დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4159-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/05/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010290000.04.001.018097 |
|
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) 391 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. თუ პოლიტიკურ პარტიას ამ კანონის ამოქმედებამდე არ მიუღია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით მისაღები ის თანხა, რომელიც მას ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 391 მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგების საფუძველზე უნდა მიეღო, ეს პოლიტიკური პარტია აღნიშნულ თანხას მიიღებს ამ კანონის ამოქმედებამდე მოქმედი წესით. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენის მომდევნო დღიდან. |
თბილისი, 15 მაისი 2024 წ. N4159-XIVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები