ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 448
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 15/09/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 112, 26/09/2005
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
448
15/09/2005
სსმ, 112, 26/09/2005
040.030.000.22.022.007.724
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (26/09/2005 - 09/12/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.724

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის�

ბრძანება №448

2005 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ

,,ზოგადი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ნ� ქვეპუნქტის, 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 58-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, ,,განათლების შესახებ� საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დაფუძნდნენ ამ ბრძანების №2, №3, №4, №5, №6, №7 და №8 დანართებით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით.

2. დამტკიცდეს 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სკოლების წესდება (დანართი №1).

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

 

 

დანართი №1

საჯარო სკოლის წესდება

I. ზოგადი დებულებები

��� მუხლი 1. საჯარო სკოლის სტატუსი

1. საჯარო სკოლა (შემდგომში � სკოლა) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც №2, №3, №4, №5, №6, №7 დანართების შესაბამისად დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით ან/და საბაზო, ან/და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

2. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ზოგადი განათლების შესახებ� საქართველოს კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.

3. სკოლა იქმნება სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აგრეთვე შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დასახულ მიზნებსა და დაკისრებულ ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

��� მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

სკოლის მიზანია:

ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ბ) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

II. სკოლის სტრუქტურა და მართვა

��� მუხლი 3. სკოლის სტრუქტურა

სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი.

��� მუხლი 4. სამეურვეო საბჭო

1. სკოლის სამეურვეო საბჭო არის სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომელიც შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობიდან არჩეული ერთი წარმომადგენლისგან. სამეურვეო საბჭოში არჩეულ მშობელთა და პედაგოგთა რაოდენობა არ უნდა იყოს 6-ზე ნაკლები და 12-ზე მეტი. მშობლების მიერ არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება იქნეს არჩეული ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობას, უფლება აქვს წარგზავნოს წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, რომელიც სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით.

2. სამეურვეო საბჭოს არჩევის, სამეურვეო საბჭოს და სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისა და პადაგოგიური საბჭოსაგან არჩეულ წევრთაგან, არა უმეტეს მათი უფლებამოსილების ვადით.

4. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ არ შეიძლება არჩეულ იქნეს მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დანიშნული წარმომადგენელი.

5. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობა 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში.

6. სამეურვეო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა 2/3.

7. სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

8. ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

��� მუხლი 5. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები

სკოლის სამეურვო საბჭო:

ა) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირჩევს სკოლის დირექტორს;

ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;

გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დიციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანისს წესს;

დ) ითანხმებს პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდებული/გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;

ე) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;

ვ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს;

ზ) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

თ) უფლებამისილია ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართოს ეროვნული გამოცდების ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;

ი) უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევვაში;

კ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებს და ოქმებს;

ლ) ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს;

მ) ქმნის სააპელაციო კომიტეტს;

ნ) განიხილავს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრებს, მათ შორის საჩივრებს, რომლებიც ეხება სკოლის დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას;

ო) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილი წესდების პროექტს.

2. ამ მუხლის ,,ბ�, ,,გ�, ,,დ� და ,,ი� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო ,,ვ� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას � სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.

��� მუხლი 6. სკოლის დირექცია

1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის /მოადგილეებისა და ბუღალტერიისგან.

2. სკოლის დირექტორად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისათვის.

3. სკოლის დირექტორს ირჩევს სკოლის სამეურვეო საბჭო 6 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის დირექტორად ზედიზედ არჩევა შეიძლება მხოლოდ ორი ვადით.

4. სკოლის დირექტორის არჩევის და მისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. სკოლის დირექტორი არჩევიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს დირექტორის მოადგილეებს, მათ შორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და ამ მონაცემებს აგზავნის სარეგისტრაციოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

6. ახალი დირექტორის არჩევა იწვევს დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას.

��� მუხლი 7. სკოლის დირექტორი

1. სკოლის დირექტორი:

ა) ახორციელებს სკოლის მართვას;

ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;

გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს, სკოლის ბიუჯეტს;

დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს;

ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო-სასწავლო გეგმის შემუშავებაში;

ვ) უზრუნველყოფს პედაგოგებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს სკოლის ტექნიკურ თანამშრომლებთან;

ზ) უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურებისას;

თ) ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სკოლის სამეურვეო საბჭოს ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ;

ი) უფლებამოსილია დადოს გარიგებები;

კ) განკარგავს თანხებს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით;

ლ) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

მ) ზედამხედველობს დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;

ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

2. სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე;

ბ) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობასა და რაციონალურად გამოყენებაზე;

გ) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

��� მუხლი 8. პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი.

2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 3 წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.

3. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.

4. პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.

5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

6. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა.

7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადასწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.

8. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.

��� მუხლი 9. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები

პედაგოგიური საბჭო:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;

ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;

გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში და დისციპლინურ კომიტეტში;

დ) უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.

��� მუხლი 10. მოსწავლეთა თვითმმართველობა

1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.

2. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს.

3. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით:

ა) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;

ბ) მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე;

გ) საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობებში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს შესაბამისი სასწავლო წლის ვადით;

დ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, შესაბამისად, საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;

ე) საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს, შესაბამისად, საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება მოსწავლე, რომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს;

ვ) სკოლებში, სადაც საბაზო ან საშუალო საფეხურზე თითოეულზე კლასების რაოდენობა არ აღემატება სამს, თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს 3 კანდიდატს შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში ასარჩევად. ამ შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი;

ზ) მოსწავლეები, რომელთაც სურთ არჩეულნი იყვნენ საბაზო ან საშუალო საფეხურის თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 დღით ადრე, დამრიგებლის არარსებობის შემთხვევაში კი � სკოლის დირექტორთან.

თ) მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებაზე ვრცელდება საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებისათვის დადგენილი წესი.

4. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, ხოლო საშუალო საფეხურის თვითმმართველობის წევრები იმავე წესით ირჩევენ აგრეთვე სამურვეო საბჭოში საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს.

5. მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

6. მოსწავლეთა თვითმმართველობა:

ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;

ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის მოპოვებული გრანტის განკარგვასთან და კავშირებით;

გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში და დისციპლინურ კომიტეტში;

დ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.

��� მუხლი 11. მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები

1. მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და თავისუფლებები განისაზღვრება ,,ზოგადი განათლების შესახებ� საქართველოს კანონით.

2. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.

3. სკოლა ვალდებულია შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.

III. დისციპლინა და საჩივრის განხილვის წესი

��� მუხლი 12. დისციპლინური დევნა

1. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს.

3. სკოლის შინაგანაწესით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დათხოვნა და სხვა დისციპლინური სახდელი.

4. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს.

5. სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება � სკოლის დისციპლინურ კომიტეტს.

6. დირექტორისა და დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში ან სააპელაციო საბჭოში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

��� მუხლი 13. დისციპლინური კომიტეტი

1. დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე.

2. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით.

3. სამეურვეო საბჭო დამსწრეთა უმრავლესობით, 1 წლის ვადით, ირჩევს დისციპლინური კომიტეტის წევრებს. დისციპლინური კომიტეტის წევრობის კანდიდატურის დაყენების უფლება აქვს:

ა) სამეურვეო საბჭოს მშობლების მიერ არჩეულ წევრს;

ბ) პედაგოგიურ საბჭოს;

გ) საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას.

��� მუხლი 14. სააპელაციო კომიტეტი

1. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრების განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შექმნას სააპელაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე.

2. დაუშვებელია სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით.

��� მუხლი 15. მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა საჩივრის განხილვა

1. კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ.

2. დირექტორი საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში.

3. დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში გადაწყვეტილების გაცნობიდან ორი კვირის ვადაში. სამეურვეო საბჭო ვალდებულია განიხილოს საჩივარი 1 თვის ვადაში.

4. საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები:

ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;

ბ) უფლების დარღვევის არსი;

გ) მოთხოვნის არსი.

IV. სკოლის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა, სახელმწიფო კონტროლი

��� მუხლი 16. სკოლის ქონება

დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ� საქართველოს კანონის შესაბამისად, სკოლას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა შესაბამისი ქონება.

��� მუხლი 17. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. სკოლა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის ,,ბ� და ,,გ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა გასახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების გახორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

4. ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულება აღემატება სკოლის ბიუჯეტის 5%-ს, აუცილებელია სამეურვეო საბჭოს თანხმობა.

5. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა� და ,,ე� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებას.

��� მუხლი 18. სკოლის ფინანსები

1. სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით.

2. სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

3. სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

4. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

��� მუხლი 19. ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა

1. სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით, ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე � შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მეშვეობით.

2. დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით.

3. დირექტორი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობისას, სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებელთა ხელფასების შემცირება. სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის მიერ წარდგენილი სკოლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში სკოლა უფლებამოსილია გასწიოს ხარჯები კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიიდებელი აუდიტორი.

��� მუხლი 20. სახელმწიფო კონტროლი

1. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე � აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო კანონით გათვალისწინებული წესით. სახელწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. სკოლა ყოველი წლის არა უგვიანეს 1-ლი მაისისა მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის, სასწავლო პროცესისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით.

3. მაკონტროლებელ ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია. სკოლამ მაკონტროლებელ ორგანოს მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარუდგინოს არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.

V. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი

��� მუხლი 21. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. სკოლის რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:

ა) თუ სკოლის საქმიანობა ანტიკონსტიტუციურია;

ბ) თუ აუცილებელია სკოლის ფიზიკური ან/და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია;

გ) თუ სკოლა არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. სკოლის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი, რომელიც შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი.

3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფო საკუთრებში.

��� მუხლი 22. სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი

სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესით.

VI. განსაკუთრებული დებულებანი

��� მუხლი 23. პანსიონი

1. პანსიონი გულისხმობს მოსწავლეთა უზრუნველყოფას საცხოვრებელი პირობებითა და კვებით.

2. №3, №4 №5, №6, №7 დანართებში და №8 დანართის 1-ლ პუნქტში მოყვანილი სკოლები მოსწავლეებს სთავაზობენ პანსიონს.

3. პანსიონის ხარჯები შეიძლება დაიფაროს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

��� მუხლი 24. სკოლები, რომლებიც ახორციელებენ სპეციალურ და კორექციულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობას

1. №4 დანართით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებენ სპეციალურ და კორექციულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს.

2. №4, №5, №6 დანართებში, №7 დანართის 1-ლ პუნქტში მოყვანილი სკოლები ახორციელებენ მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ან/და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობას.

��� მუხლი 25. სკოლა იმ მოსწავლეთა და მოზარდებისათვის, რომლებსაც აღზრდისა და განათლების განსაკუთრებული პირობები სჭირდება

№6 დანართით გათვალისწინებულ სკოლაში მიმდინარეობს სწავლება იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ახასიათებთ საზოგადოებისათვის მიუღებელი, ნორმიდან გადახრილი ქცევა. ამ სკოლაში მოსწავლეები იგზავნებიან მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 წლის ასაკიდან.

��� მუხლი 26. სკოლები, რომლებიც ახორციელებენ პროფესიულ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას

1. №7 დანართით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებენ პროფესიულ სახელოვნებო მომზადებას.

2. №8 დანართით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებენ პროფესიულ სასპორტო მომზადებას.

3. პროფესიულ სახელოვნებო და სასპორტო პროგრამებზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რისთვისაც

ა) ითანხმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებას სკოლის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის თაობაზე;

ბ) უზრუნველყოფს სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას.

4. ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ პროფესიულ სახელოვნებო მომზადებასა და განათლებას, მათ შორის დაწყებით და საბაზო საფეხურებზე, აფინანსებს საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

VII. გარდამავალი დებულებანი

��� მუხლი 27. გარდამავალი დებულებანი

1. ამ წესდებით გათვალისწინებული სამეურვეო საბჭოს არჩევამდე სკოლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს ითავსებს სკოლის დირექტორი.

2. მოსწავლეთა თვითმმართველობის პირველი არჩევნების განრიგს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.


დანართი№2

ქ. თბილისის საჯარო სკოლები

ისანი-სამგორის რაიონი

დასახელება

სკოლის მისამართი

საფეხურები

1

№40

ვაზისუბნის დას , მე -3 / , მე -2 კვარტალი

დაწ - საბ - საშ

2

№74

კაკაბეთის . №2

დაწ - საბ - საშ

3

№76

აეროპორტის დაახლება

დაწ - საბ - საშ

4

№81

ჩკალოვის №3

დაწ - საბ - საშ

5

№82

ნაკადულის №6

დაწ - საბ - საშ

6

№83

მოსკოვის გამზ №37

დაწ - საბ - საშ

7

№85

ხმელნიცკის . №61

დაწ - საბ - საშ

8

№86

ბეგლითის №12

დაწ - საბ - საშ

9

№87

ქეთევან წამებულის . №90

დაწ - საბ - საშ

10

№88

წურწუმიას №16

დაწ - საბ - საშ

11

№89

ქეთევან წამებულის . №40

დაწ - საბ - საშ

12

№90

ვაზისუბნის დას . . კვაჭანტირაძის . №2

დაწ - საბ - საშ

13

№91

ქეთევან წამებულის .№23

დაწ - საბ - საშ

14

№92

ვაზისუბნის I /

დაწ - საბ - საშ

15

№93

წურწუმიას . №16

დაწ - საბ - საშ

16

№94

ჭიჭინაძის . №15-

დაწ - საბ - საშ

17

№95

ჩოლოყაშვილის . №53

დაწ - საბ - საშ

18

№97

. ხმელნიცკის . №48

დაწ - საბ - საშ

19

№98

ურიცკის . №15

დაწ - საბ - საშ

20

№99

დიდგორის . №1

დაწ - საბ - საშ

21

№103

მესხეთის . №72

დაწ - საბ - საშ

22

№105

ვარკეთილი - 3, I- ლი / .

დაწ - საბ - საშ

23

№106

. ხმელნიცკის . №17

დაწ - საბ - საშ

24

№107

ლილოს დასახლება

დაწ - საბ - საშ

25

№108

შუამთის . №20

დაწ - საბ - საშ

26

№109

ელდარის . №5

დაწ - საბ - საშ

27

№110

ყვარელის . №101

დაწ - საბ - საშ

28

№111

შირაქის . №20

დაწ - საბ - საშ

29

№117

თრიალეთის , №7

დაწ - საბ - საშ

30

№121

ნავთლუღის , №7

დაწ - საბ - საშ

31

№124

მოსკოვის გამ . მე -2 კვარტალი

დაწ - საბ - საშ

32

№131

ჭიჭინაძის . №12

დაწ - საბ - საშ

33

№139

ლაღიძის , №20

დაწ - საბ - საშ

34

№145

ჯავახეთის . №11-

დაწ - საბ - საშ

35

№146

აეროდრომის დას , მე -14 ქუჩა

დაწ - საბ - საშ

36

№152

ვარკეთილის მასივის ზემო პლატო

დაწ - საბ - საშ

37

№156

ახვლედიანის . №28

დაწ - საბ - საშ

38

№157

ვარკეთილის მე -4 / მე -3 კვარტალი

დაწ - საბ - საშ

39

№163

ვაზისუბნის დას , მე -3 / 1- ლი კვარტალი

დაწ - საბ - საშ

40

№168

ლილოს დასახლება

დაწ - საბ - საშ

41

№172

ვაზისუბნის დას , მე -4 / 1- ლი კვარტალი

დაწ - საბ - საშ

42

№176

ვარკეთილი მე -4 / მე -2 რიგი №1

დაწ - საბ - საშ

43

№178

ვარკეთილი 3 მე -2 /

დაწ - საბ - საშ

44

№179

ვარკეთილი 3 მე -3 /

დაწ - საბ - საშ

45

№180

ვარკეთილი 3 IV /

დაწ - საბ - საშ

46

№182

ვარკეთილის მე -2 /

დაწ - საბ - საშ

47

№185

ვარკეთილის 3 IV /

დაწ - საბ - საშ

48

№77

ირბახის . № 16

დაწ - საბ - საშ

49

№96

, წამებულის . №57

დაწ - საბ - საშ

50

№78

გარდაბნის გზა №3

დაწ - საბ - საშ

51

№184

კალაუბნის . №10

დაწ - საბ - საშ

52

№188

. ხმელნიცკის . №49

დაწ - საბ - საშ

გლდანი � ნაძალადევის რაიონი

სკოლის დასახელება

სკოლის მისამართი

საფეხურები

53

№7

. მესხიშვილის . №40

დაწ - საბ - საშ

54

№8

ცქიტიშვილის . №11

დაწ - საბ - საშ

55

№9

. სააკაძის . №29

დაწ - საბ - საშ

56

№10

. დადიანის . №189

დაწ - საბ - საშ

57

№11

. დადიანის . №160

დაწ - საბ - საშ

58

№12

. ჭყონდიდელის . №85

დაწ - საბ - საშ

59

№13

ღოღობერიძის . №3

დაწ - საბ - საშ

60

№14

ღოღობერიძის . №10

დაწ - საბ - საშ

61

№15

გუდამაყრის . №3

დაწ - საბ - საშ

62

№16

სარაჯიშვილის გამზ . №9

დაწ - საბ - საშ

63

№132

გლდანის მე -6 / ხერგიანის . №1

დაწ - საბ - საშ

64

№33

თემქის მე -3 / მე -4 კვარტალი

დაწ - საბ - საშ

65

№39

გლდანის მას . 1- ლი /

დაწ - საბ - საშ

66

№45

სარაჯიშვილის . №25

დაწ - საბ - საშ

67

№48

თემქის 11 / 1 � ლი კვარტალი

დაწ - საბ - საშ

68

№59

გლდანულა

დაწ - საბ - საშ

69

№69

გლდანის მე -7 /

დაწ - საბ - საშ

70

№79

გლდანის მე -8 /

დაწ - საბ - საშ

71

№71

გლდანის 1- ლი /

დაწ - საბ - საშ

72

№112

. დადიანის . №28

დაწ - საბ - საშ

73

№113

. დადიანის . №8

დაწ - საბ - საშ

74

№114

. გურამიშვილის . №29

დაწ - საბ - საშ

75

№115

გლდანის მე -8 /

დაწ - საბ - საშ

76

№118

ლიბნის . №22

დაწ - საბ - საშ

77

№119

ლიბნის შეს , №12

დაწ - საბ - საშ

78

№129

სამღერეთის . №9

დაწ - საბ - საშ

79

№133

ვარდისუბნის . №8

დაწ - საბ - საშ

80

№136

გლდანის /

დაწ - საბ - საშ

81

№138

თემქის მე -10 კვარტალი

დაწ - საბ - საშ

82

№141

. გურამიშვილის . №14

დაწ - საბ - საშ

83

№142

თემქის მე 3 / 2 კვ

დაწ - საბ - საშ

84

№143

თემქის მე -10 კვარტალი

დაწ - საბ - საშ

85

№148

თემქის მე -11 / , მე -2 კვარტალი

დაწ - საბ - საშ

86

№149

თემქის მე -11 / , მე -3 კვარტალი

დაწ - საბ - საშ

87

№154

თემქის მე -4 /

დაწ - საბ - საშ

88

№159

თემქის მე -3 / , მე -5 კვარტალი

დაწ - საბ - საშ

89

№160

გლდანის მე -2 /

დაწ - საბ - საშ

90

№167

გლდანის მე -2 /

დაწ - საბ - საშ

91

№173

გლდანის მე -3 /

დაწ - საბ - საშ

92

№174

მუხიანის ? /

დაწ - საბ - საშ

93

№175

მუხიანის მე -3 /

დაწ - საბ - საშ

94

№177

გლდანის მე -5 /

დაწ - საბ - საშ

95

№181

მუხიანის მე -4 /

დაწ - საბ - საშ

96

№190

სამღერეთის 3

დაწ - საბ - საშ

97

№191

გლდანის მე -5 /

დაწ - საბ - საშ

98

№120

უწერის . №6

დაწ - საბ - საშ

99

№32

სანზონა , ჩარგლის . №24

დაწ - საბ - საშ

100

№164

თემქის მე -9 კვარტალი

საბ - საშ

ვაკე �საბურთალოს რაიონი

სკოლის დასახელება

სკოლის მისამართი

საფეხურები

101

№54

. ფალიაშვილის .№59

დაწ - საბ - საშ

102

№55

. ჭავჭავაძის გამზ №38

დაწ - საბ - საშ

103

№56

. ფალიაშვილის .№34

დაწ - საბ - საშ

104

№57

. ფალიაშვილის . №42

დაწ - საბ - საშ

105

№101

ალ . ყაზბეგის გამზ . №34-

დაწ - საბ - საშ

106

№125

ნუცუბიძის I /

დაწ - საბ - საშ

107

№126

. ფშაველას გამზ . №71

დაწ - საბ - საშ

108

№128

თოფურიას . №12

დაწ - საბ - საშ

109

№135

უჩანეიშვილის II გასასვლელი №4

დაწ - საბ - საშ

110

№151

. ფშაველას გამზ II კვ . №61

დაწ - საბ - საშ

111

№165

. ფალიაშვილის . №61

დაწ - საბ - საშ

112

№170

ნუცუბიძის პლატო II / II კვ .

დაწ - საბ - საშ

113

№171

ნუცუბიძის პლატო III / II კვ . ძოწენიძის . №3

დაწ - საბ - საშ

114

№194

. ჩიქოვანის . №26

დაწ - საბ - საშ

115

№102

ნუცუბიძის პლატო IV / II კვ .

დაწ - საბ - საშ

116

№122

ქავთარაძის . №23

დაწ - საბ - საშ

117

№38

ჯიქიას . №4

დაწ - საბ - საშ

118

№195

ჩიქოვანის . №26

დაწ - საბ - საშ

119

№196

თოფურიას . №2

დაწ - საბ - საშ

120

№17

აღმაშენებლის ხეივანი 14 კვ .

დაწ - საბ - საშ

121

№52

ალ . ყაზბეგის გამზ . №27

დაწ - საბ - საშ

122

№60

ალ . ყაზბეგის გამზ . №39

დაწ - საბ - საშ

123

№61

დოლიძის . №3

დაწ - საბ - საშ

124

№62

შარტავას . №20

დაწ - საბ - საშ

125

№64

. ფშაველას გამზ . №6-

დაწ - საბ - საშ

126

№197

. ფშაველას გამზ I კვ ..

დაწ - საბ - საშ

127

№123

იმედაშვილის . №4

დაწ - საბ - საშ

128

№158

ვაშლიჯვარი , გოძიაშვილის . №20

დაწ - საბ - საშ

129

№161

იოსებიძის . №50

დაწ - საბ - საშ

130

№162

ფანასკერტელის . №12

დაწ - საბ - საშ

131

№186

. დიღმის I / . . პეტრიწის . 8-

დაწ - საბ - საშ

132

№187

დიმიტრი თავდადებულის

დაწ - საბ - საშ

133

№192

. დიღმის III / .

დაწ - საბ - საშ

134

№137

დაბა წყნეთი

დაწ - საბ - საშ

135

№189

საირმის . №84

დაწ - საბ - საშ

136

№35

ქავთარაძის . №1

დაწ - საბ - საშ

137

№199

. ფშაველას გამზ. №6ა

დაწ - საბ - საშ

მთაწმინდა � კრწანისის რაიონი

სკოლის დასახელება

სკოლის მისამართი

საფეხურები

138

№65

გორგასლის . №75

დაწ - საბ - საშ

139

№66

. ასათიანის . №28

დაწ - საბ - საშ

140

№67

ლესელიძის . №23

დაწ - საბ - საშ

141

№68

ათონელის . №27

დაწ - საბ - საშ

142

№70

ფონიჭალა 3

დაწ - საბ - საშ

143

№72

გორგასლის . №2

დაწ - საბ - საშ

144

№73

გრიშაშვილის . 54

დაწ - საბ - საშ

145

№75

გრიშაშვილის . 54

დაწ - საბ - საშ

146

№104

ათონელის . №5

დაწ - საბ - საშ

147

№127

რუსთავის გზატკ . №18

დაწ - საბ - საშ

148

№144

ორთაჭალის . №8

დაწ - საბ - საშ

149

№153

ფონიჭალა , ვაგზლის .№25

დაწ - საბ - საშ

150

№1

რუსთაველის გამზ . №10

დაწ - საბ - საშ

151

№50

ქიქოძის . №4

დაწ - საბ - საშ

152

. რამიშვილის სახ . №20

ჯამბულის . №5

დაწ - საბ - საშ

153

№21

პეტრიაშვილის . №7

დაწ - საბ - საშ

154

№28

ოქროყანა

დაწ - საბ - საშ

155

№42

ჩაიკოვსკის . №9

ცფ ,- ცფი

156

№43

. ასათიანის . №30

დაწ - საბ - საშ

157

№44

ალ . ჭაჭავაძის . №19

დაწ - საბ - საშ

158

№47

ჩიტაძის . №9

დაწ - საბ - საშ

159

№49

ბარნოვის . №10

დაწ - საბ - საშ

160

№51

მელიქიშვილის . №12

დაწ - საბ - საშ

161

№53

ბარნოვის . №50

დაწ - საბ - საშ

162

№183

ღამბაშიძის . №3

ლფო - ცფ ,

163

№193

ლაღიძის . №7

საბ - საშ

164

№58

ათონელის . №9,11

დაწ - საბ - საშ

165

№34

ვუკოლ ბერიძის . №2

დაწ - საბ - საშ

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი

სკოლის დასახელება

სკოლის მისამართი

საფეხურები

166

№2

მეუნარგიას . №28

დაწ - საბ - საშ

167

№3

9 ძმის . №58

დაწ - საბ - საშ

168

№4

ცოტნე დადიანის . №26

დაწ - საბ - საშ

169

№5

ხუდადოვის . №65

დაწ - საბ - საშ

170

№18

აღმაშენებლის . №178

დაწ - საბ - საშ

171

№19

ქუთაისის . №20

დაწ - საბ - საშ

172

№22

მირცხულავას . №20

დაწ - საბ - საშ

173

№23

უზნაძის . №59

დაწ - საბ - საშ

174

№24

ბაქოს . №1

დაწ - საბ - საშ

175

№26

სააკაძის . №14

დაწ - საბ - საშ

176

№27

აღმაშენებლის . №170

დაწ - საბ - საშ

177

№29

ნინოშვილის . №39

დაწ - საბ - საშ

178

№30

კიევის . №4

დაწ - საბ - საშ

179

№31

არნ . ჩიქობავას . №17

დაწ - საბ - საშ

180

№36

სულუხიას . №4

დაწ - საბ - საშ

181

№37

აბაშიძის . №4

დაწ - საბ - საშ

182

№100

ბაგრატიონის . №58

დაწ - საბ - საშ

183

№116

იამანიძის . №7

დაწ - საბ - საშ

184

№130

დიღმის მას . IV კვ .

დაწ - საბ - საშ

185

№134

დიღმის მას . VI კვ .

დაწ - საბ - საშ

186

№140

დიღმის მას . V კვ .

დაწ - საბ - საშ

187

№147

დიღმის მას . III კვ .

დაწ - საბ - საშ

188

№150

დგებუაძის .№8

დაწ - საბ - საშ

189

№155

. წერეთლის . №110

დაწ - საბ - საშ

190

№166

. წერეთლის . №42

დაწ - საბ - საშ

191

№169

დიღმის მას . II კვ .

დაწ - საბ - საშ

192

№63

უზნაძის . №109

დაწ - საბ - საშ

193

№41

დგებუაძის .№8

დაწ - საბ

194

№198

გოცირიძის . №2

დაწ - საბ

195

№25

დიღმის მას . III კვ .

დაწ - საბ

ჩოხატაურის რაიონი

სახელწოდება

მისამართი

საფეხური

1

დაბა ჩოხატაურის №1 სკოლა

ნიკო მარის . . №17

დაწ . საბ . საშ

2

დაბა ჩოხატაურის №2 სკოლა

. დუმბაძის №35

დაწ . საბ . საშ

3

სოფელ ხიდისთავის სკოლა

სოფ . ხიდისთავი

დაწ . საბ . საშ .

4

სოფელ ქვენობანის სკოლა

სოფ . ქვენობანი

დაწ . საბ . საშ .

5

სოფელ ბასილეთის სკოლა

სოფ . ბასილეთი

დაწ . საბ .

6

სოფელ ბუკნარის სკოლა

სოფ . ბუკნარი

დაწ . საბ . საშ

7

სოფელ ერკეთის სკოლა

სოფ . ერკეთი

დაწ . საბ . საშ

8

სოფელ ნაბეღლავის სკოლა

სოფ . ქვაბღა

დაწ . საბ . საშ

9

სოფელ ქვენობანის სკოლა

სოფ . ჩხაკოურა

დაწ . საბ . საშ

10

სოფელ ჩხაკოურის სკოლა

სოფ . ჩხაკოურა

დაწ . საბ . საშ .

11

სოფელ შუასურების სკოლა

სოფ . შუასურები

დაწ . საბ . საშ .

12

სოფელ ზოტის სკოლა

სოფ . ზოტი

დაწ . საბ . საშ

13

სოფელ ვანზომლეთის სკოლა

სოფ . ვანზომლეთი

დაწ . საბ . საშ

14

სოფელ ბუკისციხის სკოლა

სოფ . ბუკისციხე

დაწ . საბ . საშ

15

სოფელ იანეულის სკოლა

სოფ . იანეული

დაწ . საბ

16

სოფელ განახლების სკოლა

სოფ . განახლება

დაწ . საბ . საშ

17

სოფელ სამების სკოლა

სოფ . სამება

დაწ . საბ

18

სოფელ კოხნარის სკოლა

სოფ . კოხნარი

დაწ . საბ . საშ

19

წიფნარის სკოლა

სოფ . წიფნარი

დაწ . საბ .

20

სოფელ საჭამიასერის სკოლა

სოფ . საჭამიასერი

დაწ . საბ . საშ

21

სოფელ ხევის სკოლა

სოფ . ხევი

დაწ . საბ

22

სოფელ გუთურის სკოლა

სოფ . გუთური

დაწ . საბ . საშ

23

სოფ. შუა განახლების სკოლა

სოფ . შუა განახლება

დაწ . საბ . საშ

24

ზემო სურების სკოლა

სოფ . ზემო სურები

დაწ . საბ . საშ

25

სოფელ დიდი ვანის სკოლა

სოფ . დიდი ვანი

დაწ . საბ . საშ .

26

სოფელ ჩაისუბნის სკოლა

სოფ . ჩაისუბანი

დაწ . საბ . საშ .

27

სოფელ დაბლაციხის სკოლა

სოფ . დაბლაციხე

დაწ . საბ . საშ

28

სოფელ ზემოხეთის სკოლა

სოფ . ზემოხეთი

დაწ . საბ .

29

სოფ. გოგოლესუბანის სკოლა

სოფ . გოგოლესუბანი

დაწ . საბ .

30

სოფელ ფარცხმის სკოლა

სოფ . ფარცხმა

დაწ . საბ .

31

სოფელ შუაფარცხმის სკოლა

სოფ . შუაფარცხმა

დაწ . საბ .

32

სოფ. გორაბერეჟოულის სკოლა

სოფ . გორაბერეჟოული

დაწ . საბ

ლანჩხუთის რაიონი

სახელწოდება

მისამართი

საფეხური

1

. ლანჩხუთის №1 სკოლა

ჟორდანიას . №25

დაწ . საბ . საშ .

2

. ლანჩხუთის №2 სკოლა

ბაგრატიონის №10

დაწ . საბ . საშ .

3

. ლანჩხუთის №3 სკოლა

მუსხელიშვილის . №11

დაწ . საბ . საშ .

4

. ლანჩხუთის №4 სკოლა

მუსხელიშვილის №9

დაწ . საბ . საშ .

5

სოფელ სუფსის სკოლა

სოფელი სუფსა

დაწ . საბ . საშ .

6

სოფ. ახალსოფლის სკოლა

სოფელი ახალსოფელი

დაწ . საბ .

7

სოფელ აკეთის სკოლა

სოფელი აკეთი

დაწ . საბ . საშ .

8

სოფ. ქვემო აკეთის სკოლა

სოფელი ქვემო აკეთი

დაწ . საბ .

9

სოფ. ზემო აკეთის სკოლა

სოფელი ზემო აკეთი

დაწ . საბ .

10

სოფელ ჭანჭათის სკოლა

სოფელი ჭანჭათი

დაწ . საბ .

11

სოფელ ნიგოითის სკოლა

სოფელი ნიგოითი

დაწ . საბ . საშ .

12

სოფელ ქვიანის სკოლა

სოფელი ქვიანი

დაწ . საბ . საშ .

13

სოფელ ნიგოეთის სკოლა

სოფელი ნიგოეთი

დაწ . საბ . საშ .

14

სოფ. წყალწმინდის სკოლა

სოფელი წყალწმინდა

დაწ . საბ . საშ .

15

სოფ. ღრმაღელის სკოლა

სოფელი ღრმაღელე

დაწ . საბ . საშ .

16

სოფ. ჯურუყვეთის №1 სკოლა

სოფელი ჯურუყვეთი

დაწ . საბ . საშ .

17

სოფ. ჯურუყვეთის №2 სკოლა

სოფელი ჯურუყვეთი

დაწ . საბ .

18

სოფ. ნინოშვილის სკოლა

სოფელი ნინოშვილი

დაწ . საბ .

19

სოფელ ჩიბათის სკოლა

სოფელი ჩიბათი

დაწ . საბ . საშ .

20

სოფელ აცანის სკოლა

სოფელი აცანა

დაწ . საბ . საშ .

21

სოფელ მამათის სკოლა

სოფელი მამათი

დაწ . საბ . საშ .

22

სოფელ შუხუთის სკოლა

სოფელი შუხუთი

დაწ . საბ . საშ .

23

სოფელ მაჩხვარეთის სკოლა

სოფელი მაჩხვარეთი

დაწ .

24

სოფ. გვიმბალაურის სკოლა

სოფელი გვიმბალაური

დაწ . საბ .

25

სოფელ ლესის სკოლა

სოფელი ლესა

დაწ . საბ . საშ .

26

სოფ. შრომისუბნის სკოლა

სოფელი შრომისუბანი

დაწ . საბ .

27

სოფელ გულიანის სკოლა

სოფელი გულიანი

დაწ . საბ .

28

სოფელ ჩოჩხანის სკოლა

სოფელი ჩოჩხანი

დაწ . საბ . საშ .

29

სოფელ ნიგვზიანის სკოლა

სოფელი ნიგვზიანი

დაწ . საბ . საშ .

30

სოფელ ხაჯალის სკოლა

სოფელი ხაჯალი

დაწ . საბ . საშ .

ოზურგეთის რაიონი

სახელწოდება

მისამართი

საფეხური

1

ოზურგეთის №1 სკოლა

ნინოშვილის . №7

დაწ . საბ . საშ .

2

ოზურგეთის №2 სკოლა

გაბრიელ ეპისკოპოსის . №9

დაწ . საბ . საშ .

3

ოზურგეთის №3 სკოლა

ბათუმის . №85

დაწ . საბ . საშ .

4

ოზურგეთის №4 სკოლა

გოგებაშვილის . №8

დაწ . საბ . საშ .

5

ოზურგეთის №5 სკოლა

უნივერსიტეტის . №1

დაწ . საბ . საშ .

6

სოფელ ჭანიეთის სკოლა

სოფ . ჭანიეთი

დაწ . საბ .

7

სოფელ ნაგომარის სკოლა

სოფ . ნაგომარი

დაწ . საბ . საშ .

8

სოფ. ცხემლისხიდის სკოლა

სოფ . ჩხემლისხიდი

დაწ . საბ . საშ .

9

სოფელ მთისპირის სკოლა

სოფ . მთისპირი

დაწ . საბ . საშ .

10

სოფელ ურეკის სკოლა

დაბა ურეკი

დაწ . საბ . საშ .

11

სოფელ შემოქმედის სკოლა

სოფ . შემოქმედი

დაწ . საბ . საშ .

12

სოფელ გომის სკოლა

სოფ . გომი

დაწ ., საბ

13

სოფელ კვირიკეთის სკოლა

სოფ . კვირიკეთი

დაწ . საბ . საშ .

14

სოფელ შრომის სკოლა

სოფ . შრომა

დაწ . საბ . საშ .

15

სოფელ ხრიალეთის სკოლა

სოფ . ხრიალეთი

დაწ . საბ .

16

სოფელ ორმეთის სკოლა

სოფ . ორმეთი

დაწ . საბ .

17

სოფელ ეკალდიდის სკოლა

სოფ . ეკალდიდი

დაწ . საბ .

18

სოფელ ასკანის სკოლა

სოფ . ა სკანი

დაწ . საბ . საშ .

19

სოფელ ძიმითის სკოლა

სოფ . ძიმითი

დაწ . საბ . საშ .

20

სოფელ ბახვის სკოლა

სოფ . ბახვი

დაწ . საბ . საშ .

21

სოფელ ქვემო ბახვის სკოლა

სოფ . ქვემო ბახვი

დაწ . საბ . საშ .

22

სოფ. მშვიდობაურის სკოლა

სოფ . მშვიდობაური

დაწ . საბ

23

სოფელ ბაილეთის სკოლა

სოფ . ბაილეთი

დაწ . საბ . საშ .

24

სოფელ ლიხაურის სკოლა

სოფ . ლიხაური

დაწ . საბ . საშ .

25

სოფელ ვაკიჯვრის სკოლა

სოფ . ვაკიჯვარი

დაწ . საბ . საშ .

26

დაბა ნარუჯის სკოლა

დაბა ნარუჯი

დაწ . საბ . საშ .

27

სოფელ ოზურგეთის სკოლა

სოფ . ოზურგეთი

დაწ . საბ . საშ .

28

სოფ. ქვ . ნატანების სკოლა

სოფ . ქვემო ნატანების

დაწ . საბ . საშ .

29

სოფ. ზემო ნატანების სკოლა

სოფ . ზემო ნატანები

დაწ . საბ . საშ .

30

სოფელ მერიის სკოლა

სოფ . მერია

დაწ . საბ . საშ .

31

სოფ. ნაღობილევის სკოლა

სოფ . ნაღობილევი

დაწ . საბ .

32

სოფელ კონჭკათის სკოლა

სოფ . კონჭკათი

დაწ . საბ . საშ .

33

სოფელ ჯუმათის სკოლა

სოფ . ჯუმათი

დაწ . საბ . საშ .

34

სოფელ დვაბზუს სკოლა

სოფ . დვაბზუ

დაწ . საბ . საშ .

35

სოფ. გაღმა დვაბზუს სკოლა

სოფ . გაღმა დვაბზუ

დაწ . საბ .

36

სოფელ ბოხვაურის სკოლა

სოფ . ბოხვაური

დაწ . საბ . საშ .

37

სოფელ მაკვანეთის სკოლა

სოფ . მაკვანეთი

დაწ . საბ . საშ .

38

სოფ. მელექედურის სკოლა

სოფ . მელექედური

დაწ . საბ . საშ .

39

სოფელ გურიანთის სკოლა

სოფ . გურიანთა

დაწ . საბ . საშ

40

სოფ. ციხისფერდის სკოლა

სოფ . ციხისფერდი

დაწ . საბ .

41

სოფ . ნასაკირალის სკოლა

სოფ . ნასაკირალი

დაწ , საბ . საშ

42

სოფელ თხინვალის სკოლა

სოფ . თხინვალი

დაწ . საბ . საშ .

43

სოფელ სილაურის სკოლა

სოფ . სილაური

დაწ . საბ .

44

სოფელ ლაითურის სკოლა

სოფ . ლაითური

დაწ . საბ . საშ .

ამბროლაურის რაიონი

საჯარო სკოლის სახელწოდება

მისამართი

საფეხური

1

სოფელ ზნაკვას სკოლა

სოფ . ზნაკვა

დაწ - საბ - საშ

2

სოფელ ჭყვიშის სკოლა

სოფ . ჭყვიში

დაწ - საბ

3

სოფელ ლიხეთის სკოლა

სოფ. ლიხეთი

დაწ - საბ - საშ

4

ამბროლაურის №1 სკოლა

პუშკინის . №6

დაწ - საბ - საშ

5

სოფელ ხვანჭკარას სკოლა

სოფელი ხვანჭკარა

დაწ - საბ - საშ

6

სოფელ ჩორჯოს სკოლა

სოფელი ჩორჯო

დაწ - საბ

7

სოფელ ტოლას სკოლა

სოფელი II ტოლა

დაწ - საბ

8</