საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო მეთაური
მიღების თარიღი 25/03/1994
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 3, 31/03/1994
ძალის დაკარგვის თარიღი 20/11/1998
სარეგისტრაციო კოდი 010090000.00.004.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
83
25/03/1994
საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 3, 31/03/1994
010090000.00.004.000000
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო მეთაური
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/03/1994 - 09/11/1998)

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის

ბრძანებულება

საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს დებულება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე (თან ერთვის).

2. დებულება სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს გამოქვეყნებისთანავე.

ე. შევარდნაძე

თბილისი, 1994 წლის 25 მარტი, № 83.

დამტკიცებულია საქართველოს სახელმწიფოს

მეთაურის 1994 წლის 25 მარტის № 83

ბრძანებულებით

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებებისა და წარდგინების განხილვის წესის შესახებ

I. ზოგადი დებულებანი

1. დებულება განსაზღვრავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 25 მარტის კანონის შესაბამისად უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა განცხადებების საქართველოს მოქალაქედ მიღებისა და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე – საქართველოს მოქალაქეთა განცხადებებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე – კომპეტენტური ორგანოების წარდგინებების განხილვის წესს.

2. საქართველოს მოქალაქედ მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხებს დაინტერესებულ პირთა განცხადებების საფუძველზე, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე   კომპეტენტური ორგანოების წარდგინების საფუძველზე წყვეტს საქართველოს სახელმწიფოს მეთაური.

3. მოქალაქეობის საკითხებზე დაინტერესებულ პირთა განცხადებებსა და კომპეტენტურ ორგანოთა წარდგინებებს წინასწარ განიხილავს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო.

4. საქართველოს მოქალაქედ მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ დაინტერესებულ პირებს იუსტიციის სამინისტროში შეაქვთ განცხადება წერილობითი ფორმით, 14 წლამდე ასაკის პირთა მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლების განცხადებასთან ერთად.

5. საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პირებს წერილობითი განცხადებები და თანდართული დოკუმენტები შეაქვთ საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან საკონსულო დაწესებულებებში,

6. საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია დაინტერესებულ პირთა განცხადებები და თანდართული დოკუმენტები მიღებიდან ერთი თვის ვადაში წინასწარი განხილვისათვის გადაუგზავნოს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს.

7. მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის სახელზე გაგზავნილი განცხადებები და თანდართული დოკუმენტები წინასწარი განხილვისათვის ეგზავნება იუსტიციის სამინისტროს.

8. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე წარდგინება იუსტიციის სამინისტროში შეაქვს სასამართლოს, პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ პირთა მიმართ – შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

9. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადება ან წარდგინება მიღებულად ითვლება კანონით და ამ დებულებით დადგენილი წესით გაფორმებული დოკუმენტების საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის დღიდან,

10. განცხადებები და თანდართული დოკუმენტები იწერება ქართულ ენაზე ან მიიღება მათ ლეგალიზებულ თარგმანებთან ერთად.

11, მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებებს დაინტერესებული პირები წარადგენენ პირადად.

იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირს საპატიო მიზეზით (ავადმყოფობა, ხანგრძლივი მივლინება, სამხედრო სამსახური და ა. შ.) განცხადების პირადად წარდგენა არ შეუძლია, საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო, დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს მიიღებს სათანადო წესით გაფორმებული მინდობილო-

ბის მქონე პირის ან ფოსტის მეშვეობით. აღნიშნულ შემთხვევაში დაინტერესებული პირის ხელმოწერა განცხადებაზე დასტურდება სანოტარო წესით.

12. კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში 14-დან 18 წლამდე პირთა, კანონიერ წარმომადგენელთა და სხვა და ინტერესებულ პირთა წერილობითი თანხმობა დასტურდება სანოტარო წესით.

13. სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ პირთა ხელმოწერა განცხადებასა და სხვა დოკუმენტებზე დასტურდება საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ.

14. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ პირს ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო არ შეუძლია ხელი მოაწეროს განცხადებას ან სხვა დოკუმენტებს, მისი დავალებითა და თანდასწრებით მათ ხელს აწერს სხვა პირი, რის შესახებაც კეთდება დამადასტურებელი წარწერა ნოტარიუსის ან საქართველოს რესპუბლიკის შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ.

15. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებათა და წარდგინებათა განხილვა უნდა დამთავრდეს არა უმეტეს ერთი წლის ვადაში მისი შეტანის დღიდან. იმავე საკითხზე განცხადებათა და წარდგინებათა განმეორებით განხილვა დაიშვება წინა გადაწყვეტილების მიღებიდან სულ ცოტა ერთი წლის შემდეგ იმავე წესით.

16. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების პირველად და განმეორებით განხილვისათვის დაინტერესებულ პირებს გადახდებათ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი ოდენობით და წესით.

II. მოქალაქეობის საკითხთა განხილვისათვის საჭირო დოკუმენტები

17. საქართველოს მოქალაქედ მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი სრულწლოვანი უცხოელი მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი ან საქართველოს მოქალაქე საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში შეიტანს დადგენილი ფორმის განცხადება

(დანართი 1, 2).

18. განმცხადებელი ვალდებულია იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბინადრობის მოწმობა, პირადობის მოწმობა, ეროვნული პასპორტი, პასპორტი მოქალაქეობის არმქონე პირთათვის და სხვა).

19. კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქედ მიღების მსურველი პირი წარმოადგენს:

ა) ცნობას საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში.

ბ) ცნობას სამუშაო ადგილიდან ან სასწავლებლიდან, იმ შემთხვევაში კი, თუ პირი არც მუშაობს და არც სწავლობს – კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემულ ცნობას უძრავ ქონებაზე საკუთრების ან შემოსავლის სხვა წყაროს შესახებ.

20. კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქედ მიღების მსურველი პირი წარმოადგენს ამ მუხლის „ა“ ან „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დამადასტურებელ დოკუმენტებს (სამეცნიერო ხარისხის, სამხედრო წოდების, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის, საავტორო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები, დიპლომი, ჯილდო, პრემია, საქართველოს

პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფოს მეთაურის, პოლიტიკური პარტიის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაცია დახასიათება და სხვა).

21. კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქედ მიღების მსურველი პირი წარმოადგენს:

ა) ცნობას საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში;

ბ) ქორწინების მოწმობის პირს.

22. კანონის 29-ე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველი პირი წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის ნების გამოვლინების გარეშე საქართველოს სსრ მოქალაქეობის შეწყვეტის (მოქალაქეობის ჩამორთმევა, ან მოქალაქეობის დაკარგვის სხვა საფუძვლები) ფაქტს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე, ან კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემულ ცნობას დაინტერესებული პირის რეაბილიტაციის შესახებ.

23. კანონის 29-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველი პირი საჭიროების მიხედვით წარმოადგენს:

ა) ცნობას საცხოვრებელი ადგილიდან;

ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ) განმცხადებლის მშობლების მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

დ) განმცხადებლის მშობლების (ერთ-ერთი მშობლის) მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეცვლის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ე) დაბადების მოწმობის პირს.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის უფლება ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებმაც კანონის სამოქმედოდ შემოღებამდე დატოვეს ქვეყნის ტერიტორია და მოქალაქეობიდან გასვლა იურიდიულად არ გაუფორმებიათ, თუ დაადასტურებენ, რომ დაიბადნენ საქართველოში და საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლამდე მუდმივად ცხოვრობდნენ მის ტერიტორიაზე.

24. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირი წარმოადგენს:

ა) სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქე ცნობას სამხედრო კომისარიატიდან იმის შესახებ, რომ დაინტერესებული პირი დადგენილი წესით არ არის გაწვეული ვადიანი სამხედრო სამსახურის გასავლელად;

ბ) ცნობას საბინაო, კომუნალური თუ სხვა სახის დავალიანების დაფარვის შესახებ.

25. ამ დებულების 19-24-ე პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა განცხადებას საქართველოს მოქალაქედ მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ თან ერთვის:

ა) სახელმწიფო ბაჟის ქვითარი ან ცნობა სახელმწიფო ბაჟისა-გან გათავისუფლების შესახებ;

ბ) ფოტოსურათი ზომით 5/6 სმ;

გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ქორწინების მოწმობის პირი, არასრულწლოვანი შვილის (შვილების) დაბადების მოწმობის პირი, დაინტერესებულ პირთა წერილობითი თანხმობა, სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს თანხმობა განცხადება, ლის არასრულწლოვანი შვილის ამ სახელმწიფოს მოქალაქედ მიღების თაობაზე.

26. საქართველოს მოქალაქედ მიღებისა და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთა წინასწარ განხილვის პროცესში იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღოს ცნობა დაინტერესებული პირის ნასამართლობის შესახებ, ცნობა თან ერთვის განმცხადებლის პირად საქმეს.

27. დაინტერესებული პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხის წინასწარი განხილვის პროცესში იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღოს ცნობა იმის შესახებ, რომ განმცხადებელი არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში და მის მიმართ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება.

28. იმ პირთა სია, რომლებიც იუსტიციის სამინისტროში განცხადებას შეიტანენ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ, პერიოდულად ქვეყნდება რესპუბლიკურ პრესაში, მოქალაქეებმა, სახელმწიფო და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და ორგანოებმა, რომელთა მიმართ განმცხადებელს აქვს ქონებრივი ვალდებულებანი ან შეუსრულებელი მოვალეობანი, გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა მიმართონ იუსტიციის სამინისტროს და წარმოადგინონ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულება, სასამართლოს გადაწყვეტილება, სააღსრულებლო ფურცელი და სხვა),

29. იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს 6 თვემდე ვადით შეაჩეროს განცხადების განხილვა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელ გარემოებათა შეწყვეტამდე.

30. სასამართლოს, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარდგინებას საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე თან ერთვის შემდეგი დოკუმენტები

ა) შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ გაცემული სარეგისტრაციო ბარათის პირი;

ბ) ფოტოსურათი ზომით 5x6 მ;

გ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების დამადასტურებელი დოკუმენტები,

31. იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისას საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვოს სხვა დოკუმენტები.

III. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებათა და წარდგინებათა წინასწარი განხილვა

32. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებებსა და წარდგინებებს წინასწარ განიხილავს და მასალებს ამზადებს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველო.

33. განცხადებათა და წარდგინებათა წინასწარ განხილვის პროცესში მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველოს უფლება აქვს პირადად მოიწვიოს დაინტერესებული პირი და მიიღოს მისგან საკითხის განსახილველად საჭირო საბუთები, სახელმწიფო ორგანოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან მიიღოს აუცილებელი საბუთები ან წერილობითი დასკვნები განსახილველი განცხადების ან წარდგინების ირგვლივ.

34. მოქალაქეობის საკითხთა წინასწარი განხილვის პროცესში მხედველობაში მიიღება როგორც დაინტერესებულ პირთა პირადი საბუთები, მისი პიროვნება, განცხადების მოტივები, ისე სათანადო წესით გაფორმებული მოწმეთა ჩვენებები და სხვა წერილობითი მტკიცებულებანი.

35. კანონის 26-ე, 28-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებით საქართველოს მოქალაქეობის შეძენის მსურველი პირი საკითხის წინასწარ განხილვის პროცესში გაივლის ტესტირებას ქართული ან აფხაზური ენის, საქართველოს ისტორიისა და კანონმდებლობის ცოდნის შესაფასებლად.

დაინტერესებულ პირთა ტესტირების მიზნით იუსტიციის სამინისტროსთან იქმნება მუდმივმოქმედი კომისია მეცნიერ სპეციალისტებისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისაგან. კომისიის დებულებას და პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს იუსტიციის მინისტრი.

კომისიას გამოაქვს დადგენილება, რომელიც თან ერთვის განმცხადებლის პირად საქმეს.

36. მოპოვებული მასალის საფუძველზე მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველო ადგენს მოტივირებულ დასკვნას განცხადების, ან წარდგინების დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის მიზანშეწონილობის შესახებ.

37. დასკვნა თანდართულ მასალასთან ერთად განიხილება იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე და მტკიცდება კოლეგიის დადგენილებით.

38. იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განმცხადებლისა და წარდგინების შემტანი ორგანოს წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა.

39. მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველოს უფლება აქვს განსახილველი საკითხის ირგვლივ ახსნა-განმარტებისა თუ დამატებითი დოკუმენტაციის მისაღებად კოლეგიის სხდომაზე მოიწვიოს თანამდებობის პირები ან სხვა დაინტერესებული პირები.

40. იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე დადებით გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განმცხადებელი წარმოთქვამს საქართველოს მოქალაქის დეკლარაციას ქართულ ენაზე და დაადასტურებს ტექსტზე პირადი ხელმოწერით. დეკლარაცია თან ერთვის განმცხადებლის პირად საქმეს.

41. მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველო ვალდებულია მოქალაქეობის საკითხთა წინასწარი განხილვის პროცესში განმცხადებელს განუმარტოს კანონის მოთხოვნები, საქართველოს მოქალაქეობის შეძენისას სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაზე უარის თქმის აუცილებლობა, გადაწყვეტილებათა გასაჩივრების წესი და სხვა.

42. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებები და წარდგინებები თანდართულ მასალასთან ერთად ეგზავნება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატს.

43. განცხადებებისა და წარდგინებების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფოს მეთაური გამოსცემს ბრძანებულებებს, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში – განკარგულებებს.

44. მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულება ძალაში შედის ორი კვირის შემდეგ მისი მიღების დღიდან, თუ მასში არ არის მითითებული ძალაში შესვლის სხვა თარიღი.

45, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულება უცხოელი მოქალაქის საქართველოს მოქალაქედ მიღებისა და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე ძალაში შედის ამ პირის მიერ თავდაპირველ მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, რაც აღინიშნება ბრძანებულებაში. აღნიშნულ დოკუმენტს დაინტერესებული პირი წარადგენს იუსტიციის სამინისტროში.

46. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებები და განკარგულებები ქვეყნდება საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებულში.

IV. მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულება

47. მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულების შესრულება საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მიმართ ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ დაინტერესებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სხვა სახელმწიფოში მცხოვრები პირების მიმართ საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების მიერ.

48. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებათა საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან მოხსნა და შესაბამისი დოკუმენტების გაცემა ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი წესით.

49. მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებები და განკარგულები გავა იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველოს.

50. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებთან და წარდგინებათა დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებებს მათი ძალში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო უგზავნის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების შესაბამის სამსახურებს. ამასთან, აღნიშნულის შესახებ აცნობეს დაინტერესებულ პირებს და ორგანოებს, განცხადებათა და წარდგინებათა დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაურის განკარგულების საფუძველზე დაინტერესებულ პირებსა და ორგანოებს გაეცემა წერილობითი პასუხი უარის თქმის მოტივის მითითებით.

51. იუსტიციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისაგან მიღებული მონაცემების საფუძველზე ყოველი წლის ბოლოს სახელმწიფოს მეთაურის აპარატს წარუდგენს ანგარიშს მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მდგომარეობის შესახებ.

52. მოქალაქეობის საკითხთა განხილვის მასალები ინახება საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს არქივში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი 1

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს

ფოტოსურათის ადგილი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 25 მარტის კანონის 26-ე, 27-ე, 28-ე მუხლის შესაბამისად გთხოვთ მიმიღოთ, აღმადგინოთ საქართველოს მოქალაქედ (საჭირო სიტყვები გახაზეთ)

ჩემს შესახებ გაცნობებთ შემდეგს:

1. სახელი, გვარი

2. დაბადების თარიღი

3. დაბადების ადგილი

(რიცხვი, თვე, წელი)

4. ოჯახური მდგომარეობა

5. მოქალაქეობა

6. განათლება

7. სამუშაო ადგილი, თანამდებობა --------------------------------

8. ნასამართლობა

9. მისამართი, ტელეფონის № (სამსახურის, სახლის) -----------

10. საქართველოს რესპუბლიკაში დასახლების თარიღი და საფუძველი

11. ვფლობ პასპორტს სერია ---------------- N -------------------------------------- გაცემულს

------------------------------------

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

ბინადრობის მოწმობის სერია ------------N ---------------------------------------- გაცემულს

-----------------------------------

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

12. ჩემთან ერთად გთხოვთ მოქალაქეობა შეუცვალოთ ჩემს არასრულწლოვან შვილებს:

1.

---------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი)

              2.
              3.

13. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს

             1.

             2.

             3.

            4.

            5.

           6.

14. ჩემი თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანახმა ვარ უარი ვთქვა ------------------------------------- მოქალაქეობაზე ----------------------------

                                                                     (პირადი ხელმოწერა)

„---------„ ------------------------------ 19 ---- წ.

განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე

---------------------------------------------

(თანამდებობა, ინიციალები, გვარი)

                                                                                       -------------------------------------

                                                                                                (ხელმოწერა)

„---------„ ------------------------------ 19 ---- წ.

საქართველოს მოქალაქის დეკლარაცია

მე, -------------------------------- ვხდები რა საქართველოს მოქალაქე, ვაღიარებ და

                   (სახელი, გვარი)

დავიცავ მის კონსტიტუციასა და კანონებს, ქვეყნის მთლიანობას, სახელმწიფო სუვერენიტეტს და ავტორიტეტს, ვაღიარებ ქართულ ენას სახელმწიფო ენად, პატივს ვცემ ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.

-------------------------------

პირადი ხელმოწერა

„---------„ ------------------------------ 19 ---- წ.

შ ე ნ ი შ ვ ნ ა : საქართველოს მოქალაქის დეკლარაციას განმცხადებელი წარმოთქვამს იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე ქართულ ენაზე და ადასტურებს ტექსტზე პირადი ხელმოწერით.

დანართი 2

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს

ფოტოსურათის ადგილი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 25 მარტის კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად გთხოვთ, დამრთოთ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ნება.

ჩემს შესახებ გაცნობებთ შემდეგს:

1. სახელი, მამის სახელი, გვარი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, მამის სახელი, გვარის გამოცვლის შემთხვევაში მიუთითეთ თარიღი და მოწმობის N)

2. დაბადების თარიღი

(რიცხვი, თვე, წელი)

3. დაბადების ადგილი

4. განათლება

5. სამუშაო ადგილი, თანამდებობა ----------------------------

6. ოჯახური მდგომარეობა

7. დამოკიდებულება სამხედრო სამსახურისადმი, სამხედრო წოდება

8.  მისამართი, ტელეფონის № (სამსახურის, სახლის) ----------------------

9. ვფლობ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას, სერია ----------------N ------------------------- გაცემულს

პასპორტს – სერია ----------------------------- N ----------------------------------

------------------------------------

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

10. ჩემთან ერთად გთხოვთ მოქალაქეობიდან გასვლის ნება დართოთ ჩემს არასრულწლოვან შვილებს:

                  1.

---------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი)

                  2.

                  3.

11. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:

                  1.

                  2.

                  3.

                  4.

                  5.

„---------„ ------------------------------ 19 ---- წ.

                                                                                                       ---------------------------

                                                                                                          (პირადი ხელმოწერა)

განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე

---------------------------------------

(თანამდებობა, ინიციალები, გვარი)

                                                                                                      ---------------------------

                                                                                                           (ხელმოწერა)

„---------„ ------------------------------ 19 ---- წ.