ტექნიკური რეგლამენტის – მასალები და ნაკეთობები რეგენერირებული ცელულოზის ფირისაგან, რომლებიც განკუთვნილია სურსათთან შეხებისათვის დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის – მასალები და ნაკეთობები რეგენერირებული ცელულოზის ფირისაგან, რომლებიც განკუთვნილია სურსათთან შეხებისათვის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024515
124
03/04/2024
ვებგვერდი, 04/04/2024
300160070.10.003.024515
ტექნიკური რეგლამენტის – მასალები და ნაკეთობები რეგენერირებული ცელულოზის ფირისაგან, რომლებიც განკუთვნილია სურსათთან შეხებისათვის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №124 

2024 წლის 3 აპრილი

   ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – მასალები და ნაკეთობები რეგენერირებული ცელულოზის ფირისაგან, რომლებიც განკუთვნილია სურსათთან შეხებისათვის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – მასალები და ნაკეთობები რეგენერირებული ცელულოზის ფირისაგან, რომლებიც განკუთვნილია სურსათთან შეხებისათვის“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  2026 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



 

 

ტექნიკური რეგლამენტი – მასალები და ნაკეთობები რეგენერირებული ცელულოზის ფირისაგან, რომლებიც განკუთვნილია სურსათთან შეხებისათვის

მუხლი 1. ზოგადი მოთხოვნები

1 „ტექნიკური რეგლამენტი – მასალები და ნაკეთობები რეგენერირებული ცელულოზის ფირისაგან, რომლებიც განკუთვნილია სურსათთან შეხებისათვის“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს    საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის №317  დადგენილების – „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“ – მე-6 მუხლით განსაზღვრულ სპეციალურ ზომებს მასალებისა და ნაკეთობების/ საგნების ჯგუფებისათვის.

2. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება რეგენერირებულ ცელულოზის ფირზე, რომელიც შეხებაშია სურსათთან  ან, თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, განკუთვნილია სურსათთან შეხებისათვის და რომელიც აკმაყოფილებს ერთ-ერთ პირობას:

ა) თავისთავად წარმოადგენს მზა პროდუქტს;

ბ) წარმოადგენს იმ მზა პროდუქტის შემადგენელ ნაწილს, რომელიც შეიცავს სხვა მასალებს.

 3. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება რეგენერირებული ცელულოზის სინთეზურ გარსაცმებზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

რეგენერირებული ცელულოზის ფირი – რაფინირებული ცელულოზისგან მიღებული თხელი, ფირფიტისებური მასალა, რომელიც წარმოებულია გადაუმუშავებელი ხის/მერქნის ან ბამბისგან. გარკვეული ტექნიკური ფუნქციის შესასრულებლად, შესაძლებელია, დამატებული ჰქონდეს შესაბამისი ნივთიერებები, როგორც უშუალოდ მასაში, ისე ზედაპირულად. რეგენერირებული ცელულოზის ფირი შესაძლებელია, ერთი ან ორივე მხრიდან იქნეს დაფარული.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერმინისა, ამ ტექნიკური რეგლამენტისათვის გამოყენებული უნდა იქნეს „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის №317 დადგენილებით, „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8  ივნისის №304 დადგენილებითა და სფეროს მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 3. მოთხოვნები რეგენერირებული ცელულოზის ფირის მიმართ

ამ ტექნიკური რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეგენერირებული ცელულოზის ფირი უნდა მიეკუთვნებოდეს ერთ-ერთ ტიპს:

ა) დაუფარავი რეგენერირებული ცელულოზის ფირი;

ბ) ცელულოზისაგან მიღებული საფარით დაფარული რეგენერირებული ცელულოზის ფირი;

გ) პლასტმასისგან შემდგარი საფარით დაფარული რეგენერირებული ცელულოზის ფირი.

მუხლი 4.  მოთხოვნები ნივთიერებების და ნივთიერებათა ჯგუფების მიმართ

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რეგენერირებული ცელულოზის ფირები დამზადებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართით –„ნივთიერებების ჩამონათვალი, რომლებიც დაშვებულია/ავტორიზებულია რეგენერირებული ცელულოზის ფირის წარმოებისათვის“ – განსაზღვრული ნივთიერებების ან ნივთიერებათა ჯგუფების გამოყენებით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნივთიერებებისა, დასაშვებია სხვა ნივთიერებების გამოყენება. იმ  შემთხვევაში, თუ მათი გამოყენება ხდება საღებავების (საღებავი ან პიგმენტი) ან წებოვანი ნივთიერებების სახით,  მათი გამოყენება დაშვებული უნდა იქნეს „საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის  №585 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, იმ პირობით, რომ არ ხდება სურსათში ან სურსათზე მათი მიგრაცია და აღმოჩენა შესაძლებელია ვალიდური მეთოდების გამოყენებით.

3. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგენერირებული ცელულოზის ფირები პლასტმასისგან შემდგარი საფარით დაფარვამდე წარმოებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართის პირველი ნაწილით („დაუფარავი რეგენერირებული ცელულოზის ფირი“) განსაზღვრული ნივთიერებების ან ნივთიერებათა ჯგუფის გამოყენებით, მასში განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფირების წარმოებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს  მხოლოდ „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8  ივნისის №304 დადგენილებით  დაშვებული ნივთიერებები ან ნივთიერებათა ჯგუფები, მასში განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.

 5. გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნებისა, რეგენერირებული ცელულოზის ფირის მასალები და ნაკეთობები უნდა აკმაყოფილებდეს „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებით განსაზღვრულ  მოთხოვნებს.

6. რეგენერირებული ცელულოზის ფირის ნაბეჭდი/ბეჭდური  ზედაპირები არ უნდა მოვიდეს შეხებაში სურსათთან.

მუხლი 5. შესაბამისობის დეკლარაცია

1. რეალიზაციის სხვა ეტაპებზე, გარდა საცალო ვაჭრობის ეტაპისა, რეგენერირებული ცელულოზის ფირისგან დამზადებულ  მასალებსა და ნაკეთობებს, რომლებიც განკუთვნილია სურსათთან შეხებისათვის, თან უნდა ახლდეს „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის №317 დადგენილებით დამტკიცებული წესის – „მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი მასალებისა და საგნების შესახებ“  მე-11 მუხლით განსაზღვრული წერილობითი შესაბამისობის დეკლარაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება მასალებსა და ნაკეთობებზე, რომლებიც დამზადებულია რეგენერირებული ცელულოზის ფირისგან და რომელიც, თავისი  დანიშნულებიდან/ბუნებიდან  გამომდინარე, აშკარად განკუთვნილია სურსათთან შეხებისათვის.

3.  თუ მასალები და ნაკეთობები, რომლებიც დამზადებულია რეგენერირებული ცელულოზის ფირისგან, გამოიყენება განსაკუთრებული პირობების შესაბამისად, აუცილებელია, ეტიკეტზე მითითებულ იქნეს მისი გამოყენების პირობები.

დანართი

 

ნივთიერებების ჩამონათვალი, რომლებიც დაშვებულია/ავტორიზებულია რეგენერირებული ცელულოზს ფირის წარმოებისათვის

ამ დანართის ნაწილ I-სა და  ნაწილ II-ში პროცენტული შემცველობა გამოსახულია წონა/წონაში (w/w) და გამოიანგარიშება მშრალი (უწყლო), დაუფარავი, რეგენერირებული ცელულოზის ფირის რაოდენობის მიხედვით.

ჩვეულებრივი ტექნიკური დასახელებები მოცემულია კვადრატულ ფრჩხილებში.

გამოყენებული ნივთიერებები, სისუფთავის კრიტერიუმების მიხედვით, უნდა იყოს კარგი ტექნიკური ხარისხის.

ნაწილი I

დაუფარავი  რეგენერირებული ცელულოზის ფირი  

დასახელება

შეზღუდვები

) რეგენერირებული ცელულოზა

არანაკლებ 72% (w/w)

) დანამატები

1

პლასტიფიკატორები

არაუმეტეს 27% (w/w) (საერთო რაოდენობის)

1.1

ბის (2-ჰიდროქსიეთილ)ეთერი [= დიეთილენგლიკოლი]

 

 

 

 

 

 

 

მხოლოდ იმ ფირებისათვის, რომლებიც დაფარულნი იქნებიან საფარით  და შემდეგ იქნება გამოყენებული ისეთ სურსათთან შეხებისათვის, რომელიც არ იქნება ტენიანი, ანუ ფიზიკური თვალსაზრისით, ზედაპირზე არ შეიცავს ხილულ წყალს. ბის  (2-ჰიდროქსიეთილ) ეთერის და ეთანდიოლის საერთო რაოდენობა, სურსათში, რომელიც შეხებაშია ასეთი ტიპის ფირთან, არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ/კგ სურსათში

1.2

ეთანდიოლი [= მონოეთილენგლიკოლი]

1.3

1,3 - ბუთანდიოლი

 

1.4

გლიცერინი

 

1.5

1,2 - პროპანდიოლი

[= 1,2 პროპილენგლიკოლი]

 

1.6

პოლიეთილენის ოქსიდი

[= პოლიეთილენგლიკოლი]

საშუალო მოლეკულური წონა 250-დან 1200-მდე

1.7

1,2 პოლიპროპილენის ოქსიდი

[= 1,2 პოლიეთილენგლიკოლი]

საშუალო მოლეკულური წონა არაუმეტეს 400 და თავისუფალი 1,3, პროპანდიოლის შემცველობა ნივთიერებაში არ უნდა აღემატებოდეს 1%-ს (w/w)

1.8

სორბიტოლი

 

1.9

ტეტრაეთილენგლიკოლი

 

1.10

ტრიეთილენგლიკოლი

 

1.11

შარდოვანა

 

2

სხვა დანამატები

არაუმეტეს  1 % (w/w) (საერთო რაოდენობაში)

 

პ ი რ ვ ე ლ ი  კ ლ ა ს ი

ნივთიერების  ან ნივთიერებათა ჯგუფის რაოდენობა, თითოეულ ინდენტში არ უნდა აღემატებოდეს დაუფარავი ფირის 2 მგ/დმ2 -ს

 

2.1

ძმარმჟავა და მისი NH4, Ca, Mg, K და Na-ის მარილები

 

2.2

ასკორბინის მჟავა და მისი NH4, Ca, Mg, K და Na-ის მარილები

 

2.3

ბენზოინის მჟავა და ნატრიუმის ბენზოატი

 

2.4

ჭიანჭველამჟავა და  მისი NH4, Ca, Mg, K და Na-ის მარილები

 

2.5

სწორხაზოვანი ცხიმოვანი მჟავები, ნაჯერი ან უჯერი,

ნახშირბადის ატომების ლუწი  რიცხვით 8-დან 20-ის ჩათვლით,  ასევე ბეჰენის და რიცინოლის მჟავები

და  მათი NH4, Ca, Mg, K, Na, Al, Zn მარილები

 

2.6

ლიმონმჟავა, d - და l - რძემჟავა, მალეინის მჟავა, l - ღვინის მჟავა და  მათი Na და K მარილები

 

2.7

სორბინის მჟავა და მისი NH4, Ca, Mg, K და Na-ის მარილები

 

2.8

სწორხაზოვანი ცხიმოვანი მჟავების ამიდები, ნაჯერი ან უჯერი, ნახშირბადის ატომების ლუწი  რიცხვით 8-დან 20-ის ჩათვლით, ასევე  ბეჰენის მჟავის და რიცინოლის მჟავის ამიდები

 

2.9

ბუნებრივი საკვები სახამებელი და ფქვილი

 

2.10

საკვები სახამებელი და ფქვილი, მოდიფიცირებული ქიმიური ნივთიერებებით დამუშავებით

 

2.11

ამილაზა

 

2.12

კალციუმის და მაგნიუმის ქლორიდები და კარბონატები

 

2.13

სწორხაზოვანი ცხიმოვანი მჟავების გლიცერინის ეთერები, ნაჯერი ან უჯერი, ნახშირბადის ატომების ლუწი  რიცხვით 8-დან 20-ის ჩათვლით, და /ან ადიპინის მჟავით, ლიმონმჟავით, 12-ჰიდროქსისტეარინით (ოქსისტეარინის) და რიცინოლის მჟავით

 

2.14

პოლიოქსიეთილენის რთული ეთერები (8-14 ოქსიეთილენის ჯგუფის), სწორხაზოვანი ცხიმოვანი მჟავებით, ნაჯერი ან უჯერი, ნახშირბადის ატომების ლუწი  რიცხვით 8-დან 20-ის ჩათვლით,

 

2.15

სორბიტის ეთერები სწორხაზოვანი ცხიმოვანი მჟავებით, ნაჯერი ან უჯერი, ნახშირბადის ატომების ლუწი რიცხვით 8-დან 20-ის ჩათვლით

 

2.16

სტეარინის მჟავის მონო- და /ან დი ეთერები ეთანდიოლით და/ან ბის (2 - ჰიდროქსიეთილ) ეთერით და/ან ტრიეთილენგლიკოლით

 

2.17

ალუმინის, კალციუმის, მაგნიუმის და სილიციუმის  ოქსიდები და ჰიდროქსიდები, ალუმინის, კალციუმის, მაგნიუმის და კალიუმის სილიკონები, სილიკატები და ჰიდრატირებული სილიკატები

 

2.18

პოლიეთილენის ოქსიდი  [= პოლიეთილენგლიკოლი]

საშუალო მოლეკულური წონა 1 200-იდან 4 000-მდე

2.19

ნატრიუმის პროპიონატი

 

 

მ ე ო რ ე    კ ლ ა ს ი

 

ნივთიერებების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დაუფარავი ფირის 1 მგ/დმ2  და ნივთიერების ან ნივთიერებათა ჯგუფების რაოდენობა თითოეულ ინდენტში არ უნდა აღემატებოდეს დაუფარავ ფირის 0,2 მგ/დმ2  (ან უფრო დაბალი ზღვარი, თუ მითითებულია)

2.20

ნატრიუმის ალკილის (C8-C18) ბენზოლის სულფონატი

 

2.21

ნატრიუმის იზოპროპილ ნაფტალინის სულფონატი

 

2.22

ნატრიუმის ალკილის (C8-C18) სულფატი

 

2.23

ნატრიუმის ალკილის (C8-C18) სულფონატი

 

2.24

ნატრიუმის დიოქტილსულფოსუკცინატი

 

2.25

დიჰიდროქსიეთილ დიეთილენ ტრიამინ მონოაცეტატის დისტეარატი

არაუმეტეს დაუფარავი ფირის 0,05 მგ/დმ2

2.26

ამონიუმის, მაგნიუმის და კალიუმის ლაურილ

სულფატები

 

2.27

 N,N'-დისტეაროილ დიამინოეთანი, N,N'-დიპალმიტოილი

დიამინოეთანი და N,N'-დიოლეოილ დიამინოეთანი

 

2.28

2-ჰეპტადეცილ-4,4-ბის (მეთილენ-სტეარატი)

ოქსაზოლინი

 

2.29

პოლიეთილენ-ამინოსტეარამიდის ეთილსულფატი

არაუმეტეს დაუფარავი ფირის 0,1 მგ/დმ2

 

მ ე ს ა მ ე     კ ლ ა ს ი - ფიქსაციის აგენტი

ნივთიერებების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დაუფარავი ფირის 1 მგ/დმ2-ს

 

2.30

არამოდიფიცირებული მელამინ-ფორმალდეჰიდის კონდენსაციის პროდუქტი,

ან რომელიც შეიძლება მოდიფიცირებული იქნეს

ერთი ან მეტი შემდეგი პროდუქტით:

ბუთანოლი, დიეთილენტრიამინი, ეთანოლი, ტრიეთილენტეტრამინი,

ტეტრაეთილენპენტამინი, ტრი-(2-ჰიდროქსიეთილი)

ამინი, 3,3'-დიამინოდიპროპილამინი,

4,4′-დიამინოდიბუთილამინი

თავისუფალი ფორმალდეჰიდის შემცველობა არაუმეტეს დაუფარავი ფირის 0,5 მგ/დმ2;

 

თავისუფალი მელამინის შემცველობა არაუმეტეს დაუფარავი ფირის 0,3 მგ/დმ2

 

2.31

მელამინ-შარდოვანა-ფორმალდეჰიდის კონდენსაციის პროდუქტი, მოდიფიცირებული ტრის-(2-ჰიდროქსიეთილ )ამინით

თავისუფალი ფორმალდეჰიდის შემცველობა არაუმეტეს დაუფარავი ფირის 0,5 მგ/დმ2;

 

თავისუფალი მელამინის შემცველობა არაუმეტეს დაუფარავი ფირის 0,3 მგ/დმ2

 

2.32

ურთიერთდაკავშირებული კათიონური პოლიალკილენის ამინები:

ა) პოლიამიდ-ეპიქლორჰიდრინის ფისი

დიამინოპროპილმეთილამინის და ეპიქლორჰიდრინის საფუძველზე;

ბ) პოლიამიდ-ეპიქლორჰიდრინის ფისი

ეპიქლორჰიდრინის, ადიპინის მჟავის, კაპროლაქტამის,

დიეთილენტრიამინის და/ან ეთილენდიამინის საფუძველზე;

გ) პოლიამიდ-ეპიქლორჰიდრინის ფისი,

ადიპინის მჟავის, დიეთილენტრიამინის და ეპიქლორჰიდრინის ფუძეზე ან ეპიქლორჰიდრინის  და

ამიაკის ნარევი;

დ) პოლიამიდ-პოლიამინო-ეპიქლორჰიდრინის ფისი

ეპიქლორჰიდრინის, დიმეთილ ადიპატის საფუძველზე

და დიეთილენტრიამინი;

ე) პოლიამიდ-პოლიამინ-ეპიქლორჰიდრინის ფისი

ეპიქლორჰიდრინის, ადიპამიდის და

დიამინოპროპილმეთილამინის საფუძველზე

 

2.33

პოლიეთილენამინები და პოლიეთილენიმინები

არაუმეტეს დაუფარავი ფირის 0,75 მგ/დმ2

2.34

შარდოვანა-ფორმალდეჰიდის კონდენსაციის პროდუქტი

არამოდიფიცირებული, ან რომელიც შეიძლება მოდიფიცირებული იქნეს

ერთი ან შემდეგი პროდუქტებიდან:

ამინომეთილსულფონის მჟავა, სულფანილის მჟავა,

ბუთანოლი, დიამინობუთანი, დიამინოდიეთილამინი,

დიამინოდიპროპილამინი, დიამინოპროპანი, დიეთილენტრიამინი,

ეთანოლი, გუანიდინი, მეთანოლი, ტეტრაეთილენპენტამინი,

ტრიეთილენტეტრამინი, ნატრიუმის სულფიტი

თავისუფალი ფორმალდეჰიდის შემცველობა არაუმეტეს დაუფარავი ფირის 0,5 მგ/დმ2;

 

 

მ ე ო თ ხ ე      კ ლ ა ს ი

ნივთიერებების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დაუფარავი ფირის 0,01 მგ/დმ2

2.35

სასაურსათო ზეთების ამინების რეაქციის პროდუქტი პოლიეთილენის ოქსიდთან

 

2.36

მონოეთანოლამინის ლაურილის სულფატი

 

 

ნაწილი II

რეგენერირებული ცელულოზის ფირი  დაფარვით

დასახელება

შეზღუდვები

ა) რეგენირებული ცელულოზა

იხილეთ ნაწილი I

ბ) დანამატები

იხილეთ ნაწილი I

გ) საფარი

 

1

პოლიმერები

ნივთიერებების საერთო რაოდენობა, საფარით დაფარულ მხარეს,   რომელიც შეხებაშია სურსათთან, არ უნდა აღემატებოდეს  50 მგ/დმ2 -ს

1.1

ეთილი, ჰიდროქსიეთილი, ჰიდროქსიპროპილი და ცელულოზის მეთილის ეთერები

 

 

1.2

ნიტროცელულოზა

არაუმეტეს 20 მგ/დმ2, საფარით დაფარულ  იმ მხარეს, რომელიც შეხებაშია სურსათთან;

 აზოტის შემცველობა ნიტროცელულოზაში 10,8% (w/w)- დან  12,2 % (w/w)-მდე

2

 ფისები

ნივთიერებების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  12,5 მგ/დმ2  საფარით დაფარულ იმ მხარეს, რომელიც შეხებაშია სურსათთან, და მხოლოდ  ნიტროცელულოზის საფუძველზე დაფარული რეგენერირებული ცელულოზის ფირის წარმოებისათვის

 

კაზეინი

 

2.1

კანიფოლი და/ან მისი პოლიმერიზაციის პროდუქტები, ჰიდრირებული ან დაყოფილი 

და მათი მეთილის და  ეთილის სპირტის რთული ეთერები ან C2-დან C6-მდე მრავალატომიანი სპირტები ან ამ სპირტების ნარევები 

 

 

2.2

კანიფოლი და/ან მისი პოლიმერიზაციის პროდუქტები, ჰიდრირებული ან დაყოფილი, კონდენსირებული აკრილის, მალეინის, ლიმონის, ფუმარის  ან/და ფტალის   მჟავით და /ან 2,2,-ბის (4-ჰიდროქსიფენილი) პროპანფორმალდეჰიდით და ეთერიფიცირებული მეთილის, ეთილის სპირტებით ან C2-დან C6-მდე მრავალატომიანი სპირტებით ან ამ სპირტების ნარევებით

 

 

2.3

ეთერები, მიღებული ბის(2-ჰიდროქსიეთილი)-დან ბეტაპინენის და/ან დიპენტანის და/ან დიტერპენის და მალეინის  ანჰიდრიდის მინარევით

 

2.4

საკვები ჟელატინი

 

2.5

ქაფურის ზეთი და მისი დეჰიდრატაციის ან ჰიდრატაციის პროდუქტები და მისი პოლიგლიცერინით, ადიპინის, ლიმონის, მალეინის, ფტალის და სებაცინის მჟავით კონდენსაციის პროდუქტები

 

2.6

ბუნებრივი ცვილები [= damar-საკმეველი]

 

2.7

პოლი-ბეტა-პინენი [= ტერპენული ფისები]

 

2.8

შარდოვანა-ფორმალდეჰიდური ცვილები (იხ.ფიქსაციის აგენტები)

 

3

 

პლასტიფიკატორები

ნივთიერებების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  6 მგ/დმ2  საფარით დაფარულ იმ მხარეს, რომელიც შეხებაშია სურსათთან

3.1

აცეტილ ტრიბუთილციტრატი

 

3.2

აცეტილ ტრი(2- ეთილჰექსილ) ციტრატი

 

3.3

დი-იზობუთილ ადიპატი

 

3.4

დი-n-ბუთილ ადიპატი

 

3.5

დი-n-ჰექსილ აზელატი

 

3.6

დიციკლოჰექსილ ფტალატი

არაუმეტეს 4,0 მგ/დმ2 , საფარით დაფარულ იმ მხარეს, რომელიც შეხებაშია სურსათთან

3.7

2- ეთილჰექსილ დიფენილფოსფატი (სინონიმი: ფოსფორმჟავას დიფენილ 2 -ეთილჰექსილის ეთერი)

2- ეთილჰექსილ დიფენილფოსფატის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს:

 

ა)2,4 მგ/კგ სურსათზე, რომელიც შეხებაშია ამ ტიპის ფირთან; ან

 

ბ) 0,4 მგ/დმ2  საფარით დაფარულ იმ მხარეს, რომელიც  შეხებაშია სურსათთან

3.8

გლიცერინის მონოაცეტატი [ = მონოაცეტინი]

 

3.9

გლიცერინის დიაცეტატი [ = დიაცეტინი]

 

3.10

გლიცერინის ტრიაცეტატი [ = ტრიაცეტინი]

 

3.11

დი-ბუთილ სებაცატი

 

3.12

დი-n-ბუთილ ტარტრატი

 

3.13

დი- იზობუთილ ტარტრატი

 

4

 

სხვა დანამატები

ნივთიერებების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 6 მგ/დმ2-ს

დაუფარავი რეგენერირებული ცელულოზის ფირში, მათ შორის  საფარით დაფარულ  იმ მხარეს, რომელიც შეხებაშია სურსათთან

4.1

დანამატები, რომლებიც ჩამოთვლილია   I ნაწილში

იგივე შეზღუდვები, როგორც განსაზღვრულია პირველ ნაწილში (თუმცა, სიდიდეები

მგ/დმ2-ში მიეკუთვნება   დაუფარავი რეგენერირებული ცელულოზის ფირს,

სურსათთან შეხებაში მყოფი საფარით დაფარული მხარის   ჩათვლით).

4.2

სპეციფიკური დამფარავი  დანამატები

ნივთიერების  ან ნივთიერებათა ჯგუფის რაოდენობა, თითოეულ ინდენტში არ უნდა აღემატებოდეს   2 მგ/დმ2 -ს (ან მითითებულ ზღვარზე ნაკლები) საფარით დაფარულ იმ მხარეს, რომელიც შეხებაშია სურსათთან

4.2.1

1-ჰექსადეკანოლი და 1 -ოქტადეკანოლი

 

4.2.2

სწორხაზოვანი ცხიმოვანი მჟავების ეთერები, ნაჯერი ან უჯერი, ნახშირბადის ატომების ლუწი რაოდენობით 8-იდან 20-ის ჩათვლით,

და რიცინოლის მჟავას ეთილის, ბუთილის, ამილის და ოლეილის  სწორხაზოვანი სპირტებით

 

4.2.3

მონტანის ცვილები, რომელიც შეიცავს  გაწმენდილ მჟავებს (C26-იდან C32-მდე)  და/ან მათ რთულ ეთერებს ეთანდიოლთან ერთად

და/ან 1,3 ბუთანდიოლთან და/ან მათ

კალციუმის და კალიუმის მარილებთან ერთად

 

4.2.4

კარნაუბის (Copernicia prunifera H.E) ცვილი

 

4.2.5

ფუტკრის ცვილი

 

4.2.6

ესპარტოს (Stipa tenacissima L.) ცვილი

 

4.2.7

კანდელილის (Euphorbia antisyphilitica)  ცვილი

 

4.2.8

დიმეთილპოლისილოქსანი

არაუმეტეს 1,0 მგ/დმ2, საფარით დაფარულ იმ მხარეს, რომელიც შეხებაშია სურსათთან

4.2.9

ეპოქსიდირებული სოიოს ზეთი (ოქსირანის შემცველობა 6-8%)

 

4.2.10

რაფინირებული პარაფინი და მიკროკრისტალური ცვილები

 

4.2.11

პენტაერითრიტოლის ტეტრასტეარატი

 

4.2.12

მონო- და ბის(ოქტადეცილ დიეთილენოქსიდი)-ფოსფატები

 არაუმეტეს 0,2 მგ/დმ2, საფარით დაფარულ იმ მხარეს, რომელიც შეხებაშია სურსათთან

4.2.13

ალიფატური მჟავები (C8-დან C20-მდე) ეთერიფიცირებული

მონო- ან დი-(2-ჰიდროქსიეთილ)ამინი

 

4.2.14

2- და 3-ტერტ.ბუთილ-4-ჰიდროქსიანიზოლი

[= ბუთილირებული ჰიდროქსიანიზოლი - BHA]

  არაუმეტეს 0,06 მგ/დმ2, საფარით დაფარულ  იმ მხარეს, რომელიც შეხებაშია სურსათთან

4.2.15

2,6-დი-ტერტ.ბუთილ-4-მეთილფენოლი

[= ბუთილირებული ჰიდროქსიტოლუენი - BHT]

  არაუმეტეს 0,06 მგ/დმ2, საფარით დაფარულ იმ მხარეს, რომელიც შეხებაშია სურსათთან

4.2.16

დი-n-ოქტილინ-ბის(2 ეთილჰექსილ) მალეატი

  არაუმეტეს 0,06 მგ/დმ2, საფარით დაფარულ იმ მხარეს, რომელიც შეხებაშია სურსათთან

5

გამხსნელები

ნივთიერებების საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  0,6 მგ/დმ2, საფარით დაფარულ იმ მხარეს, რომელიც შეხებაშია სურსათთან

5.1

ბუთილაცეტატი

 

5.2

ეთილაცეტატი

 

5.3

იზობუთილაცეტატი

 

5.4

იზოპროპილაცეტატი

 

5.5

პროპილაცეტატი

 

5.6

აცეტონი

 

5.7

1 -ბუთანოლი

 

5.8

ეთანოლი

 

5.9

2- ბუთანოლი

 

5.10

2 -პროპანოლი

 

5.11

1 -პროპანოლი

 

5.12

ციკლოჰექსანი

 

5.13

ეთილენგლიკოლის მონობუთილ ეთერი

 

5.14

ეთილენგლიკოლის მონობუთილ ეთერის აცეტატი

 

5.15

მეთილეთილკეტონი

 

5.16

მეთილიზობუთილ კეტონი

 

5.17

ტეტრაჰიდროფურანი

 

5.18

ტოლუოლი

 არაუმეტეს 0,06 მგ/დმ2, საფარით დაფარულ იმ მხარეს, რომელიც შეხებაშია სურსათთან