„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 95
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/03/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017810
95
26/03/2024
ვებგვერდი, 27/03/2024
200090000.22.033.017810
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №95

2024 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 77- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეკლარაცია მოიცავს 6 განაყოფს: I – სატიტულო ნაწილი, II – „აღნიშვნა დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ“, III – აქციზის საერთო თანხის გაანგარიშება, IV – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-10 სტრიქონით გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის (მისართი, გამხსნელი, ანტიდეტონატორი) და მე-13 სტრიქონით გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის (მეთანალი (ფორმალდეჰიდი)) აღრიცხვა, V – ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ აქციზურ მარკებზე,  რომლის მიღებიდან 6 თვეში არ განხორციელდა საქონლის იმპორტი/აქციზით დასაბეგრი ოპერაცია ან რომლის მიღებიდან 6 თვეში არ განხორციელდა სეს ესნ 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული იმპორტირებული საქონლის ნიშანდება, VI – ინფორმაცია აქციზურ მარკებზე, რომლის ნიშანდებითაც  განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი/აქციზით დასაბეგრი ოპერაცია ან რომლითაც განხორციელდა სეს ესნ 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული იმპორტირებული საქონლის ნიშანდება საანგარიშო პერიოდში და დეკლარაციის დანართს.“.

2. 781 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ 2201 და 2202 სასაქონლო პოზიციებში კლასიფიცირებული წარმოებული/იმპორტირებული წყლები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები) და სასმელები (არაალკოჰოლური სასმელები), რომლებიც ჩამოსხმულია ნებისმიერი  მოცულობის ჭურჭელში, გარდა სატრანსპორტო საშუალებაზე სტაციონარულად დამაგრებული მრავალჯერადი გამოყენების გადასაზიდი ჭურჭლისა და იმპორტირებული (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში) 4 ლიტრამდე არაალკოჰოლური სასმელისა.“.

3. 792 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ფონური ფერი განისაზღვრება ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად, ხოლო აქციზური მარკების შეფუთვის ფორმები განისაზღვრება ადგილობრივი დანარჩენი თამბაქოსთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 26 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი