით გათვალისწინებული მიწის ფართობის ოდენობის შეზღუდვა. ამასთანავე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიმართ გამოიყენება დანართ №1-ით განსაზღვრული ტარიფები;“; ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ფრანშიზა – არაანაზღაურებადი მინიმუმი, რომლის გამოქვითვა ხორციელდება თითოეული სადაზღვევო შემთხვევისათვის. ფრანშიზა გამოითვლება, როგორც სადაზღვევო ლიმიტის 10% (დანართ №1-ით განსაზღვრული ციტრუსის შემთხვევაში − სადაზღვევო ლიმიტის 15%, ასევე ხეხილოვან კულტურებში ქარიშხლის რისკით მიყენებული ზიანის შემთხვევაში – 15%) ან მისაღები მოსავლის ოდენობის სადაზღვევო ანაზღაურების გაანგარიშებისას გამოყენებულ ფასზე გამრავლებით მიღებული ღირებულების 10% (დანართ №1-ით განსაზღვრული ციტრუსის შემთხვევაში − 15%, ასევე ხეხილოვან კულტურებში ქარიშხლის რისკით მიყენებული ზიანის შემთხვევაში – 15%). მითითებული 2 სიდიდიდან გამოიქვითება ის ოდენობა, რომელიც უფრო მცირე იქნება. ამასთანავე, ერთისა და იმავე რისკის ხდომილებისას, იმ შემთხვევაში, თუ მეორე სადაზღვევო შემთხვევა მოხდება წინა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენამდე, ფრანშიზა გამოიქვითება ერთჯერადად, მხოლოდ იმ პირობით, რომ მზღვეველს ორივე სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინება მიღებული აქვს პროგრამით განსაზღვრული წესით. განმეორებით შემთხვევებზე ფრანშიზის დაქვითვა უნდა ხდებოდეს არა საწყისი სადაზღვევო ლიმიტიდან, არამედ წინა შემთხვევებით გამოწვეული დაზიანების პროცენტული მაჩვენებლით შემცირებული სადაზღვევო ლიმიტიდან;“; გ) „პ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ.გ) ქარიშხალი − ქარი, სიჩქარით 20 მ/წმ ან მეტი, რომელიც იწვევს მცენარეების გაძლიერებულ ტრანსპირაციას, ნიადაგის ზედა ფენების გამოშრობას, მცენარეების მექანიკურ დაზიანებებს;“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მოვლენის, რომელიც ატარებს სადაზღვევო შემთხვევის ნიშნებს, დადგომისას დამზღვევი/მოსარგებლე ვალდებულია, შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე მზღვეველს 72 საათის განმავლობაში სატელეფონო ზარით. ამავდროულად, 5 სამუშაო დღეში ტელეფონით ან ელექტრონულად მზღვეველთან დააზუსტოს შემდეგი ინფორმაცია: დამზღვევის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, სადაზღვევო პოლისის ნომერი, დამზღვევის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, დაზღვეული დაზიანებული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და განხორციელებული რისკი. მზღვეველი დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, 30 კალენდარული დღის ვადაში ციტრუსოვანი კულტურების შემთხვევაში, ადგენს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტს. ამასთანავე, ერთი დაზღვეული რისკის ხდომილების შედეგად კონცენტრირებულ გეოგრაფიულ ერთეულზე (მუნიციპალიტეტი) მზღვევლის მოცულობითი პორტფელის 51% და მეტი ნაკვეთების დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენის ვადა გაგრძელდეს არაუმეტეს 30 კალენდარულ დღემდე. თუ სააგენტო დამზღვევის/მოსარგებლის სააგენტოსათვის მიმართავის საფუძველზე დაადგენს, რომ ზემოაღნიშნულ ვადაში მზღვეველი არ შეადგენს დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტს, იგი გადაუხდის სააგენტოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 (ორმოცდაათი) ლარს. იმ შემთხვევაში, თუ პირგასამტეხლოს თანხა აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, მზღვეველი ვალდებულია, გააფორმოს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტი დაუყოვნებლივ. პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მზღვეველს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენისგან;“. 3. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები