დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6482 |
| დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
| მიღების თარიღი | 26/03/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016736 |
|
„ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების დამდგენი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2547 განკარგულების პირველი პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აგრეთვე, დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი კომისიის 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით (ოქმი №1), ვბრძანებ:
1. „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული: ა) „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ დებულების“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) მაზუთი – ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 19 620 00, 2710 19 660 00 და 2710 19 670 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში“; მ) საპოხი ზეთი – ნავთობის დისტილატები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 2710 19 990 00 და 2710 19 710 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში;“; ბ) „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები“ (დანართი №2) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. სამსახურის უფროსი ლევან კაკავა |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები