სოიოს და მზესუმზირის შროტის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ

სოიოს და მზესუმზირის შროტის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6483
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 26/03/2024
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016737
6483
26/03/2024
ვებგვერდი, 02/04/2024
000000000.00.00.016737
სოიოს და მზესუმზირის შროტის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №6483

2024 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

სოიოს და მზესუმზირის შროტის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აგრეთვე, დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის  2023 წლის  27 იანვრის გადაწყვეტილებისა (ოქმი №2) და დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით (ოქმი №1), ვბრძანებ:

1.დამტკიცდეს  სოიოს და მზესუმზირის შროტის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები, ამ ბრძანების №1 დანართის შესაბამისად.

2.ეს  ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სოიოს და მზესუმზირის შროტის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები

დანართი №1

ოპერაციის დასახელება

დანაკარგის ნორმა (%-ში მასიდან)

სოიოს შროტი

სეს ესნ კოდი: 2304

შენახვა

0.50

მზესუმზირის შროტი

სეს ესნ კოდი: 2306

შენახვა

0.50

 

შენიშვნა: შენახვის დანაკარგი ასევე მოიცავს ქვეყნის შიგნით ნებისმიერი ფორმით ტრანსპორტირების დანაკარგს.

სამსახურის უფროსი     ლევან კაკავა