„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.117.016584
03
04/04/2024
ვებგვერდი, 05/04/2024
010250050.35.117.016584
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №03

2024 წლის 4 აპრილი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის №19 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 08/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016388) დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლში შევიდეს ცვლილებები და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3

1. საბჭო შედგება არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) წევრისაგან.

2. საბჭოს წევრთა შემადგენლობას ამტკიცებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი.

3. საბჭოს თავმჯდომარეა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელი.

5. საბჭოს შემადგენლობაში გარდა თავჯდომარისა და მოადგილისა შედიან:

ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი;

ბ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი;

გ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი;

დ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი;

ე) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელი;

ვ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;

ზ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე;

თ) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი;

ი) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი;

კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან მისი მშობლის/ოჯახის წევრის მინიმუმ სამი წარმომადგენელი.

6. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით ხმათა უმრავლესობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობიდან.

7. განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან  გამომდინარე, საბჭოს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის უფლების გარეშე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე