„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 133
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 390000000.10.003.024526
133
10/04/2024
ვებგვერდი, 11/04/2024
390000000.10.003.024526
„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №133 

2024 წლის 10 აპრილი

   ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/05/2021, 390000000.10.003.022776) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1.  დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 66-ე მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.“.

2.  დადგენილებით დამტკიცებულ „ტყითსარგებლობის წესის“:

ა)   მე-3 მუხლის „ჰ11 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ11) ხეტყის ნარჩენი – ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელებისა და ხეტყის დამზადების შედეგად წარმოშობილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები, აგრეთვე ის ძირნაყარი ხეტყე, რომელსაც ბუნებრივი თუ სხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო აღარ გააჩნია მერქნული რესურსის ღირებულება; ასევე, დასაწყობების ადგილზე განთავსებული მერქნული რესურსი, რომლის გამოყენება  შეუძლებელია როგორც საშეშე, ასევე მრგვალი მორის დანიშნულებით და რომელიც აღიარებულია უვარგისად ტყის მართვის ორგანოს მიერ;“;

ბ)  მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტყით მოკლევადიანი სპეციალური სარგებლობა შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 2 წლის ვადით.“;

გ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) დამზადებული ხეტყის მასის მიხედვით – როდესაც აღსარიცხ ფართობზე მოსაჭრელი ხეების 75% და მეტ რაოდენობას ტაქსაციური დიამეტრი 8 სმ-ზე ნაკლები აქვს (დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ტყისთვის – 16 სმ-ზე ნაკლები, გარდა განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური ჭრებისა) და ბუჩქებისთვის, ამ შემთხვევაში განისაზღვრება მერქნული რესურსის საორიენტაციო მოცულობა. დამზადებული ხეტყის ოდენობა შემდგომში ზუსტდება ფაქტობრივად დამზადებული ხეტყის აზომვით. აღრიცხვის აღნიშნული სახე აგრეთვე გამოიყენება ძირნაყარი და ნახანძრალი ხეტყის აღრიცხვისას.“; 

დ)  მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტყეკაფის მონიშვნისას, თავდაპირველად უნდა მოინიშნოს ფაუტი და ზეხმელი ხეები, შემდგომ ხმობადი, გადაბერებული, მრუდეღეროიანი, თავღორი, ძირიდან განტოტილი ვარჯით ხეები და მავნებლებით დაზიანებული ხეები. ამასთანავე, ჭრაში არ ინიშნება ტყეკაფში არსებული ფაუტი და ზეხმელი ხეების 10%-მდე რაოდენობა.“;

ე)  მე-16 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის პირველ პუნქტში არსებული დათქმა, გამონაკლისის სახით, შეიძლება, უგულებელყოფილ იქნეს შესაბამისი შესწავლის/სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე, ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაჯანსაღების ან/და აღდგენითი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნებიდან გამომდინარე და ტყეკაფში არსებული ყველა ფაუტი და ზეხმელი ხე დაინიშნოს ჭრაში ან გაიზარდოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასატოვებელი ხეების პროცენტის ოდენობა. „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის  კონვენციით“ დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების სახეობებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჭრა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ იგი ზიანს არ აყენებს ამ სახეობებს.“;

ვ)  მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტყეკაფი მოქმედებს არაუმეტეს ორი წლის ვადით. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.“;

ზ)  მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტყეკაფის გამოყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის ტყეკაფის პასპორტი, რომელიც  სამეურნეო, მოვლითი, სანიტარიული, სარეკონსტრუქციო, სპეციალური (ამ წესის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტით, 61-ე მუხლის 21 და 81 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში) და სოციალური დანიშნულების ჭრის დროს გაიცემა ტყის მართვის ორგანოს მიერ, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში – ტყითმოსარგებლის მიერ.“;

თ)  23-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ტყის მართვის ორგანოს მიერ დამზადებული მრგვალი ხეტყე (მორი) და /ან საშეშე მერქანი შემდგომი რეალიზაციის მიზნით საწყობდება:

ა) საქმიან ეზოში;

ბ) საქმიანი ეზოს მომიჯნავედ – თუ რესურსი ვერ ეტევა საქმიან ეზოში, იმის გათვალისწინებით, რომ იგი უნდა მოექცეს საქმიან ეზოში, ტყის მართვის ორგანოს მიერ დამონტაჟებული, საერთო ქსელში ჩართული, ვიდეოსათვალთვალო კამერ(ებ)ის ხედვის არეალში;

გ) დაცული ტერიტორიების შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული მრგვალი ხეტყე (მორი) და/ან საშეშე მერქანი შეიძლება, დასაწყობდეს სარეინჯეროების ან ადმინისტრაციული შენობების  მიმდებარედაც.“;

ი)  25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასაშვებია დახარისხების შედეგად მიღებული მერქნული რესურსის მოცულობის სხვაობა – დახარისხებამდე არსებულ მოცულობასთან შედარებით. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, კომისიური წესითა და შესაბამისი დასაბუთებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) გადაახარისხოს მერქნული რესურსი (მრგვალი მორი, შეშა), როგორც ნარჩენი (თუ რესურსი აკმაყოფილებს ნარჩენის დეფინიციას);

ბ) გადაახარისხოს მრგვალი მორი საშეშე მერქნულ რესურსად;

გ) ჩამოწეროს მერქნული რესურსი (მრგვალი მორი, შეშა, ნარჩენი), დანიშნულებისამებრ მისი გამოყენების შეუძლებლობის (უვარგისად აღიარების) შემთხვევაში.“;

კ)  28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 28.  ჭრის შედეგად მიღებული ხეტყის ნარჩენის განთავსება და განკარგვა  

1. ტყეკაფზე  ხეტყის ჭრის ნარჩენების განთავსება უნდა  განხორციელდეს ხეტყის გამოზიდვამდე, ჭრის ადგილზე ან მის გარეთ, ტყის მართვის ორგანოს მითითებით.

2. ჭრის შედეგად მიღებული ხეტყის ნარჩენი ტყითმოსარგებლემ უნდა განათავსოს სათანადო წესით, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენის განთავსება წარმოებს:

ა) ხეტყის ნარჩენის დაწყობით მორსათრევ ბილიკებზე, ჭრის შემდეგ ეროზიისგან დაცვის მიზნით;

ბ) ხეტყის ნარჩენის დაწყობა ხურგებად, ხურგის  სიგრძე-სიგანე და სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 1მX1მX1მ-ს,  ხურგები იწყობა მოზარდისაგან თავისუფალ ადგილზე და თანაბრად ნაწილდება ტყეკაფის მთლიან ფართობზე. ხურგებად ეწყობა 6 სმ დიამეტრზე ნაკლები ხეტყის ნარჩენი, უფრო მსხვილი მერქანი გამოზიდული უნდა იქნეს ჭრის ადგილიდან;

გ) ხეტყის ნარჩენის ფართობებზე თანაბრად გაბნევით.

3. ენტომომავნებლების და ფიტოდაავადებების გავრცელების აღკვეთის მიზნით, დასაშვებია ხეტყის ნარჩენის დაწვა მცირე დაქანების ფერდობებზე ხანძრის გავრცელების უსაფრთხოების ნორმების დაცვით. 

4. ხეტყის ნარჩენის განთავსების ფორმის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ხეტყის ნარჩენის განთავსებამ (გაბნევამ ან მორსათრევ ბილიკზე მისმა დაწყობამ) ხანძრის გაჩენის შემთხვევაში არ გამოიწვიოს დაბლითი ხანძრით ცეცხლის სტიქიური გავრცელების პროვოცირება.

5. ხეტყის ნარჩენის განთავსება უნდა განხორციელდეს ტყეკაფის არასწორად გამოყოფის, ასევე ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის  ან/და კონკრეტული ტყეკაფის მოქმედების ვადის გასვლის გამო ტყეკაფის გაუქმების შემთხვევაშიც.

6.  ჭრის შედეგად მიღებული ხეტყის ნარჩენის განთავსება ხორციელდება ჭრის ადგილზე ან მის გარეთ, ტექნიკური (ფაქტობრივი) შესაძლებლობის ფარგლებში,  იმ პირობით, რომ იგი ხელს არ შეუშლის ტყეკაფის შემდგომი ათვისების პროცესს. ასეთ შემთხვევაში, ხეტყის ნარჩენის განთავსების ვალდებულების შესრულების ვადა არ შეიძლება გასცდეს ტყეკაფის დახურვის ან გაუქმების, ასევე შესაბამისი ჭრის უფლების დამდგენი დოკუმენტით დადგენილ  ვადას.

7. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, ხეტყის ნარჩენი უფასოდ გასცეს მოსახლეობაზე, პირადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

8. ხეტყის ნარჩენის განთავსების ადგილიდან ხეტყის ნარჩენის დაინტერესებული პირებისთვის საკუთრებაში გადაცემა დასაშვებია პირდაპირი მიყიდვის წესით. ხეტყის ნარჩენის ათვისება ხორციელდება ტყეკაფის გამოყოფის გარეშე. ასათვისებელი ხეტყის ნარჩენის მოცულობა დგინდება წინასწარ, საორიენტაციოდ, ხოლო ფაქტობრივად ათვისებული ხეტყის ნარჩენის მოცულობა დაანგარიშდება ამ წესის დანართი №9-ით  დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით. ტრანსპორტირების დაწყებამდე დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ნარჩენი ადგილზე დააქუცმაცოს სათანადო ტექნოლოგიის გამოყენებით ან გაიტანოს დაუქუცმაცებელი სახით. ხეტყის ნარჩენის ტრანსპორტირება ხორციელდება ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის საფუძველზე.

9. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, თვითონ უზრუნველყოს ხეტყის ნარჩენის ტყიდან გამოტანა დაქუცმაცებული ან დაუქუცმაცებელი სახით და დასაწყობება მის მიერ გამოყოფილ ადგილას, შემდგომში პირდაპირი მიყიდვის წესით გაცემის მიზნით.

10. დაცულ ტყეში ძირნაყარი ხეტყის გაცემისას, ის ძირნაყარი ხეტყე, რომელიც წარმოადგენს „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციით“ დაცული სახეობებისა და ჰაბიტატების საცხოვრებელ გარემოს, ასევე ისეთი ნარჩენი, რომელიც წარმოადენს საკონსერვაციო ღირებულების ობიექტს, გაიცემა ამ წესის მე-16 მუხლის პირველი და 11  პუნქტებით დადგენილი წესით.“;

ლ)  29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭება ხდება არაუმეტეს ერთი წლის ვადით.“;

მ) 30-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობს შეარჩევს ტყის მართვის ორგანო, ტყის მართვის გეგმის, წლიური სამოქმედო გეგმის ან/და სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე. შერჩეული ფართობი და ტყითსარგებლობის უფლება არ საჭიროებს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას.“;

ნ) 31-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რესურსის ფაქტობრივად მოპოვების შემდეგ, არაუგვიანეს ტყითსარგებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლისა, ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს ანგარიში ფაქტობრივად მოპოვებული რესურსის მოცულობის/ოდენობის შესახებ. ანგარიში დადასტურებული უნდა იყოს დამოუკიდებელი აუდიტორის/ექსპერტის მიერ. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ხდება გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა, რომელიც ტყითმოსარგებლემ უნდა გადაიხადოს არაუგვიანეს გადახდის ვალდებულების წარმოშობის შეტყობინებიდან ერთი თვის ვადაში;“;

ო)  42-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ტყის მართვის ორგანოს მიერ საძოვრად გამოყენების მიზნით სახელმწიფო ტყის შესაბამისი ტერიტორიის (ფართობის) შერჩევის (გამოყოფის) გადაწყვეტილება მიიღება წინასწარი სპეციალური კვლევის საფუძველზე, პირუტყვის ოდენობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და შესაბამის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით.“;

პ)  49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ჟ)  55-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 90 დღისა, ტყითმოსარგებლე ვალდებულია, შეატყობინოს ტყის მართვის ორგანოს ტყითსარგებლობის გაგრძელების ინტერესის თაობაზე, რის საფუძველზეც ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, გამოაცხადოს აუქციონი.“;

რ)  მე-60 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკუთარი უფლებამოსილებების განხორცილების (საქმიანობის) ფარგლებში შესაბამისი საჭიროების წარმოშობისას, ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, განახორციელოს ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შესაბამისი სახე (სახეები), რომლისთვისაც იგი იხდის მხოლოდ „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შესაბამის მოსაკრებელს შესაბამის ბიუჯეტში.“;

ს)  61-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მოპოვებით დაინტერესებულ პირს ეს უფლება ენიჭება განცხადების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. განაცხადის ფორმა მტკიცდება ტყის მართვის ორგანოს უფროსის ბრძანებით.“;

ტ)  61-ე მუხლის 81 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„81. ამ წესის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ხეების შესაძლო წაქცევით ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მისი/მათი დაზიანების რეალური საფრთხის არსებობისას, ცალკეული ხე-მცენარეების მოჭრის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა დაერთოს მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია, ხოლო მოჭრილი მერქნული რესურსი შეიძლება გაიცეს სოციალური დანიშნულებით.“;

უ)  62-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით და 11 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხეტყის ჭრის ან/და მიწის სამუშაოების განხორციელება ტყის ტერიტორიაზე დასაშვებია ტყის მართვის ორგანოსთვის გონივრულ ვადაში შეტყობინების საფუძველზე.“;

ფ)  62-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლით დადგენილი წესით, გარდა მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრის განხორციელებისას, მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირება ხორციელდება წინასწარი აღრიცხვის გარეშე და რესურსის ოდენობა დგინდება ფაქტობრივად დამზადებული მასის ან მოცულობის მიხედვით. მერქნული რესურსი, გარდა შეშად გამოუსადეგარი ტოტებისა, ბარდება (გადაეცემა) ტყის მართვის ორგანოს.“;

ქ)  64-ე მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ წესის მე-60 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისას (გარდა, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტებზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად და ხეების შესაძლო წაქცევით ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მისი/მათი დაზიანების რეალური საფრთხის არსებობისას ცალკეული ხემცენარეების მოჭრის აუცილებლობისა), დაინტერსებული მხარე  (ტყითმოსარგებლე) ვალდებულია, ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში.“;

ღ)  81-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირდაპირი მიყიდვის წესით მერქნული რესურსი გაიცემა საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საშეშე მერქნული რესურსით უზრუნველყოფის მიზნით, რაზეც ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება (ნასყიდობის ან სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება). მოსახლეობისთვის საშეშე მერქნული რესურსით უზრუნველყოფის მიზნით თვითმმართველ ერთეულებს აქვთ უფლება, მერქნული რესურსი შეიძინონ პირდაპირი მიყიდვის წესით, რაზეც ასევე ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.“;

ყ)  89-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სოციალური დანიშნულების ჭრების ფარგლებში ხეტყის დამზადების ბილეთით ხეტყის დამზადება (მათ შორის დაცული ტერიტორიის ფარგლებში)  დასაშვებია 2026 წლის 1 იანვრამდე.“;

შ)  89-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საკურორტო და სარეკრეაციო კატეგორიის ტყეებში ჭრის შედეგად სიხშირე არ დაიყვანება 0,4 სიხშირეზე დაბლა (განსაზღვრული ტერიტორიისათვის პრიორიტეტული სახეობის შენარჩუნებით).“;

ჩ)  89-ე მუხლს მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:

„161. სოციალური დანიშნულების ჭრების დროს ტრადიციული მეთოდით ერთეული ხეების ამოღება დაშვებულია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 ან მე-7 –  მე-9 მუხლებით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის ფარგლებში:

ა) ერთეული ხეების გამოღება ტრადიციული მეთოდით შესაძლებელია, განხორციელდეს მხოლოდ ამონაყრით კორომებში. თავდაპირველად იჭრება ზეხმელი, ფაუტი, თავღორი, ძლიერ გაბარჯღული, დიდნუჟრიანი, გადატეხილი ხეები, ძირიდან შეტოტვილი ვარჯით, რომელთა ბუნებრივად წაქცევამ შესაძლოა, ხელი შეუწყოს ციცაბო ფერდობებზე ეროზიული პროცესების განვითარებას;

ბ) ამონაყრით კორომებში, სადაც  ერთ ძირზე 10 და მეტი  სხვადასხვა ტაქსაციური დიამეტრის ამონაყარია, თითოეული ძირკვიდან იჭრება   8 სმ-ისა და მეტი დიამეტრის 2-3 ერთეული ამონაყარი;

გ) ამონაყრით კორომებში, სადაც ერთ ძირზე ამონაყრის რაოდენობა  5-დან 10-მდეა, თითოეული ძირკვიდან იჭრება 8 სმ-ისა და მეტი დიამეტრის 1 ან 2 ერთეული ხე;

დ) ტრადიციული მეთოდიდან გამომდინარე, ამონაყრით კორომებში ჭრები შესაძლებელია,  განხორციელდეს არა მთელ სატაქსაციო უბანში (ლიტერში) ერთჯერადად, არამედ ეტაპობრივად, მცირე ინტენსივობით, სადაც ყოველწლიურად შესაძლოა, მოიჭრას საერთო მარაგის 5%-მდე ოდენობა;

ე)   ერთეული ხეების გამოღების  ტრადიციული მეთოდით ჩატარებისას ჭრა ტარდება 35​0 და მეტი დაქანების ფერდობებზეც;

ვ) მოსაჭრელი მარაგის ოდენობა განისაზღვრება  ტყის მდგომარეობითა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით, მათ მიერ მოთხოვნილი რესურსის გათვალისწინებით;

ზ) ტრადიციული მეთოდით ერთეული ხეების გამოღებისას მოსაჭრელი ხეების შერჩევა შესაძლებელია, განხორციელდეს კვარტალის ფარგლებშიც;

თ) ერთეული ხეების გამოღება ტრადიციული მეთოდით აკრძალულია ზვავსაშიშ, მეწყერსაშიშ და ქვათაცვენის  ადგილებში.“;

ც)  89-ე მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. დაცულ ტყეში, სოციალური დანიშნულებით ჭრები ხორციელდება სამეურნეო (გამოიყენება ამ წესის 24-ე მუხლითა და 89-ე მუხლის 14 – 161 პუნქტებით განსაზღვრული ჭრის სახეები) და სანიტარიული ჭრით, მხოლოდ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 – მე-9 მუხლებით განსაზღვრულ დაცული ტერიტორიების კატეგორიებში, დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის მოთხოვნების გათვალისწინებით.

18. დაცულ ტყეში სოციალური დანიშნულებით ჭრები ხორციელდება საქართველოს ტყის კოდექსის 93-ე მუხლის მე-11 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში, დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“;

ძ)  89-ე მუხლს მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 – 183 პუნქტები:

„181. დაცული ტერიტორიის მართვის ორგანო უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, მერქნული რესურსის მოცულობის სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველსაყოფად, მრგვალი ხეტყე (მორი), რომელიც გაიცემა ამ მუხლის მე-4–მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესით (ამ მუხლის 183 პუნქტით განსაზღვრული მრგვალი ხეტყე (მორი) პირდაპირი მიყიდვისას, სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნით დადგენილი ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე) და საშეშე მერქანი – ხეტყის დამზადების ბილეთით, მერქნული რესურსი სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილებიდან (მათ შორის, საქმიანი ეზოებიდან) პირდაპირი მიყიდვის წესით გასცეს სოციალური დანიშნულებით ჭრის უფლების მქონე მოსახლეობაზე. ამ წესით მერქნული რესურსით სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირს აღარ აქვს უფლება, ისარგებლოს ხეტყის დამზადების ბილეთით.

182. თუ 181 პუნქტში მითითებული წესით ხდება ამავე წესის 90-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მოცულობიდან მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილება, პირს უფლება აქვს, მოცულობაში სხვაობა დამატებით შეივსოს სოციალური ჭრისათვის გამოყოფილი შესაბამისი ტყეკაფის ფარგლებში ხეტყის დამზადებით. ამ პუნქტში მითითებულ შემთხვევებში, მერქნული რესურსის ტყის მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილებების შეტანა (ასახვა).

183. ამ მუხლის 182 პუნქტით გათვალისწინებული, საშეშე მერქნის გაცემისას გადახდილი უნდა იქნეს №8 დანართით დადგენილი ფასი, რაც წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს, ხოლო მრგვალი ხეტყის (მორის) პირდაპირი მიყიდვისას, მერქნული რესურსისათვის გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნით დადგენილი ფასი, რაც წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს. აღნიშნული თანხიდან I-II ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით, ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის II კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის, ხოლო III-IV ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) – იმავე ცხრილის შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში) მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.“;

წ)  89-ე მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. დაცულ ტყეში ამ მუხლის მე-18 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ხეტყის დამზადებას ახორციელებს ტყითმოსარგებლე, გარდა ამ მუხლის 182 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც სოციალური დანიშნულებით ჭრას და ადგილობრივი მოსახლეობისათვის გადაცემას განახორციელებს დაცული ტერიტორიების მართვის ორგანო.  თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიზიკური ან იურიდიული პირების ხეტყით უზრუნველყოფის მიზნით, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის ფარგლებში სპეციალურ ჭრებს ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტი, მოვლითი, სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრების მოთხოვნათა დაცვით.“;

ჭ)  90-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სოციალური მიზნით საშეშე ხეტყის  მომხმარებელთა რეალური (სწორი) რაოდენობის  განსაზღვრის მიზნით, მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების მიერ ტყის მართვის ორგანოს,  დასახლებულ პუნქტებში, მხოლოდ ფაქტობრივად მაცხოვრებელი კომლის (ოჯახის) ერთი წარმომადგენლის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) სიები წარედგინება, ხოლო დაცული ტერიტორიიდან კომლზე (ოჯახზე) გასაცემი ხეტყის ოდენობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმითა და დროებითი რეგულირების წესით.“;

ხ)  98-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 98. ელექტრული ქსელების სახაზო ნაგებობებთან დაკავშირებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის გარდამავალი მოწესრიგება

1. ელექტრული ქსელების არსებულ სახაზო ნაგებობებთან დაკავშირებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითმოსარგებლეებზე 2026 წლის 1 იანვრამდე, გარდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა, არ გავრცელდეს ამ წესით გათვალისწინებული, ასეთი სარგებლობის განხორციელებისათვის საჭირო საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება. ასეთმა სუბიექტებმა ტყის მართვის ორგანოში უნდა წარადგინონ მოთხოვნილი ფართობის Shp-ფაილები.

2. ელექტრული ქსელების სახაზო ნაგებობებთან დაკავშირებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითმოსარგებლეები, გარდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლებით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა,  2026 წლის 1 იანვრამდე თავისუფლდებიან ამ წესის ამოქმედებამდე არსებულ სახაზო ნაგებობებზე განსახორციელებელი სამუშაოების ჩატარებისას ტყეკაფის მასალების ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის ვალდებულებისაგან. ასეთმა სუბიექტებმა ტყის მართვის ორგანოში  უნდა  წარადგინონ     ტყეკაფის მონიშვნის მასალები (გარდა ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტისა).“;

ჯ)  წესის დანართი №6-ის ცხრილი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საკომპენსაციო საფასურის გაანგარიშების წესი

ცხრილი №1

 

გადასახდელი თანხა (ლარი), ჯგუფების მიხედვით

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოცულობა

I ჯგუფი

უთხოვარი,

ბზა, ღვია,  ძელქვა, კაკალი

II ჯგუფი             

მუხა, წაბლი,  იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი

III ჯგუფი

წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი

IV ჯგუფი

ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია

V ჯგუფი

ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები

1

1 მ³-ისთვის

80-ლარი

75-ლარი

73-ლარი

70-ლარი

60-ლარი

2

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხემცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობა, სახეობების მიხედვით

 

3

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე წითელი ნუსხით განსაზღვრული ხემცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით

4

დაცულ ტერიტორიაზე ხემცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა, სახეობების მიხედვით

5

დაცულ ტერიტორიაზე წითელი ნუსხით განსაზღვრული ხემცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ხუთმაგი ოდენობა, სახეობების მიხედვით

  

6

 

 

ზემოთ მითითებული საკომპენსაციო თანხა მოთხოვნილი სარგებლობის წლების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ერთიდან  5 წლამდე ცხრილით მიღებული თანხები სტანდარტული ტარიფით;

ბ) 5-დან  15 წლამდე  მიღებული საკომპენსაციო თანხის ორმაგი ოდენობა;

გ) 15-დან  30 წლამდე  მიღებული საკომპენსაციო თანხის სამმაგი ოდენობა;

  დ) 30-დან  49 წლამდე  მიღებული საკომპენსაციო თანხის ოთხმაგი ოდენობა.

 

 

 

 

7

შენიშვნა: სხვა ისეთი ჭრების განხორციელებისას, რომელთა დროსაც მერქნული რესურსი უნდა ჩაბარდეს ტყის მართვის ორგანოს, თუ ობიექტური და დადასტურებადი გარემოებები (მათ შორის, რელიეფის გამო გამოზიდვის შეუძლებლობა, ქურდობა) არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე ან/და თუ რესურსს გაუვიდა გამოზიდვის ვადა, მიუხედავად იმისა, აღნიშნული ჭრები ტარდება თუ არა სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე, გამოიყენება ამ ცხრილის მე-2 და მე-3 გრაფებით გათვალისწინებული საკომპენსაციო საფასურის დათვლის მეთოდიკა.

               

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე